Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 038 (Four witnesses to Christ's deity)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

4. ქრისტეს ღვთაებრიობის ოთხი მოწმე (5:31-40)


იოანე 5:31-40
31თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 32 სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ. 33 თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება. 34 თუმცა ადამიანისგან მოწმობას არ ვიღებ, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. 35 იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს. 36 მე კი იოანეზე აღმატებული მოწმობა მაქვს; რადგან საქმენი, რომლებიც მამამ მომცა აღსასრულებლად და თვით, ჩემ მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემ შესახებ, რომ მამამ მომავლინა. 37 და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი. 38 მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა. 39 წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ. 40 ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.

იესომ განუცხადა მათ, ვინც მის წინააღმდეგ იყო, რომ მოვიდა იმის აღსასრულებლად, რაც მესიაზე დაწერილია. ისინი ვერ იტანდნენ მას, ის ხომ უცხო იყო, რომელიც მათ კანონებს და ტრადიციებს არღვევდა, და ითხოვდნენ, რომ მას დაემტკიცებინა მისი ღმერთობა. იესო მათთან დაეშვა, რათა მისინი კმაყოფილები ყოფილიყვნენ. ჩვენ ყველა უფრო უკეთ ვფიქრობთ ჩვენ თავზე, ვიდრე ვართ. იესო ლაპარაკობს საკუთარ თავზე, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. კანონი ითვალისწინებს ადამიანის მოწმობას საკუთარ თავზე. იესო ჭეშმარიტად ამოწმებდა, მაგრამ მის მტრებს არ უნდოდათ მისი სიტყვის მიღება. იცოდა რა იესომ ეს ყოველივე, მაინც აგრძელებდა: „თუ მე საკუთარ თავზე ვმოწმობ, მაშინ ჩემი დამოწმება არაა ჭეშმარიტი“. მას თავდაცვა არ სჭირდებოდა, ვინაიდან სხვამ დაამოწმა მის შესახებ - მისმა ზეციურმა მამამ. სწორედაც, რომ მამამ მოიყვანა რამდენიმე მოწმობა ქრისტეს დასაცავად.

ღმერთმა იონაე წინასწარმეტყველი გამოგზავნა, რათა ქრისტე გაეცხადებინა ერში. იოანე ქრისტეზე, როგორც მღვდელმთავარსა და მოსამართლეზე ლაპარაკობდა. მიუხედავად ამისა, საბჭომ ეჭვი შეიტანა იოანეში და უკუაგდეს მისი მოწმობები იესოს შესახებ (იოანე 1:19-28). იოანეს სიტყვები არ იყო საფუძვლის ჩამყრელი ქრისტესთვის და მისი მსახურებისთვის: მასზე უკვე მოწმობდა თავად ღვთიური ბუნება. მაგრამ იცოდა, რა რომ ადამიანების მოწმობა აუცილებელი იყო, იესომ ეს, როგორც მხარდაჭერა ისე მიიღო. იოანე ნათლისმცემელი არ აჭარბებდა, როდესა იესოს როგორც ღვთის კრავს და სულის შემოქმედს უწოდებდა. იონე ნათლისმცემელი, მხოლოდ ლამპარი იყო, რომელიც ღამე ანათებდა და აგროვებდა თავის გარშემო ხალხს, რომელთაც იმ შუქით და ნათებით ავსებდა. მაგრამ როდესაც ქრისტეს დრო მოვიდა, როგორც მზე, ლამპროს საჭიროება აღარ იყო.

იესო - ქვეყნიერების ნათელია, სრულყოფილი და სამუდამო. როგორც მე აძლებს სიცოცხლეს და კვებავს ყველაფერ ცოცხალს დედამიწაზე, ასევე იესო გვაძევს სრულყოფილ სულიერ ცხოვრებასა და სიყვარულს ყველა ადამიანს. მისმა სასწაულებმა და საქმეებმა გავჩვენა გამარჯვება - სინათლისა სიბნელეზე. ქარიშხლის დაწყნარება, მკვდრის აღდგინება მოწმობენ მის ღვთაებრიობაზე. მისი საქმეები მამის მეშვეობით მხნევდებოდა. მან საკუთარი მსახურება ჯვარზე დაასრულა, და თავისი აღდგომით გადმოღვარა წმიდა სული მათზე, ვისაც სწამდა და ლოცულობდა. ღვთის საქმეე კი დასრულდება მისი მეორედ მოსვლის დროს, როდესაც ის მოვა მკვდრების აღსადგინებლად და ქვეყნიერების განსასჯელად. მამასა და შვილს შორის არ არის სხვაობა: რასაც აკეთებს მამა, იმასვე აკეთებს ძე.

ღმერთმა აღიმაღლა ხმა ზეციდან და თქვა ყველას გასაგონად: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც არის ჩემი კურთხევები“. (მათე 3:17). არავის, ვისაც ამ დედამიწაზე უცხოვრია არ დაუმსახურებია ასეთი მოწმობა, როგორც იესომ, რომელიც მამის კურთხევით ცხოვრობდა. საყვარელი ძე იყო აღსავსე ჭეშმარიტი სიყვარულითა და სისუფთავით.

იესომ იუდეველბს უთხრა, რომ არ იცნობდნენ ღმერთს. მათ ვერ გაიგეს კანონებში და წინასწარმეტყველებებში ღმერთის სიტყვა. მათ ვერ დაინახეს მისი სახე სიზმარში და ხი;ვებში, რამდენადაც ცოდვა განაშორებდა ღმერთს. თავის დროზე ესასიამ დაინახა იესოს სამოსელი, როგორ იჯდა იესო ტაძარში, და შესძახა: „ვაი მე! დავიღუპე! ვინაიდან უწმიდური ბაგე მაქვს...“ (ესაისა 6:5). მათი სულიერი სიყრუე და გაუგებრობა, იყო მოწმობა იმისა, თუ როგორ უკუაგდეს ქრისტე, რომელიც ღმერთის სიტყვის ხორცშესხმა იყო. ის ვინც ფიქრობს, რომ ესმის ღმერთის სიტყვა, მაგრამ უარყოფს ქრისტეს, ანუ თავად იმ სიტყვას, ამოწმებს. რომ მან არ მიიღო ჭეშმარიტება, ან არასწორად გაიგო ის.

ადამიანები, რომლებიც ძველი აღთქმის დროს ცხოვრობდნენ, დაწვრილებით შეისწავლეს წერილები იმის იმედად, რომ მიიღებდნენ საუკუნო სიცოცხლეს. მაგრამ კანონუს ასოშუ ვერ იპოვეს ის. მას არ ჰქონდა კუთვნილი ყურადღება, არც წინასწარმეტყველის რანგშუ, იმისდამიუხედავად, რომ ძველ აღთქმაშ არც ისე ცოტანი არიან. ადამიანებმა ამჯობინეს საკუთარი იდეების განხორციელება, ინტერპრეტირებული პრიცნიპების შესრულება, და თვალთახედვიდან ეპარებოდათ ის, რომ ქრისტე იყო ღმერთის ცოცხალი სიტყვა.

იესომ აუხსნა მათ, რომ მათი გაუგებრობის მიზეზი იყო - უარყოფა ღმერთის ისეთად მიღება, როგორიც ის რეალურად არის. მათ შეიძლეს ქრისტე და ამის მეშვეობით დაკარგას საუკუნო სიცოცხლე ისე, რომ არც რწმენა და არც მადლი მოიპოვებიათ.

ლოცვა უფალო იესო, ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შენ შეიყვარე შენუ მტრები: შენ წუხდი მათი ურწმუნოების გამო. შენ მათ ოთხი მოწმობა აჩვენე შენი ღვთაებრიობისა. დაგვეხმარე გამოვიკვლიოთ სახარება და წერილები, რათა შეგიცნოთ შენ და დავინახოთ შენი ღვთაებრიობა, ვენდოთ შენ საქმეებს და მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე. მილიონ ხალხს აუხილე თვალები, რომლებიც ჯერ კიდევ ყრუები არიან შენი სიტყვის მოსმენისას.

კითხვა:

  1. როგორია ქრისტე დამმოწმებელი 4 მოწმობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)