Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 037 (Christ raises the dead and judges the world)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

3.ქრისტეს აქვს მიცემული ძალაუფლება აღადგინოს მკვდრები და განიკითხოს (იოანე 5:20-30)


იოანე 5:25-26
25 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან. 26 რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში , ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.

იესო სიტყვებით: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ“ ამბობს იმას, რომ ის ჭეშმარიტია. მან აღასრულა ყველაფერი, რაც მასზე თქვეს. ის აღადგენს მკვდრებს დღეს და აღადგენს ხვალაც. ყველა გაირყვნა და დაიღუპა ცოდვებში. მაგრამ იესომ, წმიდა ღმერთის ძე ხორცში, აჯობა ცოდვას, რადგან ჩვენ რომ ვირწმუნებდით, მასთან ერთად გვეცხოვრა. გადარჩენის სახრებას ვინც ჩაუკვირდა, გაიგო და ჩაეჭიდა ქრისტე, საუკუნო სიცოცხლეს იძენს. ქრისტეს აღდგომის შემდეგ რწმენა გახდა სიცოხლის რწმენა, და არა სიკვდილის ან ბედის. იესო თავის სიცოცხლის სულს ღვრის მათზე, ვინც უსმენს მას და სწყურია შეიცნოს მისი სიტყვების სისრულე. სიტყვები გვაიძულებს ჩავფიქრდეთ და გავიგოთ, რადგანაც სწორედ მათშია დაფარული სასწაულმოქმედი ძალა. მკვდრებს არ შეუძიათ აღდგნენ და მოისმინონ ისინი თავისთავად, მაგრამ იესო აძევს მათ სიცოცხლეს, და ისინიც ისმენენ.

მიწიურ სიცოცხლეს აქვს დასასრული, მაგრამ სიცოცხლე, რომელიც უფალმა გავჩუქა საუკუნოა. იესომ ეს სიტყვებით დაადასტურა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე; ვისაც მე ვწამვარ , კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:25-26).

ქრისტეს შეუძლია გაგვაცოცხლოს იმიტომ, რომ მამამ გააცოცხლა ის, და სიცოცხლის სისავსით დააჯილდოვა. მისგან ჩვენ სინათლეს, სიყვარულს და ჭეშმარიტებას ვიღებთ. მასში არაა სიბნელე და სიბოროტე. ის სიყვარულით სავსეა. პავლე ამის შესახებ ასე თქვა: „ქრისტე თანამგრძნობია, არ შურს და არ იქებს თავს; ის არ ეძებს თავისას და არ ფიქრობს სხვებზე ცუდად; მისი სიყვარული არასდროს დამთავრდება. თავისი სულიწმიდით ეს ჩვენც მოგვცა“. დაე ჩვენგანაც ედინებოდეს ცოცხალი წყლის მდინარეები.

იოანე 5:27-29
27 განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი. 28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას. 29 კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქმნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

ადამიანი ცოდვის მიზეზით მოკვდავია. ის ვინც არ მიისწრაფის ღმერთის სიყვარულისკენ, თავს სასამართლოსთვის წირავს. ქრისტეს სიტყვები სიყვარულით, ძალითა და სისუფთავითაა აღსავსე. მისი მომსმენი იცოცხლებს. ამავდროულად ღმერთის სიტყვები და საქმეები - სიცოცხლისთვის ხელმძღვანელობაა. ღმერთმა ქრისტეს გადასცა მთელი სასამართლო - ის წმიდაა. მას აცდუნებდნენ, როგორც ჩვენ, მაგრამ ის უცოდველი დარჩა. არავის შეუძლია საკუთარი სიტყვებით გამართლდეს მის წინაშე, მის ტახტთან წარდგომისას. ქრისტე - ერთადერთია, ვინც სასამართლოს ჩაატარებს მსოფლიოსთვის. მხოლოდ ის გადაწყვეტს მთელი კაცობრიობის ბედს. ანგელოზები და სხვა ყველა ქმნილება კი თაყვანს სცემენ მას.

აღდგომა იესოს ბრძანებით მოხდება. მისი ხმა ჩვენ დედამიწას შეძრავს. მკვდრებს არ შეუძლიათ უბრალო ხმების მოსმენა, მაგრამ ღმერთის ძის ხმა მათ კანკალს დააწყებინებს. მიძნებულები გაიღვიძებენ და მიატოვებენ საფლავებს. სასწაული სასწაულიდან - ზოგიერთი სული აღდგება და კვლავ იცოცხლებს, როდესაც სხვა მრავალი გარდაიცვლება. არის ორი სახის აღდგომა: ერთი სიცოცხლისთვის, ერთი სასამართლოსთვის. იმ დროს ბევრი იქნება ბურუსით მოცული, არადა ჩვენ მათზე ვფიქრობდით, როგორც კაშკაშა სინათლეზე. სხვანი კი მზესავით გაანათებენ, თუმცა ჩვენ ისინი უფერულები გვეგონა.

ისინი ვინც საუკუნოდ იცოცხლებენ, თავისი ბუნებით არ იქნებიან უკეთესნი მათზე, ვინც დაიღუპებიან. მათ უბრალოდ ქრისტეთი ეპატიათ და მის ძახილს უპასუხეს. ისინი სახარებისეულად ცხოვრობდნენ, და მათი ცხოვრება ასახავდა ნაყოფებს, რომლებიც სულიწმიდამ გააკეთა მათ ცხოვრებში. იესომ მათი ყველა ცოდვა საკუთარი ძვირფასი სისხლით განბანა. ეს მადლი კი მათ რწმენის მეშვეობით მიიღეს.

მაგრამ ის ვინც ფიქრობდა, რომ საკუთარი საქმეებით გამართლდებოდა, მოისმენს ღმერთისგან შემდეგს: „შენ, რომელიც მხოლოდ შენ საკუთარ თავზე ფიქრობდი, რატომ ზრუნავდი მხოლოდ შენ დახსნაზე და შენი მტრები გძულდა? რატომ არ შეურიგდი ღმერთს, იესო ხომ შენ გამო ჯვარზე მოკვდა? და რატომ უარყავი შენი სულისთვის საუკუნო სიცოცხლე? შენმა სიამაყემ სიკვდილი აგარჩევინა, და არა ქრისტეს მიერ შემოთავაზებული მადლი“. ასეთი ადამიანები, ვინც საკუთარ ცოდვებში დაიღუპა, აღდგება სასამართლოსთვის და დაინახავენ ყველა თავის მიწიურ სიტყვებს, ფიქრებს და საქმეებს. როდესაც ქრისტესთან რწმენის მეშვეობით მოსულები, მის სიყვარულს მოიპოვებენ. ამ სიყვარულმა აღძრა მათი ცხოვრება გულმოწყალებისთვის და მსახურებისთვის, რომელსაც ახასიათებს საუკუნო სიცოცხლე ზეცაში.

იოანე 5:30
30 ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

ქრისტე დიად დავალებას ასრულებდა: ის - საუკუნო მსაჯულია. ის აცნობიერებდა იმ ძალაუფლებას, რომელიც მიიღო, მაგრამ იყო თვინიერი, თავმდაბალი და თქვა: „არაფრის გაკეთება შემიძლია მარტოს“. რაც ნიშნავდა: „არ შემიძლია განვიკითხო, ვიფიქრო, მიყვარდეს და ვისუნთქო ჩემით. ის მტელ დიდებას მამას უძღვნიდა.“

დედამიწაზე ყოფნის დროს იესო გამუდმებით მამასთან ურთიერთობაში იყო. კავშირი მასსა და მამას შორის არასდროს გაწყვეტილა. ღვთის ხმა ეუბნებოდა მას ადამიანის სულის შესახებ. ის ხედავს ჩვენ სამყაროს და შენ გულსაც გრძნობს, იცის შენი აზრები, რომლებიც სხვებისთვის დაფარულია. ეს ქრისტეს სული სამართლიანად ნსჯის თითოეულს. ნეტარნი ხართ თუ აღიარეთ საკუთარი ცოდვები ღმერთთან და მიიღეთ ჯვარზე გაკრულისგან პატიება! თქვენი სახელი სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი. ასეათებს ეტყვის იესო: „მოდით, ჩემი მამის კურთხეულებო, დაიმკვიდრეთ სამეფო, რომელიც თქვენთვის გამზადდა სასმყაროს შექმნიდანვე“.

ქრისტე ჭეშმარიტებაა და სიცრუე არაა მასში. მან იცის რა არის ადამიანის გულში. მან იცის რა მემკვიდრეობა მივიღეთ მამისგან და არ ჩქარობს გასამართლებას, მოთმინებით ელოდება ჩვენ მონანიებას.და როდესაც მოვიპოვებთ ამ სიწმიდეს, ის განასხვავებს მათ, ვინც მიიღო მისი მადლი და წყალობა მათგან, ვინც უკუაგდო მისი სული და გულქვა დარჩა.

ქრისტემ თავმდაბლობა და თვინიერება გამოიჩინა. ის თხოვდა მამას, თავისი ნება ეჩვენებინა ყველა საქმეში. ქრისტე აღასრულა მისი სიტყვები და საქმე, ჯვარზე ასვლით. ის ლოცულობდა: „ჩემი კი არა შენი ნება იყო უფალო“. მას მიენდო აღასრულოს სასამართლო ადამიანებსა და ყველა ქმნილებაზე.

მამისა და ძის ურთიერთობა, რომელსაც მახარობელი გადმოგვცემს, მოწოდებაა რატა განვმტკიცდეთ რწმენა სა სამების ერთობაში. მკვდრების აღდგინება შეუძია, როგორც მამა, ისევე ძეს. ღმერთმა მას ყველა თავისი საქმე განუცხადა, ისე რომ არაფერი დაუმალა. ქრისტეს ხმა მკვდრებს აღადგენს, ვინაიდან მას აქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები. ჩვენი რწმენა სცილდება ადამიანურ გონებას. მხოლოდ ქრისტეს სიყვარულით, მის თვინიერებითა და თავმდაბლობით ვხვდებით, რომ ღმერთი ერთია სამ პიროვნებაში, და ეს ჩვენი გადარჩენისთვის გაკეთდა.

კითხვა:

  1. ქირსტეს სიტყვების თანახმად, როგორ ურთიერთობაში არიან მამა და ძე ერთმანეთთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)