Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 118 (Jesus appears to Mary Magdalene)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)
1. მოვლენები კვირას, პასექის დილა (პასექი) (იოანე 20:1-10)

გ) იესო ევლინება მარიამ მაგდალინელს (იოანე 20:11-18)


იოანე 20:17-18
17 ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”. 18 მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.

მარიამი ძირს დაემხო და თაყვანისცა იესოს! ის ცდილობდა შეხებოდა და ეკოცნა, უნდოდა არასდროს გაეშვა. მაგრამ იესომ არ მისცა ამის ნება, რადგან მისი სიყვარული მშვიმვიერუ კი არა სულიერია. მან მისცა, მის მაძიებელ ქალს მისი ხმის გაგონების ნება და მისი თანდასწრების განცდის უფლება. მას უნდოდა, რომ ის რწმენაში გაზრდილიყო, მიეღწია სრულყოფილებამდე სამებასთან ერთად. ის ამაზე მოწაფეებს უკვე ესაუბრა, თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში. ქრისტესთან ერთობას არ წარმოქმნის არც მის სხეულთან შეხება, არც მასთან ყოფნა - ჩვენ მასთან გვაერთიანებს, დაჯერება მისი სულიერი პიროვნებისა. იესომ მარიამს უთხრა, რომ სიკვდილის შემდეგ დედამიწაზე არ დარჩება, რომ მისი გამოჩენა დროებითია, და მალე ზეცაში წავა. მისი მიზანი მამასთან დაბრუნება იყო. ახლა როდესაც ღვთის ძემ მოიტანა საკუთარი სხეული მსხვერპლად ჯვარზე, მისთვის გზა მამისკენ გახსნილი იყო. ის თითქოს მარიამს ეუბნებოდა: ”არ შემეხო, ვიანიდან სამართლიანობის აღსრულება მსურს და შენი შენახვა მინდა, შენზე შუამდგომლობით, მინდა სულიწმიდის ძალით აგავსო”.

მის სიტყვებში ასევე შეიძლება შემდეგი აზრის დაჭერა: ”ნუ ცდილობ დამიჭირო, თითქოს მხოლოდ შენ გეკუთვნოდე, ვინაიდან მე მთელ ქვეყნიერებას ვეკუთვნი. წადი მოწაფეებთან და მოუყევი მათ, რომ ცოცხალი ვარ და მამასთან მივდივარ”. როგორი საოცარია, რომ უფალმა მაშინვე აამოქმედა ეს ქალი მოწმობის მსახურებაში.

მარიამის მეშვეობით, გადასცა რა ინფორმაცია მოწაფეებს, ამითი მან მარიამი დააწყნარა და მასთან ერთად მოწაფეებიც, რომელთაც ”ძმები” უწოდა. ჩვენ რწმენით გავხდით იესოს ძმები მხოლოდ მისი ტანჯვებისა და ჯვრის გამო არა, მისი აღდგომითაც და სულიწმიდაში ცხოვრებით. ღვთის ძე თავისი სიკვსილის მერე მხოლოდ საყვარელ შვილებს კი არ გვიწოდებს, არამედ ძმებს, ვიანიდან ჩვენი გადარჩენა განახორციელა და გაგვამყარა თავის შვილობის უფლებებში. თავისი სისხლით გვიშვილა. რა იყო აზრი იმ ინფორმაციის, რომელიც მარიამს უნდა გადაეცა მოაწაფეებისთვის. პირველი ის, რომ იესო ცოცხალია. მარიამია და იესოს შეხვედრა ნამდვილად ისტორული ფაქტია. მეორე ის, რომ იესო დიდხანს აღარ დარჩება დედამიწაზე, არამედ მამასთან წავა. მესამე, მისი მამა - ჩვენი ყველას მამაა. ის საუბრობდა არა ისეთ ღმერთზე, ვინც მიუწვდომელია, არამედ საუბრობდა მამაზე, რომელიც ჩვენი მამაცაა! გარდა ამისა, იესომ მას ”ჩემი ღმერთი” უწოდა და გულისხმობდა იმას, რომ განსაკუთრებულ ურთიერთობაშია მასთან. მას სრული უფლება ჰქონდა ასე ესაუბრა, რადგან მამის ერთგული იყო მაშინ, როდესაც მთელმა ქმნილებამ თავის ცოდბებში, მიატოვეს ღმერთი. ის ახლა აღარ მტრობს ჩვენზე ცოდვების გამო, არამედ სიყვარულით გვპატიობს და ჯვრის მეშვეობით გვაძლევს გადარჩენას. და როგორც ქრისტე არის მამასთან ერთობაში, ასე უნდა ჩვენი განმტკიცება სამებაში, სულიწმიდის გადმოღვრით. მარიამი მორჩილად ადგა და წავიდა მოწაფეებთან მისი ჭეშმარიტების მოწმობის მისატანად, მოეთხო მათთვის ის, რომ იესომ მათ მეგობრები უწოდა და რომ ღმერთი გახდა მათთვის მამა. შენ მიიღე ეს სიხარული, რომ უფალი გღებულობს შენ და აღორძინებს შენ ცხოვრებას? გწამს თუ არა პირველი მახარობლის, რომელიც ქრისტეს აღდგომაზე ლაპარაკობს?

ლოცვა: მადლობას გიხსით მკვდრეთით აღმდგარო იესო. იმისთვის, რომ ძმებს გვიწოდებ. არ ვაფ ღირსნი ვიცხოვროთ შენთან ახლო ურთიერთობაში. მადლობა ცოდვების პატიებისთვის. გაგვხადე შენ მაუწყებლებად მათთან, ვინც გეძებს!

კითხვა:

  1. რა უწყებას გვიგზავნის იესო, მარიამის ბაგით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)