Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 048 (Saul’s Preaching in Damascus and his Persecution)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

6. სავლეს ქადაგება დამასკოში და მისი დევნა იუდეველების მხრიდან (საქმეები 9:19ბ-25)


საქმეები 9:19ბ-25
19ბ რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა. 20 მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა. 21 ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: "ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?” 22 სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე. 23 კარგა ხნის შემდეგ, მის მოსაკლავად შეითქვნენ იუდევლები. 24 გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი. 25 მაგრამ ღამით აიყვანეს იგი მოწაფეებმა და გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან.

როდესაც სულიწმიდა თავისუფლად მოძრაობს, ეკლესიაში სიყვარული სუფევს და სახარება ყველა ექადაგება, ვინც არ იცნობს იესოს. სავლემ რამდენიმე დღე დაყო დამასკოს ეკლესიაში, სადაც ღრმად შეისწავლა წმიდა წერილი და მადლობდა ღმერთს ამისთვის. იქ მან ახალი აღთქმის სრულად გაგება შეძლო ძველი წინასწარმეტყველებების მეშვეობით.

სავლე ვერ მალავდა თავისი განცდების განძს და ქრისტესთან შეხვედრას. იუდევლურ სინაგოგაშ მას იცნობდნენ, როგორც იერუსალიმის საბჭოს უმაღლეს წარგზავნილად. ის მივიდა სინაგოგაში და გახსნილად იქადაგა ქრისტე. ის კმაყოფილდებოდა ნაზარეველზე ქადაგებით მხოლოდ, როგორც ღმერთის კაცზე, დიდ წინასწარმეტყველზე ან შეპირებულ მესიაზე, როგორც თავიდან ქადაგებდნენ მასზე მოციქულები. მან იხილა იესოს დიდება და მოწობდა იმის შესახებ, რომ იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, შობილი, და არა შექმნილი, მამის მხოლოდშობილი. ამ მოწმობამ გადატრიალება მოახდინა და გამოიწვია იუდეველების უსიცოცხლო რწმენა, რომელიც ერთღმერთიანობას აღიარებდა. ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ღმერთს ჰყავს ძე, ითვლება მათი რწმენის შეურაცხყოფად. თუმცა სავლე ქადაგების თავშივე ახსენებდა წმიდა სამებას. მას ესმოდა იესოს ხმა, ხედავდა მის დიდებას და ხვდებოდა, რომ ადამიანი იესო არის თავად ღვთის ძე. ის არ შეეჭვებულა ამ ჭეშმარიტებაში, არამედ აღიარა ის ყველა ტრადიციაზე, განმარტებებზე და დოქტრინებზე მეტად. პავლემ განაცხადა, რომ ღმერთის მამობაში არაფერია უცნაური, ვინაიდან ასეთია უფლის ბუნება. არ არსებობს სხვა ღვთიური რამ, გარდა მამისა, ძისა და სულიწმიდისა. გაქვავებული მტკიცებულება ერთღმერთიანობის შესახებ - უცნაური ფანტაზიაა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სიცოცხლესა და ძალას. ჩვენი ღმერთი სიყვარულია და ეს სიყვარული აღსრულებადია მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ურთიერთობით. ვინც ძს უარყოფს ის არ იცნობს მამას, ხოლო ვისაც არ სწამს ზეციერი მამა ვერ ღებულობს სულიწმიდას.

სავლე, განათლებული და რჯულის მცოდნე, აღივსო რა სულიწმიდით, მკაცრად უმტკიცებდა დაუმორჩილებელ იუდეველებს, რომ იესო ნაზარეთიდან - ჭეშმარიტი ქრისტეა. ყველა იუდეველი ცოდვილია და დამნაშავე ღმერთის ძის სიკვდილში, რომელიც მათთვის იყო წარმოგზავნილი. სავლე არ განიხილავდა მათთან მეორეხარისხოვან საკითხებს, არამედ პირდაპირ საქმის არსს მიმართა. მას არ უქადაგია მოწყალე ქრისტე, რომელიც აკურთხებს ყველა მომსმენს და და აკურთხებს მათ ყოველგვარი პირობების გარეშე. ის მოუწოდებდა მათ, რომ დამორჩილებოდნენ მეფე-ქრისტეს. უფალი შეხვდა მა თავისი დიდებით და აჩვენა მას, რომ მისი მოშურნეობა და სამართლიანობა ფუჭი იყო.მისი ცხოვრების საფუძველი მადლი უნდა გამდარიყო.

იუდეველები დამასკოში შიშსა და გაუგებრობაში იყვნენ. ისინი ელოდებოდნენ, რომ ამ წარმოგზავნილში იხილავდნენ მოკავშირეს, რომელიც დაეხმარებოდა მათ ხალხში იესოს მოძრაობის აღმოფხვრაში. ახლა კი ეს რჯულის მცოდნე უმტკიცებდა მათ, რომ იესო - გამარჯვებული და ცოცხალი ღმერთია! ვერავინ, მკაცრი იუდეველიც კი ვერ შეძლებდა გატოლებოდა მას. დრო მიდიოდა და იუდეველბში ქრისტეს მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა. ისინი პავლეს მოსწავლეები ხდებოდნენ და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში. მაშინ სინაგოგის უფროსობამ გადაწყვიტა პავლეს მოკვლა. მას იუდეველი შპიონებისგან დამალვა უწევდა, რომლებიც მოდიოდნენ მისი მეგობრების სახლში ერთგული მეგობრების სტატუსით. გავლენიანმა იუდეველბმა იმდენი შეძლეს, რომ ქალაქის ყველა კარი დაიცვეს, რათა პავლე ვერ გაქცეულიყო.

ახალგაზრდა მორწმუნემ პირველად განიცადა საკუთარ თავზე სახარების ქადაგებისას სხვადასხვა რეაქცია: სასიამოვნო და უარყოფითი, მადლიერება და წყევლა, სიყვარული და სიძულვილი. სავლემ გადაწყვიტა არ დარჩენილიყო დამასკოში. მას არ უთქვამსს აკითარი თავისთვის: „რაც არ უნდა დამიჯდეს აქ უნდა დავრცე და ქრისტეს გამო მოვკვდე ტანჯვით“. პირიქით, ძმების შემოთავაზებას დათანხმდა, რომ ღამით კალათაში ჩაესვათ, რათა შემდგომ გაქცეულიყო. რამდენიმე კვირის წინ ის ამაყად შედიოდა ცხენზე ამხედრებული დამასკოში. ახლა კი დევნილი გახდა ამ ქალაქიდან - ოაზისიდან. და ადრე თუ მისი გული გაყინული იყო, გაქვავებული და სავსე კანონის მოშურნეობით, ახლა მის გულში იესო ქრისტეს სიყვარული გიზგიზებდა. სულიწმიდის ძალა აღძრავდა იუდაიზმის ყოფილ მოციქულს გამხდარიყო მთელი მსოფლიოს მოციქული.

ლოცვა: ღმერთის ძეო, თაყვანს გცემთ შენ! გიძღვნით შენ ჩვენს გულებსა და გონებას და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაგვიცხადე შენი ზეციერი მამა, ჩვენი დანაშაული დაფარე და სულიწმიდით გვცხე! შენ სახელში დაგვიფარე და აღგვძარი ვიქადაგოთ შენი სახარება, რათა მრავალმა მიიღოს შენი სახელი და შეიცნონ გულმოწყალე მამა!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები „ადამიანი იესო არის ჭეშმარიტად ღვთის ძე“?

კითხვების მესამე სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. რატომ წაუყენეს საჩივარი მხოლოდ სტეფანეს და არა ყველა მოწაფეს, მათ შორის თორმეტ მოციქულსაც?
  2. რაში მდგომარეობდა აბრაამის ცხოვრების საიდუმლო?
  3. როგორ იყო იოსები ქრისტეს ხატება და მსგავსება?
  4. საიდან ვიგებთ, რომ მოსე მისმა კარგმა განათლებამ ვერ გამოასწორა?
  5. რა აზრი დევს იმაში, რომ უფალი ეჩვენა სამოცდაათი წლის მწყემსს უდაბნოში?
  6. რომელი სამი ზირითადი აზრი იყო სტეფანესადმი ნახსენები უზენაეს საბშჭოსთან, რაც ეხებოდა მოსესა და მის კანონს?
  7. რატომ მიანიჭა სტეფანემ უპირატესობა კარავს და არა ოქროთი ნაშენებ თაძარს?
  8. რა მნიშნელოვანი განცხადებები გააკეთა სტეფანემ თავის ბრალდებაში უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ?
  9. დაწერე სტეფანეს მიერ ნათქვამი ბოლო სამი ფრაზა და განმარტე თუ როგორ გესმის მათი აზრი.
  10. რომელი მოვლენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იერუსალიმში ქრისტიანების დევნის დროს?
  11. რა განსხვავებაა ქრისტეს რწმენასა და მისი მსახურების სიტყვებს შორის?
  12. რაში მდგომარეობდა სიმონის ცოდვა? როგორ უთხრა პეტრემ, რომ დაემარცხებინა ეს ცოდვა?
  13. რომელი კეთილი უწყება მოუყვა ფილიპემ ეთიოპიელ საჭირისს?
  14. რას ნიშნავდა პავლესთვის ქრისტეს მოვლენა თავისი დიდებით?
  15. რას ვიგებთ სავლეს სულიწმიდით აღვსებიდან?
  16. რას ნიშნავს სიტყვები „ადამიანი იესო არის ჭეშმარიტად ღვთის ძე“?

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:10 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)