Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 038 (Temptation of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
C - გალილეაში ქრისტეს მსახურების დაწყებითი ეტაპი (მათეიესო 4:12-25)

1. ქრისტეს გადასახლება კაპერნაუმში (მათეიესო 4:12-17)


მათეიესო 4:12-17
12 ესმა რა იესოს, რომ შეიპყრეს იოანე, გალილეას გაემართა. 13 მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნაფთალის საზღვრებში. 14 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 15 "ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა, 16 ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”. 17 იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.
(გამოსვლა. 8:23; 9:1; მათე 3:2; მარკოზი 1:14-20; ლუკა 4:14-15; იოანე. 8:12)

იესოს ნათლობის შემდეგ და წყვდიადზე გამარჯვები, ქრისტეს უდაბნოში გამოცდის დროს, იოანე ნათლისმცემლის მსახურება დასრულდა. მან აუწყა ქვეყნიერაბს ქრისტე და მას ხელთ გადასცა მონანიებული ადამიანები. ამის შემდეგ ღმერთის სურვილი იყო ტანჯვებით გაეხადა სრულყოფილი თავისი მსახური ნათლისმცემელი. ღმერთმა უფლება მისცა ეშმაკს გამოეცადა ის, როგორც იობი, რათა შეძლებოდათ ერთგულები დარჩენილიყვნენ ღმერთისა და ეზეიმათ. ქრისტეს გალილეაში სამეფოზე ქადაგება არ დაუწყია, სანამ იოანე არ მოხვდა საპყრობილეში. ადრე იოანეს მსახურების დროს ქრისტეს ჰქონდა სხვა მსახურება, რაზეც მათემ არაფერი თქვა.

  • მან წყალი ღვინოდ აქცია გალილეის კანაში ქორწილზე (იოანე 2:1-11).
  • მოინახულა კაპერნაუმი (იოანე 2:12),
  • აღდგომის დღესასწაულზე მოინახულა იერუსალიმი და გაწმინდა ტაძარი (იოანე 2:13-25),
  • საუბრობდა ნიკოდემოსთან იერუსალმში (იოანე 3:1-21) და მონათლა იუდეაში მისი მროწმუნეები.
  • ამ დროს კი იოანე ნათლავდა ენონში (იოანე 3:22-36).
  • იესო საუბრობდა სამარიტელებთან (იოანე 4:1-42)
  • და განკურნა კარისკაცის შვილი გალილეის კანაში (იოანე 4:43-54).

ქრისტე არ წასულა გალილეაში სანამ იოანე საპყრობილეში არ მოხვდა, რადგან იოანესთვის დრო უნდა მიეცა, მოემზადებინა მისთვის გზა. ღმერთის ბრძნულმა მმარტველობამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ იოანეს შუქი შეუმჩნევლად ჩაქვრა, როდესაც ქრისტეს შუქმა იბრწყინა, რათა ხალხის გონება არ ყოფილიყო გაურკვევლობაში და ასე არ გამოსულიყო, რომ მოწაფეთა ნაწილს ეთქვა ,,მე იოანესი ვარ“ ხოლო ნაწილს ,,მე ქრისტესი“. ქრისტემ იცოდა, რომ ფარისევლები ჰეროზე ნაკლებად მტრულად არ იყვნენ განწყობილნი იოანეს მიმართ, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ იოანე საპყრობილეშია, წავიდა გალილეაში. არა მხოლოდ ამ საშიშროების შიშით, არამედ იმისთვის, რომ იოანეს არ ყოფნის სიცარიელე შეევსო და ეშენებინა კეთილ ნიადაგზე, რომელიც იოანემ ჩაყარა.

ღმერთი მოწმის გარეშე არ დარჩება. ის არ დატოვებს თავის ეკლესიას ერთგული ხელმძღვანელების გარეშე. როცა ერთნი მიდიან, ის აყენებს სხვებს, რადგან მას ამოუწურავი სულის წყარო აქვს. ამგვარად მას საქმე ჯერ დასასრულისკენ არ მიჰყავს.

ქრისტესთვის ცნობილი გახდა, რომ მამას ის იუდეველებთან არ მიჰყავს, რომლებიც ტაძართან ცხოვრობენ, არამედ სოფელ გალილეაში. მან მიატოვა ნაზარეთი, სადაც ბავშვობა გაატარა და კაპერნაუმში ურთიერთობის ცენტრში დაბრუნდა. ამ ქალაქს მან თავისი ქალაქი უწოდა და ამოირჩია თავისი მსახურებებისა და სასწაულების ცენტრად. მახარობელი მათემ ახსნა უდიდესი მნიშვნელოვნება იმისა, რომ ქრისტეს ყოველი ნაბიჯი დაწერილი იყო თორას წინასწარმეტყველებებში. წინამორბეთ თავებში კი დაადასტურა, რომ იესოს დაბადების ადგილი ბეთლემი იყო და მისი ბავშვობა ნაზარეთში გაატარა, როგორც იყო დაწერილი ძველ წინასწარმეტყველებებში. ასევე ესაია წინასწარმეტყველებასაც მიხვდა (9:1-2), რომ კაპერნაუმის რეგიონი გახდა იესოს საქმეები ცენტრი, ღმერთის თავდაპირველი ნების თანახმად.

ქრისტე ქვეყნიერების სინათლეა და ეს სინათლე გაბრწყინდა გალილეაში, სადაც იესომ თავისი მსახურების დიდი ნაწილი გაატარა. და რამდენადაც ეს მშვენიერი მხარე იერუსალიმისგან და ტაძრისგან შორს არის, მასში მცხოვრები აღწევდნენ გონებითა და სულით მოსეს კანონებსა და თორას, ნაკლებად ვიდრე სხვა ქალაქებში მცხოვრები. ისინი უხეში სოფლელი ადამიანები იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ქურდობით იყო დაკავებული. სწორედ ასეთ ბნელ მხარეში ცხოვრობდა იესო. სახელი ზებულონი ჰგავს სიტყვა დაფარვას, რაც ნიშნავს ფსკერს. ქრისტე ჩამოვიად ფსკერში მყოფი საზოგადოებისთვის, რათა მათი წყურვილი დაეკმაყოფილებინა და ღმერთის სიმაღლეებზე აეყვანა ისინი.

იესომ იოანეს მსგავსად დაიწყო ქადაგება: ,,მოინანიეთ“ . სახარების არსი შეუცვლელი რჩება, გარემოებების მიუხედავად. მცნებები ერთია და მათი მიზეზებიც საერთო. ,,ანგელოზებიც ზეციდან“ (გალატელთა 1:8) ვერ გაბედავს იქადაგოს სხვა ქადაგება, ვინაიდან ის არის საუკუნო სახარება.

ქრისტე აუწყებდა სახარებას დიდი პატივით. მან იგივე სიტყვები გამოიყენა ქადაგებისას, რომელიც იოანემ. ამითი იესომ გვიჩვენა, რომ იოანე მისი წარმოგზავნილი იყო. იესომაც ხომ იგივე უწყება მოიტანა, რომელიც იოანეს მეშვეობით მივიღეთ. რამდენადაც ქრისტე მამის ნებაში იყო, მას შეეძლო ამაღლებული აზრები მოეტანა ღვთიურ დეტალებზე, რომელიც ყოველთვის იკავებდა მეცნიერების გონებას, მაგრამ მან თავისი ქადაგება ძველი მარტივი სიტყვებით გააჯერა: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა“.

ასე დაამტკიცა ღმერთმა თავისი მსახურის ერთგულება და დაადასტურა, რომ სულიწმიდას ყველაზე მეტად სურს, რომ ჩვენ შევიცვალოთ აზროვნება და მივატოვოთ ცოდვები, რადგანაც სწორედ ეს არის ჩვენი უბედურებების მიზეზი, ცოდვის საზღაური კი სიკვდილია. ის ელოდება ჩვენგან, რომ მზად ვიყოთ ბოლო მოვუღოთ ყველა უკანონობას, შევიძულოთ ისინი და ღმერთის დახმარებით მივატოვოთ.

ფაქტობრივად ცოდვა ჩვენს შემომქმედთან გვაშორებს. როდესაც იესო მონანიებისკენ მოგვიწოდებს, გვეუბნება, რომ ცოდვილი მდგომარეობიდან დავბრუნდეთ მამის სახლში, მის მეფობაში. ეს მოწოდება - ქრისტეს რჯულში პირველი ღვთის ბრანებაა. ადამიანს თავად არ შეუძლია დაუბრუნდეს ღმერთს, მას წმოწოდება, ბრძანება და გადაწყვეტილება სჭირდება.

სწორედ ასეთი ზეციერ სამეფოში მოწოდება გახდა, მათეს სახარების დევიზი. მახარობელი საუბრობს არა ღმერთის სამეფოზე და ქრისტეში მეფობაზე, არამედ ,,ზეციერ სამეფოზე“, რადგანაც იუდევლები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლებად ახსენონ ღმერთის სიტყვა, რათა არ დაარღვიონ მცნება და ფუჭად არ ახსენონ ღმერთის სახელი.

ღმერთის ნება სრულდება ზეცაში, არა დაბლა ან მაღლა, არამედ ყველგან. ჩვენი გულები ზეცის სიხარულით ივსება მაშნ, როდესაც ჩვენი გული სულიწმიდით ივსება. ძველები ფიქრობდნენ, რომ ზეცა მაინდამაინც მაღლაა, ჩვენს თავზე, ხოლო ჯოჯოხეთი ჩვენს ფერხთით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ჩვენთან არის ყოველდღე უკუნისამდე და ჩვენ ვართ მის მეფობაში მიწიურ პრობლემებსა და უბედურების მიუხედავად. ქრისტემ ასეთი სიტყვებით მოგვმართა ,, მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33).

ის, რომ ,,ზებულუნის და ნაფთალის მიწა“ იქცა ,,წარმართ გალილეად“ მიუთითებს ამ ერის უდიდეს დამცირებაზე. ,,ზაბულუნი“ ნიშნავს ,,საცხოვრებელს“ (დაბადება 30:20). ,, ზღვათა სანაპიროზე დამკვიდრდება“ (დაბადება 49:13). ის ღმერთის ერის სახე იყო, რომელიც ცხოვრობდა ცალკე და ,, ხალხთა შორის არ ირიცხება.“ (რიცხვი 23:9). თუმცა ის შეერია ხალხს და მათ უწმინდურებაში გაითხვარა (ფსალმუნი 105:35; ოსია 7:8).

სახელი ,,ნაფთალი“ ნიშნავს ,,ჩემი ბრძოლა“ (დაბადება 30:8). ისიც ღმერთის ერის სახე იყო, რომელმაც ბრძოლაში მოიპოვა თავისუფლება, ღმერთზე დაიმედებით (დაბადება 49:21). მაგრამ ახლა ბრძოლა შეწყვიტა და მტერმა დაიპყრო ის.

ღმერთისგან ყველა მოშორებით სული, სიბნელეშია. ეს სწორედ ის სიბნელეა, რომელიც უფსკრულზე იყო. მაგრამ ყველაზე საშინელება ის არის, რომ ამ მდგომარეობაში ერი ,,ზის“. დაჯდომა კი მიუთითებს უცვლელობას, ვინაიდან როდესაც ვსხედვართ, ვრჩებით ერთიდაიგივე მდგომარეობაში. ამგვარად ერი იყო ,,სიბნელეში“ და რჩებოდა მასში. მათი ჯდომა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ეს მდგომარეობა მათთვის მისაღები იყო. ისინი იყვნენ სიბნელეში, უყვარდათ სიბნელე და ამჯობინებდნენ კიდეც სინათლეს.

მათი მდგომარეობა საცოდავი იყო. დღეს ძალიან ბევრი დიდებული და ძლიერი ერი არის მათ მდგომარეობაში, რომელთაც სურთ, რომ ჩვენ მათთვის ვილოცოთ და ვიტიროთ. თუმცა ყველა ვინც სახარების შუქის ფონზე ზის სიბნელეში, კიდევ უფრო მეტად საცოდავ მდგომარეობაშია. ვინაიდან ვინც ღამე ზის სიბნელეში, მას იმედი აქვს, რომ მზე ამობა. ხოლო ვინც სიბნელეში ზის თავისი სიბრმავის გამო, მას თვალების გახელის იმედი არ აქვს. ჩვენ გვაქვს სინათლე, მაგრამ რა სარგებელი გვაქვს მისგან, თუ თავად არ გავხდებით სინათლე უფალში.

სიტყვა ,,მეფობა“ გულისხმობს მეფის არსებობას, რომელშიც სიბრძნე აღწევს სრულყოფილებას, უხვადაა ძალაც და დიდებაც, როგორც თქვა ქრისტემ თავისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ: ,,მოცემული მაქვს ხელმწიფება ზეცაში და მიწაზე“. ამ სიტყვებით მან ღიად განაცხადა თავი ცათა სამეფოს მეფედ. ჩვენ ვხარობთ იმის გამო, რომ ღმერთი არის მეფე, რომელიც მეფობს თავისი ძის მეშვეობით და ქმნის ერს სულისგან შობილს მმართველობისთვის. ეს ღვთის სამეფოა. ის არის ჩვენი უფალი, ჩვენ კი მისი საკუთრება.

ქრისტეს მეფობა თანდათან გვიახლოვდება. ჯერ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, მას კი მოჰყვა თავად მეფე იესო. მან სინათლე მოუტანა თავის მოწაფეებს, თავისი ერი განწმინდა ჯვარზე, რათა ღირსნი ყოფილიყვნენ ღმერთთან ურთიერთობაში ცხოვრების. შემდეგ კი იესოს სული გადმოვიდა მოწაფეებზე და ჩვენ ცათა სამეფოში შევედით. საბოლოოდ კი იესო მოვა ტავის დიდებაში და იმეფებს დედამიწაზე. ცათა სამეფოს ისტორია - ეს განვითარების, ზრდის ისტორიაა, ამასთანავე კი მოძრაობა უმაღლესი მიზნისა და დანიშნულებისკენ. მეფობა უკვე დაიწყო და ის ახლა ჩვენში არის, შემდგომ კი ხილული გახდება. აი რატომ ვისმენთ ქრისტეს სიტყვებს: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“. შეხვედი თუ არა სამეფოში, თუ მის გარეთ რჩები? არ დაგავიწყდეს, რომ ეს სამეფო შენი გადარჩენაა - ის შედგება ყველა დროის და ყველა ზეციდან შობილი მორწმუნეებისგან, რომლებიც ცხოვრობენ, ზეციერი მამის ოჯახში.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო აგამაღლებთ, ვინაიადან შენ გაიმეორე მონანიების მოწოდება და აღიარე მეფობა, რათა არ ვიცხოვროთ განუკითხაობაში, არამედ გამოვიღვიძოთ, დავტოვოთ ჩვენი ცოდვები შენი დახმარებით და შეგვეძლოს შენი კეთილი ნების აღსრულება. გთხოვთ, რომ მტკიცე გადაწყვეტილება შექმნა ჩვენში, რათა ვიცხოვროთ წმინდათ და ყველა ჩვენი მოქმედება პატივს მიაგებდეს შენს სამეფო სახელს. მიეცი მიმართულება ყველას ვისაც სურს, შენი სიყვარულის სამეფოში შესვლა და გაგვხადე მომთმენები სხვებისთვის მოსაწოდებლად.

კითხვა:

  1. რატომ გაიმეორა იესომ იოანე ნათლისმცემლის უწყება: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)