Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)
6. ქრისტე ღამით ეცხადება პავლეს (საქმეები 23:11)საქმეები 23:11 პავლეს ყოველთვის ჰქონდა სუფთა სინდისი, ვინაიდან ღმერთს დღე და ღამე ემსახურებოდა. ის ცუდათ არ იქცეოდა იერუსალიმში, და არც არეულობის გამოწვევა სურდა ხელოვნურად. სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიყვებოდა და სიკვდილისთვისაც მზად იყო, მაგრამ უფალს მისთვის სხვა გეგმები ჰქონდა. თავად გამოეცხადა მას ღამით და უთხრა: ,,გამხნევდი და ნუ გეშინია. სიკვდილის ჟამი ჯერ არ დამდგარა, თუმცა ის გარემოგიცვავს შენ მშიერი მგლების მსგავსად. ისინი ვერაფერს გავნებენ, ვინაიდან მე შენთან ვარ. მე დავადუმებ ყველა ველური ცხოველის ბაგეს და შენს ირგვლივ ცეცხლოვანი კედელივით აღვიმართები!“ ყველა ძმა სადღაცას წავიდა: პავლეს ყველა განშორდა და არცერთი ძმა აზიიდან და ევროპიდან არ იყო მასთან ერთად საპყრობილეში. იაკობი თავის იუდეველ ათასმორწმუნესთან ერთად არ მისულა მასთან დასახმარებლად, არც დაუცვია ან უნუგეშებია ის, მაგრამ თავად ქრისტე იყო მასთან. ის იყო მისი მანუგეშებელი, მისი სამართლიამობა, ძალა და იმედი. ძვირფასო ძმაო არც ამ სამყაროში და არც რომელიმე სხვაში არ გექნება სხვა იმედი გარდა ქრისტეს თანდასწრებისა, როგორც წერდა პავლე: ,,ქრისტე თქვენშია, დიდების საყრდენი.“ ეს დამაჯერებლობა სულიწმიდაში რჩება სიკვდილის და დაწამების ჟამსაც. ეს დამაჯერებლობა ვერ ანადგურებს ადამიანს, თუნდაც მას ტვინი გამოურეცხონ. ქრისტემ უთხრა პავლეს თუ რა მოუმზადა მას საუკუნოდ: ის მის მსახურებას ამდიდრებს იმით, რომ გააგზავნის რომში იმდროინდელ დედაქალაქში. როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, ქრისტეს გამარჯვებული მსვლელობა დასრულდება. ყველაზე დიდი დამარცხების ჟამს, იმედგაცრუებების ღამეს ქრისტემ ანუგეშა პავლე, გაამხნევა და იმის დამაჯერებლობა მისცა, რომ დაასრულებს თავის მისიონერულ მოგზაურობას და დაამოწმებს მასზე რომში. ეს აზრი დევს მთელს საქმეების წიგნში, იდუმალი ნიშნის მსგავსად: მსვლელობა იერუსალიმიდან რომში. პავლე როგორც მორბენალი იდგა თავისი ბოლო მოგზაურობის სტარტზე, მაგრამ უფალს სურდა, რომ მას ეს ბოლო სტადია გაევლო არა თავისუფალი გამარჯვებით, არამედ შებოჭილს. თუმცა პავლე თავისი არსების სიღრმეში თავისუფალი იყო და იცოდა, რომ მას მხოლოდ ის მოუვიდოდა, რაც მას ქრისტემ მოუმზადა. ამიტომაც იმ დღიდან ის საკუთარ თავს ქრისტეს პატიმარს უწოდებდა. ასე გაემგზავრა რომში - ჯაჭვებითა და ხელბორკილებით, რათა მთელი დედაქალაქი ქრისტესთვის შეეძინა.
7. ზოგიერთი ეჭვიანი იუდეველის შეთქმულება პავლეს წინააღმდეგ (საქმეები 23:12-22)საქმეები 23:12-22 ლუკამ უამბო თეოფილეს რომაელ მთავარს, თუ როგორ უკმაყოფილოდ დაკითხეს პავლე ზოგიერთმა იუდეველმა უმაღლეს საბჭოზე, როგორ ფარისევლურად მოილაპარაკეს ამ ადამიანის განადგურება, რომელიც იუდევლური ერისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მათ საიდუმლოდ მოილაპარაკეს, რომ უმაღლესი საბჭო გადმოებირებინათ. პავლე კი სერიოზულ საშიშროების ზღვარზე აღმოჩნდა. საინტერესოა და ლუკასგან ვიგებთ იმის შესახებ, რომ პავლეს იერუსალიმში გათხოვილი და ჰყავდა და მისი შვილები ძალზედ აქტიურები იყვნენ. შესაძლოა პავლეს მშობლები ოდესღაც გადმოსახლდნენ ტარსუსიდან იერუსალიმში, რათა მათი სიკვდილის შემდეგ ისინი წმინდა მიწაზე დაესაფლავებინათ, მრავალი იუდეველის ტრადიციის მიხედვით. ჩვენ არ ვიცით ისინი იყვნენ თუ არა ქრისტიანები, როგორც მათი შვილი პავლე, მაგრამ ვხედავთ, რომ პავლეს დის შვილებს ჰქონდათ ფანატიკური კავშირი მერჯულეებთან. მან ამ შეთქმულების შესახებ გაიგო და ისიც იცოდა, რომ პავლე უნდა მოეკლათ. და როდესაც ამის შესახებ პავლეს დამ შეიტყო მან მოისურვა მისი გადარჩენა. მან საკუთარი სიცოცხლეც კი დადო და გააგზავნა თავისი შვილი პატიმართან, რათა ეს ამბავი შეეტყობინებინა. როდესაც პავლემ შეიტყო ამ შეთქმულების შესახებ, მან თავისი ძმის შვილი გაგზავნა ათასისთავთან, ის კი ამ ამბის გამო ძალიან გაბრაზდა ამ ხალხზე, მაშინვე მიიღო ზომები და პავლეს დაცვა გააძლიერა. მან ასევე მოისურვა, რომ პავლე კესარიაში გაეგზავნა, რათა იქ მთავარ მმართველს მიეხედა მისთვის. იერუსალიმი შფოთმა გარემოიცვა პავლეს გამო - მათი ერთობა დაირღვა. უფრო მეტიც ის უფრო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იუდეველების ბრაზი გამოეწვია მისადმი. ისინი აგრძელებდნენ თავიანთი შეთქმულების დაგეგმვას. იფიცებოდნენ, რომ მოკლავდნენ მას და თუ ამას არ გააკეთებდნენ წყევლას იღებდნენ თავიანთ თავზე. შეთქმულება ძალიან მალე უნდა განხორციელებულიყო და თქვეს, რომ არაფერს შეჭამდნენ და დალევდნენ სანამ ამას არ გააკეთებდნენ. მათ ხანგრძლივი დროით მოუწიათ შიმშილობა დაწყურვილისგან ტანჯვა, ვინაიდან ქრისტემ დაიცვა თავისი მონა და ახალ მსახურებაზე დააყენა ის. მან გააგზავნა პატიმარი პავლე რომში, რომ არა მოქალაქეობრივი თავისუფლება, არამედ ცოდვებისგან დახსნა, დახსნა სიკვდილისა და ღმერთის რისხვისგან არის ჭეშმარიტი თავისუფლება. იესომ თქვა: ,,ვისაც ძე გაანთავისუფლებს, ის იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი“ (იოანეს 8:36). პავლეში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აღსრულდა პატიმარში ქრისტეს სულიერი თავისუფლება. ქრისტე ანთავისუფლებს გულებს სურვილებისა და სიამაყისაგან და მივყავართ ღმერთის განდიდებისკენ, გარემოებების მიუხედავად. ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ თაყვანს გცემთ შენ ვინაიდან ცოცხალი ხარ, ზრუნავ შენს მონებზე თუნდაც საპყრობილეში. დაგვიცავი შენს თანდასწრებაში ყოველთვის და გვანუგეშე ისნი ვინც ვართ პატიმრობაში შენი სახელის გამო, რათა ყველამ მიიღოს თავისუფლება და კეთილი სინდისი! კითხვა:
კითხვების მე-7 სერიაძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.
გირჩევთ, რომ დაასრულო მოციქლთან წიგნის შესწავლა, რადგან მისი მეშვეობით ღმერთის სიტყვების საგანძურს მოიპოვებ. ველოდებით შენ პასუხებს, და ვლოცულობთ შენზე. მისამართი: Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |