Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 064 (The Jews interrogate the healed man)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
2. ბრმად დაბადებულის განკურნება (იოანე 9:1-41)

ბ) განკურნებულის დაკითხვა იუდეველების მიერ (9:13-34)


იოანე 9:24-25
24 მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს: "დიდება მიაგე ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი”. 25 მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.

ფარისევლებს მთელი ძალით სურდათ მოეძებნათ იესოში რაიმე, რათა განესაჯათ ის. მათ ისევ დაუძახეს განკურნებულს და მოითხოვეს, რომ ქრისტეს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ისინი, როგორც რჯულის მიმდევრები, ამტკიცებდნენ, რომ იესო - იესო ცოდვილია და ამისი დასტური სჭირდებოდათ. ამიტომაც აწვებოდნენ იმ კაცს, რათა მას ეღიარებინა, რომ ეს სასწაული არ იყო გაკეთებული ნაზარეველის დიდების მეშვეობით.

მაგრამ განკურნებული ამბობდა: „მე არ ვიცი ცოდვილია თუ არა ის, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. მხოლოდ ერთი ვიცი - მე ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ“. ეს რომ სასწაული იყო ამის უარყოფა შეუძლებელია, რომელიც ღვთიური ძალით და წყალობით სავსე იყო. განკურნებულის მოწმობა ისეთივეა, როგორიც ბევრის დღეს. მათ შეიძლება ყველა საიდუმლო არ იცოდნენ ზეიცა ან მიწისა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ განიცადეს მაღლიდან შობა და ნებისმიერ მათგან შეუძლია თქვას: „მე ვიყავი ბრმა, მაგრამ ახლა ვხედავ“.

იოანე 9:26-27
26 კვლავ ჰკითხეს: "რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?” 27 უპასუხა: "მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ ხელახლა მოსმენა? იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?”

განკურნებულ პასუხებით უკმაყოფილოებმა, ფარისევლები ცდილობდნენ ეპოვათ მის სიტყვებში რაიმე საწინააღმდეგო და თხოვეს ხელახლა მოეთხრო ეს ამბავი. ის კი გაბრაზდა და თქვა: „ნუთ ვერ გაიგეთ? თუ ამის შესახებ კიდევ ერთხელ გინდათ მოისმინოთ, რათა მისი მოწააფები გახდეთ?“

იოანე 9:28-34
28 მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: "შენ თვითონ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29 ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”. 30 უთხრა მათ კაცმა: "საკვირველი სწორედ ისაა, რომ არ იცით, საიდან არის, მან კი თვალები ამიხილა. 31 ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი. 32 საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს. 33 ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა”. 34 უთხრეს მას: "შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?” და გარეთ გამოაგდეს იგი.

როდესაც განკურნებულმა ირონიით მიმართა რჯულის მცოდნეებს, ფარისევლებმა უთხრეს: „ჩვენ კი არა, შენ ხარ იმ მატყუარას მოწაფე. ჩვენ - მოსეს მოწაფებიი ვართ, ადამიანის, რომელიც ღმერთს ელაპარაკებოდა“. იესომ მათ ადრე უთხრა, სწორად რომ გაეგოთ მოსეს სიტყვები, მაშინ ჩაწვდებოდნენ მას სრულიად. მაგრამ რამდენადაც, მათ დაამახინჯეს ის, და გამოიყენეს თავის გასამართლებლად, ესეიგი ვერ გაიგეს მისი. და მით უფრო ვერ გამოიცნობდნენ სულს, რომელიც ლაპარაკობდა მისგან.

ახალგაზრდა ადამიანმა თქვა: „ის ვინც კურნავს დაბადების ბრმებს, მას აქვს ძალაუფლება ქმნას: ის ყოვლისშემძლეა. ის არაფერში მადანაშაულებდა მე, არც ფული უთხოვია, არც მადლიერება, არამედ თავის სიყვალუსი სიუხვეში განმკურნა. მასში არავითარი ცოდვა არ არის.

განკურნებული აგრძელებდა: „ძველი აღთქმის დროიდან მოყოლებული ღმერთი არ პასუხობს ამაყების ლოცვას. ადამიანის ცოდვა ხელს უშლის კურთხევის გადმოღვრას ადამიანზე. მაგრამ ის ვინც გახსნის მის წინაშე გულს, აღიარებს ცოდვებს და იქნება სიყვარულსა და რწმენაში, მას ღმერთი პირადად ეხსნება.

„არავის უბრალოდ ადამიანთაგან არ მოუცია ჩემთვის მხედველობა, და ვერც თქვენგან ვერ შეძლო ვერავინ განვეკურნებინე, და ეს დასტურია იმისა, რომ ის უცოდველია: ღმერთი ცხოვრობს მასში“. ასეთი განხილვის დროს, ეს ახალგაზრდა ყმაწვილი აგძღელებდა იესოს და მისი ღვთიურობის შეცნობას.

ამაზე პასუხა მიიღო: „შენ ძალიან გაუკუღმართდი, და შენი მშბლებიც. შენმა სიბრმავემ გამოიწვია შენი გონების გაუკუღმართება“. ეს „ღვთისმოსავი“ ადამიანები, რელიგიის მქმნელები არიან და ვერ ხვდებოდნენ, რომ მეტად ბრმები იყვნენ, ვიდრე ეს უბრალო ყმაწვილი. ის იესოს მოციქული იყო, ყვებოდა თუ რა შეეძლო ქრისტეს, მაგრამ მათ ზურგი აქციეს მის სწავლებას, რომელიც ბრმებისთვისიყო. მათ ის სინაგოგიდან გააგდეს. ჯერ საბჭოს კარვიდან გააგდეს, შემდგომ სახალხოდ და ნაზარეველის მიმდევარი უწოდეს. ერთ დღეს ის უარყოფილ იქნა თავისივე ნიჭით, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ მიიღეს ქრისტეს სული.

კითხვა:

  1. რას მიხვდა განკურნებული ფარისევლების დაკითხვის დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)