Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 053 (The Parable of the Potter and his Vessel)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
3. ღმერთი სამართლიანია, იმისდამიუხედავად, რომ ისრაელის უმეტესი ნაწილი აღუდგა მას (რომაელები 9:6-29)

გ) მექოთნის ამბავი ჭურჭელზე, რომელიც ეკუთვნის იუდეველბსა და ქრისტიანებს (რომაელები 9:19-29)


რომაელთა 9:19-29
19 შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ? 20 ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე? 21 ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? 22 მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, 23 რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად, 24 ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? 25 როგორც ოსიაში ამბობს, არა ჩემს ხალხს ვუწოდებ ჩემს ხალხს და არა საყვარელს - საყვარელს. 26 და იქნება, რომ სადაც ეთქვათ, არა ხართო ჩემი ხალხი, იქვე იწოდებიან ცოცხალი ღვთის ძეებად. 27 ესაია კი ღაღადებს ისრაელზე: "ზღვის ქვიშასავით რომ იყოს ისრაელის ძეთა რიცხვი, ნაწილი გადარჩება”. 28 რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე. 29 და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: "ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და დავემსგავსებოდით გომორელებს”.

ადამიანის თავისუფლება, სიამაყე და სამართლიანობის გრძნობა წინ უდგება ღმერთის რჩეულობას, ღმერთის ნებას და მის საქმეებს. მეამბოხე ადამიანი ჭიანჭველას ჰგავს, რომელიც ეუბნება სპილოს: ,,რატომ მჭყლეტ?“ (ესაია 45:9).

ადამიანს არ აქვს უფლება გამოვიდეს ღმერთის წინააღმდეგ ან იდრტვინოს, რადგანაც ადამინის მსოფლხედველობა და მისი ბუნებრივი შესაძლებლობები ძალიან მარტივი და შეზღუდულია ვიდრე ღმერთის უსაზღვრო სიბრძნე, მისი სიწმინდე და სიყვარული.

ვინც წრფელად ენდობა ღმერთს ჯიუტ ადამიანებსა და ერებს შორის მყოფი ის დაუფიქრებლად დაემორჩილება ქვეყნიერების მფლობელსდა თაყვანისცემა მადლიერებსათან ერთად მისთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც საკვები და ჰაერი.

ხოლო მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ დაღუპა ჰიტლერმა ექვსი მილიონი ებრაელი გაზის კამერებში და ვერავინ შეძლო წინ აღდგომოდა და ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი საქციელები, ასევე სტალინმა შეძლო ოცი მილიონი ქრისტიანის დაღუპვა, განახორციელა რა თავისი გეგმები და ხელი ვერავინ შეუშალა.

პავლემ ღვთის სასამართლო განმარტა, როგორც მექოთნის საქმე: მექოთნე ზოგიერთ ჭურჭელს სასარგებლო და ლამაზს აკეთებს, რომელიც გამოყენებადია პატივდადებული ხალხისთვის, ხოლო სხვები ნაკლებად გამოსაყენებადი.

მაგრამ პავლემ ამ ძველებურ ამბავს კიდევ უფრო ღრმა აზრი მისცა: ის საუბრობდა ღვთის რისხვის ჭურჭლებზე, რასაც ღმერთი დიდი ხანი ითმენდა, საბოლოოდ კი დასაღუპავად გაიმეტა. პავლე ასევე ამბობდა, რომ ღმერთმა ადრევე ჩაიფირა თავისი მოწყალების ჭურჭლები და მოამზადა ისინი მომავალი დიდებისთვის. მოწყალების ჭურჭლები მომდინარეობს შემოქმედის საოცარი სამეფოდან და დაბრუნდებიან იმავე სამეფოში!

პავლემ არ შექმნა ამ ცხოვრებისეული გამოცდილებაზე დაყრდნობით რაიმე ფილოსოფიური ცოდნა, რომელშიც მოწყალების ადგილი არ არის, მაგრამ ის ხსნიდა, რომ გამყოფი ხაზი იმათ შორის, ვინც იყო უარყოფილი და ღმერთის რისხვისთვის განწირული და მათ შორის ვინც განახლდა მის მოწყალებაში, მდგომარეობს არა მხოლოდ წარმართებში, არამედ ღმერთისგან რჩეულ ებრაელ ერში. მოციქული იხსენებს ღმერთის გამოცხადებას, რომელიც წინასწარმეტყველმა ოსიამ მიიღო (ოსია 2:23), რათა ნათლად გამოხატოს აზრი იმის შესახებ, თუ რას გაუკეთებს ღმერთი თავის ერს და მათ ვინც არ მიეკუთვნება ამ ერს. ეს დაადასტურა პეტრე მოციქულმა თავის პირველ წერილში, როდესაც მიმართავდა წარმართ მორწმუნეებს, წერდა: ,,თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი“ (1 პეტრე 2:9-10).

პავლეს თანახმად ღმერთის ჩანაფიქრის ერთ-ერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთი ირჩევს მათ ვინც არ იყო ამორჩეული და მოუწოდებს მათ ვინც არ იყო მოწოდებული, რათა ისინი ღმერთის შვილები გახდნენ (რომაელთა 9:26; 1იოანე 3:1-3). ამავდროულად როგორც მოციქული ხსნიდა ესაია წინასწარმეტყველი ხვდებოდა, რომ ღმერთი აუცილებლად დაუშვებდა დიდ მწუხარებას ამორჩეულ მაგრამ დაუმორჩილებელ ხალხზე, თუ ისინი გააგრძელებდნენ სიჯიუტეში ყოფნას და ის მისცემდა მათ დაღუპვის უფლებას იმისდა მიუხედავად, რომ უწინ ამცნო, რომ ისინი იქნებოდნენ მრავალრიცხოვანნი, როგორც ზღვის ქვიშა!

ეჭვგარეშეა, რომ ცოცხალი ღმერთი ზრუნავს თავის ჯიუტ ერზე; ყველა არ დაიღუპება, არამედ მათ შორის აღმოჩნდება მცირე ნაწილი, რომლებშიც ღმერთის სულიერი აღთქმები აღსრულდება (ესაია 11:1-6). და მაინც მოწოდებულთაგან მრავალი დაემსგავსებიან სოდომსა და გომორს, რომელიც განადგურდა (ესაია 11:9).

პავლეს თავისი სიყვარულით უნდოდა ესწავლებინა იუდეველებისთვის რომში, რომ ღმერთს აქვს უფლება გადაარჩინოს არა რჩეული ერი და სრულებით განეწმიდა ისინი იმ დროს როდესაც ჯიუტი იუდეველები თავისი სიმართლით მიდიან დაღუპვისკენ! ეს არ იყო მხოლოდ ლოგიკური დასკვნები არამედ ჭეშმარიტება, რომელიც გახდა რეალობა პავლეს გულში ამაყ იუდეველებთან მიმართებაში, რომლებიც ყველას თავს ამეტებდნენ თავისი სიმართლით; პავლეს სურდა მათი მონანიებამდე მიყვანა, რომ ეღიარებინათ იესო დაპირებულ მხსნელად. თუმცა ებრაელთა უმეტესობა დღემდე უარყოფს იესოს.

ლოცვა: ზეციერო მამაო გვაპატიე ჩვენი ზედაპირული დამოკიდებულება, თუ ვერ შევიგნეთ რაოდენ დიდი ხანია გვითმენ, წლობით გიყვარდით, არ გვსჯიდი და არ გვღუპავდი! მთლიანად გაგვწმინდე, რათა შენს სიყვარულს მადლიერებით ვუპასუხოთ და სიხარულით დავემორჩილოთ შენი სულიწმიდის ხელმძღვანელობას!

კითხვა:

  1. ვინ არის ღმერთის რისხვის ჭურჭელი და რაშია მათი დაუმორჩილებლობის მიზეზი?
  2. როგორია ღმერთის გულმოწყალების ჭურჭელი და როგორია მათი წარმომავლობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on November 29, 2023, at 02:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)