Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 092 (Spiritual Revival in Ephesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

2. სულიერი გამოღვიძება ეფესოში (საქმეები 19:1-20)


საქმეები 19:8-12
8 შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ. 9 მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში. 10 ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც. 11 ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. 12 ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.

ქრისტეს პირველად მოსვლის დროიდან მსოფლიო ისტორიამ გამყარება დაიწყო, ზრდა და უფლის სამეფოს დედამიწაზე დასრულება. ყველა პოლიტიკურ, რევოლუციურ, რელიგიურ და ეკონომიკურ მოვლენებს მიყავთ იქამდე, რომ ეს სამეფო - ღმერთის სამეფო, ჩვენი მამის, გამოჩნდეს. იესო ამ სულიერ სამეფოზე გვაუწყებს და ეს ყველაფერი ჩვენშია დაფარული. ის ღვთიური მეფე უფალთ უფალია. ის არ ბატონობს ადამიანებზე ძალით, თუმც ისინი ბოროტნი არიან, მაგრამ მან წარმოგზავნა თავისი სული, რომელიც ლოცვების მეშვეობით იღვრება მრავალი ადამიანის გულში. ქრისტეს გამოჩენიდან ღვთიური სამეფო დაფარული რჩება. ის არსებობს ჭეშმარიტ ეკლესიაში, ვრცელდება წმინდა, ღმერთის ერის გარემოში. მაგრამ ჩვენ ველოდებით ქრისტეს მეორედ მოსვლას, როდესაც მთელი ქმნილება ნათლად დაინახავს, რომ ის - დიდების ღმერთია და რომ მისი გამარჯვებული მსვლელობა სიხარულით ჩაივლის ყველა ქვეყანაში. მიაღწია თუ არა ღმერთის დიდებამ შენს სოფლამდე, შენს ქალაქამდე, შენს სკოლამდე. ქრისტემ თქვა: ,,სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარ“.

პავლეს ქადაგებები ღმერთის სამეფოს შესახებ ეფესოს სინაგოგებში განხილვის თემად იქცა. ასე გაგრძელდა სამი თვის მანძილზე. ყველა ძველი აღთქმისეული წარმომადგენელი ყურადღებით უსმენდა მას, ვინაიდან ყოველი იუდეველი ელოდება უფლის ძალაუფლების დადგომას დედამიწაზე. თუმცა პავლე ეუბნებოდა მათ, რომ სამეფო სადღაც მომავალში კი არ იქნება, არამედ ის უკვე დადგა. მეფე დაიბადა, ცხოვრობდა, მოკლულ იქნა, გაიმარჯვა სიკვდილზე, დაგვიხსნა უფლის რისხვისგან, ჩვენი ცოდვები დაფარა და ამაღლდა თავის მამასთან, სადაც მეფობს და აშენებს თავის სამეფოს.

პავლე არ მსჯელობდა ღვთის სამეფოზე, როგორც რაიმე ფილოსოფიურ საგანზე; ის აუწყებდა ამის შესახებ, ითხოვდა სრულ მორჩილებას და მოუწოდებდა მიძღვნას ღვთიური სამეფოსთვის. ჩვენი რწმენა არ არის უბრალოდ რელიგიური აზრი ან რთული, შეუსრულებელი კანონი. ის შესდგება ცოცხალ პიროვნებაზე მყარად დაყრდნობით - და ეს არის იესო ქრისტე, რომელმაც იზეიმა სიკვდილსა და ეშმაკზე.

ყველა მსმენელი ეფესოს სინაგოგაში არ ეთანხმებოდა პავლეს ქადაგებას. ყველას არ მოუნანიებია, ზოგი გაქვავდა, წინააღმდეგობა გაუწიეს მოციქულს და ღიად შეურაცხყოფდნენ. მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ საზოგადოება არ აჩუმებდა მას. ყველა გაშეშდა იმ მოლოდინით, რომ ენახათ რომელი მხარე მოიგებდა ამ კამათში. პავლემ ამ კამათიდან წასვლა ამჯობინა, ვინაიდან სახარება - ეს შეჯიბრება არ არის, არამედ გამოცხადება, რომელიც იძლევა გადარჩენას და ხსნას. ვინც ისმენს და ემორჩილება ის გადარჩება. ხოლო ვინც ქრისტეს იღებს თავის მხსნელად, ის საუკუნოდ იცოცხლებს.

ზოგიერთმა მსმენელმა გადაწყვიტა იესოსთვის მთელი თავისი ცხოვრების მიძღვნა. ისინი გაყვნენ ქრისტეს, გახდნენ მოწაფეები და სწყუროდათ უფალზე მეტი რამის გაგება. ეს ჯგუფი, რომელიც მზად იყო უფლის სამეფოსთვის, პავლემ გამოაცალკევა არაფრის მაქნის და წინააღმდეგობაში მყოფ ხალხისგან. ამ მოწაფეებისგან მან დაარსა ცოცხალი ეკლესია.

იმისთვის რომ ისინი განესწავლა პავლემ მოაწყო სკოლა ან მოსამზადებელი ოთახი. ის ასწავლიდა მათ არა მხოლოდ შაბათს, არამედ ყოველდღე აძლევდა სულიერ საკვებს მათ ვინც მოშიებული იყო სიცოცხლის პურს. გასაოცარია! დილიდან და შუადღემდე პავლე თავის სამუშაოს ასრულებდა, რათა ჰქონოდა საარსებო. შემდეგ დღე და ღამე ქადაგებდა სახარებას და ალბათ ცოტაოდენი დრო რჩებოდა დასასვენებლად. ის იყო ღვთის სიყვარულით და მადლის ნიჭებით გადავსებული. მან საკუთარი ტავის იესოს სამეფოს მიუძღვნა. ეს ორი წელი პავლე ქადაგებდა და შრომობდა მტელი სულიერი და ფიზიკური ძალებით და ქრისტეს მადლი უხვად ეწეოდა მას უძლურებაში.

ეფესოს გარშემო მდებარე მრავალი სოფლიდან ჩამოდიოდნენ ადამიანები, რათა ენახათ ეს არაჩვეულებრივი იუდეველი. მასზე ლაპარაკობდნენ ბაზარში, ქალების კრებულებში და ახალგაზრდულ წრეებში. ის განხილვის თემა იყო. ყველა გრძნობდა, რომ პავლე უბრალოდ არ ქადაგებდა ფუჭ ფილოსოფიურ იდეებს, არამედ მისი მეშვეობით მასთან ღმერთის ძალა მოსჩქეფს. ღმერთის ძალა მოქმედებდა მათ გულებზე და ისინი ახალ სიცოცხლეს იძენდნენ; სასოწარკვეთილებისგან მათში იმედი იწყებდა ზრდას.

ღმერთი ავლენდა თავის ძალას ამოუხსნელი ბუნებრივი გზებით. ქრისტეს ცხოვრების დროს ხალხი ინკურნებოდა მის სამოსზე ერთხელ შეხებით. აქაც ინკურნებოდნენ პავლეს სამოსზე შეხებით ადამიანები. მრავალი ინკურნებოდა პავლეს ჩრდილზე, როდესაც ჩაუვლიდა ხოლმე მათ. წინსაფრები და ცვირსახოცები, რომლებიც მის სხეულს ეხებოდა და რომლითაც ის ოფლს იწმენდდა სახეზე, მიჰქონდათ ავადმყოფებთან და თუ ისინი იწამებდნენ ქრისტეს, ავადმყოფობა ტოვებდა მათ. მიაქციეთ ყურადღება, რომ სასწაულებს და ნიშნებს პავლე არ ახდენდა, არამედ ღმერთი მისი მეშვეობით ადასტურებდა თავის ძალას. ავადმყოფები ინკურნებოდნენ, ხოლო არწმინდა სულები გამოდიოდნენ ბოროტი შეპყრობილებისგან, ქრიტეში რწმენის მეშვეობით მოციქულის მიერ, რომელიც იყო პავლე.

აზიის პროვინციაში დაიწყო დიდებული გამოღვიძება,რომელიც არცერთ ხმელთაშუაზღვის ქალაქში არ მომხდარა. რამდენიმე წლით ადრე პავლე ფიქრობდა, რომ გამგზავრებულიყო ეფესოში და იქ ექადაგა. მაგრამ სულიწმიდამ არ მისცა ამის ნება და მოციქულები სულიწმიდით მართულები გაეშურნენ ევროპაში. ახლა ისევ არ მიეცა ცდუნებას ეფესოში დარჩენაზე, შესაძლებლობების მიუხედავად. ნაცვლად ამისა მან შეასრულა თავისი დაპირება უფლის მორჩილებაში. ამიტომაც ცოცხალმა ქრისტემ დაამოწმა თავისი მონის მორჩილება. მან მისი მეშვეობით გახსნა თავისი სამეფოს სიმდიდრეები და თავისი ძალა გამოავლინა. იესო როგორც მხსნელი მართლა არის მათთან, ვინც მისი სულის მიმყოლია.

ლოცვა: ჩვენო ზეციერო მამაო, აგამაღლებთ შენ, რადგან შენი შვილის გამარჯვებულმა მსვლელობამ ჩვენამდე მოაღწია. მადლობას გიხდით ღვთიური ძალისთვის, რომელიც ჯვრიდან მოდის. გვაკურთხე სრულ მორჩილებაში! დაე იყოს ნება შენი, და მოვიდეს მეფობა შენი ჩვენთან და მთელს მსოფლიოში!

კითხვა:

  1. როგორ გამოვლინდა უფლის სამეფო ეფესოში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)