Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 075 (The Jewish council sentences Jesus to death)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
4. ლაზარეს აღდგინება და შედეგები (იოანე 10:40 – 11:54)

დ) იუდეველთა საბჭო ფიქრობს იესოს სასიკვდილოდ გადაცემას (იოანე 11:45-54)


იოანე 11:45
45 მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.

ლაზარე თავის აღდგინების შემდეგ, ჭამდა, სვამდა და ლაპარაკობდა. ხალხი მას ცოცხლად ნახულობდა ქუჩებსა და სახლში. ბევრი იესოს დიდებულებით მოხიბლული იყო და დაიჯერეს, რომ ის მესიაა - ცოცხალი ღმერთის ძე. მოწაფეების რისხვმა იმატა და ხალხი მარიამის სახლში მიიჩქაროდა, რათა ენახათ იესო ლაზარესთან.

იოანე 11:46-48
46 ზოგიერთები წავიდნენ ფარისევლებთან და უთხრეს, რაც იესომ გააკეთა. 47 მაშინ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა შეკრიბეს სინედრიონი და თქვეს: "რა ვქნათ, რადგან ბევრ სასწაულს ახდენს ეს კაცი? 48 თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ყველა ირწმუნებს. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც”.

ზოგიერთი, ვინც ამ სასწაულს თვალყურს ადევნებდა, წავიდა ფარისევლებთან და ყოვეივე უამბო. ისინი ჯერ კიდევ ურწმუნოები იყვნენ ამიტომაც უფლის რისხვა მოვიდა მათზე, როგორც წერია მდიდარის იგავში, რომელსაც აბრაამა უპასუხა: „მოსეს და წინასწარმეტყველებს თუ არ უსმენენ, ვინმე მკვდრეთითაც რომ აღდგეს, არ დაიჯერებენ“ (ლუკა 16:31). ღმერთის სულს არ შეუძლია გაქვავებული გულის შეცვლა, რომელიც უარყოფს იესოს მინდობას, თუნდაც ყველაზე დიდებული სასწაულები მოიმოქმედოს. ფარისევლებს დიდი ზეგავლენა ჰქონდათ რელიგიური საქმეების უმაღლეს საბჭოსთან. უმაღლესი მღვდლებიც კი მათ აზრს ითვალისწინებდნენ. სამოცდაათი საბჭოს წევრი შეიკრიბა, რათა უხილავი ამბავი განეხილათ. სადუკეველებმა, რომლებიც აღდგომას უარყოფდნენ, მოიწვიეს საბჭო. შეკრებილების აზრები გაიყო, რამდენადაც იესოს ცუდი არაფერი ჩაუდენია, ანუ მისი დაკავების მიზეზიც არ არსებობდა. კამატის დროს საბჭოს წევრებმა იესოს უბრალო ადამიანი უწოდეს, არც წინასწარმეტყველი და არც ღვთის ძე. მათი პირადი უარყოფების გამო, ისინი ვერ უკუაგდებდნენ მის მოხდენილ სასწაულებს. ამ კამათის დროს, მათი გონება შიშმა მოიცვა, რომ რა იქნებოდა მაშინ თუ იმპერიული ხელისუფალნი გაიგებდნენ ამ სიტუაციის შესახებ და ჩაერეოდნენ. ამ სასწაულებს, რომელსაც თითქოსდა მესია აკეთებდა, შეიძლება ხალხი აჯანყებამდე მიეყვანა. და შესაძლებელიცაა რომაელებს ტაძარი დაეხურათ, ადგილი სადაც უფლის დანთდასწრება ჩამოდიოდა. და ტაძრის მსახურებებიც დასრულდებოდა მსხვერპლშეწირვებთან, ლოცვებთან და კურთხევებთან ერთად.

იოანე 11:49-52
49 ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: "არაფერი გაგეგებათ, 50 ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”. 51 ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ ერისთვის მოკვდებოდა იესო. 52 და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები.

როდესაც უთანხმოებამ საბჭოში თავის პიკს მიაღწია, ადგილიდან წამოდგა კაიფა - მღვდელმთავარი, და გაილაშქრა ხალხის ლიდერების წინააღმდეგ, მათი ინერტულობის გამო. რაღაც დოზით მართალი იყო, რამდენადაც მღვდელმთავართა საბჭოს წარმომადგენელი იყო. სიწმიდის ნიშნად ის მსახურად იყო ნაცხები, მაგრამ ანტიქრისტე იყო. ის სულით აღვსებას ელოდა იმისთვის, რომ უფალს მისი მეშვეობით ელაპარაკა, როგორც ხალხის ლიდერისგან. ის აქამდე მხოლოდ შეცდომებს უშვებდა და უცნაურ სასწაულებს ახდენდა. აიღო რა თავის თავზე წინასწარმეტყველის როლი, ამას კი ხელს უწყობდა მისი მღვდელმთავრის პოზიცია, ასევე ხალხს უკულტუროებს უწოდებდა. კაიფაშ „სინანულის სული“ ლაპარაკობდა, ეშმაკი საუბრობდა მასში, თითქოს ღმერთის მიზნებს ეთანხმებოდა, მაგრამ პრაქტიკული მოქმედებებით მის წინააღმდეგ მოქმედებდა. რა თქმა უნდა ხალხისთვის უკეთესი იქნებოდა, ღვთის კრავი მომკვდარიყო მათ ნაცვლად, რათა მათ შესძლებოდათ ღმერთის რისხვას გაქცეოდნენ და საუკუნო სიცოცხლე ჰქონოდათ. ეშმაკის ხმა კი მათ ასეთ რამეს ეუბნებოდა: „დაე მოკვდეს იესო და გაგვანთავისუფლოს რომაელთა რისხვისგან“. ამ ეშმაკური წინასწარმეტყველებებით გამართლდა ქრისტეს სიტყვები, რომ ეშმაკი არის მრავალი იუდეველის სულიერი მამა, ვინაიდან ის - მატყუარა და სიცრუის მამაა. კაიფამ იესოს სიკვდილი ახსნა ყველას განთავისუფლებით ისე, რომ არც კი ესმოდა თავისი „მაღალფარდოვანი სიტყვებისა“. კაიფას სიტყვები უპატივცემულო იყო, რადგანაც არ სწამდა იესოსი იმისდამიუხედავად, რომ სულიწმიდამ ათქმევინა იესოს სიკვდილის და მსხვერპლის შესახებ. მათ თავად, საკუთარი სიტყვების აზრი ვერ გაიგო, რადგან მისი განზრახვები სრულიად განსხვავდებოდა იმისგამ, რაც თქვა. მახარობელმა იოანემ კი ეს სიტყვები, როგორც მთელი ქვეყნიერების გადარჩენის აზრით ნათქვამი სიტყვები, ისე განმარტა. იესო მხოლოდ საკუთარი ხალხის ცოდვებისთვის არ მომკვდარა, არამედ ყველა ერიდან მისი მორწმუნესთვის. ყველას, ვისაც მისი სჯერა - არიან ღვთის შვილები, მხსნელის რწმენის მეშვეობით ისინი საუკუნო სიცოცხლეს იძენენ. ჩვენი რწმენის მიზანი, მხოლოდ პირად გადარჩენაში არაა, არამედ ყველა ღმერთის შვილის ერთობაში: მისი სახელი, მის მიმდევრებს აერთიანებს. როდესაც ისინი ურთიერთობაში არიან მათ დამაკავშირებელ წყაროსთან, ე.ი ისინი კავშირში არიან ერთმანეთთან. მოდით გამოვიღვიძოთ და გავეშუროთ მისკენ, რათა გავიგოთ, რომ და-ძმები ვართ ერთმანეთის, უფრო მეტად ახლობლები, ვიდრე ერთი ოჯახის წევრები.

იოანე 11:53-54
53 იმ დღეს გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი. 54 ამიტომ იესო ცხადად აღარ დადიოდა იუდეველთა შორის; იქაურობას უდაბნოს ახლოს მდებარე მხარეში, ეფრემად წოდებულ ქალაქში გაეცალა და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.

საბჭოს ზოგიერთი წევრი არ ეთანხმებოდა კაიფას სიტყვებს, ვინაიდან უტანაგრძნობდნენ იესოს, მაგრამ ხალხის უმეტესობა მაინც თვლიდა, რომ კაიფასგან უფალი ლაპარაკობდა და რომ მას სურდა იესოს მეშვეობით ხალხის ხსნა და გადარჩენა. ბოლოს და ბბოლო საბჭომ მიიღო კაიფას წინადადება და გასცეს თანხმობა მის დასჯაზე. რა თქმა უნდა იქ მყოფთაგან ყველაზე მართლებმა ამ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადეს, მაგრამ მათ არავინ უსმენდა. ცბიერმა კაიფამ ხალხი სიცრუეში შეიყვანა და თანაც ეს ისე მოხერხებულად გააკეთა, რომ ყოველივე ამას არეულობა არ გამოეწვია. იესომ იცოდა ამ საუბრის შესახებ თავისი ღვთიური გამჭრიახობის წყალობით. მან დატოვა იორდანეს ის ნაწილი, რომელიც ამ საბჭოს დაქვემდებარების ქვეშ იყო და ნაბლუსის აღმოსავლეთით წავიდა, რათა მოწაფეებთან ერთად დალოდებოდა იქ თავისი ჯვარცმის და აღდგომის საათს. გადამწყვეტი „ბრძოლა“ ახლოვდებოდა. მისმა მღვდელმთავრებთან ბრძოლამ, ტაძრის განწმედიდან მოყოლებული, შაბათის განკურნებით დამთავრებული, და ბოლოს ლაზარეს აღდგინებამ თავის პიკს მიაღწია. ასე, რომ სახალხო ლიდერებმა გადაწყვიტეს კეთილისმქმნელის დღესვე მოკვლა. შუქი მოიცავს სიბნელეს, და სიბნელე ვერაფერს უშვრება მას.

ძვირფასო ძმაო, გინახავს თუ არა ქრისტე სინათლეში? გაანათლა თუ არა იესოს სახარებამ შენი გონება და განაახლა თუ არა შენი გული? შეგეხო თუ არა მისი მარადიული სიცოცხლე და მიგიყვანა თუ არა მისმა სულმა აღიარებასა და მონანიებამდე? გახსენი შენი თავი სულიწმიდის მმართველობისთვის, მიუტანე მას შენი ცხოვრება და მომავალი, რათა არასდროს დაეთანხმო იესოს მტრებს და არ განიკითხავდე მას. მხოლოდშობილს, მამისგან.

მიყევი მას, როგორც სხვა მოწაფეები, და გაიგე ვინ არის ცოცხალი ღმერთი, რათა შეგეძლოს აღიარო: „და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდიება, როგორც მხოლოდშობილის, მამისგან, რომელიც სავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1:14).

ლოცვა: უფალო იესო, მადლობა, რომ ჭეშმარიტება არ უარყავი მუქარის საათში, არამედ ყოველთვის ადიდებდი შენ ზეციურ მამას. გვაპატიე ჩვენი სუსტი რწმენა. მიგვიყვანე მამის აღთქულთან, რათა ვიცხოვროთ საუკუნო სიცოცხლით და შეუჩერებლად გემსახუროთ შენ. დაე ჩემი ცხოვრება, შენ სადიდებლად იყოს.

კითხვა:

  1. რატომ მიიღო იდევლურმა საბჭომ იესოს მოკვლის გადაწყვეტილება?

კითხვარი - 4

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 17 კითხვიდან 15 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. როგორ დაუმტკიცა იესომ იუდეველებს, რომ ისინი არ იყვნენ აბრაამის შვილები?
  2. იესომ რომელი სატანის თვისებები გაგვიხსნა?
  3. რატომ უნდოდათ იუდეველებს იესოს ქვებით ჩაქოლვა?
  4. რატომ განკურნა იესომ დაბადებიდან ბრმა ადამიანი?
  5. რატომ უარყოფნდნე იუდეველები ბრმის განკურნებას დაბადებიდან?
  6. რას მიხვდა განკურნებული ფარისევლების დაკითხვის დროს?
  7. რას ნიშნავს ქრისტეს ტაყვანისცემა?
  8. როგორ კურთხევებს აძლევს იესო თავის სამწყსოს?
  9. როგორ ხდება იესო კეთილი მწემსი?
  10. როგორ გააერთიანებს იესო თავის ფარას?
  11. როგორ გამოცხადა იესომ თავისი ღვთიურობა?
  12. რატო ლაპარაკობს იესო ღმერთის დიდებაზე მაშინაც, როდესაც ლაზარე მოკვდა?
  13. რატომ ილტვოდა იესო ასეთი გამარჯვებული სულით, ლაზარეს გადასარჩენად?
  14. როგორ შეგვიძლია დღეს მკვდრეთით აღდგომა?
  15. რატომ გლოვობდა და ტიროდა იესო?
  16. როგორ გამოჩნდა ღმერთის დიდება ლაზარეს აღდგინებით?
  17. რატომ მიიღო იდევლურმა საბჭომ იესოს მოკვლის გადაწყვეტილება?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:54 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)