Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 069 (Summary of the Commandments Concerning Men)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

6. ყველა მცნების ჯამი, რომელიც ადამიანებს ეკუთვნით (რომაელები 13:7-10)


რომაელთა 13:7-10
7 ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი - პატივი. 8 არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. 9 რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”. 10 სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

მართვის სტრუქტურა და რომაული სახელმწიფოს დაფინანსება ნაკლებად აინტერესებდათ მორწმუნეებს მოციქული პავლეს დროს, ვინაიდან მორწმუნეები უმცირესობაში იყვნენ და ვერ ახდენდნენ ზეგავლენას სახელმწიფოს კანონმდებლობაზე. ამიტომაც მოციქულმა პავლემ უბრძანა მათ ხშირად და ცდომილებების გარეშე გადაეხადათ გადასახადები, დაეცვათ კანონები და წესრიგი და მოპყრობოდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს საკადრისი პატივისცემით. მან იცოდა, რომ მათი მოვალეობა იყო ლოცვა, ცოდვილებისა და ყველასთვის, ვინც ძალაუფლებაში იდგა, რათა ისინი მოქცეულიყვნენ ბრძნულად და სამართლიანად. მაგრამ რომაულ სახელმწიფოში ყველაფერი წარიმართა პირიქით - ხელისუფლება წინაღუდგა ქრისტეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანების მოკვლის შესახებ, რადგან ისინი კეისარს არ სცემდნენ თაყვანს. ისინი ჩააგდეეს ცხოველებთან საჯიჯგნად და ამითი სანახაობრივ შოუს დგამდნენ.

პავლე თავად, როგორც რომაელი მოქალაქე დაიბადა და თვლიდა საკუთარ თავს პასუხისმგებლად სახელმწიფოს წინაშე. მას უნდოდა ქრისტეს სიტყვების აღსრულება ,,მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“ მაგრამ ეკლესიებთან მიმართებაში იცოდა, რომ ქრისტეს კანონი ყველა ქვეყნიურ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა, ვინაიდან იესომ თქვა: ,, ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი” (იოანე 13:34-35).

ყოველი მორწმუნე, რომელსაც ისეთივე სიყვარული აქვს, როგორც ქრისტეს მოწაფეებისადმი და ისეთივე მსახური, როგორიც ის იყო მათდამი, ასრულებს იესოს მცნებას. ეკლესიის მთავარი კანონი - ღმერთი სიყვარულია, ხოლო ძალა და არსი აუცილებლობა მისი შესრულებისთვის, - სულიწმიდა. მით უფრო ქრისტეს არ გაუუქმებია მოსეს კანონი ,,გიყვარდეთ მოყვასიი თქვენი, როგორც საკუთარი თავი“ (ლევიანები 19:18).

პავლე ამ მცნებას მარტავდა ათი მცნების მეორე ნაწილით. მან თქვა: არავინ შეიძულოთ და არავინ მოკლათ. არ იმრუშოთ, არამედ იცხოვრეთ წმიდად, არ მოიპაროთ და გულმოდგინედ იშრომეთ. არავის სიმდიდრის არ შეგშურდეთ , არამედ დაკმაყოფილდით იმითი, რაც ღმერთმა მოგცათ. ამ დადგენილებების შესრულება - ნიშნავს მოყვასისადმი სიყვარულის მცნების დაცვას.

მოციქული სიტყვები არ გამოირჩეოდა ემოციით ან მჭერმეტყველობით, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ პირველი ნაბიჯი პირველი ჭეშმარიტი სიყვარულის ცხოვრების გზისკენ - არის მრუშობაზე უარის თქმა; ის ითხოვდა, რომ ღვთიურ სიყვარულს ,,აგაპე“-ს დაემორჩილებინა გრძნობების სიყვარული ,,ეროსი“.

ჭეშმარიტი სიყვარული იკვებება არა ეგოიზმიდან, არამედ უპირველეს ყოვლისა მზუნველობითა და სხვების მომსახურეობით. და თუმც ვიზიარებთ სხვების დარდს ტანჯვასა და მწუხარებას, ჩვენ არავის არ უნდა მივაყენოთ ეს ტკივილი. პირიქით ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს განსაცდელში, ვანუგეშოთ ისინი ტანჯვებში და მხარი დავუჭიროთ საჭიროების დროს.

რაც შეეხება იმ კითხვას თუ ვინ არის შენი მოყვასი, ამას ქრისტემ დიდი ხნით ადრე უპასუხა: მოყვასის უკან არ იგულისხმება სისხლით ნათესავი, არამედ ადამიანი რომელსაც ხვდები, რომელსაც ხედავ და რომელიც შენგან კეთილ სიტყვას ელოდება. ეს სახარების ქადაგების საკითხსაც ეკუთვნის, ,,... და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” (საქმეები 4:12).

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ თაყვანსგცემთ შენ, ვინაიდან შენს ეკლესიას ახალი მცნება მიეცი და სულიწმიდის ძალით დააჯილდოვე ამ მცნებების შესასრულებლად! გვაპატიე თუ ჩვენ ვიქცეოდით ნაჩქარებად და სასტიკად. და დაგვეხმარე, რომ გავუგოთ ჩვენს მეგობრებს; გევედრებით, რომ აკურთხო ისინი სამსახურით, რათა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფა; და გვასწავლე ვემსახუროთ ყველას და ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ!

კითხვა:

  1. როგორ განმარტავდა პავლე პრაქტიკულად მცნებას ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)