Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 123 (Continuing the Journey to Rome; Beginning of Paul’s Ministries at Rome)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ე - გამგზავრება კესარიიდან რომში (საქმეები 27:1 - 28:31)

4. გზის გაგრძელება რომში გაზაფხულზე (საქმეები 28:11-14)


საქმეები 28:11-14
11 სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. 12 სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ. 13 იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ, 14 სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით.

როგორი დაუჯერებელი სასწაულია! ღმერთმა გემი ზღვაში მსხვრევისგან დაიცვა, შემდგომ კი არ მიიყვანა ისინი რომელიღაც უკაცრიელ საშიშ სანაპიროზე, არამედ ცნობილ კუნძულ მელიტაზე, სადაც მრავალი გემი იზამთრებდა. თებერვლის მეორე ნახევარში, გემებმა ისევ იწყეს ზღვაში შეცურვა. მოციქულმა გაცურა სირაკუზისკენ, სიცილიის დედაქალაქში, იქიდან კი ქვედა იტალიამდე მივიდა. შემდგომ მათ გააგრძელეს ცურვა, მიადგნენ კუნძულ სტრომბოლს, შემდეგ კი რეგიუმამდე მივიდნენ. ამის მერე წავიდნენ პუტეოლში, ნეაპოლის პორტში.

იქ იყვნენ ქრისტიანები, ძმები და დები რწმენაში. როდესაც მათთან მოციქული მივიდა სიხარულით მიიღეს ის, სხვა თანამგზავრებიც და მთელი კვირის მანძილზე ზრუნავდნენ მათზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იტალიაში პავლე უცხო არ იყო. სადაც არ უნდა წასულიყო ყველაგან ცნობდნენ, როგორც ქრისტეს წარგზავნილს. არის იმის ალბათობა, რომ ნეაპოლში ახლო ურთიერთობების დროს, ასისთავი იულიუსი ქრისტიანი გახდა. მოციქულის რწმენამ, მისმა სულიერმა სიმშვიდემ, სიყვარულმა, მოთმინებამ და ხალხისადმი მოპყრობამ, მისმა სულიერმა ძალამ - ყველაფერმა ამან ძლიერი ზეგავლენა მოახდინა მასზე და ის მზად იყო პირიქით, პავლეს გაყოლოდა. ეს ქრისტეს დიდებული გამარჯვება იყო!

იქიდან მთლიანი კამპანაი ფეხით რომის გზებს გაუყვა. ლუკა და არისტარქოსი არ ტოვებდნენ მოციქულს, ისინი მისი ერთგულები დარჩნენ და მზად იყვნენ მასთან ერთად გაეზიარებინათ გასაჭირი. ამ სამი მორწმუნის სახით, ქრისტეს გამარჯვებული მსვლელობა მივიდა მსოფლიო კულტურულ დედაქალაქამდე, იმ დროისთვის.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ ჩვენო უფალო იესო ქრისტე, რადგან ჯოჯოხეთის კარიბჭეები ვერ გძლევენ შენ. მადლობას გიხდით, რომ დაიფარე პავლე და მისი თანამგზავრები. და აკურთხე ყველა მასთან გემზე მყოფი. ჩვენც დაგვიცავი შენი სახელის გამო, რათა სხვებისთვის კურთხევა ვიყოთ.


5. პავლეს მსახურების საწყისი რომში (საქმეები 28:15-31)


საქმეები 28:15-16
15 იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა. 16 როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.

რომში ეკლესიამ იცოდა პავლეს შესახებ. დაწვრილებით იცოდნენ მისი აზრები, რადგან მან თავად მიწერა მორწმუნეებს რომში, თავისი ყველაზე ცნობილი წერილი, რომელიც დღემდე მთელი საქრისტიანოს სკოლად ითვლება. რომში ძმები გამყიდველები იყვნენ, ასევ მებრძოლები, ელინიზირებული იუდეველები და ზეციდან შობილი მონები. გაიგეს რა პავლეს ჩამოსვლის შესახებ, შეიკრიბნენ და შეეგებნენ მას ჯერ კიდევ ქალაქში შესვლამდე. პავლე გამხნევდა, რათა ყოველთვის სურდა ამ ეკლესიასთან ერთად შრომა და იტალიის ყანებში სახარების ქადაგება. მათი თბილი შეხვედრა მას როგორც ღია კარი მოეჩვენა, რომელიც ღმერთმა გაამზადა სახარების გავრცელებისთვის დედამიწაზე. ამისთვის მამა ღმერთს მადლობა გადაუხადა.

რომში პავლე ტუსაღად რჩებოდა, მაგრამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. მაგრამ მაინც დღედაღამე ჯაჭვით იყო მიბმული მებრძოლს, რომელსაც ესმოდა მისი სიტყვები და აკვირდებოდა მის საქციელებს. პავლე ქადაგებდა არა როგორც თავისუფალი ადამიანი, არამედ დამორჩილებული ტუსაღი და ქრისტეს მონა, რომელიც ღმერთს თავის უძლურებაში ადიდებდა.

საქმეები 28:17-27
17 სამი დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდევლები მოიწვია. რომ შეგროვდნენ, უთხრა: "კაცნო, ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელთა ხელთ გადამცეს. 18 მათ დამკითხეს და ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მიმიძღვის; 19 მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისთვის დამედო ბრალი. 20 ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”. 21 მათ კი უთხრეს: "ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენზე რაიმე ბოროტი. 22 მაგრამ გვსურს შენგან იმის მოსმენა, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ამ სექტას ყველგან ეწინააღმდეგებიან”. 23 დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა. 24 ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს. 25 რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით: 26 მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. 27 რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

ლუკა არაფერს არ წერს რომში პავლეს სასამართლოს, მისი ცხოვრების ან სიკვდილის შესახებ. თავად პავლე თითქოს არ იყო მნიშვნელოვანი პერსონა რომში სახარების ქადაგების და გავრცელების. საბოლოო ჯამში მოციქულთა წიგნი გვაუწყებს, არა წმინდა ადამიანებზე, არამედ სახარების მსვლელობაზე და ქრისტეს საქმეებზე დედამიწაზე.

პავლემ თავისი მსახურება დაიწყო ჩვეულებრივად იუდევლურ სინაგოგაში. მან მოიწვია ყველაზე დიდი და მთავარი იუდეველები დაქირავებულ სახლში. ამითი უნდოდა ეჩვენებინა, რომ მათი მტერი კი არა მეგობარი იყო, იმისდამიუხედავად რომ იუდეველთა უმაღლესი საბჭო ითხოვდა მის სიკვდილს და ის უსამართლოდ იქნა გადაცემული რომაელების ხელთ. პავლე ამტკიცებდა, რომ არ იყო დამნაშავე და რომაელები მზად იყვნენ მის გასანთავისუფლებლად და ახლა ყველა სასამართლოს მიუხედავად ის ჩავიდა რომში არა იმ მიზნით, რომ შური ეძია, დაედანაშაულებინა ვინმე კეისრის წინაშე, როგორც რომის მოქალაქეს. ის თავს საკუთარი ერის ნაწილად თვლიდა, რომელზე ღმერთის თავის ხსნას გამოიღებს. პავლემ თქვა, რომ ბორკილებშიც კი იესოს რწმენაშია. მან თავისი ბორკილები ანახა იმის დასამტკიცებლად, რომ უყვარს ისინი იესო ქრისტეში.

იუდეველები რომში ხედავდნენ, რომ პავლეს სახელტან დაკავშირებული ღრმა რელიგიური პრობლემები და პოლიტიკური საფრთხეები. მათ დაადასტურეს, რომ არ მიუღიათ მასზე იერუსალიმიდან არანაირი შენიშვნა და არც რომში სმენიათ მასზე რაიმე ცუდი. და მაინც ზემდგომმა იუდეველებმა რომში აღიარეს, რომ ქრისტიანობა ითვლებოდა რწმენად, რომელიც გამოცალკევებულია იუდაიზმისგან და ყველაფერში ეწინააღმდეგება მას. ამიტომ გაუხარდათ იუდეველებს რომში, რომ პავლეს სახით მათ ყავდათ რჯულის მცოდნე და ფარისეველი იერუსალიმიდა, რომელიც თავად აღიარებს იესოს. მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება და სთხოვეს ქრისტეზე მეტი მოეყოლა.

დათქმულ დროს პავლეს სახლში უამრავი იუდეველი შეიკრიბა და მოციქულმა აუხსნა მათ კავშირი ცათა სამეფოსა და ქრისტეს სამეფოს შორის. მათთვის ცოტა რთული გასაგები იყო ეს. ზოგიერთი მათგანი ვერ იჯერებდა, რომ ღმერთის ძე უბრალო ადამიანი გახდა, აიტანა სიკვდილი ხის ჯვარზე, რათა ადამიანებს შესძლებოდათ ღმერთის სამეფოში და ღმერთთან ურთიერთობაში შესვლა. ქრისტეს სისხლით გაწმენდის გარეშე შეუძლებელია იქ მოხვედრა. თავად უფალი არის კარები, ის განდიდებულია, ზის მამის მარჯვნივ, მაგრამ მისი დიდება დაფარული იყო მიწიური ცხოვრების დროს. და მაინც მის პიროვნებაში შეგვეძლო გვეპოვა ცათა სამეფოს ყველა შესაძლებლობა, მთელი ძალა და სიკეთე; დღეს კი ეს ყველაფერი გავრცელებულია დედამიწაზე, მისი ეკლესიის მეშვეობით. ქრისტეს მოსვლით ცხადი იქნება, რომ ღვთიური სამეფო ისრაელი არ არის, სინამდვილეში ყველა ქრისტეს მორწმუნე, როგორც იუდეველი ასევე წარმართი წარმომავლობის - ატარებს თავის გულში სამეფოს.

პავლეს არ უფილოსოფოსია. ის ადასტურებდა სახარებას რჯულიდან მოყვანილი ციტირებებით, ხსნიდა წინასწარმეტყველებებით, რომ ქრისტეს დიდებული აღთქმები ჭეშმარიტად იყო გამხნევება და ამას ვიღებდით რჯულსგან დამოუკიდებლად. ცოდვილს და დამღუპავს ქრისტეს რწმენა იხსნის და არა რჯულის დაცვა. ზოგიერთი იუდეველი ყურადღებით უსმენდა პავლეს და მზად იყვნენ სულიწმიდის ძახილსთვის ეპასუხათ. სხვებმა კი თანდათან გაიქვავეს გულები და არ სურდათ რაიმე ერწმუნათ. თუ ადამიანი არ პასუხობს სახარებას სიყვარულით და მორჩილებით, მასში ღმერთის სიყვარულის ძალა არ იზრდება, ის ღმერთის აზრების საწინააღმდეგოდ მიდის, ხდება ყრუ ხსნის სახარების მიმართ და ვეღარ ცნობს მხსნელს. თანდათან ის ქრისტეს მტერი ხდება, ის ვეღარ ცნობს სულიწმიდას, რადგან თავიდანვე უკუაგდო ღმერთის მართველობა და არ მოისურვა მორჩილება. რას იტყვი შენზე ძვირფასო ძმაო? ღმერთის მტერი ხარ თუ მოსიყვარულე და მორჩილი ქრისტიანი?

საქმეები 28:18-31
28 ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”. 29 ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში. 30 ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს; 31 ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.

პავლეს ხმა ახალი ეპოქისთვის ჰიმნის მსგავსია, რომელიც დაყოფილ იუდეველთა თავებზე ისმოდა. ღმერთი თავის ხსნას წარმართებს უგზავნის! იუდეველებმა უარყვეს ღმერთის მადლი, ახლა კი სულიწმიდა ყველა წარმართის გულს გახსნის. ისინი მზად არიან გახსნა ყურები და ღმერთის სიტყვები ისმინო; მზად არიან მიიღონ ახალი ძალა მცნებების დასაცავად; აღარ იქნებიან რჯულის მონები. ისინი ღმერთის შვილები არიან, ქრისტესგან ნაყიდნი ცოდვის მონობის ბაზარზე, რომელიც მას საკუთარი ძვირფასი სისხლის ფასი დაუჯდა. ორი წელი პავლე რომში მსახურობდა, როგორც მსაწავლებელი, მქადაგებელი, წინასწარმეტყველი და მოციქული. მას არ ქონდა უფლება გამოსულიყო დიდ საჯარო კრებებზე, ან ექადაგა ქუჩებში, რადგან დღე და ღამ ჯაჭვით იყო გადაბმული მეომართან. ასე რომ ვთქვათ, მას არ შეეძლო ესაუბრა ცალკეულ ადამიანებთან, რომლებიც მასთან მოდიოდნენ და დაემოწმებინათ ღმერთზე. და თუმცა პავლე დარწმუნებული იყო, რომ წმინდა ღმერთის ერთი სიტყვიტ შეეძლო მისი ამ ბორკილებისგან განტავისუფლება, არასდროს უსაყვედურია ამის გამო და ხედავდა მათში, მხოლოდ ღმერთის მოწყალებას.

პავლემ რომში შვიდას დღეზე მეტი დაჰყო, უქადაგებდა ადამიანებს ქრისტეს მადლს, რომელიც უპირველესად მას გამოეცხადა დამასკოს გზაზე, როგორც ცოცხალი და დიდებული უფალი. წარმართა მოციქული არ ეძებდა დიდებას საკუთარი თავისთვის და არ ცდილობდა საკუთარი სახელის ამაღლებას, მას ერთი მიზანი ქონდა: განედიდებინა მამა, ძე და სულიწმიდა. ის თამამად და გადაუხრელად ასრულებდა თავის მსახურებას და ქრისტეს ფართოდ გახსნა მის წინაშე კარები. ქადაგებაში მას ხელს ვერავინ უშლიდა. მას ქრისტეს გამარჯვებული სახარება მიჰქონდა ყველასთან, ვისაც მოსმენა სურდა.

აღმაფრთოვანებელია! ჩვენ არაფერს ვკითხულობთ, რომის ეკლესიის ზრდასა და გაფართოვებაზე. ვერ ვხედავთ პეტრეს ან სხვა პატრიარქებს, რადგან ყველა ეს საკითხი მეორე ხარისხოვანი იყო. მთავარი მხოლოდ სახარების ქადაგება და მისი გავრცელება იყო მთელს მიწაზე. ეს სწავლება გავრცელდება მოციქულების სიკვდილის შემდეგაც.

შესაძლოა თეოფილე, როგორც ზემდგომი რომაელი აღმსრულებელი პირადად იცნობდა პავლეს, მისი რომში ყოფნის დროს და შესაძლოა სასამართლოზეც ეხმარებდა მას. ეს ხომ მან სთხოვა ლუკას დაეწერა სახარება და მოციქულთა წიგნი, რათა უკეთ გაეგო, როგორ ვითარდებოდა ქრისტიანობა დაბადებისთანავე იმ დრომდე სანამ ის გავრცელდა მთელს დედამიწაზე. ლუკამ არ ცათვალა საჭირომ მიეწერა თეოფილესთვის პავლეს მდგომარეობაზე რომში, რადგან ის ტავადაც ახლოს იცნობდა პავლეს.

ძვირფასო ზმაო ჩვენ მივედით ჩვენი მოციქულთა საქმეების სერიების განმარტებების ბოლოში. ჩვენ ვამოწმებდით ქრისტეს დიდებაზე და მისი ხსნის გეგმაზე. ჩვენ შენ ხელთ გადმოგეცით, სახარების ჩირაღდანი და ახლა გვინდა პირადად შენ მოგმართოთ: გააგძელე მოციქულთა საქმეების წიგნი და ხსნის სახარება მიიტანე შენს გარშემო მყოფ ყველა ადამიანთან, რათა მრავალი გადარჩეს. ცოცხალი იესო მოგიწოდებს და შენი უფალი მზად არის, შენთან იყოს. რა გიშლის ხელს წასვლაში? ხედავ თუ არა, როგორ მოძრაობს ქრისტეს გამარჯვებული მსვლელობა შენს ქვეყანაში? ილოცე, გაიხარე, ირწმუნე, ვინაიდან უფალი მიდის შენს წინ და გელოდება.

ლოცვა: ზეციერო მამაო თაყვანსგცემთ და გვიხარია, რომ შენმა ძემ შენთან შეგვარიგა და რომ სულიწმიდამ ჩამოაყალიბა ცოცხალი ეკლესია ყველა დროში ყველა ერებისთვის. მადლობას გიხდით, რომ მოგვიწოდე ჯერ კიდევ ცოდვილებს, რათა შენი საქმეების ჯაჭვში რგოლები ვყოფილიყავით და შენს უძლურებაში გამოჩენილიყო შენი ძალა. ჩვენ გვწამს რომ შენი მეფობა მოდის დედამიწაზე და რომ შენი ნება სრულდება მიწიური ქაოსის დროსაც. იხსენი მრავალი ადამიანი, გამოგვაფხიზლე აქტიური მსახურებისთვის და დაგვიფარე ბოროტისგან. ამინ!

კითხვა:

  1. რატომ არაფერს წერს ლუკა რომში პავლეს სასამართლოზე და მის სიკვდილზე? როგორ ჰიმნად ჟღერს საქმე მოციქულთა წიგნი?

კითხვების მე-8 სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. როგორ და რისთვის გადაიყვანეს პავლე კესარიაში?
  2. რომელი სამი ბრალდება იყო წაყენებული პავლეს მიმართ? და როგორი დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ბრალდებებიდან?
  3. როგორ და რატომ ამტკიცებდა პავლე, რომ ქრისტიანული რელიგია კავშირშია ძველ აღთქმასთან?
  4. რომელმა საქციელებმა მოახდინეს შენზე შთაბეჭდილება, პავლეს საპყრობილეში ყოფნისას ორი მმართველის დროს?
  5. რატომ ვერ გააცნობიერა მმართველმა ფესტუსმა, იესოს ჯვარცმისა და აღდგომის მნიშვნელობა?
  6. რატომ უკავია ცენტრალური ადგილი მოციქულთა საქმეების წიგნში პავლესა და ქრისტეს შეხვედრას დამასკოს გზაზე?
  7. რომელი შვიდი პრინციპია ქრისტეს ქადაგებისთვის საჭირო ?
  8. რომელი სამი ღმერთის კაცი გაემგზავრა რომში?
  9. რატომ იყო მზად ღმერთი გადაერჩინა გემზე მყოფი ყველა ადამიანი, ურწმუნოების ჩათვლით?
  10. რომელ სამ შემთხვევაში გადაარჩინა ღმერთმა პავლე და მისი თანამგზავრები?
  11. რისი სიმბოლო იყო გველი? რას იგებ, როდესაც კითხულობ კუნძულ მელიტაზე მომხდარ განკურნებებზე?
  12. რატომ არაფერს წერს ლუკა რომში პავლეს სასამართლოზე და მის სიკვდილზე? როგორ ჰიმნად ჟღერს საქმე მოციქულთა წიგნი?

გირჩევთ, რომ დაასრულო მოციქლთან წიგნის შესწავლა, რადგან მისი მეშვეობით ღმერთის სიტყვების საგანძურს მოიპოვებ. ველოდებით შენ პასუხებს, და ვლოცულობთ შენზე. მისამართი:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:16 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)