Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 017 (The first six disciples)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

3. იოანე მოუწოდებ პირველ ექვს მოწაფეს (იოანე 1:35-51)


იოანე 1:40-42
40 ერთი ამ ორთაგან, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი. 41 მან უპირველეს ყოვლისა თავისი ძმა სიმონი მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“. - რაც ითარგმნება როგორც ქრისტე. 42 მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან გერქმევა კეფა“. - რაც ითარგმნება როგორც კლდე.

პეტრეს ძმა, ანდრია მეთევზე იყო ბეთსაიდადან, ეს ადგილი მდებარეობს გენესარეთის ტბასთან. ის მოვიდა იოანე ნათლისმცემელთან, რათა მოენანიებინა ცოდვები და დალოდებოდა დაპირებულ ქრისტეს. მიენდო რა ნათლისმცემლის დამოწმებას, ანდრია გაყვა იესოს და შეიცნო მისი ფარული დიდება. ანდრიას გული სიხარულით აღივსო, აღარ შეეძლო ამ სიხარულის დატევა და თავის ძმას გაუზიარა. მას არ დაუწყია უცნობებთან საუბარი ქუჩაში, არამედ უმალვე წავიდა თავის უმცროს ძმასთან, სიმონთან, რამდენადაც იცოდა, რომ სიმონი ეძებდა ღმერთს, ინანიებდა და წყუროდა მარადიული სიმართლე. ანდრიამ გააოცა თავისი ძმა. „ჩვენ ვიპოვეთ მესია, დაპირებული მხსნელი, უფალი, ღვთის კრავი!“ - წარმოსთქვა მან. პეტრე რაღათქმა უნდა სიფრთხილით მოეკიდა თავისი ძმის სიტყვებს, ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ ანდრია არ ანებებდა თავს, რადგან ნაზარეველი ქრისტეს დიდება იხილა. ის ექაჩებოდა და არწმუნებდა თავის ძმას, სანამ ის არ დათანხმდა მას. ჯერ კიდევ ეჭვში მყოფი პეტრე ადგა და წავიდა ქრისტესთან, ანდრიასთან ერთად.

მღელვარედ გადააბიჯა ზღურბლს სიმონმა და დაინახა ქრისტე. ქრისტემ კი დიდი ხნით ადრე დაინახა ის თავისი სულით. სიმონი ნახევრად იყო შესული სახლში, როდესაც ქრისტემ მას სახელით მიმართა, რომელშიც ჩანდა, რომ ქრისტემ ყველაფერი იცოდა მისი გულის სიღრმეებზე, მის გეგმებზე, იმედებსა და ეჭვებზე. იესომ დაინახა მისი აზრები და მისცა მას ახალი სახელი: „კეფა, რაც არამეულ ენაზე ქვას ნიშნავს, ბერძნულად კი პეტრეს. იესომ იცოდა მთელი წარსული, აწმყო და მომავალი ამ გულუბრყვილო მოწაფის ბევრად ადრე, ვიდრე პირველად შეხვდებოდა მას, უფალი ხომ ყოვლისმცოდნეა და მისგან არაფერია დაფარული. პეტრე მალევე მიხვდა ყველაფერს და დაიწყო ქრისტეს სიყვარულის კაპიტულაცია. ასე დაიწყო იესომ თავისი სულგრძელობითა და დაუშრეტელი მადლით მეთევზის - მტკიცე ქვად გარდაქმნა. სიმონი ტავისთავად არ იყო კეთილი და მართალი, მაგრამ ქრისტე იესოში ის ეკლესიის საძირველი გახდა. როგორც ვხედავთ ქრისტეს პირველი მოწაფე პეტრე არ ყოფილ, არამედ ანდრია იყო, სწორედ მან მოიყვანა პეტრე, რომელიც შემდგომ ქრისტეს მოწინავე მოწაფე გახდა.

მეორე მოწაფემაც, რომელიც ანდრიასთან ერთად იყო, მოიყვანა ტავისი ძმა ქრისტესთან. იოანე ღვთისმეტყველი არც მისი და არც მისი ძმის სახელს არ ახსენებს, ის ამას საიდუმლოდ ტოვებს. იოანეს წესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხვდებით, რომ აქ სწორედ მასზე და მის ძმა იაკობზეა საუბარი, რადგანაც მას არც თავის სახელის და არც თავისი ძმის სახელის ხსენება და აფიშირება არ უყვარს. გამოდის, რომ პეტრე არც პირველი და არც მეორე მოწაფე არ იყო. იესოს პირველი მოწაფეები იყვნენ ანდრია (ყველაზე დიდი ასაკით) და იოანე (ყველაზე პატარა). მათგან დაიწყო ეკლესია.

იოანეს სახარების პირველ მუხლებში ჩვენ ქრისტეს დიდებას ვხედავთ. ვინც პირველად ირწმუნეს ქრისტე ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ძმებზეც ფიქრობდნენ. მითუმეტეს ისინი არ აწყობდნენ ევანგელიზაციებს არც ქუცებში და არც მინდვრებზე, არამედ ეძებდნენ თავიანთ ახლობლებს და მოყავდათ ისინი ქრისტესთან. ამასთანავე ისინი არც ათეისტებს და არც პოლიტიკოსებს არ დასდევდნენ, არამედ მიდიოდნენ მათთან ვისაც სწყუროდა ღმერთი, ინანიებდა და ეძებდა მას.

აქვე ჩვენ ვიგებთ თუ რას ნიშნავს იქადაგო სახარება არა რაიმე ადამიანური ინიციატივით, არამედ ქრისტესმიერი სიხარულით. პირვანდელი მოწააფები არ ხსნიდნენ ღვთისმეტყველების სკოლებს და არ წერდნენ თავიანთ ბიოგრაფიებს, არამედ ზეპირად ამოწმებდნენ თავიანთ განცდებზე იესოს შესახებ. ისინი ხედავდნენ იესოს, ისმედნენ მის სიტყვებს, ეხებოდნენ მის ხელებს, გრძნობდნენ მის სულს, წამდათ მისი, შეიცნოდნენ მას და მისი სიყვარულის სიღრმეს. სწორედ ასეთ ახლო იესოსთან ურთიეთობაში იმალება მათი მოწმობის ძალა. შეხვდი თუ არა შენ იესოსთან მის სახარებაში? გიცდია თუ არა მასტან მიგეყვანა მისი ახლობლები და ნათესავები? გამოგივლენია თუ არა მათდამი სულგრძელობა და სიმტკიცე?

ლოცვა: უფალო იესო, მადლობის გიხდით იმისთვის, რომ ჩვენი გულები შენი სიხარულით სავსეა. ჩვენ გვაქვს გასაოცარი ურთიერთობა შენთან, და ეს აღგვძრავს ჩვენ, რომ მოვიყვანოთ შენთან სხვებიც. გაგვამხნევე, რომ უცვლელი სიხარულით ვაუწყებდეთ შენ შესახებ და გვაპატიე ყოველი ყოყმანი, შიში და სირცხვილი. შეგვაძლებინე ვამოწმებდეთ შენზე მთელი სისწორით!

კითხვა:

  1. როგორ ქადაგებდნენ იესოს სახელს მისი პირველი მოწაფეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)