Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 080 (Men harden themselves)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ა - საოცარი კვირის დასასრული (იოანე 11:55 - 12:50)

5. გასამართლებამდე ხალხის გული ქვავდება (იოანე 12:37-50)


იოანე 12:37-41
37 ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი, 38 რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?” 39 ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ: 40 "თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”. 41 ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ

იესომ, იერუსალიმში ბევრი სასწაული მოიმოქმედა, რომელიც მისი სიყვარულით იყო გამოწვეული. ადამიანებმა, რომელთაც მისდამი კეთილგანწყობა ჰქონდათ, დაინახეს მისი ძალა და შეიცნეს ის, ხოლო მათ, ვისი მსოფმხედველობაც ჯერ კიდევ შემოსაზღვრული იყო, ვერ მიიღეს ის. ისინი წონიდნენ მას საეჭვო სანდარტებით და ცრუ ლოგიკით.

უმეტესობას, უბრალოდ არ უნდა საკუთარი აზრებისა და მსჯელობისგან განთავისულება და ამიტომ ვერ ისმენენ ღმერთის ხმას. სულიწმიდა არ არის მომაბეზრებელი: იმისთვის, რომ მისი ხმა მოისმინო ძალიან ყურადთებით უნდა იყო და შენ გულს დაუგდო ყური.

ის ვინც სულიწმიდას ეწინააღმდეგება, რომლის ხმაც მთელ სახარებაში ისმის, არა მარტო გულს იქვავებს, არამედ ღმერთზე ამბობს უარს. ამის შედეგად ისინი ვერ ხედავენ იმ საზიანო მდგომარეობას, რომელშიც არიან, და ვერ ხედავენ გზას გადარჩენისკენ. გადარჩენ ღმერთისგანაა, ისაა მოსამართლეს და უფალის.

ჩვენ ვამჩნევთ, რომ ზოგიერთი ადამიანი, ოჯახი, ან შესაძლოა ერებიც, ღმერთთან უთანხმოებაში არიან. საბოლოოდ ის ტოვებს მათ, ვინც გამუდმებით მიდის მისგან, იმის მიუხედავად, რომ ის სულ ცდილობს მათ გამოღვიძებას. ღმერთი მათ გულებს აქვავებს, ვინც არ ისმენს სულიწმიდის ხმას. ყველა, ვინც გააზრებულად უკუაგდებს ღმერთის სიყვარულს, იქნება განკითხული. ღმერთის სიწმიდე ვერ იტანს მოუსმენლობას, ამიტომაც ის იძლებულია ასე მოიქცეს, რასაც მიყავს ადამიანი სამსჯავრომდე და მერე საუკუნო დაღუპვამდე.

ღმერთის მიერ გაქვავებული ადამიანების გაგება, რომლებიც გამოდიან მისსავე საწინააღმდეგოდ, არ იხსნება ადამიანური ლოგიკით, არამედ მისი დიდიებით. ესაია ამას მიხვდა, როდესაც ღმერთის ხმა მოისმინა, და ის აგზავნიდა მას არა ხალხის გადასარჩენად, არამედ გულის გასაქვავებლად (ესაია 6:1-13). იქადაგო სიყვარულზე უფრო ადვილია, ვიდრე გააფრთხილო ღმერთის რისხვისა და სასამართლოს შესახებ. მაგრამ ღმერთის სიყვარული გულისხმობს სიწმიდეს, ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას. მის თანდასწრებაში ბოროტებას ადგილი არ აქვს: ის ქრება, როდესაც სიწმიდე ეხება. რამდენადაც იესო - არის ქრისტეს წმიდა განხორციელება, შესაბამისად მისი პიროვნულობა ყოფს ადამიანებს სულიერებად და ხორციელებად. იოანე ამტკიცებს, რომ ტახტზე მჯდომი, როგორც აღწერს ესასია, არის იესო, ვინაიდან ის ერთია მამასთან მის დიდებასა და სიწმიდეში.

იოანე 12:42-43
42 ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ. 43 რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.

მახარობელი იოანე იცნობდა მღვდელმთავრებს (იოანე 18:15). ის ამბობს, რომ იმისდამიუხედავად, რომ ისინი იესოსთან დისტანციას იჭერდნენ, ზოგიერთმა მთავრთაგანმა ირწმუნა ის. ისინი დარწმუნდნენ, რომ იესო ღმერთი იყო, ხოლო მისი სიტყვა ძალითა და ჭეშმარიტებით აღსავსე, მაგრამ ამის შესახებ გახსნილად არ ლაპარაკობდნენ.

რატომ იქცეოდნენ ასე, რომ ტავის სინდისთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ? პასუხი მარტივია: მათ ფარისევლების ეშინოდათ, ამიტომაც რისკს არჩიეს უსაფრთხოდ ყოფნა. ფარისევლები ემუქრებოდნენ იერუსალიმიდან გაგდებით ყველას, ვინც იესოს გაყვებოდა. ხოლო მთავრებს არ სურდათ თავიანთი ადგილების დატოვება და ავტორიტეტის დაწევა, ხოლო რაც ყველაზე ცუდია: ყოფილიყვნენ გარიყულები და დევნილნი, ხოლო ისინი ვინც ხალხისგან უარყოფილი იყო, ვერაფერს ყიდულობდა, ვერაფერს ყიდდა, ვერც ცოლს ირთავდნენ და არც ლოცვა შეეძლოთ სხვებთან ერთად. ასეთი ადამიანი კეთროვანს უდრიდა.

რატომ არ აღიარა მთავარმა თავისი რწმენა? ისინი თავის რეპუტაციას მეტად უფრთხილდებოდნენ, ვიდრე ღმერთის დიდებას. მათთვის პრიორიტეტული იყო საკუთარი თავის კმაყოფილება და არა უფლისთვის თავის მოწონება.

ვაი მას, ვინც სინამდვილეში იცნობს იესოს, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს არ იცნობსო. ღმერთის დიდებასა და მზრუნველობას ურჩევნია საკუთარი უსაფრთხოება. ღმერთის გარეშე ძალიან რთულ სიტუაციაში მოხვედრა, უმარტივესია ასეთი ადამიანისთვის. არ დააყოვნოთ ღმერთის რწმენის აღიარება და მისი მხსნელად გამოცხადება სხვების წინაშე, გწამდეთ, რომ ის წაგიყვანთ თქვენ სწორი მიმართულებით. მას მხოლოდ კეთილი განზრახვები აქვს.

იოანე 12:44-45
44 იესომ შესძახა და თქვა: "ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა, 45 და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.

იესო ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებდა, ჭეშმარიტება სგადმოსცემდა რთული და ამავდროულად მარტივი სიტყვებით. ერთი შეხედვით მისი სიტყვები საპირისპიროდ ჟღერს, ის ამბობს, რომ მის მორწმუნეს არ სჯერა მისი. იესო მხოლოდ საკუთარ პიროვნებაზე არ ჩერდება, ის თავის მორწმუნეს მამისკენ აძლევს მიმართულებას. იმისდამიუხედავად, რომ მან დატოვა ზეცა და მოვიდა დედამიწაზე, მას არ უნდა, რომ მხოლოდ მას სცენ თაყვანი. ძე არ ართმევს მამას, ადამიანთა დიდებას. ის ამ დიდებას თავის თავშ ასახავს, ხსნის მთლიანად მამის არსს, ამ გზებით.

ისიც მართალია, რომ ვერავინ მივა მამსთან თუ არა ძე: შეუძლებელია გწამდე ღმერთის და არ გწამდე მისი ძის. უალმა იესო დააჯილდოვა, თავისი თვინიერებით, ღვთუირი თვისებებით და მიანდო მას მიმდევრები - მისი მორწმუნე ადამიანები, ამიტომაც ამტკიცებდა იესო, ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე, რომ ვინც ის იხილა, მან მამაც იხილა, რომელმაც გამოგზავნა ის.

იესო -ღვთის წარმოგზავნილია, რომელსაც ძალა და ღმერთის დიდება ერთდროულად აქვს, ასევე მამის სრული მორჩილება. არ არსებობს დედამიწაზე, არავინ, ვინც თავისი ცხოვრებით და აღდგომით იქნებოდა მაგალითი ადამიანებისთვის. დამორჩილდა და ამითი ის მამის მსგავსი გახდა. არ არის სხვაობა მამასა და ძეს შორის.

იოანე 12:46-48
46 მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში. 47 თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი. 48 ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

ერთხელაც რამდენიმე აფრიკის სოფელში გავრცელდა დაავადება. ხალხი ჩაიკეთა თავის სახელბში, ჯუნგლებში და არ გამოდიოდნენ იმის შიშით, რომ არ გადასდებოდათ. სოფელში მოსულმა ექიმმა შეამჩნია, რომ დაავადება შეიძლებოდა შეჩერებუიყო, თუ ის ადამიანი, ვინც ავად იყო ხშირდა იქნებოდა მზეზე. მან დაუწყო ყველას მოწოდება: გამოდით სახლებიდან, მზეზე მყოფები მალე გახდებით უკეთ. მიკრობები კვდება, მზეზე ყოფნის დროს. მრავალი გამოვიდა მზეზე და განიკურნა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც არ დაუჯერეს ექიმს და გარკვეული დროის შემდეგ დაიღუპნენ. ექიმმა ჰკითხა მათ, სხვების თვალწინ, რატომ არ გამოხვედით სხვებთან ერთად, როცა გითხარით და მათ უპასუხეს: შეგვეშინდა, გვეგონა გვატყუებდი და ამ ავადმყოფობამ დაგვაუძლურა. ექიმმა კი უპასუხა: ამიტომაც კვდებით - არა ავადმყოფობისგან, არამედ, რომ არ დაიჯერეთ ჩემი სიტყვები.

ეს მაგალითი თვალნათლივ გვაჩვენებს იესოს მაგალითს. ის არის სამართლიანობის მზე, რომელიც ცოდვილ სიბნელეს არავს, ის - ბოროტებაზე გამარჯვებაა. ის, ვინც მის სასწაულებრივ შუქს ღებულობს, გადარჩენილ იქნება, ვინაიდან იესო მოვიდა, რათა ადამიანი ცოდვებისგან და სიკვდილისგან იხსნას. მისი სიტყვები გიცავს და განთავისუფლებს ყოველგვარი ბოროტებისაგან, დღეიდან კი ვინც მის სიტყვას მოისმენს, ირწმუნებს და მოინანიებს, იცოცხლებს საუკუნოდ. სიკვდილს მასზე ძალაუფლება აღარ აქვს.

ხოლო ის ვინც მოისმენს მის სიტყვებს და არ შეინახავს მათ გულში, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობა და სიკდვილისთვის იქნება გადადებული. ასეთებისთვის სახარება გამსამართლებელი იქნება და გზა დაღუპვისკენ. მიიღე თუ არა ქრისტე, როგორც საკუთარი მხსნელი? დამახსოვრე თუ არა მისი სიტყვები და შენ ცხოვრებაში ჩასვი?

იოანე 12:49-50
49 რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. 50 და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.

იესო - ღმერთის სიტყვაა. მის სიტყვებისა და ფიქრების უკან ღმერთის დგას. ის - ღმერთის წერილია ჩვენდამი. ძე მამის მოსმენი იყო. ის ისმენდა მამისგან ყოველივეს და შემდეგ ადამიანურ ენაზე ნმარტავდა ყველაფერს. მისი მეშვეობით ესაუბრებოდა ღმერთი დაცემულ დედამიწას, და ეუბნებოდა: „ მე ვარ თქვენი მამა, მე საუკუნო ვარ. მადლით გაქვთ მოცემული საუკუნო სიცოცხლე, და თუმცაღა ჩემს რისხვა სა და დასჯას იმსახურებთ, მაინც მიყვარხართ. იმისთვის, რომ თქვენ გამართლებულ იქნათ და მიიღოთ სულიწმიდა, მე გიგზავნით ჩემ წმიდა და მხოლოდშობილ ძეს. ის დაიკავებს თქცენ ადგილს და თქვენ აღარ მოკვდებით. თქვენ საუკუნო სიცოცხლეს იძენთ მესიისგან, ხოლო ვინც მას არ მიიღებს, ვერ იხილავს სასუფეველს და ვერ შევა მასში“. ამითი იესო სამყაროს, მადლით გადარჩენას სთავაზობს, ხოლო ვინც ამ მადლს არ ღებულობს ის თავ წირავს უფსკრულში გადასავარდნად იმიტომ, რომ არ მიიღო ღვთიური წინადადება სიცოცხლის შესახებ.

ლოცვა: უფალო მადლობას გიხდით საუკუნო სიცოცხლის მადლისთვის. გადიდებთ და აგამაღლებთ, ვინაიდან სიკვდილის ნაცვლა სიცოცხლე გვაჩუქე და გამოგვისყიდე ჩვენი ცოდვებისგან. დაგვეხმარე ქრისტეს დიდება იყოს ჩვენ ფიქრებში და მოვიტანოთ მეტი ნაყოი მისთვის. ააღორძნე ხალხი სახარების ძალით და გვასწავლი ვატაროთ ყველგან კეთილი უწყება, რათა არავინ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე მიიღოს.

კითხვა:

  1. როგორ ჟღერს უფლის მცნება, რომელიც ქრისტეს მეშვეობით არის მომართული ჩვენკენ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)