Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 041 (Jesus withdraws from the clamor for his crowning; Jesus comes to his disciples in distress)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

2. იესო ხალხს გაერიდა, რომელიც მეფედ აღიარებას უპირებდა (იოანე 6:14-15)


იოანე 6:14-15
14 მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: "ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”. 15 იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.

იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე, რათა კაცობრიობა გადაერჩინა. ხუთი ათასი კაცის დაპურების შემდეგ, მის ირგვლივ სულ ხალხი ტრიალებდა. ისინი მხიარულობდნენ და როკავდნენ მის წინ, უძღვნიდნენ მას პატივს, როგორც მეფეს. ისინი აცნობიერედბნენ, რომ ეს გალილეველი ღვთის კაცი იყო: ღმერთს ხმა ლაპარაკობდა მისგან, და უფლის ძალა ვლინდებოდა მისგან. ბუნებაც კი უსმენდა და ემორჩულებოდა მას. მან პური მისცა მათ, როგორც მოსემ უდაბნოში. ის შეპირებული წინასწარმეტყველი იყო, რომელიც თავის ერს ჭეშმარიტების გზით წაიყვანს (მეორე რჯული 18:15). მათ იმედი ჰქონდათ ისეთი მეფის ყოლა, რომელიც სირთულეებისგან იხსნიდა. შესაძლებელია ადამიანები ფიქრობდნენ: „ის დაგვაპურებს, ჩვენ კი შევისწავლით წერილებს და ვისწავლით ლოცვას. ასეთ მეფეს შეუძლია ცეცხლის გამოგზავნა ზეციდან და გაანადრუგოს რომაული ლეგიონები. და მოდით უკვე ვაღიაროთ ის მეფედ!” მათ ერთსულოვნად გადაწყვიტეს მისი მხრებით ტარება. ადამიანები მზად იყვნენ მისთვის მხარი დაეჭირათ იმ იმედად, რომ ის მათ საკვებს არ მოაკლებდა.

როგორი რექგირება ჰქონდა იესოს მის ასეთ პოპულარობაზე? გაუხარდა თუ არა მას სიტუაციის ასეთი შემოტრიალება თუ უბრალოდ მადლიერება გამოხატა ნდობისთვის? მიეცა თ არა ის ცდუნებას გააშენოს საკუთარი სამეფო აქ ურწმუნოების მეშვეობით? იქნებ მათი გეგმები უკუაგდო? არა, მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს და უდაბნოში გაუჩინარდა. მას არ უნდოდა, რომ ადამიანებზე ყოფილიყო დამოკიდებული, არამედ ღმერთის თანადგომას ანიჭებდა უპირატესობას. იესომ იცოდა მათი მდგომარეობა: ისინი გახვეულნი იყვნენ საკუთარ იდეებში და ვერ მოისმენდნე ესოს რჩევებს. ეს თითქმის პოლიტიკური შეთქმულება იყო, რომელიც მთელს ერს ერთ აზრში აერთიანებდა.

ქრისტე არ აპირებდა თავის სამეფოს დედამიწაზე შენებას, მისი მიზანი იყო ადამიანები ერთი მეორეს მიყოლებით მონანიებამდე და აღორძინებამდე. ის ვინც მაღლიდან არაა შობილი, ვერ შევა ცათა სამეფოში. მრავალი ადამიანები თავს იყრიდა იმიტომ, რომ ნიშნები და სასწაულები ენახათ. ისინი მიწიურ პურზე ფიქრობდნენ, ის კი სულიწმიდაზე ლაპარაკობდა, რომელიც ყველ ძლიერ შიმშილსაც კლავს. ისინი მიწიურ დიდიებაზე ფიქრობდნენ, მან კი ჯვარი ამოირჩია, როგორ საკუტარი სამეფოს საფუძველი. მონანიების და ზეციდან შობის გარეშე ვერ შეძლებთ გაიხაროთ ქრისტეს მოწვევივით.

იესო არ ეძებდა ავტორიტეტსა და ხალხის პატივისცემას. ის არ იღებდა ხალხისგან წამოსული დიდებას, არამედ მამის ხმას უსმენდა. მან თავისი გული დახურა სატანის ცდუნებებსითვის. შვილი მადლიერების ლოცვით მიმართავდა მამას, შუამდგომლობდა, რომ ბრმებს თვალები ახელოდათ სულიწმიდის ძალის წყალობით. მას არ უნდოდა პატივის მიღება ხალხისგან, რომელიც დღეს მღეროდა „ოსანა“ - ს, ხოლო ხვალ „გააკარით ის“. იესომ იცის ჩვენი გულები და ამიტომაც არასდროს მიდის არასწორი გზით.


3. იესო წყელბზე დადის (იოანე 6:16-21)


იოანე 6:16-21
16 მოსაღამოვებულზე მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ, 17 ავიდნენ ნავზე და გაღმა, კაპერნაუმისკენ გაემართნენ. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. 18 ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვა აღელდა. 19 ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, ზღვაზე მომავალი იესო დაინახეს, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ; 20 მან კი უთხრა მათ: "მე ვარ, ნუ გეშინიათ”. 21 უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი, მაგრამ ნავი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, საითაც მიცურავდნენ.

იმის შემდეგ, როცა იესო განმარტოვდა მთაზე, მან შორიდან დაინახა, მოწააფები, რომლებიც შტორმს ებრძოდნენ. ღამე ახლოვდებოდა, და ის მათკენ ტალღებზე გაემართა. მას არ უნდოდა ისინი საფრთხეში მიეტოვებინა, მაგრამ მათ ის მოჩვენება ეგონათ და შეშინდნენ. მეთევზეებს ხშირად ჰქონიათ, რომ მოჩვენებებს ხედავენ, ვინაიდან დიდი დროს ატარებენ ღამე ზღვაში. იეს მივიდა მათთან და ჩუმად უთხრა: „ეს მე ვარ“. ეს გამონათვქამი საფუძვლად ჩაეფინა მოწაფეების რწმენას. ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ ამის შემცვლელს „მე ვარ ვინც ვარ“ - ღმერთის სახელი ძლე აღთქმაში, რომელიც ნიშნავს ღმერთის თანდასწრებას იმ ერში. მოწაფეები მიხვდნენ, რომ იესოს ყველა სტიქიაზე და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე აქვს ძალაუფლება: პური მის ხელში მრავლდება, ტალღაბე მას ატარებენ, ქარიშხალი ცხრება მის ბრძანებაზე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ჯერ კიდევ შიშით იყვნენ აღსავსე. მან ხო უბრძანა მათ არ შინებოდათ. ეს „არ შეგეშინდეთ“ ჟღერს იესოს ყველა მიმდევარისთვის, ყველა დროში. ის 365 ჯერ მეორდება ბიბლიაში - წელიწადში ყოველი დღის მიხედვით. რწმენა იმისა, რომ ის ჩვენთანაა, ყველანაირ შიშ აქრობს. რასაც არუნდა განიცდიდეთ, როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, იესო ამბობს: „ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ“.

როდესაც მოწაფეებმა იცნეს იესო, ძალიან გაუხარდათ და ნავზე დაპატიჟეს. იმ წამსვე ისინი ნაპირზე აღმოჩნდნენ. ეს ამ დღეს მომხდარი სამი სასწაულიდან მესამეა. იესო - დროის და სივრცეების უფალია, მას შეუძლია ეკლესიის გემი ქარიშხალში ატაროს და ტალღებსაც თავად მისცეს მიმართულება. მას უყვარს მოწაფეები და მათთან ბრუნდება, მაგრამ სრულ მინდობას ითხოვს. ის ამყარებს მათ ნდობას მისდამი, რადგან შიშმა დატოვოს ისინი და ყოველთვის ჩაეჭიდონ მას.

კითხვა:

  1. რატომ არ მისცა იესომ ხალხს უფლება, რომ თავის მეფედ გაეხადათ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:27 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)