Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 035 (Temptation of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

4. იესოს გამოცდა და ეშმაკზე გამარჯვება (მათეიესო 4:1-11)


მათეიესო 4:1-4
1 მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად. 2 იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა. 3 მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ პურებად იქცნენ ეს ქვები”. 4 იესომ მიუგო პასუხად: "დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.
(გამოსვლა 34:38; 2 რჯული 8:3; მარკოზი 1:12-13; ლუკა 4:1-13)

აქ დიდი აქცენტი არის სიტყვა ,,მაშინ“. ზეცის გახსნის შემდეგ, სულიწმიდის ჩამოსვლისა და ხმის, რომელიც ამბობდა, რომ იესო - ღმერთის ძეა და ქვეყნიერების მხსნელი, ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ,,გამოიცადა“. ეს მოხდა მალევე იმის შემდეგ, რაც მან აღასრულა მნიშვნელოვანი საქმე - ნათლობა.

ღმერთის სიყვარულის განსაკუთრებული ნიშნები არ გვიცავს გამოცდებისგან. პირიქით მივიღებთ რა ღმერთისგან უდიდეს მადლს, უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რომლებიც დაგვამდაბლებს. ხშირად ღმერთი ტავის შვილებს წინასწარ ამზადებს გამოცდისთვის. ძალასაც საჭიროების მიხედვით აძლევს და ყველაზე დიდ განსაცდელამდე გვაძლევს განსაკუთრებულ ნუგეშს. გამოცდისთვის ყველაზე კარგი მომზადება - ღმერთის შვილობაში დამაჯერებლობაა.

თუკი სულიწმიდა გვიმოწმებს, რომ ღვთის შვილები ვართ, გვამზადებს იმისთვისაც, რომ განსაცდელს წინ აღვუდგეთ, რომელიც არაწმინდა სულებისგან მოდის.

ჩვენ უნდა ველოდოთ ეშმაკისგან თავდასხმას ღმერთთან ურთიერთობის შემდეგ. სული, რომელიც ღმერთისგან ახალ კურთხევებს იღებს, სიფხიზლეში უნდა იყოს: ,,როდესაც...შეჭამ და გაძღები, გაფრთხილდი“ (2 რჯული 6:10-12).

სატანა განსაკუთრებულ მოქმედებებს ჩადის საჭირო და სარგებლიანი ადამიანების მიმართ, რომლებიც არ კმაყოფილდებიან იმით, რომ თავად გამართლდნენ, არამედ ეხმარებიან სხვებსაც ამ გზას გაყვნენ, განსაკუთრებულად რწმენაში პირველი ნაბიჯების გადამდგმელებს. გაიგე თუ რას ამბობს ეშმაკი შენს წინააღმდეგ, აიღე იარაღი, რაც გჭირდება შენს მდგომარეობაში და იბრძოლე.

აი სულიწმიდას მიყავს იესო უდაბნოში ეშმაკთან შესახვედრად. მივაქციოთ ყურადღება, რომ იესო გამუდმებით შედარებულია იუდეველ ერს. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელმა სულიერი ცხოვრების დაცემა განიცადა. მხოლოდ ერთმა ქრისტემ ღმერთის ძემ შეძლო და გაუძლო ეშმაკის ყველა დარტყმას. მან დაამარცხა ბოროტი ამ ბრძოლაში და ზეციერი მამის ნება აღასრულა. ქრისტე მოვიდა, როგორც ჩამანაცვლებელი მსხვერპლი, არა მხოლოდ იუდეველებისთვის, არამედ დანარჩენი კაცობრიობისთვის - მან ჩვენი ცოდვები ჯვარზე აზიდა. ჩვენს ნაცვლად ყველა სფეროში გაიმარჯვა, სადაც ეშმაკი მეფობდა ადამიანებზე. უდაბნომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ღვთის ძე. ისინიც უნდა ავღნიშნოთ, რომ იესომ სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა, რისი ჩანერგვაც ღმერთს უნდოდა ერისთვის, სინაის უდაბნოში (2 რჯული 8:3). უფალმა შეძლო და წინ აღუდგა ბოროტ სამ სფეროში, რაშიც ადამიანები ყველაზე მეტად ცდუნდებიან: ხორცის სურვილები, ადამიანების გამოცდა გრძნობების მეშვებით; თვალთა სურვილი, ადამიანის ცდუნება იმის სურვილით, რომ დაიპყროს; და ცხოვრებისეული სიამაყე, გამოსცადო ადამიანი, გამუდმებული ყურადღების ცენტრში ყოფნით. ყველა ამ სფეროში იესომ გამარჯვება მოიპოვა და დიდებულ მღვდელმთავრად იქცა, რომელსაც შეუძლია შეიწყნაროს უძლურები განსაცდელების დროს. ის ჩვენს მსგავსად გამოიცადა ყველაფერში, გარდა ცოდვისა (ებრაელთა 4:14-16).

ქრისტეს ნათლობა შესანიშნავი მოვლენა იყო, რომელშიც ღმერთმა თავისი კურთხევა გამოავლინა საყვარელი ძის მიმართ. გასაკვირია რომ ამის შემდეგ სულიწმიდამ იესო უდაბნოში წაიყვანა ბრძოლისთვის, ღმერთის მტერთან, სადაც დიდებულმა თავისი ღვთაებრივი ბუნება გამოავლინა და საკუთარი სხეულის უძლურებას აჯობა.

იესო 40 დღის განმავლობაში ზეციერ მამასთან ურთიერთობაში იყო, მკვდარ უდაბნოში. მას ესმოდა ღმერთის სიტყვები, როგორც დიდებულ მოსეს, რომელსაც 40 დღის განმავლობაში დაავიწყდა სმა და ჭამა, რათა მიეღო დაფები, სადაც რჯული ეწერა. იესო კი დაბრუნდა ღმერთთან შეხვედრიდან, არა ქვის დაფებით, არამედ როგორც ახალი აღთქმის ფუძემდებელი, ვინაიდან თავად არის ღმერთის სიტყვის განსახიერება და მასში არის გადარჩენელი ძალა, ყველა მისი მიმდევრისთვის.

ბოლოს ეშმაკი მივიდა იესოსთან, განსაკუთრებული დამწუხრებული სახით, რათა სურდა მასში გამოეწვია განცდა, თითქოს კეთილის ქმნა უნდოდა. სინამდვილეში კი იესოს ცოდვისკენ გადაქაჩვა სურდა და ჯვრის გზიდან გადაყვანა. ეშმაკს პირველ რიგში იესოს გულში მამასთან ურთიერთობის ეჭვების დათესვა უნდოდა. ის ამაყად ამბობდა: ,,თუ შენ ღმერთის ძე ხარ...“ის ამ ჭეშმარიტებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ეშაკმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის ქრისტე. მთელი ჯოჯოხეთი თრთის მის წინაშე. ეშმაკს, რომ ეღიარებინა: ,,შენ - ღმერთის ძე ხარ“ მისი მორწმუნეც გახდებოდა. ის ამახინჯებდა სიმართლეს და ამბობდა: ,,თუ შენ ღმერთის ძე ხარ, თქვი რომ ეს ქვები პურებად გადაიქცნენ“. ეშმაკი ყიველთვის ასე იქცევა, უპირველესად ის ჩვენს სულში ეჭვს თესავს, რათა ადამიანის რწმენა შეარყიოს და სიცოცხლის წყაროს მოწყვიტოს.

სიღარიბე - მძიმე გამოცდაა. ის აიძულებს ადამიანს დაეჭვდეს, იმერყეოს, გამოიყენოს უცნობი გზები საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ფუჭად დაიმედებულია, რომ საჭიროების წინ არ დგას კანონი და შიმშლი ყველაზე მყარ კედელსაც ანგრევს. სინამდვილეშ კი ეს არ არის სერიოზული მიზეზი, რადგანაც ღვთის კანონი ყველა მყარ კედელზე უფრო მყარი უნდა იყოს. აგურ იაქე ევედრებოდა ღმერთს მოეშორებინა მისგან სიღატაკე, მაგრამ არა იმიტომ რომ რცხვენოდა ან იტანჯებოდა, არამედ უშუალოდ განსაცდელის გამო. ,, ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.“ (იგავი 30:8-9). ის ვინც რთულ პერიოდს გადის და ვინც ცხოვრობს უკიდურეს საჭიროებებში, მეტად უნდა ფხიზლობდეს. უმჯობესია შიმშილისგან მოკვდე, ვიდრე ცოდვაში და კმაყოფილებაში იცხოვრო.

ეშმაკი - ,,მაცდუნებელია“ ამიტომაც ის არის მოწინააღმდეგე და მტერი. მხოლოდ ყველაზე ბოროტ მტერ შეუძია, ცოდვისკენ გიბიძგოს. ასეთი ადამიანები ეშმაკის მეგობრებს ჰგვანან, რომლებიც მის ჩანაფიქრებს ასრულებენ. მისი სახელია მაცდუნებელი, რადგან ჩვენი წინაპრებიც აცდუნა და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას და სხვა დანარჩენი მაცდუნებლებიც მისი გზით დადიან.

ბოროტმა ქრისტეს სასწაულის მოხდება სთხოვა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ შეეძლო ქვების პურებად გადაქცევა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი იყო იძლებული გაეხადა გაეკეთებინა ის, რაც მის პიროვნებას იმ მდგომარეობაში ეწინააღმდეგებოდა. მას, რომ ესმინა ეშმაკისთვის ის დაარღვევდა თავის საიდუმლოს, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია, რომელიც თავისას არ ეძებს, არამედ მსხვერპლად იღებს ყველაფერს, თავისი ზეციერი მამის განსადიდებლად. ეშმაკი დღემდე იყენებს ამ საცდურს, ატყუებს და ღუპავს ადამიანებს და პურით იპყრობს სამყაროს. წარმოიდგინე რა მოხდებოდა იესოს ქვებისგან გემრიელი საჭმელი გაეკეთებინა. ამ შემთხვევაში სირთულე აღარ იქნებოდა საჭირო. ყველა დალევდა რძეს და ღვინოს. მთელი ქვეყნიერება მოიყრიდა ქრისტესთან თავს, ირწმუნებდნენ და თაყვანსცემდნენ მას. მაგრამ ადამიანებს გულები არ შეეცვლებოდათ და პატიებას ვერ მიიღებდნენ, დარჩებოდნენ უფლის რისხვის ქვეშ.

ქრისტემ თავისი მსახურების საწყისშივე უარყო ხალხის აღფრთოვანება და ქველმოქმედება როგორც გზა ქვეყნიერების გადარჩენისკენ ჯვრის გარეშე. მისი გადარჩენა არა სხეულს ეხება, არამედ სულის დახსნას. ის ცდილობდა ჩვენთვის ცოდვების პატიება და ახალი გული მოეცა. სწორედ ეს აღასრულა ჯვარზე.

იესოს პასუხად ჩვენ ვხედავთ, ჩვენი სულიერი ცხოვრების განსამტკიცებლად ღმერთის წესს. ეს არის ,,არა პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“. ქრისტე არ უარყოფს ადამიანისთვის ყოველდღიურად საკვების მიღების აუცილებლობას, მაგრამ ხაზს უსვავს, რომ ღმერთის სიტყვის შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი საჭიროებები. ქრისტე თავად გვასწავლიდა, რომ უპირველესად ცათა სამეფოსა და მის სამართლიანობაზე ვიზრუნოთ. კითხულობ თუ არა ყოველდღე ახალ აღთქმას? ღებულობ თუ არა მას, როგორც ყოველდღიურ საკვებს? ვინც საკვებს ყოველდღიურად არ იღებს, ის თანდათან სუსტდება, საბოლოოდ კი კვდება. ასევეა მორწმუნეც, რომელიც ყოველდღიურად არ კითხულობს ღმერთის სიტყვას. სამწუხაროდ ამ მდგომარეობაში ბევრი ეკლესიაა, რადგან ღმერთის სიტყვას მხოლოდ კვირაობით ისმენენ. ისინი გვანან ადამიანებს, რომლებიც კვირაში ერთხელ ინანიებენ. ისინი სულიერად არ კვდებიან, მაგრამ სიყვარულში, იმედსა და რწმენაში სუსტდებიან. შენ გჭირდება დრო გაატარო ყოველდღიურად ღმერთის სახის წინაშე სიმშვიდეში, რათა მან გამოგკვებოს, განგამტკიცოს და გამოგაცოცხლოს. მაშინ მიხვდები, რომ იესოს ჯვრის მეშვებოთ შენ გახდი ღმერთს შვილი და იცხოვრებ საუკუნოდ, თუნდაც მოგიწიოს შიმშილში ცხოვრება.

ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტემ დაამარცხა ცდუნება, ეშმაკის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად. ბოროტებამ ვერ შეაღწია ღვთის ძეში. მას რეაქცია არ ჰქონდა ბოროტებაზე. ჩვენ კი პირიქით ვართ, ჩვენი შინაგანი მალევე პასუხობს ბოროტებას.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ ეშმაკის ხაფანგში არ მოხვდი და ქვებისგან პურები არ გააკეთე. სენ არ ისმენდი ეშმაკის ხმას და არც საკუთარ თავზე გიფიქრია, შენ არ მიგიზიდია ხალხი, გემრიელი საჭმელით, არამედ მიგვითითებდი ღვთის სიტყვაზე, რათა გვეჭამა ის და მიგვეღო საუკუნო სიცოცხლე. დაგვეხმარე ვიკითხოთ შენი სიტყვა ყოველდღე და განვმტკიცდებით რა სულიწმიდით, სიხარულით შევასრულოთ შენი ნება.

კითხვა:

  1. რატომ არ გადააქცია იესომ ქვები პურებად, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:45 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)