Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 016 (The first six disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

3. იოანე მოუწოდებ პირველ ექვს მოწაფეს (იოანე 1:35-51)


იოანე 1:35-39
35 მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მოწაფეთაგანი. 36 დაინახა მომავალი იესო და თქვა : აჰა, კრავი ღვთისა“. 37 გაიგონა მისი ნათქვამი ორმა მოწაფემ და გაჰყვა იესოს. 38 იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: „რა გინდათ?“ ხოლო მათ უპასუხეს: „რაბი, სად ცხოვრობ?“ 39 უთხრა მათ: „წამოდით და დახეთ“. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.

ქრისტე - ღმერთის სიტყვის განხორციელებაა, თავად ღმერთი. ის სიცოცხლით სავსეა, მისგან მოდის სინათლე. სწორედ ასე აღწერა იოანე ღვთისმეტყველმა ქრისტეს პიროვნება და მისი არსი. მან ასევე დაგვანახა ქრისტეს მსახურება და იესოს საქმეები, როგორც სამყაროს შემოქმედი ყოვლიმპყრობელი, რომელიც გვეხმარება ახლებურად შევიცნოთ ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა. იოანე ნათლისმცემელი ისევიმეორებს საოცარ სიტყვებს: „აი ღვთის კრავი!“ ამ გამონათქვამშია გამოხატული ყველა ის ზემოთ ხსენებული იესოს თვისებები და მისი მთლიანი მსახურების არსი. მე 14 მუხლში ხსენებულ კითხვაზე, თუ ვინ არის ქრისტე და საიდან წარმოიშვა, 29 და 36 მუხლები სცემენ პასუხს, რა მიზნით მოვიდა იესო დედამიწაზე და როგორ ემსახურებოდა ადამიანებს.

ქრისტე გახდა ადამიანი, რათა თავისი თავი მსხვერპლად მიეტანა უფლისთვის. წმიდა ღმერთმა არ დაინანა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მასზე დაედო ქვეყნიერების ცოდვები და დავეხსენით მარადიული სასამართლოსგან. ეს მსხვერპლი თავად უფალმა ისურვა. და აღასრულა კიდეც თავად. ღმერთმა ის აკურთხა და მიიღო. როგორც მოციქული პავლე წერდა: „ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შემოირიგა ქვეყნიერება, და შერიგების სიტყვა მოგვცა“ (2 კორინთელთა 5:19).

არ არის ადვილი ჩვენი თაობისთვის სიტყვების „ღმერთის კრავის“-ს გააზრება, ჩვენ ხომ არ ვკლავთ ცხოველებს ცოდვების პატიებისთვის. და ჩვენ, რომ განვიხილოთ მსხვეროლშეწირვა, რაზეც საუბარია ძველ აღთქმაში, მაშინ არ გაგვიძნელდება იმის დანახვა, რომ თუ როგორი ღვთიური პრინციპი დევს მასში: პატიება არ ხდება სისხლის დაღვრის გარეშე. გასაკვირია, რომ ღმერთმა არ დაგვსაჯა და ჩვენი სისხლი არ დაღვარა, არამედ მოგვცა თავისი მხოლოდშობილი ძე მსხვერპლად ჩვენი ყოველი სიბოროტისთვის. მსგავსი სახით, წმიდა და მართალი მოკვდა ჩვენ გამო, დამნაშავეთაგამო. ღმერთის ძე დაიკლა, როგორც მსხვერპლი ცოდვილებისა და ბოროტმოქმედების გამო, რათა ისინი გამხდარიყვნენ მისი ზეციური მამის მართალი შვილები. მოდით ერთად თაყვანი ვცეთ და განვადიდოთ მამა და ძე და სულიწმიდა, რადგან მან შეგვიყვარა ჩვენ და გამოსყიდვა გვაჩუქა!

იოანეს ორი ახლო მოწაფე ვერ მიხვდა თავიდან „ღვთის კრავის“-ს სრული არსი. მაგრამ ვინაიდან იაონე მიუთითებდა მათ ამ ღვთის კრავზე, ისინიც აენთნენ სურვილით უფრო შეეცნოთ ის, რადგან იოანე იესოზე ლაპარაკობდა, როგორც უფალზე, რომელიც გაასამართლებს ქვეყნიერებას, მაგრამ ამავდროულად მსხვერპლი გახდება ყველასთვის. იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა ამ ყველაფრის ცოდნა უფრო გაღრმავებულად ისურვეს. მიატოვეს რა თავიანთი მასწავლებელი და გაყვნენ იესოს. იესი არ იბირებდა იოანეს მოწაფეებს, არამედ თავად იოანე მიუთითებდა თავის მოწაფეებს იესოსკენ.

მოწაფეებს სურდათ იესოს პიროვნება და მისი მსახურების მიზნები შეეცნოთ. ვინაიდან ესოსთვის ეს ცნობილი იყო, მან მიმართა მათ, და მისი სიყვარულით, სიკეთით, მადლით და ჭეშმარიტებით აღსავსე სახე, რომ იხილეს, მათ იესოს ბაგეებიდან მოისმინეს სიტყვები, რომელიც გაჟღერებულია იოანეს სახარების პირველივე მუხლებში: რა გინდათ თქვენ? როგორი თბილი და კეთილი კითხვაა! უფალმა არ დააბნია რთული გამონათქვამებით ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ ღმერთს, არ უკუაგდო ისინი დროის უკმარისობის გამო, არამედ მისცა უფლება გული გადაეშალათ. შენ კი ჩემო ძვირფასო ძმაო, რა გსურს? დაფიქრდი, რისთვის ცხოვრობ? ეძებ თუ არა იესოს? მიყვები თუ არა ღვთის კრავს? მასზე ფიქრობ თუ არა? შეეცადე შეიცნო დიდებული და საუკეთესო უფალი, ამისთვის ღირს მეტი ძალისხმევა, იმაზე მეტად ვიდრე სტუდენტები ირჯებიან გამოცდის წინ. იმიტომ, რომ მხოლოდ ღმერთის ძე იღებს თავის თავზე კაცობრიობის ცოდვებს!

მოწაფეები სთხოვდნენ, რომ ნება დაერთო მასთან სახლში წასულიყვნენ, მათ ხომ ბევრი კითხვები ჰქონდათ, რომელთაც ხმაურიან გზაზე და ბევრ ხალხში ვერ დაუსვამდნენ. მათი გული ერთხმად ეკითხებოდა იესოს: „ვინ ხარ?“ პასუხად იესომ შემდეგი სიტყვები უთხრა, რომლებიც ჩაწერილია იოანეს სახარებაში: „წადით და ნახავთ“. მას არ უთქვამს: „ წამოდით ჩემთან ისწავლეთ“. იესომ უთხრა მათ: „წამოდით და ნახავთ“, - ე.ი „გახსენით თვალები და დამინახეთ მე პირადად - ჩემი საქმეები და ჩემი ძალა, და მაშინ დაინახავთ ღვთის ახალ სახეს“. ვინც ქრისტესთან მოდის ახლებურად უყურებს სამყაროს და ხედავს ღმერთს ისედათ, როგორიც ის სინამდვილეშია. როდესაც ჩვენ ვხედავთ იესოს, ჩვენი აზროვნება და ცხოვრება ძირეულად იცვლება. ქრისტეს უნდა შენი აზრებისა და იმედების ცენტრი გახდეს. წადი და შეხედე მას! აი ორი მოწაფე მივიდა მასთან და ნახეს ის, შემდგომ კი ყველა მოციქულთან ერთად განაცხადეს, რომ: „ის ჩვენ შორის ცხოვრობდა, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით, და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, დიდება, როგორც მხოლოდშობილის მამისგან“.

ეს ორი მოწაფე გაყვა იესოს და მასთან დაჰყვეს მთელი დღე. საოცარი დრო მადლში! მათ გულებში საოცრად დაისადგურა ზეცამ! ერთ-ერთი ამ მოწაფეთაგანი არის, იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც ამოწმებდა, რომ იმ დღეს მის ცხოვრებაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დღის სამსა და ოთხ საათს შორის იოანე ღვთისმეტყველი ჩაწვდა იესოს ჭეშმარიტებას, სულიწმიდის გამოცხადებისა და შთაგონების მეშვეობით. უფალმა დაინახა მასში რწმენა და მიიღო ის. მან აჩუქა იესოს დამაჯერებლობა იმაში, რომ იესო - მართლაც შეპირებული ქრისტეა. იმ დღიდან მოწაფეების ცხოვრებაში ახალი ცხოვრება დაიწყო. დაინახა თუ არა იესომ შენში რწმენა? შენი გული წყვდიადი განაათა თუ არა მისმა შუქმა? მიჰყვები თუ არა მას?

ლოცვა: წმიდა ღმერთის კრავო! ჩვენ თაყვანს გცემთ შენ და განგადიდებთ იმისთვის, რომ აიღე კაცობრიობის ცოდვები საკუტარ თავზე და შეგვარიგე მამასთან. არ უკუგვაგდო, არამედ დაგვეხმარე მოგყვეთ შენ. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და შენი დიდიება გვიჩვენე, რათა შევძლოთ საუკუნოდ მივუძღვნათ შენ მსახურებას თავი.

კითხვა:

  1. რატომ გაყვა იესოს ის ორი მოწაფე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)