Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 065 (Jesus reveals himself to the healed one)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
2. ბრმად დაბადებულის განკურნება (იოანე 9:1-41)

გ) იესო ეცხადება განკურნებულს, როგორც ღვთის ძე (იოანე 9:35-41)


იოანე 9:35-38
35 იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: "გწამს ძე კაცისა?” 36 მან უთხრა: "ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?” 37 იესომ უთხრა: "შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”. 38 უპასუხა: "მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.

ჩვენ წავიკითხეთ ეს ტრაგიკული ისტორია. როდესაც იესომდე მივიდა ცოდნა იმის შესახებ, რომ განკურნებული გაძევებულ იქნა საზოგადოებიდან, ის მის მოსაძებნად წავიდა და დაღონებული ნახა ის. ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს ნუგეშს, მათ ვისაც ზურგი აქციეს ქრისტეს გამო. თუ მსგავს სიტუაციაში იმყოფებით, იცოდეთ, რომ იესო ისმენს თქვენ ლოცვებს, დაგეხმარებათ და არ დაგტოვებთ. ნუ ეძებთ ადამიანების მხარდაჭერას, რადგან იმედი გაგიცრუვდებათ: მხოლოდ ქრისტეს უყურეთ. არ არის იმედი არავისგან არც დედამიწაზე და არც ცაში, იესოს გარდა: მას უყვარხართ თქვენ.

იპოვა რა ყმაწვილი იესომ პირდაპირ ჰკითხა: „გწამს თუ არა ღვთის ძის, რომელიც არის კაცის ძე?“ იესომ იცოდა, რომ ყმაწვილმაც კარგად იყო ძველი აღთქმა (უფრო კონკრეტულად კი დანიელი 7:13-14), სადაც წერია, რომ კაცის ძე არის ღვთის ძე და წვეყნიერების განმსჯელი. ამიტომაც დაუსვა ეს კითხვა, რომ მან საუკუნოდ განადიდოთ ღვთის ძე გამყარდეს რწმენაში. ყმაწვილი ხვდებოდა, რომ იესო უბრალო არაჩვეულებრივი ადამინი იყო, და მიმართა მას: „უფალო“. თუმცა მას მეტი უნდოდა სცოდნოდა მის შესახებ, რომ ქება-დიდება მიეძღვნა რა უბრალო ადამიანისთვის, არამედ მისთვის, ვინც მარტლა იმსახურებდა მას.

იესომ უპასუხა მას: „შენი რწმენით, შენ ის უწინ გყავს ნანახი, ვიდრე შენი ფიზიკური თვაებით. მე ვარ ის - ღვთის ძე, რომელიც ვლაპარაკობ შენთან“. ახლა განკურნებულს შეეძლო სრულიად მინდობოდა მას. მან თაყვანი სცა ქრისტეს და ითხრა: „უფალო, ახალ მე შენი ვარ. შენ - ჩემი მეფე ხარ, ჩემი მასწავლებელი და უფალი. შენ - ჩემი განხორციელებული სიყვარული ხარ, და დღეიდან გენდობი შენ, რათა შენი მონა ვიყო.„

ძმაო, შეძელი თუ არა იესოს დანახვა ადამიანის სხეულში? შერთდი თუ არა მასთან რწმენით და განადიდე თუ არა ისსე, როგორც ეკუთვნის?

იოანე 9:39-41
39 უთხრა იესომ: "განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ”. 40 გაიგონა ეს სიტყვები მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა; და ჰკითხეს: "ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?” 41 უთხრა მათ იესომ: "ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა თქვენზევე რჩება”.

იესომ არ შეუშალა ხელი თაყვანისცემაში ახალგაზრდას, რადგან იცოდა, რომ მისი იყო დიდება და პატივი. მაგრამ მან გააფრთხილა, რომ მისი მოსვლით ამაყები გასამართლდებიან, ხოლო ფარისევლები, რომლებსაც უნდათ სიმართლე იცოდნენ საკუთარ თავზე, გაწბილებულები იქნებიან. ხოლო ბრმებმა და სხვებმა ეს გაიგეს, მიიღეს და განიწმიდნენ. იესო არ განიკითავდა მათ, ვისაც არ ჰქონდა მონანიებული: ქრისტეს უარყოფით მათ საკუთარი თავი განსაჯეს. მიუხედავ იმისა, რომ იცოდნენ მესიის მოსვლის შესახებ ძველი აღთქმიდან, ისინი მაინც უარყოფდნენ ქრისტეს ქადაგებას და ამითი სინათლეს მოაკდლნენ. ისინი დაბრმავდნენ და გულქვა მკვლელებად იქცნენ. იესო სწავლება და მისი ქადაგება გვტავაზობს არჩევანს: გადარჩენა ან დაღუპვა, კურთხევა ან წყევლა. რა ამოირჩია თქვენმა გულმა?

ქრისტეს მიმდევრებს შორის, ფარისევლებიც იყვნენ, რომელთაც ქრისტეს სიტყვები შეეხო. მათ კითხეს: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ იესომ კი მათ ფარისევლობას უპასუხა: „თქვენ, რომ მართლა ხედავდეთ თქვენ სიბრმავეს და ნაღვლობდეთ თქვენ სულიერ მდგომარეობაზე, თქვენ იოანე ნათლისმცმელის გამოჩენამდე მოინანიებდით. თქვენ მიიღებდით პატიებას და იქნებოდით კურთხეულები. მაგრამ თქვენ ტყუვდებით და აგრძელებთ ფიქრს, რომ მართლები ხართ, ხოლო ამით თქვენ სიბმრავეს და გულქვაობას მეტად ამტკიცებთ. ამიერიდან მზის არც ერთი სხივი თქვენ არ გაგანათებთ.“

ლოცვა: უფალო იესო, შენ - ღმერთის ძე ხარ ადამიანის სახით მოვლენილი. ჩვენ გადიდებთ და გენდობით შენ. ამიერიდან ჩვენ შენს განკარგულებაში ვართ, ყველაფრით, რაც გაგვაჩნია. გთხოვთ: გვაპატიე და გაასუფთავე ჩვენი გული, რომ არავინ და არავითარმა ცოდვამ, ვერ განგვაშოროს შენგან.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტეს ტაყვანისცემა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:46 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)