Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 034 (Unity of the Holy Trinity)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

3. წმინდა სამების ერთიანობის გამოვლინება (მათეიესო 3:16-17)


მათეიესო 3:16-17
16 მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. 17 და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”
(ესაია 11:2; 42:1; მათე 17:5)

როდესაც იესო მოინათლა მის წინაშე ზეცა გაიხსნა კურთხევის ნიშნად. უწინ ის არავისთვის არ გახსნილა, რადგან ღმერთს არავის წინაშე არ შეეძლო სრული კურთხევის გამოვლენა. და აი ღვთისმოყვარული იესო წარსდგა ღმერთის წინაშე, როგორც თვინიერი და მორჩილი ადამიანი, რომელსაც ცოდვა არ ჰქონდა.

იოანე პირველმა გამოაცხადა თუ ვინ არის იესო, მაგრამ ეს უკვე ადამიანის უწყება კი არა, ხმა არის ზეციდან. იესო მივიდა იოანე ნათლისმცემელთან, ყველა ადამიანის გამო, როგორც მათი წარმომადგენელი. აქ კი ჩვენ გვესმის მამის ხმა ზეციდა, რომ იესო არის ,,ღვთის საყვარელი ძე“. (2 მეფეთა 7:4-16).

მაშინ როდესაც ქრისტემ თავისი ნათლობით აღიარა, რომ მოვიდა ჩვენს ნაცვლად, ღმერთის რისხვისგან სიკვდილისთვის და ჩვენს გასამართლებლად აღდგომისთვის, რათა ღმერთის სამართლიანობის სრულყოფილება და მოწყალე ღმერთის ჩანაფიქრები გაეცხადებინა, იორდანიის მაღლა გაიხსნა ცა და გაისმა ხმა. ვის შეუძლია დაადუმოს ყოვლისშემძლე ,ვინ შეუშლის ხელს მას გამოცხადებაში.

ზეცა გაიხსნა. ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთისკენ გზა დაკეტილი იყო, მაგრამ როდესაც ქრისტე მოვიდა კარი რომელსაც შემომქმედთან მივყავართ გაიხსნა. და მან აჩვენა ადამიანებს საკუთარი ბუნების საიდუმლო. იესოს წყალობით გვაქვს მხოლოდ ღმერთთან მისასვლელი, ის არის მხოლოდ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. სულიწმიდა, რომელიც ადამიანის შექმნის დროს წყლებზე იძროდა ახლა მტრედის მსგავსად გვეჩვენა ზეცაში. ის უჩუმრად დაეშვა იესოს მხარზე. ნათლობის დროს იესომ ნათელი გახადა, რომ მორწმუნეებს სულიწმიდით მონათლავს. იოანემაც დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა სული იესოზე და მოწმობდა ამის შესახებ.

ქრისტე თავიდანვე ცხებული იყო, ვინაიდან სულიწმიდისგან იშვა, მაგრამ მსახურების საწყისში ღმერთმა ისევ ცხო ის თავისი სისავსით, რადგან ის როგორც ადამიანი მეფეთა-მეფე გამხდარიყო, მღვდელმთავარი და ღმერთის სიტყვის აღმსრულებელი. ქრისტე, როგორც ვინმე დიდებული არ წარმოჩენილა, არც თავისი განსაკუთრებული პრივილეგიით უსარგებლია, არამედ თავი დაიმდაბლა ჩვენს ნაცვლად მიიღო მონანიება და აიღო ჩვენი ცოდვები. ასე გაგვიცხადდა ღმერთის წმინდა სიყვარული. იოანე ხედავდა სულიწმიდას და ესმოდა ღვთის ხმა. ამ გამოცხადებაში, რომელიც ადამიანებს ეუწყათ ღმერთის ბაგეებიდან ბევრი აზრი დევს:

ღმერთმა უწოდა ქრისტეს თავისი ძე. მამას არ აქვს დასაწყისი. ძეში მამა გამოჩნდა მოწიფული. შემოქმედი არ დამალულა ჩვენგან. ქრისტე არ არის შექმნილი, არამედ დაბადებულია. ის თავის თავში ღმერთის სრულ სისავსეს ატარებს. ყველა თვისებებით, ძალებითა და ღვთის სახელით.

ვინ დაუშლის ღმერთს იმის თქმას, რომ მას ჰყავს ძე, თუ მას სურს? მრავალი ეწინააღმდეგება ამ ჭეშმარიტებას და ალმაცერად უყურებენ, რომ ღმერთმა აღიარა თავისი თავმდაბალი ძის არსებობა, რომელმაც თავისი ჯვრის გზა ნათლობით დაიწყო.

საყვარელი ძე არის სიყვარულის გამოხატულება, ვინაიდან თავად ღმერთია სიყვარული. ქრისტე არ მოვიდა იმისთვის, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს და მისცეს სული მრავალათა გადასარჩენად. თუკი ცვენ ღრმად შევისწავლით სიტყვას, ლოცვას და იესოს მიწიურ ცხოვრებას, მაშნ ღვთის სიყვარულის განმარტება პრაქტიკულად არის საყვარელ ძეში ჩადებული.

ღმერთის კურთხევა იყო ძეში, ვინაიდან მასში აღსრულდა ღმერთის ნება: დაუბრუნოს ადამიანს პირვალნდელი ღვთის ხატება. ქრისტეს შეეძლო სამართლიანად ეთქვა: ,,ვინც მიხილა, მამა იხილა“. ქრისტემ მამის არსი გამოხატა და ვისაც სურს ღმერთი შეიცნოს, იოანეს მსგავსად უნდა უყუროს მის საყვარელ ძეს სიყვარულით. ის არის მამა და წმინდა სიყვარულიც. ყოვლისშემძლე არ მოგვევლინა, როგორც მსაჯული. მან განსაჯა უკვე თავისი ძე ჩვენს გადასარჩენად. ის არ შემოსაზღვრულა იმით, რომ გადაგვარჩინა და გაგვამართლა. მას უნდა საკუთარი სიყვარული ჩაღვაროს ჩვენს სხეულებში და სულიწმინდაც მოდის და სახლდება იქ.

ღვთის გამოცხადებამ გვაუწყა ღმერთის ერთიანობაზე, ვინაიდან საყვარელი ძე მოგვევლინა მამაში და აღასრულა მისი ნება. მან თქვა: ,,მე და მამა - ერთნი ვართ“. ღვთიური ერთობის საიდუმლო გასაგები ხდება ყველა სულით შობილისთვის, როდესაც ხვდებიან, რომ მამა საუკუნოდ არის ძეში, ძე კი მამაში.

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ნათლობამდე, ღმერთის სამება დამალული იყო. ამ მონაკვეთში მამა, ძე და სულიწმიდა არის ნახსენები მხოლობით რიცხვში და ყოველი მათგანი აკეთებს თავის საქმეს. ძე დედამიწაზე ღმერთი იყო, რომელიც ხორცში მოგვევლინა. მამა მოწმობს მის შესახებ ხმამაღლა ზეციდან. ხოლო ღმერთის სული მასზე სხეულებრივად ივანებს და პატივს მიაგებს მას.

უეჭველია, რომ სულიწმიდა ძველ აღთქმაშიც არის მოხსენიებული, მაგრამ ასე მკაფიოდ არსად არის საუბარი მასზე და მის დამოკიდებულებაზე სამებასთან. ჯერ სიტყვა უნდა გამხდარიყო ხორცი და ასევე ის გახდა მადლი და ჭეშმარიტება. ზოგიერთი აკრიტიკებთ მათ გამონათქვამებს ,,ზღაპრები ზეციდან ხმაზე და სულიწმიდის გადმოსვლა ქრისტეზე“. მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მოციქულები სხვადასხვანაირად ყვებიან ამ ხმაზე: მათე ამბობდა ,,ეს არის ჩემი ძე, რომელიც შევიყვარე და რომელშიც ჩემი კურთხევაა“. მარკოზი კი წერდა ,,შენ ჩემი საყვარელი ძე ხარ, ვისშიც არის ჩემი კურთხევა“. ლუკაში წერია ,,შენ ჩემი საყვარელი ძე ხარ და შენშია ჩემი კეთილსურნელება“.

ყველა ავტორის მოწმობა მხოლოდ ადასტურებს სხვების დამოწმებებს.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ მამაო, ძეო და სულოწმიდაო. ვინაიდან იორდანეშე გნახეთ ჩვენი გადარჩენის გამო. არ უნდა ვიმსახურებდეთ სახის აწევას და შენს სახეში შემოხედვას, მაგრამ შენ შენს ნათლობაში ჩამოხვედი ცოდვილის დონემდე და არ დაგვღუპე. დაგვეხმარე მოგყვეთ და შევიცვალოთ რწმენის მეშვეობით. შექმენი ჩვენში რწმენის საქმეები, რათა დავრჩეთ ღმერთის საყვარელი ძეები და ასულები და მრავალი ჩვენი მეგობარი და ნათესავი და მივიზიდოთ.

კითხვა:

  1. როგორ გამოჩნდა იორდანეში ღმერთის სამება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:43 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)