Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 008 (The fullness of God in Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

3. ქრისტეს განკაცებით, ღმერთის სისრულე გამოჩნდა (იოანე 1:14-18)


იოანე 1:14
14 და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით, აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.

ვინ არის იესო ქრისტე? ის - ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. იოანე ღვთისმეტყველი გვიხსნის ჩვენ ამ დიდებულ საიდუმლოს, რომელიც თავისი სახარების მთავარ აზრად იქცა და იესოს განკაცება ღმერთის სიტყვის საფუძველზე, მისი ქადაგების ძირითადი ნაწილი იყო. მე 14 მუხლი არის მომდევნო აზრების გასაღები. თუ შენ ისე, როგორც საჭიროა მოეპყრობი ამ უძვირფასეს მარგალიტს და ჩაწვდები მის არსს, შენ შეძლებ გაიგო მოდევნო თავების არსიც.

ქრისტეს განკაცება და გარდასახვა არსებითად განსხვავდება ჩვენგან. ჩვენ ყველა მიწიურები ვართ და მიწიური მშობლებისაგან ვიშვით - დედისა და მამისაგან. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენამდე მოაღწია სახარებამ, რის შემდეგაც ჩვენში მარადიულმა სიცოცხლემ დაისადგურა. ქრისტეს კი მიწიური მამა არ ყავდა. ღმერთის სიტყვა ანგელოზის მეშვეობით დაეშვა მარიამზე, რომელმაც აუწყა: “სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი“ (ლუკა 1:35). და როდესაც ამ ქალწულმა ეს დიდებული სასწაული რწმენით მიიღო, მან იცოდა, რომ მის შიგნით იყო არაჩვეულებრივი ნაყოფი, რომელშიც სულიწმიდა შეერწყა ადამიანის ხორცსა და სისხლს. ასე გახდა ღმერთი, ადამიანი.

ჩვენს გონებას უბრალოდ არ შეუძია ამის ჩაწვდომა. არც ბიოლოგიას არც ადამიანურ გამოცდილებას არ შეუძლია ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. ზოგიერთი ღვთისმეტყველი ხსნის ამ მოვლენას შემდეგნაირად, რათა გაუადვილოს ხალხს, ამისი გაგება, რომ თითქოს ქრისტე მხოლოდ ხორცში მოგვევლინა, ხოლო ფიზიკური სხეული, რომელიც ექვემდებარება ტანჯვას და უძლურებას, მას არ ჰქონია. ჩვენ კი გვწამს, რომ ქრისტე ერთდროულად იყო სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი.

ქრისტეს ეს საოცარი დაბადება ყველაზე კარგად იხსნება იმითი, რომ ის - მარადიული ღვთის შვილია, რომელსაც არ გააჩნია საწყისი, მოდის ყველა საუკუნის მამისგან, განკაცდა, შემოუერთდა ჩვენ მიწიურ ცხოვრებას სხეულით, დარჩა უცოდველი იმიტომ, რომ სულიწმიდა ამარცხებდა მასში ყოველ მიდრეკილებას ცოდვისაკენ. ასე გახდა იესო ერთადერთ ადამიანად, რომელმაც ცხოვრება სუფთად და უნაკლოდ განვლო.

ღმერთის ძეს ურთიერთობა ქონდა სასტიკ მეამბოხეებთან, რომლებიც დაღუპვის გზაზე იდგნენ. ის კი, საუკუნეების მეფე, რომელზეც სიკვდილი არ მეფობდა, თავისი ღვთიურობის გამო, მისი დიდებულების მიუხედავად, შეგვიყვარა ჩვენ და დატოვა თავისი მარადიული დიდება, მორჩილებით იმყოფებოდა ჩვენ შორის. გახდა რა ერთ-ერთი ჩვენგანი, ის შემოუერთდა კაცობრიობას, გაგვიგო ჩვენ და შეიწყალა ჩვენი საცოდავი და შელახული ყოფა-ცხოვრება. მან ისწავლა სრული მორჩილება ტანჯვების მეშვეობით და საქმით დაგვანახა მოწყალება ხალხის მიმართ. მან არ უარგვყო ჩვენ, უწმიდურები. ქრისტე ადამიანი გახდა, რათა დაახლოებულიყო ჩვენთან და ჩვენთვის ღმერთი დაეახლოებინა.

ქრისტეს სხეული გავს ძველი აღთქმის შესაკრებელს, სადაც ადამიანები ხვდებიან ღმერთს. ქრისტეში ღმერთმა თავისი თავი გამოავლინა, ადამიანის სახით. მასში სხეულებრივად ცხოვრობდა ღმერთი თავისი სისრულით. ძველ ბერძნულ ორიგინალში იოანეს სიტყვები: “სიტყვა... იყო მათთან’’, პირდაპირ იკითხება შემდეგნაირად: “ სიტყვამ .... დაარღვია კარავი ჩვენს შორის“. მას არ სურდა, რომ აეშენებინა ტაძრები საკუთარი თავისთვის და მტკიცედ დამკვიდრებულიყო დედამიწაზე, არამედ კარავში მოთავსდა დროებით, მომთაბარესავით. გარკვეული დროის შემდეგ, მან აშალა თავისი კარავი და სხვა ადგილზე გადაინაცვლა. ასე იმყოფებოდა ქრისტე ჩვენს შორის დიდი ხნის მანძილზე, რის შემდეგაც დაბრუნდა თავისთან ზეცაში.

ყველა მოციქული ერთხმად ამოწმებს, რომ მათ დაინახეს ქრისტეს დიდება. მათი მოწმობა, როგორც სიხარულის ყიჟინა ისე ისმის, რადგან ისინი თავად იყვნენ ღმერთის ძის, სხეულში მყოფის მხილველნი. რწმენით აეხილათ მათ თვალები, და მათ დაინახეს იესოს ღვთაებრიობა მის სიყვარულსა და სულგრძელობაში, თავმდაბლობასა და ერთგულებაში. მის სისფთავეში მათ თავად ღმერთი იხილეს. ხოლო, რაც შეეხება “დიდებას“, ეს იყო მისი ღვთიური ხასიათის თვისების ერთობლიობა. ყველა ამ თვისებას, იოანე მოციქული თავის სახარებაში, უყოყმანოდ ქრისტეს აწერს, რადგან მან თავად იხილა მასში დამალული ღვთიური ბრწყინვალება, მისი სილამაზე და დიდებულება.

იოანემ სულიწმიდის შთაგონების მეშვეობით ღმერთს მამა უწოდა, ქრისტეს კი ძე. ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით ამ ფორმულირებას. სულიწმიდის გამოცხადება შუაზე ხევს ყოველგვარ ფარდას, რომელიც ფარავს ღმერთის სახელს, და ამტკიცებს იმ გაგებას, რომ საუკუნო და წმიდა შემოქმედი, ყოვლისშემძლე შემქმნელი - არის მამა და მას ყავს ძე, მისი სიწმიდის თანასწორი, დიდებული და საუკუნო, რომელიც სიყვარულით აღსავსეა. ღმერთი მხოლოდ მოსამართლე, რომელსაც შეუძლია შური იძიოს და დაღუპოს, ძლევამოსილი და საშიში, - ის მწყალობელი, გულკეთილი, სულგრძელი, გულმოწყალე და თანამგრძნობი მამაა. ასეთია მისი ძეც. მამის და ძის შეცნობით, ჩვენ ახალი აღთქმის შუაგულამდე მივდივართ. ვინც ძე იხილა, მან მამაც იცის. ამ გამოცხადებამ მოახდინა ღმერთზე შეხედულებების ძირფესვიანი გადატრიალება, სხვა რელიგიებშიც. მან დაგვანახა ღმერთის სიყვარული.

თუ გინდა ღმერთს გაუგო, უნდა შეისწავლო იესო ქრისტე. რა დაინახეს მოწაფეებმა იესოში? როგორია მათი შემოკლებული მოწმობა? მათ დაინახეს ღვთიური სიყვარული, რომელიც გაერთიანებულია მადლსა და ჭეშმარიტებასთან. ლოცვის დროს შეეცადე დაფიქრდე ამ სამ სიტყვაზე, და შენ ღმერთის სისრულეს შეიგრძნობ, რომელიც ქრისტესში მკვდირობს: ის არ ამჟღავნებს თავის სიწმიდეს მომკვდინებელ მზის სხივებში, არამედ ჩვენთვის დაუმსახურებელი მაცოცხლებელი მადლი მოაქვს! ჩვენ ყველანი, კანონით დამნაშავეები ვართ, და არ არის ჩვენს შორის მართალი. ის, რომ ქრისტე მოვიდა ჩვენთან, უწმიდურ ადამიანებთან - მხოლოდ მადლია. მას არ შერცხვა, რომ ეწოდებინა ჩვენთვის ძმები, არამედ გაგვწმიდა და გაგვასუფთავა, განგვაახლა და სულიწმიდით აგვავსო. და განა ყოველი ეს საქმე, რაც მან გაგვიკეთა, ის გადარჩენა, არ არის მადლი - მადლზე? და კიდევ უფრო დიდი მადლი ის არის, რომ გვაქვს უფლება ვიწოდებოდეთ მის შვილებად! სიტყვა მადლის შესახებ - არ არის გამოგინილი ან სიცრუე, არამედ წმიდა სიმართლე. ქრისტეს განკაცება ამტკიცებს ღმერთისმიერ ხსნას. ქრისტეს მადლი კი - ჩვენი რწმენის საფუძველია.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, წმიდა ახალშობილო ბაგაში, როგორც მწყემსები გეთაყვანნენ ბეთლებმში. შენ ღმერთი ხარ - სხეულში მოვლინებული. შენ მოგვიახლოვდი ჩვენ. არ შეგრცხვა ძმებად გეწოდებინეთ. შენი შუქი - ბნელშიც ანათებს. მიიღე ჩემი ცოდვილი გული, გაასუფთავე ის მთლიანად, რათა ის გახდეს მარადიულ ბაგად შენთვის. მე მორწმუნეებთან ერთად განგადიდებ შენ, რადგან შენი დიდება მოკრძალებული, უბრალო სხეულივითაა. ჩვენ გთხოვთ, რომ მრავალმა უბედურმა ადამიანმა ჩვენ გარშემო შეგიცნონ შენ და თავიანთი ახალი უფლებები, შენი მადლი და მიგიღონ შენ.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს განკაცება, ქრისტეს (ე.ი. რეინკარნაცია)?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)