Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 042 (Jesus offers people the choice)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

4. იესო ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს: მიიღონ ის თუ უარყონ (იოანე 6:22-59)


იოანე 6:22-25
22 მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგარმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ; იესო კი არ მჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. 23 ტიბერიიდან სხვა ნავებიც მოცურდნენ იმ ადგილის მახლობლად, სადაც პური ჭამეს, მას შემდეგ, რაც უფალმა მადლობა შესწირა. 24 დაინახა ხალხმა, რომ იქ აღარც იესო იყო და აღარც მისი მოწაფეები, ამიტომ თავადაც ჩასხდნენ ნავებში და კაპერნაუმში მივიდნენ იესოს საძებნელად. 25 ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, ჰკითხეს: "რაბი, აქ როდის მოხვედი?”

ხალხი მიხვდა, რომ იესო ნავით არ წასულა, და გაოცებულები იყვნენ, როგორ შეძლო ასე გაპარვით და ჩუმად წასვლა მათგან. მან გვიან ღამით დატოვა ისინი.

ათასი ადამიანი დაბრუნდა კაპერნაუმში, რომლებიც უზიარებდნენ მრავალთ პურის გამრავლების ამბავს. ხალხს უკვირდა და შურდა, რომ თავად ვერ შეესწრნენ ამ სასწაულს. ხალხმა დაიწყო იესოს ძებნა მოწაფეების სახლში, სანამ არ იპოვეს ის მატ გარემოცვაში. მათ დაიწყეს ქრისტიანული პრინციპის გაცნობიერება - „სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარ“.

ეს ხალხი, ნიშნებს მოწყურებულები, ახალი სასწაულის მოლოდინში იყვნენ. მათ კითხეს: „როგორ და როდის მოხდვი აქ?“ იესომ ამაზე არაფერი უპასუხა. ნაცვლად ამისა, მან მათ რწმენის არსი აუხსნა, რადგან ეძებდა ჭეშმარიტად გულახდილ ხალხს მათ შორის, იესოს სიყვარულს მოწყურებულებს. მან მიუთითა ტყუილსა და მტრების უკუგდებაზე. იესოს არ მოწონდა ზოგიერთი მისი მიმდევრის გულგრილობა, ამიტომ განაცალკევა ჭეშმარიტად მორწმუნე ხალხი უბრალოდ რელიგიის მიმდევარი მასისგან.

იოანე 6:26-27
26 უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სასწაულის გამო კი არ მეძებთ, რომელიც იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27 ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.

იესომ ნათლად გააფრთხილა ხალხი: „თქვენ მე არ გიყვარვართ და არ მეძებთ მე, არამედ თქვენი სურვილების დაკმაყოფილებას. თქვენ ალბათ აზროვნებთ ღმერთზე; თქვენ მხოლოდ თქვენი ხორცის დანაყრებაზე ფიქრიბთ. თქვენ ამ სასწაულს ვერ მიხვდით. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ თქვენი პურით დაპურება, არამედ შემიცნოთ მე ჩემ ძალაში. თქვენ ეძებთ ნიჭს, და იგნორირებას უკეთებთ ამის მომცემს. თქვენ მიწიურზე კამათობთ, და არ გწამთ ჩემი ღვთიურობის. არ დახარჯოთ მთელი თქვენი დრე ჭამა სმაზე, არამედ ღმერთის ძალაზე იმსჯელეთ. ნუ დაემსგავსებით ცხოველებს, რომლებიც ცხოვრობენ იმისთვის, რომ ჭამონ, არამედ მიუახლოვდით ღმერთს, რომელიც არის სული. მას შეუძლია თავისი მარადიული ცხოვრების მონაწილეები გაგხადოთ“.

იესომ აუხსნა მათ შემდგომ: „მე მოვედი ქვეყნიერებაზე, რატა მოგცეტ დიდებული ღვთის ნიჭი. უბრალო ადამიანი არ ვარ სისხლისა და ხორიცისგან: - მე ვატარებ ჩემში ღვთის ნიჭს თქვენ საკურთხევლად. ღმერთმა მცხო თავისი წმიდა სულით, რატა საუკუნო სიცოცხლე მოგცეთ და ზეციური ძალით გაგაცოცხლოთ“.

ამ განცხადებით იესომ გააჟღერა დიდიებული საიდუმლო, რომ ღმერთი ყველაზე ზრუნავს, კვებავს კაცობრიობას და უყვარს ის. ის - ბოროტი არსება არაა, რომელიც ითხოვს ხალხისგან კანონს და ძალაუფლებას, და აძლევს მას ძალაუფლებას დაიცვას თავისი მცნებები. ის აკურთხებს მართლებსა დ აუმართლოებს. მისი მზის სხივები ყველასთვის ერთნაირად ანათებს, ათეისტებისა და ერეტიკოსების ჩათვლით. ღმერთი სიყვარულია, და ქრისტეს უნდა კაცობრიობის განთავისუფლება მატერიალური აზროვნებისგან და დააბრუნოს ის მამა ღმერთის რწმენასთან. მან განაცხადა, რომ მისი მეფე - არ არის მიწიური მეფობა, რომელიც საჭმელზეა დაფუძნებული, სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე, არამედ სულიერი სამეფო, აშენებული სულიერ ცხოვრებაზე, რომელიც ქრისტეს პიროვნებისგან მოდის, ის აძლევს სულ ყველას, ვინც სთხოვს ამის შესახებ.

იოანე 6:28-29
28 ჰკითხეს: "როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?” 29 იესომ მიუგო: "ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.

ხალხი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ ჩაწვდა იესოს სწავლებას. ისინი გრძნობდნენ, რომ იესო მათ დიდებულ ნიწს სთავაზობდა ღმერთისგან. მათ ყველას სურდათ მიეღოთ ეს მარადიული სიცოცხლე. ყველაფერს გააკეთებდნენ, ოღონდაც მიეღოთ ეს ნიჭი: დაიცავდნენ კანონს, შეწირავდნენ, იმარხულებდნენ და ილოცებდნენ. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ მათ სიბრმავეზე მიუთითებდა. ისინი - მეკანონეები არიან, რომელთაც გადარჩენის მოპოვება საკუთარი ძალებით სურთ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო მათი ცოდვების გამო. სიამაყით შეპყრობილებს სურდათ ღმერთის საქმეების გაკეთება ისე, რომ დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ ძალებსა და სიწმიდეში. როდესაც ადამიანი სულიერად ბრმაა, მას არ შეუძლია საკუთარი გული ჭეშმარიტი მდგომარეობის განჭვრეტა. ის საკუთარ თავს პატარა ღმერთუკად მიიჩნებს და ფიქრობს, რომ ღმერთი მისით კმაყოფილია.

იესომ დაანახა მათ, რომ მათგან არავინ ითხოვდა რაიმე მოვალეობების ან საქმეების შესრულებას. მათ უბრალოდ უნდა ერწმუნათ მისი, მისი პიროვნების. ღმერთი არ მოელის ჩვენგან განსკაუთრებულ საქმეებს ან ენერგიის დახარჯვას, მაგრამ უბრალოდ უნდა, რომ დავიჯეროთ იესოსი და ვენდობოდეთ მას. ეს სიტყვები მათთვის დაბრკოლების ქვად იქცა; ასე დაიწყო იესოსა და ხალხს შორის განხეთქილება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, იესო თითქოს ამბობდა: „თუ შენ გულს გაუხსნი სულიწმიდას, შენ შეიცნობ ჩემ ძალაუფლებას, მიზანსა და სიყვარულს. მაშინ მიხვდები, რომ მე უბრალოდ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, მე - შემოქმედი ვარ, ძე, წარმოგზავნილი მამისგან შენთვის. და შენ მობრუნდები შენი უკეთური და მიწიური საზრუნავებისგან ჭეშმარიტი ღმერთისკენ და ღმერთის შვილი გახდები“.

იესოს რწმენა ნიშნავს მასში ყოფნას და უფლების მიცემას, რომ მან იმოქმედოს ჩვენ ცხოვრებაში,მისი წინამძღოლობის და რწმენის მეშვეობით საუკუნო სიცოცხლის მიღების ჩათვლით. რწმენა საუკუნოდ გვაერთებს იესოსთან. ეს ღმერთის საქმეა - ის აკავშირებს მორწმუნეებს თავის ძესთან, რათა მათი ცოდვები ჩამორეცხილ იქნას და მათ შეეძლოთ დაუკავშიროთ თავი მას საუკუნოდ.

იოანე 6:30-33
30 ამაზე უთხრეს: "რა ნიშანს გვაჩვენებ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? 31 ჩვენი მამები მანნას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც წერია: ზეციდან მისცა მათ პური საზრდოდ”. 32 იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. 33 რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.

იესოს მოთხოვნამ იმის შესახებ, რომ მიეძღვნათ თავინთი თავები სრულიად ღმერთისთვის, ადამიანთა ნაწილი შოკში ჩააგდო. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო მათ თხოვდა რაიმე ისეთს, რაც მხოლოდ ღმერთისთვის უნდა მიეტანათ, და მოსთხოვეს საკუთარი სიტყვები წერილებიდან დაემოწმებინა. ისინი თითქოს ამბობდნენ: „დაგვიმტკიცე შენი ღვთიურობა. მოსემ პური მოგვცა (მანა) უდაბნოში, და აგზავნიდა მას ყოველ დღე. მაგრამ შენ ის მხოლოდ ერთხელ მოგვეცი. მოსემ ასი ათასობით დააპურა, შენ კი - ხუთი ათასი. გვანახე სხვა სასწაული და გერწმუნებით“. ეს ადამიანური ავადმყოფობაა. ადამიანს არ უნდა ქრისტეს სიყვარულს დაუთმოს, მას თავიდან რაიმე დამამტკიცებელი სჭირდება. იესო პასუხობს ამაზე: „ნეტარია, ვისაც არ ვუნახივარ. ასეთები პატივს მომაგებენ საკუთარი ნდობით“.

იესო - საუკეთესო გზამკვლევია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვარს საკუთარი მიმდევრები კანონური აზროვნებისაგან, ჭეშმარიტი რწმენისკენ მასთან. ის ანთავისუფლებს ადამიანს პურით დანაყრების ჭეშმარიტი მიჯაჭვულობისგან და ანათლებს მას, რამდენადაც თავადაა ღვთის ნიჭი.

მსახურების ჩატარებისას იესოს სურდა იუდეველების წერილების გაგების ცრუ აზროვნებისგან განთავისუფლება, ისინი ხომ ფიქრობდნენ, რომ სწორედაც მოსე აპურებდა მანით ისრაელის ხალხს. მაგრამ ამას უფალი აკეთებდა, რომელიც ყველა სიკეთის წყარო და ავტორია. მან მათი აზროვნება მიიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ ღმერთი იძლევა დამანაყრებენ პურს და სულიერ, მუდამ არსებულ საკვებს. მათ უნდა გაეგოთ, რომ იესო ღვთის ძეა, ის ხომ ღიად უწოდებდა ღმერთს - მამას. ამისდამიუხედავად, ხალხი განაგრძობდა მიწიურ საჭმელზე ფიქრს, რომელიც ზეციდან მოდიოდა მოსეს მეშვეობით.

იესომ ისინი იმ გაგებამდე მიიყვანა, რომ პური არ იყო ხორციელად დანაყრების დანიშნულებისთვის. ეს პური - ქრისტეს პიროვნებაა, რომელიც ადამიანურ შიმშილს კლავს, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით. ამ ნიჭის მომცემი, დედამიწაზე მოვიდა, რომელიც ღმერთის მადლით და ძალით აღსავსეა. ღვთის პურს არანაირი საერთო არ აქვს მატერიალურთან და დროებითთან, ეს - სულიერი საუკუნო პურია. მას მიწაზე არ აგროვებენ, მანას მსგავსად, არამედ ის უფლისგან მოცემულია და ის საკმარისია მთელი კაცობრიობისთვის, აღსასრულამდე. ის არა მხოლოდ აბრაამის თესლისთვის არის განსაზღვრული - მამა ღმერთის მას სთავაზობს მთელ მსოფლიოს, ის ხომ ყველაზე ერთნაირად ზრუნავს.

ლოცვა: უფალო იესო, დაგვიფარე უნაყოფო საქმისგან. მოგვეცი თავმდაბალი რწმენა, რათა შევძლოთ გავიგოთ შენი ნება. გააკეთე ჩვენი მეშვეობით და ჩვენში შენი საქმეები, სულიწიმდის ძალით. განაახლე ჩვენი შენთან კავშირი. მოკალი ჩვენი სულიერი შმშილი შენი ჩვენ გულში დავანებით. შეგვინახე შენთან მარადიული სიცოცხლისთვის. მადლობას გიხდით ჩენო ზეციერო მამაო იმისთვის, რომ მოგვეცი ძალა და გვაკურთხე მასში.

კითხვა:

  1. როგორ მიყავდა იესოს ხალხი დანაყრების სურვილიდან, თავის რწმენამდე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:27 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)