Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 036 (Christ raises the dead and judges the world)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

3.ქრისტეს აქვს მიცემული ძალაუფლება აღადგინოს მკვდრები და განიკითხოს (იოანე 5:20-30)


იოანე 5:20-23
20 რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდი საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვიედევათ. 21 რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს. 22 არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასვა, 23 რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.

როგორი დიდებუია სასწაულები, ადამიანისთვის შეუძებელია, მაგრამ იესოსთვის შესაძებებლი! მამა ანდო ის ძეს! წერილში ორი თვისებაა მოყვანილი, რასაც იუდეველები ელოდნენ, რომ მესიაში დაენახათ. ეს თვისებები ჰქონდა იესოს: კვდრების აღდგინება და სამართლიანი სასამართლო ადამიანებისთვის. იესომ თავისი მტრების წინაშე თქვა, რომ ის არის სიცოცხლის უფალი, რომელიც განიკითხავს ადამიანებს, იმისდამიუხედავა, რომ ისინი მას ერეტიკოსად ან გიჟად თვლიან. მათ მისი მოკვლა გადაწყვიტეს. მას კი სურდა მათი გულების შეცვლა, რატა მოენანიებინათ და ჭეშმატირების გზაზე დაბრუნებულიყვნენ.

ჩვენი ღმერთი ვხოვრების დამანგრეველი კი არა მაშენებელია. მას ცოდვილის სიკვდილი კი არ სურს, არამედ მისი სიცოცხლესთან დაბრუნება. ღმერთისგან განშორებული ადამიანი სულიერად, მშვინვიერად და ფიზიკურად მოკვდება. და ასევე პირიქით, ვინც ქრისტეს მიუახლოვდება გაცოცხლდება და მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს. მხსნელს უნდა გაგვაცოცხლოს და გამოგვაღიძოს. საჭიროებ თუ არა მას? თუ ჯიუტობთ, ცოდვებში ცხოვრებით?

არსებობიდან, სამყარო ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული. იმისდამიუხედავად, რომ ადამიანები უკუაგდებენ თავის ღმერთს და კლავენ ერთამენთს, ჭეშმარიტება შეუცვლელია. სასამართლოს დღე - ანგარიშვალდებულების დიდიებული დღეა. ღვთის რისხვა გადმოვა ყველა განაწყენებულზე, მითუ უფრო ქვრივებსა და სუსტებზე. ღმერთა ქრისტეს გადასცა სასამართლო. ის განიკითხავს ყველა ერს, ენებსა და რელიგიებს. იესო უცოდველი იყო, მაგრამ ის ადამიანი იყო, და ამიტომაც კარგად იცის ჩვენი სისუსტეები. მისი სასამართლო სამართლიანი იქნება. როდესაც ის გამოცნდება თავისი დიდებით, ყველა ტომი და ხალხი დედამიწიზა ინანებენ იმას, რომ არ გაიცნეს, დასცინეს და უკუაგდეს ქრისტე. აცნობიერებ თუ არა მას შენ?

შემდეგ კი ყველა მუხლებზე დაეცემა ძის წინაშე. ის ვინც უარყოფდა ქრისტეს პატივისცემას დედამიწაზე, შიშში იქნებიან და აკანკალებულები განადიდიებენ მას. ქრისტეს ეკუთვნის მთელი ძალაუფლება, სიმდიდრე, სიბრძნე, პატივი და დიდება (გამოცხადება 5:12). მან შეარიგა ქვეყნიერება ღმერთთან. ის იყო თვინიერი კრავი, რომელიც დაიკლა ჩვენ გამო. ღმერთი და ძე არა მხოლოდ სიყვარულითა და დიდიებული საქმეებით გვანან ერთმანეთ, ისინი ერთნაირად არიან ღირსი ქებისა და თაყვანისცემის. ამიტომაც არ უკუაგდებდა ხალხის ქება-დიდებას იესო, როცა დედამიწაზე იყო. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ძეს ისევე, როგორც მის მამას. და ლოცვისას უნდა მივმართოთ ძესაც და მამასაც.

ვინც ქრისტეს უკუაგდებს ან ამცირებს მას, უკუაგდებენ მამას. მამამ თავდ ამორჩია ძე. მთავარი მიზეზი, რატომ უკუაგდებენ ქრისტეს ძეობას და არ უნდათ მისი თაყვანისცემა მდგომარეობს მათ არასწორ აზროვნებაში. მათ არ უნდათ და არ შეუძლიათ შეიცნონ, ვინრ არის ღერთი სინამდვილეში.

იოანე 5:24
24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

ის ვინც, ისმენს ქრისტეს სასიხარულო უწყებას და სწამს მისი ძეობისა და გამოსყიდვისა, საუკუნო სიცოცხლეს იძენს. ცხოვრება, რომელიც სიკვდილის შემდეგ კი არ იწყება, არამედ უკვე აქ დედამიწაზე სულიწმიდის მეშვეობით. ეს სული გადმოდის თქვენზე იმიტომ, რომ თქვენ გწამთ მამისა და ძისა. ყველა ვერ წვდება იესოს სიტყვებს, თუნდაც ათასჯერ მოისმინონ ისინი, ან იკითხონ ამ სიტყვების ანალიზი. ისინი არ აუწყებენ ქრისტეს დიდიების შესახებ არავის და არ დადიან სულით. ჭეშმარიტი რწმენა - ქრსტესადმი მინდობა და მიძღვნაა. ქრისტესთან ურთიერთობაში შესვლისთანავე, თქვენ მართლდებით და თავისუფლდებით სასამართლოსგან იმიტომ, რომ გადარჩენა რწმენის მეშვეობით მიღებული საჩუქარია, და არა საქმეების მეშვეობით. ქრისტეს სიყვარულის ფარავს მათ, ვინც ჯვართან მიდის, ის წმენს ჩვენს ცოდვებს და ასუფთავებს სინდისს. ის მოგვიწოდებს მიუახლოვდეთ ღმერთს. ვინაიდან ის გახდა ჩვენი მამა ხელახლა შობის მერე. ჩვენი გამართლების შედეგი - ჩვენი ხელახლა შობაა.

ერწმუნე თუ არა შენ ქრისტეს დაპირებებს? განტავისუფლებული ხარ თუ არა ყველა ცოდვისა და შიშისგან? გაქვს თუ არა საუკუნო სიცოცხლე ქრისტეს მადლით? შეგეხება თუ არა ღვთის რისხვა?

ქრისტეს რწმენამ შეგცვალათ თქვენ, და საუკუნო სიცოცხლე ახლა თქვენც გეკუთვნით. იესოსთან ურთიერთობა რეალურია, და მისი ნაყოფების ნახვა შესაძლებელია თვქენ გარშემოც. არ არის იმაზე უფრო დიდი სიხარული, ვიდრე იყო იესოში. წაიკითხეთ 24 მუხლი, ისწავლეთ იგი ზეპირად, იცხოვრეთ იმის მიხედვით, და მაშნ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მარადისობაში პირისპირ.

ლოცვა: ჩვენ გადიდებთ შენ მამაო, ძეო და სულოწმიდაო იმისთვის, რომ გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გაგვანთავისუფლე. ჩვენ არ მოვხვდებით სასამართლოზე, ვინაიდან შენმა რისხვამ გვერდი აგვიარა. ჩვენ თაყვანს გცემთ შენ იმიტომ,რომ შენი სიცოცხლე ჩვენი გახდა და სიკვდილს აღარ ჰქონდა ძალაუფლება ჩვენზე. ჩვენ შენი მარადისობისთვის ვცხოვრობთ. გაგვამყარე შენში, რათა ჩვენ ავამაღლოთ შენი სახელი.

კითხვა:

  1. რომელი ორი მნისვნელოვანი დავალება დაავალა მამამ ძეს, შესასრულებლად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:22 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)