Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 091 (Spiritual Revival in Ephesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

2. სულიერი გამოღვიძება ეფესოში (საქმეები 19:1-20)


საქმეები 19:1-7
1 აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. 2 უთხრა მათ: "როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: "არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”. 3 უთხრა: "მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: "იოანეს ნათლობაში”. 4 თქვა პავლემ: "იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე. 5 ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ. 6 როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7 სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.

მისიონერული მოგზაურობების დროს პავლეს ასეთი ჩვევა ჰქონდა, შედიოდა ყველა მსხვილ სავაჭრო ცენტრებში რადგან იცოდა, რომ ამ ადგილებიდან სახარება თავისთავად ვრცელდება. ასეთი გზით პავლემ დაარსა ანტიოქიის, იკონიის, ფილიპის, თესალონიკის და კორინთოს ეკლესიები. ამ გრძელი ქალაქების და მნიშვნელოვანი ცენტრების ჯაჭვი, რომელიც გადებულია იერუსალიმიდან რომში, ეფესო აღმოჩნდა ამ ჯაჭვის დამაკავშირებელი. თუმცაღა ეს ქალაქი არ იყო გახსნილი სახარების ქადაგებისთვის და იმ დროისთვის ცოცხალი ეკლესიაც არ იყო იქ.

როდესაც პავლე ჩამოვიდა ბარიდან ანატოლიის შუაგულში, ის მივიდა ამ ლამაზ დედაქალაქში, რომელიც განთავსებულია ზღვასთან, მასში იყო ამპითეატრი, რომელიც იტევდა ოცდახუთი ათას ადამიანს. რომაული ხელისუფლების მოთხოვნით ეფესოში თვითმმართველობა იყო. ქალაქს ავსებდნენ მცოდნე მოვაჭრეები. ცენტრში კი თვალსაჩინო ადგილას იყო ქალღმერთი არტიმიდას ტაძარი - რელიგიური სიწმიდე, რომელიც იზიდავდა ქალაქში მომლოცველებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

როდესაც პავლე მივიდა მეტროპოლისში იქ იპოვა თორმეტი ადამიანი, რომელთაც მიიღეს იოანე ნათლისმცემლის სწავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი ფლობდა საერთაშორისო და კულტურულ მნიშვნელობებს, ასევე იყო სხვადასხვა რელიგიების დინების ცენტრი და სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა საცხოვრებელთა ადგილი. აქ ისეთი სწავლებაც კი შემოვიდა, როგორიცაა იოანე ნათლისმცემლის სწავლება. მისი მიმდევრები ქრისტეს მოსვლისთვის ემზადებოდნენ. ისინი ღრმად ინანიებდნენ და უდიდეს მორჩილებას იჩენდნენ. შესაძლოა მათ აპოლოსისგან მოისმინეს იმის შესახებ, რომ იესო ნაზარეთიდან - ქრისტეა და რომ ის მოკვდა, იყო დამარხული, შემდგომ აღდგა და ზეცად ამაღლდა. და ახლა ისინი დღედაღამ ელოდებოდნენ მის მოსვლას.

პავლემ მალევე შეამჩნია, რომ გულითადი მონანიების რწმენა, ბიბლიის ღრმად შესწავლა და გონებრივი მინდობა იესოსადმი არ იყო საკმარისი. ამ მოწაფეებს სულიწმიდა სჭირდებოდათ. მათ უნდოდათ ქრისტეს მოსვლისთვის თავიანთი სამართლიანობით მომზადებულიყვნენ. მათთვის უცხო იყო მადლის საიდუმლო და რწმენის არსი. და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი მორწმუნე სწავლობს სახარებას, კითხულობს ბიბლიას, დადიან ეკლესიაში, წრფელად ინანიებენ, ბევრს იგებენ რწმენის შესახებ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად რჯულის მონობიდან ვერ გამოვიდნენ და გადარჩენის თავისუფლება ვერ მოიპოვეს. ქრისტეს ძალები არ ყოფნით მათ.

შენ ვერ გადარჩები მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობით და წყლის ნათლობით. მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია შენი გადარჩენა, რომელიც მომიდ მამისგან და ძისგან. რწმენის მიზანი არ არის მხოლოდ რელიგიურ შემეცნებაში, არამედ გულის განახლებაში მეორედ შობის დროს. ქრისტე მოკვდა იმისთვის, რომ ცოდვებისგან გაგვწმინდოს, რათა მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე უკვე დღეს სულიწმიდის ჩაღვრით ჩვენს გულებში. ამიტომაც ჩემო ძმაო იყავი დარწმუნებული, რომ ახალი აღთქმის მიზანი არ არის განსჯებში, ცოდნაში, მონანიებაში, ღვთისმოსაობაში, რელიგიურობაში ან იესოს ცხოვრების შესწავლაში. გადარჩენის მიზანია - რომ ჩვენ აღვივსოთ სულიწმიდით, თვინიერი, თავმდაბალი და ნაზი ქრისტეს სულით.

პავლე პირდაპირ ეკითხებოდა ამ თორმეტ მოწაფეს: ,,მიიღეთ თუ არა სულიწმიდა, როდესაც ქრისტე ირწმუნეთ?“ ასევე ჩვენც გეკითხებით თქვენ: ,,მიიღე თუ არა სულიწმიდა, თუ ჯერ კიდევ შენს ცოდვებში ხარ?“ ნუ შეეცდები ამ ცოდვას გაექცე. გაჩერდი, შენს თავს შეხედე და აღიარე შენი საჭიროება. მუხლი მოიყარე, მთელი შენი საჭიროება მიუძღვენი ცოცხალ იესოს და შეუერთდი მას რწმენის მის აღთქმებში. როდესაც სულიწმიდა გადმოვა შენზე, შენ მიიღებ ძალას და იქნები მისი მოწმე. დაამოწმებ არა საკუთარ თავზე, არამედ იმაზე თუ როგორ გამოგისყიდა მან თავისი ძვირფასი სისხლით. თორმეტი მოწაფე ეფესოში მოვიდნენ რწმენის სისრულეში იესოს სახელით ნათლობით და პავლეს ხელდადებით. ისინი ინანიებდნენ და მათში ღმერთის ძალა ჩქეფდა. ისინი აღივსნენ ღვთის სულით. მომისმინე, თუ შენ უკვე მოინათლე აღარ არის საჭირო ამის ხელმეორედ გაკეთება. მყარად უნდა ჩაეჭიდო ამ ნათლობას და ირწმუნო, რომ ცოცხალი ღმერთი კონკრეტულად შენ დაგპირდა სულიწმიდას. შენი რწმენისადმი გაძლევს ყველაფერს, რასაც დაჟინებით და წრფელად ითხოვ. იესომ ნათლად თქვა: ,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ“. ამიტომაც სთხოვე უფალს გადმოღვაროს შენზე სულიწმიდა. ღმერთი იქნება შენს გულში და შენი ტაძარი სულიწმიდის გახდება. შენი გული აივსება უპირობო სიხარულით, ენა განთავისუფლდება და შეუერთდები უდიდეს თაყვანისმცემელთა გუნდს, რომლებიც მთელი დედამიწის კონტინენტებზე არიან. როდესაც ღმერთს გულიდან უძღვნი ქებას, გულიდან რომელსაც შეეხო სული - ეს არის გამოსყიდულების ნათელი ნიშანი. სმენიათ თუ არა შენს მეგობრებს და თუ როგორ მადლობ ღმერთს გადარჩენის შესახებ. გიყვარს თუ არა უფალი, ემადლიერები თუ არა მას გამუდმებით, თუ შენში სულია ყველა შენი სიტყვა გარდაიქმნება. საკუთარ თავს არ შეაქებ და არ ილაპარაკებ საკუთარ ძალაზე, არამედ ქრისტეს განადიდებ შენს მხსნელს. ყველა ცუდი და ცრუ სიტყვა შენს ბაგეში გაჩერდება, ვინაიდან ღმერთი შექმნის შენში ახალ გულს, მოგცემს ახალ ენას და ახალ ქმნილებად გაქცევს.

გარდა ქების და თაყვანისცემის, სულიწმიდის გადმოღვრის ნიშანი იქნება ღვთიური ჭეშმარიტებების გაგება. უცებ მიხვდები, რომ ღმერთი - შენი მამაა. ვერავინ იტყვის, რომ ყოვლისშემძლე შემომქმედი მისი მამაა. წარმოუდგენელია, რომ ღმერთს ყავდეს შვილები სხეულებრივი გაგებით, მაგრამ სულით შობილებმა იციან, რომ არა მხოლოდ ხორცისა და სისხლისგან შედგებიან. აცნობიერებენ, რომ ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით მიიღეს შვილობა. ღმერთის არსება მადლის მეშვეობით შევიდა მათში. როდესაც სულიწმიდა შევიდა მათ ცხოვრებაში, მათ თავიანთი გულების დანახვა დაიწყეს და შეეძლოთ ბოროტების გარჩევა სხვა ადამიანებშიც. ქრისტეს ზეიმმა მათში მთელი სიბნელე გაანათა და მისცა მათ დამაჯერებლობა გამართლებაში. ასე, რომ ჩვენთვის მოცემული ძალაუფლება გახდა მომავალი ძალის დაპირება, ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ღვთის მეფობა აუცილებლად დადგება და ყველას წარმოქმნის.

ჩვენ ისევ გკითხავთ შენ: ,,მიიღე თუ არა სულიწმიდა? ადიდებ თუ არა ღმერთს, შენს მამას, შენს მხსნელს მთელი გულითა და შენი საქციელებით? ხარ თუ არა დარწმუნებული - რომ ღმერთი შენი მამაა? ლოდები თუ არა ქრისტეს მეორედ მოსვლას?“ თუ კი, შეგვიძლია თამამად გითხრათ, რომ სულით ხარ შობილი და ჩვენ ერთნი ვართ.

ლოცვა: მამაო ზეციერო ჩვენ სიხარულით თაყვანსგცემთ შენ, რადგან გამოგვისყიდე შენი ძვირფასი ძის მეშვეობით ყოველგვარი ბოროტებისგან, გვაპატიე ჩვენი ცოდვები, გაწმინდე ჩვენი სინდისი იესო ქრისტეს სისხლით და აგვავსე შენი უსუფთავესი და უფაქიზესი სულიწმიდით! ცხე ყველა ქალი და კაცი, ვინც მთელი გულით გეძებს და აავსე ისინი შენი ძალით. ვერავინ წაართმევს მათ შენს სულს. გვჯერა შენი მადლის შენი მოქმედების და გარჩენის ნიაღვრის. ამინ. მოდი უფალო იესო!

კითხვა:

  1. როგორ მიიღეს ეფესოში მოწაფეებმა სულიწმიდა? და როგორ შეგიძლია მიიღო ეს კურთხეული სული შენ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:51 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)