Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 063 (The Jews interrogate the healed man)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
2. ბრმად დაბადებულის განკურნება (იოანე 9:1-41)

ბ) განკურნებულის დაკითხვა იუდეველების მიერ (9:13-34)


იოანე 9:13-14
13 მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, მანამდე რომ ბრმა იყო. 14 ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.

იუდეველებს ბევრი კანონი ჰქონდათ, რომელთა შესრულებასაც ცდილობდნენ. ის, რომ ბრმის განკურნება მოხდა ზუსტად შაბათს, სიხარულის მიზეზი მათთვის არ ყოფილა, არამედ ეს როგორც დანაშაული აღიქვეს და მიიყვანეს განკურნებული ფარისევლებთან, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა ის ღმერთისგან თუ ეშმაკისგან იყო.

ამითი დაიწყო იესოს შესახებ დაკითხვის პროცესი. ახალგაზრდა ადამიანმა მოუთხრო, როგორ იქნა განკურნებული, მაგრრამ წვრილმანებზე არ უსაუბრია,რადგან მომსმენნი მტრულად იყვნენ განწყობილნი.

იოანე 9:15-17
15 ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: "ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”. 16 მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა. 17 კვლავ ჰკითხეს ბრმას: "შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: "წინასწარმეტყველია იგი”.

იმის მერე, რაც რჯულის დამცველებმა მოუსმინეს მას, მათ კამათი დაიწყეს. ერთნი ამბობდნენ, რომ ეს განკურნება ღმერთისგან არ იყო, რამდენადაც ისეომ შაბათის მცნება დაარღვია. ანუ ისინი მას განსჯიდნენ, კანონებზე დაყრდნობით.

სხვები კი კავშირს ხედავდნენ, ცოდვებისა, პატიებისა და ბრმის განკერნებას შორის. ისინი ფიქრობდნენ, რომ რახან მას თვალები აეხილა, ცოდვებიც ეპატია და ამიტომაც იყო ეს ყველაფერი უფლის გულმოწყალების გამოხატულება. ამიტომ იესო ცოდვილი ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან თავად პატიობდა დაკურნავდა ხალხს.

კომპრომისამდე ვერანაირად ვერ მივიდა ვერც ერთი მხარე. მოკამათეები ბრმები იყვნენ ისევე, როგორც ახლა ჩვენ დროში ძალაინ ბევრი, ვინც ვერ წვდება ქრისტეს პიროვნებას. შემდეგ მათ კითხეს, კიდევ რა უთხრა იესომ მას და რას ფიქრობს საერთოდ მასზე.ასეთი კითხვების დასმა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც იესოს კარგად იცნობს. ასევე ამის კითხვა შეიძლება მთთვის, ვინც მაღლიდან შობილია, რადგან მათ იციან როგორ შეიძლება ცოდვებისგან განთავისუფლება და თავის დაღწევა უფლის რისხვისგან. სულიერი აღორძინების გარეშე ღმერთს ვერ ვიხილავთ.

განკურნებული დაფიქრდა იმაზე, თუ „ვინ იყო იესო“? მან გაიხსენა ის მამაკაცები, რომლებიც მთელი ისტორიის მანძილზე ღმერთის რჩეულები იყვნენ. მათ მიერ ბევრი სასწაული იყო განხორციელებული, მაგრამ ეს ბრმა არავის განუკურნავს. ქრისტეს საქმეები კი მოწმობდნენ იმის შესახებ, რომ ის ერთადერთი იყო, ვისაც შეიძლება ეწოდოს მხსნელი. იესო, რომელიც ხალხის მიერ წინასწარმეტყველად წოდებული იყო, არა მხოლოდ მომავალს წინასწარმეტყველებდა, არამედ ღმერთის ძალით ყოველდღიურ საჭიროებების გადაჭრით იყო დაკავებული. დღესაც მამის ნებას ასრულებს იმის მოლოდინში თუ როდის მოვა მასთან ხალხი და შეუშვებენ მას თავიანთ გულებში.

იოანე 9:18-23
18 მაინც არ დაიჯერეს იუდევლებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. 19 ჰკითხეს მათ: "ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?” 20 მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა. 21 მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”. 22 ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა. 23 ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.

იუდეველებმა არ მიმართეს ძველ აღთქმას და არ დაუწყიათ იმ დროის სასწაულების შედარება ამ დროის ქრიტსეს მეშვეობით მომხდარ განკურნებასთან. მათ არ სჯეროდათ, რომ იესო წინასწარმეტყველი ან ღმერთისგან წარმოგზავნილი იყო, ვინაიდან ასე, რომ ყოფილიყო, მაშინ მათი ამჟამინდელი პოზიცია მცდარი იქნებოდა.

ამიტომაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ სასწაული არ მომხდარა და ეს თითქოსდა განკურნებული ადამიანი ბრმა არც ყოფილა. და რომც ყოფილიყო, იესო თავისი ხელებით ვერ განკურნავდა მას, ვინაიდან ეს შეუძლებელი იყო მისთვის. უბედურის სიბრმავე მათი აზრით იყო ცოდვის შედეგი და თავის მხრივ ნიშნავდა მის დასჯას და ამიტომაც არავის შეეძლო მისი განკურნება.

მალევე იუდეველებთან მიიყვანეს განკურნებულის მშობლები. მათაც კითხეს თუ რა მოხდა, მაგრამ ვინაიდან მათ ეშინოდათ ფარისევლების, ძალიან ფრთხილად პასუხობდნენ იმას, რაც შვილისგან იცოდნენ. ისინი ამ კამათს განშორდნენ და ჩათვალეს სწორად მიეცათ შვილისთვის უფლება, რომ თვითონ დაეცვა თავი. სინაგოგიდან განშორება ნიშნავდა მთელი საზოგადოებისან გარიყვას., როგორც ყველა კეთროვანის შემთხვევაში - ის ყველანაირ უფლებას ართმევდა ადამიანს, მათ შორის ქორწინებისაც. იესოსადმი სიძულვილმა ისე იმატა, რომ მისი ტავიდან მოშორება კი არ უნდოდათ, არამედ მისი მიმდევრების მოშორებაც.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ შენ ხარ ღმერთი, რომელიც გამოვლინდი ადამიანის მეშვეობით უამრავი წლის წინ. დაგიცავი გამოცდის ჟამს, რათა ჩვენს ძალებს კი არ დავეყრდნოთ, არამედ შენსას. დაგვეხმარე, რომ დავიმორჩილოთ საკუთარი თავი და სიმამაცე მოგვეცი ვიყოთ შენი ერთგულები და თუ საჭირო იქნება შენ გამო სიცოცხლეც გავწიროთ.

კითხვა:

  1. რატომ უარყოფნდნე იუდეველები ბრმის განკურნებას დაბადებიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)