Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 003 (Identification and apostolic benediction)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

ა) მისალმება და მოციქულური კურთხევა (რომაელები 1:1-7)


რომაელთა 1:2-4
2 წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში 3 თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად, 4 სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,

როგორც მდინარე ნილოსი აძლევს უდაბნოს სიცოცხლეს, ასევე უფლის სახარება, ის აძლევს ძალას ყველა მომაკვდავ ადამიანს, რომელსაც სწამს და ღებულობს ამ კეთილ უწყებას! სახარების საიდუმლო მის მოსვლასა და საქმეებში მდგომარეობს. შენ მოწოდებული ხარ გჯეროდეს არა უბრალოდ რომელიგაც წიგნის, არამედ ისტორიული პიროვნების, იესო ქრისტესი! ღმერთმა ათასი ქლით ადრე გვაუსწყა ეს ამბავი წინასწარმეტყველების მეშვეობით, რომ სულიწმიდის მიერ ჩაისახება ქალწულში ქრისტე, რომელიც ღვთის მხოლოდშობილ ძედ იქნებოდა წოდებული. თორაში უამრავი წინასწარმეტყველებაა ამ საოცარი დაბადების შესახებ. ამტიომაც ყველა ერთგულმა წინასწარმეტყველმა აღიარა მესია - ქრისტე, როგორც ღვთის ძე. ვინ გაბედავს შეეწინააღმდეგოს წმიდა ღმერთს, რომელიც გმოგვევლინა წმიდა სამებით, რათა ჩევნი დამახინჯებული აზროვნება შეეცვალა, გავენთავისუფლებინეთ და მოეცა ახალი, ღრმა აღქმა ამ სამყაროში? იმის შემდეგ, რაც იესო მოვიდა, ჩვენ შევიცანით, რომ ღმერთი - მოწყალე და მოსიყვარულე მამაა! მოწყალე ძის ხატება, ჩვენში გამოისახა ჩვენ გონებაში მოსიყვარულე მამის მეშვეობით, და მან ახალი წარმოდგენა შეგვიქმნა ღმერთზე, რომ თავად ღმერთი არის სიყვარული!

ღვთის ძე ნამდვილი ადამიანი გახდა. ის დაიბადა მეფე დავითის ხაზით, წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის, რომელმაც მისგან აღთქმა მიიღო, რომ მისი ტომიდან ღვთის ძე წარმოიშობოდა (2 მეფ. 7:14). ამ გარდაქმნაში სამუდამო ქრისტემ მოირგო უძლური ადამიანური სხეული და იყო ცდუნებადი, ჩვენ მსგავსად.

თუმცა მას არც ერთხელ არ შეუცოდავს და სიკვდილმა ვერ მოიცვა იგი იმიტომ, რომ მასში სულიწმიდა ცხოვრობდა, მის სხეულში ის მთელი თავისი სისრულით იყო და ყოველჯერზე მძლავრობდა ცოდვას! იესომ კონკრეტულად დაამტკიცა საკუთარი ძალაუფლება, როდესაც მკვდრეთით აღდგა და კაცობრიობის მტერი დაჯაბნა! ამ აღდგომით უფალმა დაამტკიცა, რომ იესო - მისი ძეა, და თავის მარჯვნი დასვა, როგორც ჭეშმარიტი უფალი. იესო ცხოვრობს მამასა და სულიწმიდასთან ერთად მარადიულად, როგორც თავად თქვა: „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ზეცაში და მიწაზე!“

ქირტსეს ძალა ეკლესიბეში პავლეს მეშვეობით მოედინებოდა, და დღეს იესოს ძალა მოქმედებს მათში, ვინც აღიარებს, რომ ქალწულისგან შობილია - თავად ცოცხალი ღმერთი! სიტყვებში „იესო ქრისტე - უფალია!“ საწყისიდანვე ატარებდა მოკლე რწმენის აღიარების შინაარს! მასშია დამალული წმიდა სამების მთელი არსი, ძალა და გადარჩენის იმედი.

ლოცვა: თაყვანს გცემთ შენ, ღვთის ძეო, ვინაიდან ჩვენი სიყვარულის გამო განკაცდი და ცოდვას აჯობე ადამიანურ სხეულში! მიიღე ჩვენი სწრაფმავალი ცხოვრება, მადლიერების ნიშნათ და გაგვწმიდე შენი სულიწმიდით, რათა სარგებლიანები ვიყოთ შენი ცათა სამეფოს სიყვარულისთვის. გევედრებით, შენ მართე ჩვენი ფიქრები, სიტყვები და მოქმედებები, და გაგვხადე შენი ერთგული მოწმეები შენ მიძღნის მონებთან ერთად ჩვენ ერში!

კითხვა:

  1. რა არსია დაფარული სიტყვებშ: „იესო ქრისტე - ღთის ძე“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:16 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)