Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 040 (In Christ, Man is Delivered)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

6. ადამიანი ქრისტეში იძენს თავისუფლებას ცოდვისგან, სიკვდილისგან და გასამართლებისგან (რომაელები 8:1-11)


რომაელთა 8:1
1 ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.

მე-5 მე-7 თავებში მოციქული პავლე ამტკიცებს, რომ საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია ბოროტი ბუნებისგან თავის დაღწევა. ის გვიხსნის, რომ რჯულს არ შეუძლია ჩვენი დახმარება, არამედ ჩვენში ცოდვის ჩადენის სურვილს აღძრავს და ბოლოს გვასამართლებს! სიკვდილის აჩრდილი ღრმად შეიჭრა ჩვენს არსებაში, ხოლო ცოდვა მეფობს ჩვენს კეთილ ნებაზე. პავლემ თავისი არგუმენტებით ადამიანის ძალისხმევის შეუმდგარობა დაამტკიცა გადარჩენისთვის, დაამსხვრია ადამიანის ცრუ იმედები იმის შესახებ, რომ ის მიაღწევს წმინდა და მართალ ცხოვრებას თავისი ძალებითა და მორალური აღზრდით.

ამ უტყუარი მტკიცებულებების შემდეგ მოციქულმა ერთადერთი გზა გვიჩვენა ღმერთთან ცხოვრების. ეს გზა გადმოცემულია მე-8 თავში ,,ქრისტეში“ ახალი ცხოვრების პრინციპების სახით.

ქრისტესთან შეერთებით ადამიანი უკვე ახლა შედის გამომსყიდველის მეფობაში. ახლა ის აღარ არის მარტოხელა, მიტოვებული ან სუსტი ვინაიდან უფალი თან ახლავს მას, იცავს და მზრუნველობს მასზე. მორწმუნემ არ დაიმსახურა ეს თავისი სამართლიანობის გამო, არამედ მიიღო ეს მადლის მეშვეობით გადასცა რა თავისი სული გულმოწყალე მხსნელს, რომელმაც გაამართლა ის, გაწმინდა, გაალამაზა თავისი სიყვარულით და გარემოიცვა იგი მზრუნველობით! თავად ქრისტე ცხოვრობს მორწმუნეში ცვლის მას და სრულყოფილს ხდის და მიჰყავს ის თავის სრულყოფილებამდე! მოციქული ამ სულიერ მდგომარეობას უწოდებს ,,ქრისტეში ყოფნას“. პავლე არ საუბრობდა ეკლესიაში ყოფნაზე არამედ ითხოვდა ჩვენს ქრისტესთან შეერთებას და მის სიყვარულში ჩაფვლას!

ჩვენი რწმენა არ არის დაფუძნებული აზრობრივ დოქტრინებზე, არამედ წმიდა ცხოვრებაში სრულდება, ვინაიდან ქრისტემ მოაკვდინა ჩვენი სიამაყე ჯვარზე და აღგვადგინა ჩვენ ახალი ცხოვრებისთვის. ქრისტეს მორწმუნე ეწებება თავის უფალს და იღებს მისგან ზეციურ ძალას. ეს არ არის ფუჭი სიტყვები, არც რაიმე ფილოსოფია, არამედ მილიონობით მორწმუნის გამოცდილება, რომელშიც სულიწმიდაა! ღმერთი თავად მიდის ადამიანთან, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს ღებულობს და სახლდება მასში!

სულიწმიდა ანუგეშებს შენ აფორიაქებულ სინდისს, შენთან ყოფნით როგორც ზეციერი ადვოკატი, გიცავს რა ეშმაკის ბრალდებებისგან და გარწმუნებს წმიდა ღმერთის სახელით იმაში, რომ შენ გახდი მართალი ქრისტეში და შენგან მომდინარეობს ზეციური მდინარეები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას იცხოვრო წმიდად ამ გაუკუღმართებულ სამყაროში! სულიწმიდის გადმოღვრა ცვლის ადამიანის მდგომარეობას, როგორც მოციქული პავლე ამბობდა მეშვიდე თავში და ის არ რჩება ხორციელ ადამიანად, ან უძლურად, არამედ ძალუძს მოიქცეს ისე როგორც ღმერთს უნდა სულიწმიდის ძალაში! მაშინ ადამიანი აღარ სჩადის ბოროტებას, რომელიც მას არ სურს (7:19), არამედ სულის ძალაში განიცდის გადარჩენის დიდებულებას და აკეთებს იმას რაც ღმერთს სურს, ტკბება რა თავის გულში ღმერთის ყოვლისშემძლეობით!

ეს სული გარწმუნებს, რომ მკვდრეთით აღმდგარი გამარჯვებული იქნება შენთან ერთად განკითხვის დღეს. ის ხელებზე გატარებს ღმერთის რისხვის გავლით, დაგიცავს შენ წმიდას კაშკაშა სხივებისგან, ვინაიდან არ არის არავითარი განკითხვა მათთვის ვინც იესო ქრისტეშია!

ის ახლაც გეხმარება ქრისტიანულ ცხოვრებაში და სიყვარულის მოთმინებაში, სიხარულის მორჩილებაში და სიმართლის ეჭვქვეშ დაყენებისგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად შეგიძლია წარმოქმნა შენში ეს კეთილი საქმეები. ისინი გამოჩნდებიან შენში მხოლოდ მაშინ, როდესაც გამუდმებით იქნები ქრისტეში, როგორც ლერწამი ვაზზე. ამიტომ გეუბნება უფალი: ,,დარჩი ჩემში, მე კი შენში და ამით მოიტან ბევრ ნაყოფს!“ როგორი დიდებული იმედი გვაქვს!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო ჩვენ თაყვანსგცემთ და აგამაღლებთ, რადგან გამოგვისყიდე ჩვენი სიამაყისგან და დაგვიხსენი არასუფთა საქმეებისგან, გაგვამართლე უდიდესი დანაშაულისგან და გაგვწმინდე ყველა სამარცხვინო ლაქისგან! დიდებას გიძღვნით და ქებას იმისთვის, რომ გადაგვიყვანე საუკუნო სიცოცხლეში და გამოგვისყიდე შენი სიყვარულით, რათა ვიცხვოვროთ წმიდად! გაგვამყარე შენთან მარადიულ დიდებაში და ყველა მოწოდებულთან მთელს ქვეყნიერებაზე!

კითხვა:

  1. რა აზრი დევს პირველ ფრაზაში, რომლითაც იწყება მერვე თავი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)