Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 052 (Disparate views on Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ბ) განსხვავებული აზრები იესოზე ხალხსა და იუდევლურ საბჭოში (7:14-53)


იოანე 7:37-38
37 დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს; 38 ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.

დღესასწაულიდ როს იესო კვლავ ტაძარში ქადაგებდა. ხალხი მღვდელმთავარს ელოდებოდა, რომელიც სამსხვერპლოს წყლით აკურთხებდა. სიხარულით მიყვებოდნენ მას მღვდლები, და წყალს ღვრიდნენ უფლის წინაშე. ეს იყო ღმერთის მიმართ მადლიერების გამოხატვის ფორმა და კურთევის სიმბოლო, რომელსაც ხალხი ელოდებოდა შემოქმედისგან შემდეგი წლისთვის. ისინი ამ რიტუალს ასრულებდნენ ესასიას სიტყვებზე დაყრდნობით, ესაია 12:3 : „სიხარულით ამოხაპავთ წყალსხსნის წყაროებიდან“.

იესო ხედავდა ხალხის მწყურვალ სულს, რომლებიც ყველა რიტუალის შესრულები მიღმა, არ იცნობდნენ მსხნელს. მან ისინი თავისთან მოიხმო: „მოდით ჩემთან და შესვით ცოცოხალი წყალი, ერო. მოუშვით ჩემთან ყოველი მწყურვალი. მე - სიცოცხლის წყარო ვარ.“

ისინი ვინც არ ილტვიან იესოსთან ერთად ცხოვრებისკენ ვერ მივლენ მხსნელთან. მაგრამ მასთან მოსულებს, ამბობს იესო: „ჩემი მორწმუნე და ჩემში მცხოვრები გახდება მრავალისთვის კურთხევის წყარო. წერილები აღგძრავს შენ, რომ მირწმუნო, ღმერთი კი გეუბნება, რომ მოხვიდე ჩემთან, რატა იპოვო სიცოცხლე და სიხარული“. ვინც იესოსთან მოდის და წყურვილს იკლავს მისი სიტყვებით, სულით აღვსილი, იცვცლება. ის თავად ხდება წყარო - და ამ დროს ბოროტი ეგოისტი ადამიანი, ქრისტეს ერთგული მსახური ხდება.

მიცეით თუ არა ნება იესოს, რომ ეზრუნა თქვენზე? მას უნდა, რომ ჭის მსგავსები იყოთ, რომელიც სუფთა წყლითაა სავსე. ეჭვგარეშეა, რომ თქვენ გულში ბოროტი ზრახვებია. მაგრამ იესოს შეუძლია გაანთავისუფლოს და გაასუფთავოს თქვენი გული და ბაგე. თვქნე შეგიძლიათ სხვების კურთხევის წყაროდ იქცეთ.

იესოს მიზანი - მხოლოდ გონების და სულის განწმედა არაა, არამედ მთელი სხეულის. მას უნდა, რომ ღმერთის ცოცოხალ მსხვერპლად იქცეთ, ემსახუროთ მათ, ვინც ჯერ არ მოსულა იესოსთან. მას ჩვენი განწმედა სურს, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ ვიცხოვროთ, არამედ ჩვენი ძალები მივმართოთ სხვების მომსახურებისთვის. ის ვინც ენდობა იესოს, უსიტყვოდ, გახდება კურთხევა სხვებისთვის.

იოანე 7:39
39 ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

ვისაც იესოსი სწამს, სულიწმიდისგან იღებს ნიჭს. მისი გადმოსვლა ადამიანზე - ეს სასწაულია, რომელიც დღემდე ხდება. ჩვენ სულიწმიდის მოქმედების ეპოქაში ვცხოვრობ დედამიწაზე. ეს სული - არა რის რომელიმე ანგელოზი ან მოჩვენება; ის - თავად ღმერთია, რომელიც სავსეა სიწმიდით და სიყვარულით. ის ძლიერ წყაროს ჰგავს და სუფთა ალს. ამავდროულად სული - ნუგეშისმცემელია. წეშმარიტი ქრისტიანი ხდება სულიწმიდის ტაძარი.

ქრისტეს დროს სულიწმიდა არ გადმოდიოდა ყველაზე იმიტომ, რომ ცოდვამ ადამიანი ღმერთს განაშორა. უკანონობის სიუხვე ჩადგა მასსა და ადამიანს შორის. მაგრამ იმის შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და ამაღლდა ზეცად, მამის მარჯვნივ მჯდომი, მან სიყვარულის სული გადმოღვარა ყველა თავის მორწმუნეზე. ღმერთი სულია, და ის ყველგანაა ერთდროულად. ის მორწმუნე ადამიანში ცხოვრობს, რომელმაც მიიღო პატიება იესოს სისხლის მეშვეობით. მიიღე თუ არა შენ სულიწმიდა? გადმოვიდა თუ არა ის შენზე? მიირე თუ არა ის? მიდი იესოს გულუხვ და აღორძინების წყაროსთან. ის ამბობს: „ჩემთან მოსული არ იშიმშილებს და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება“. ვინც მას დაუჯერებს, როგორც წერილშია ნათქვამი, იქნება ცოცხალი წყლის წყარო სხვებისთვის.

იოანე 7:40-43
40 ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”. 41 სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე? 42 განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?” 43 და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.

ზოგიერთი ადამიანი გრძნობდა იესოს სიტყვებში ჭეშმარიტებას და დაემორჩილნენ მას. მათ მთლიანად აღიარეს, რომ ის - წინასწარმეტყველია, რომელმაც იცის ღმერთის ნება და რომელიც ხედავს ადამიანის გულის საიდუმლოეებებს. ის - წინასწარმეტყველია, რომელიც მოსემ აღუთქვა მათ, რომელსაც ძველი აღთქმის დროს ხალხი ღმერთის დახმარებით მოგებიდან მოგებამდე მიყავდა. ამიერიდან მრავალი ხედავდა იესო ნაზარეველში ჭეშმარიტ მესიას.

ხოლო მათ ვისაც არ უნდოდათ ერწმუნათ იესოსი, ტავს წერილებით იმართლებდნენ. ისინი ამბობდნენ: „ის ნაზარეთიდანაა, ხოლო მესია უნდა მოვიდეს ქალაქიდან და დავითის თესისგან“. ასეთი სიტყვები სინამდვილეში არის ბიბლიაში. თუ რატომ არ თქვა იესომ რომ ბეთლებში დაიბადა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში ჰეროდე არ მისცემდა უფლებას თავის ტახტზე ასულიყო მეფე, რომელიც არ იყო მისი შთამომავლობიდან. ის მზად იყო ათასობით ადამიანის სისხლის დასაღვრელად, ოღონდაც საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მეორე რიგში, იესოს არ ჰქონდა სურვილი ხალხი მოეზიდა თავისთან რაიმე ისტორიული ფაქტების მეშვეობით. მან არჩია ყურადღება მიექცია სიყვარულით. ასეთი გზით იზრდებოდა მორწმუნეთა რისხვი, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ სწამდათ.

ერში განხეთქილება წარმოიქმნა - ხალხი იყოფოდა ჯგუფებად. ზოგნი მას მესიად აღიარებდნენ, ზოგნი კი უარყოფდნენ ამას. ტაძრის მსახურები კვლას ეძებდნენ იესოს დასაჭერად, მაგრამ ვერ მიდიოდნენ მასთან.

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ გაქებთ შენ შენი სიყვარულისა და დიდებისთვის. შენ - სიცოცოხლის წყარო ხარ. შენ რწმენით მიგვიყვანე შენთან. შენ შენი სულიწმიდა გადმოღვარე ჩვენზე. შენი ღვთიურობა, რწმენის მეშვეობით ჩვენზეც გადმოვიდა. ჩვენ ცოდვილები ვიყავით, მაგრამ შენ შენი კრავის სისხლით გაგვწმიდე, რატა საუკუნოს გეცხოვრა ჩვენში.

კითხვა:

  1. რატომ ჰქონდა იესოს უფლება ეთქვა შემდეგი სიტყვები: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)