Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 015 (Testimonies of the Baptist to Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ბ - ქრისტეს გადაყავს მოწაფეები, წუხილის მდგომარეობიდან საქორწილო ნადიმზე (იოანე 1:19 - 2:12)

2. იოანე ნათლისმცემლის შთამაგონებელი ქადაგება ქრისტეზე (იოანე1:29-34)


იოანე 1:31-34
31 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს“. 32 ამოწმებდა იოანე და ამბობდა: „ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანე მსაზე“. 33 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლითსანათლავად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით. 34 მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.

ღმერთმა იონაე ნათლისმცემელს 30 წლის ასაკში მოუწოდა. იოანეს უნდა მოემზადებინა უფლისთვის გზა და ხალხისთვის ეჩვენებინა ის. ამიტომაც ნათლავდა, და მისი ნათლობის დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ მონანიებული ხალხი ემზადებოდა ქრისტესთან შესახვედრად. ღმერთი თავად ნათლისმცემელს ელაპარაკა და შეპირდა, რომ ის იხილავდა იმას, რაც ჯერ არავის უნახავს, ანუ დაინახვდა იმას, თუ ნათლობის დროს, როგორ გადმოვიდოდა სულიწმიდა მტრედის სახით რჩეულ ქრისტეზე და დაივანებდა მასზე. განსაკუთრებულად საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სულიწმიდა ივანებდა მასზე. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები იყვნენ სულიწმიდით შთაგონებულები გარკვეული დროით. რაც შეეხება ქრისტეს, უფალი დაპირდა, რომ განუწყვეტლივ იქნებოდა აღვსებული სულიწმიდით, და მიუთითებდა იმაზე, რომ თავად ქრისტეა ამ სულიწმიდის წყარო, რომელიც აღავსებს უფლის ძალაუფლებით ყველას, ვინც ირწმუნებს მას და მოინანიებს.

და მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე იდგა მდინარე იორდანეში, ორივე ასაკით თითქმის თანატოლი, ოცდაათი წლისა, უეცრად უხმაუროდ გაიხსნა ზეცა - არც ჭექა-ქუხილი ყოფილა, არც ელვა - და ამ დროს იოანემ დაინახა სულიწმიდა მტრედის სახით, როგორ გადმოდიოდა ის ცისფერი ღრუბლებიდან, მშვიდობის, სილამაზის და სისუფთავის სიმბოლო.

სულიწმიდა არ ემორჩილება მიწიური მიზიდულობის კანონს, ვინაიდან ის გადმოვიდა ზეციდან და არაა ამ მიწიდან. მას არ გამოუწვევია ქრისტეში გულის წასვლა. იესო წყალსი გონებადაკარგული არ ჩავარდნილა. სულაც არა. ეს მშვიდობისმყოფელი და ღვთიური სული მშვიდად აფარფატებს ფრთებს - თავად მისი ქმნილებაც, ხომ ისეთი ნაზია, მას ებრალება, გულმოწყალე და შემწყნარებელია. სულიწმიდა - თავად ღმერთია! სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით და არ გადმოვიდა იოანე ნათლისმცემელზე ან რომელიმე სხვა ადამიანზე, ვინც იქ ინანიებდა. ის პირდაპირ გადმოვიდა იესო ქრისტზე და დაივანა მასზე! იოანე ნათლისმცემლისთვის ეს იყო ის შეპირებული სასწაული და მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადამიანი, იესო ნაზარეთიდანაა, რომელიც ყველა წინასწარმეტყველზე და ადამიანზე მაღლა დგას. და იმის გაცნობიერებამ, რომ მის წინაშე - თავად საუკუნო უფალია, რომელსაც ის ასე ძალიან ელოდა და ვისაც უმზადებდა გზას, სასიამოვნო აღტაცებაში მოიყვანა ის.

ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა აზრები ეწვია იოანეს იმ წუთას, რას ამბობდა და აკეთებდა, მაგრამ უეჭველია, რომ მადლიერებითა და თაყვანისცემით აღივსო, - როგორც ერთ დროს, დედამისის ელიზაბეტის მუცელში მყოფი შეთამაშდა სიხარულისგან, ორსული მარიამი, იესოს დედის მიახლოვებისას. მაშინვე ელიზაბეტს სულში წყალივით წამოუვიდა ქების და თაყვანისცემის სიტყვები უფლისადმი, რომელიც არის და მოდის! (ლუკა 1:36-45).

იოანე ნათლისმცემლის ერთ-ერთი მიზანი და მსახურება იყო შეეცნო ის, რომ ქრისტე ღვრიდა სულიწმიდას, და ექადა ეგ უწყება ყველა ხალხისთვის. იოანეს ეს ხედვა, მხოლოდ თავისთვის არ დაუტოვებია, არამედ აუწყებდა ამას ყველას, ვინც უსმენდა. არაეთგვაროვნად და ხმამაღლა იძახდა: „ისმინეთ და გაიგეთ! უფალი მოვიდა! ის ცოცხალია! ის თქვენს შორისაა! ის არ მოსულა თქვენს განსაკითხავად და დასაღუპად. ის სიყვარულით და სიკეთითაა სავსე! უყურეთ ამ ადამიანს, იესოს ნაზარეთიდან, ის უბრალო ადამიანი არაა, როგორც ჩვენ ვართ, ის - ღვთის ძეა, აღსავსე სულიწმიდით, და ის ამავდროულად აღიარებს, რომ ის - ჭეშმარიტად ღმერთის ძეა!“ ამის ქადაგებით, დაგვანახა ქრისტეს მოსვლის მიზანი - ყველა მონანიებულის სულიწმიდით მონათვლა. ღმერთი სულია, ღმერთის ძე - ღვთის სულის ხორცშესხმაა. ის და ღმერთი ერთიდაიგივენი არიან, და მას ძალუძს ყველა თავისი მიმდევარი აღავსოს ამ ღვთიური სულით, რომელიც არის სიყვარული.

ძვირფასო ძმაო, აღივსე თუ არაა წმიდა სულით? განგიცდია თუ არა ქრისტეს ძალა შენ ცხოვრებაში? შენ უნდა იცოდე, რომ ღვთის სული არ გადმოვა შენზე, სანამ არ მიიღებს ცოდვების მონანიებას, ცოცხალი ქრისტეს რწმენის მეშვეობით. ვინც ღებულობს ცოდვების პატიებას ღვთის კრავისგან, რომელიც დაიკლა, აღივსება სულიწმიდით. და ის მზადაა დაასაჩუქროს ყველა მისი მორწმუნე სულიერი ნიჭებით.

ლოცვა: ღვთის ძეო, ცოცხალო და წმიდავ, ჩვენ თაყვანს გცემთ შენ და გაქებთ, რადგან შენ დამდაბლდი ჩვენ გამო და აიღე ჩვენი ცოდვების ჯვარი ნათლობის სიმბოლური გამოხატვით. ჩვენ მადლობას გიხდით ცოდვების პატიებისთვის, რომელიც შენი დაღვრილი კრავის სისხლის ფასით გვაჩუქე ჯვარზე. ჩვენ ასევე მადლიერებით სულიწმიდის ძალის გამო, რომელიც გვისაჩუქრე ჩვენ და ყველა შენ მორწმუნეს. გამოაღვიძე მრავალი ადამიანი ცოდვისა და დანაშაულების სიზმრებისგან და განაახლე ისნი, აღავსე შენი მადლითა და ჭეშმარიტებით.

კითხვა:

  1. რატომ აქვს კონკრეტულად იესო ქრისტეს ძალაუფლება მისცეს სულიწმიდა ადამიანებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:04 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)