Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 049 (First Meeting Between Paul and the Apostles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

7. პავლეს პირველი შეხვედრა მოციქულებთან იერუსალიმში (საქმეები 9:26-30)


საქმეები 9:26-30
26 იერუსალიმში რომ ავიდა, ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა; მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ მისი მოწაფეობა. 27 წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით. 28 დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით. 29 გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ. 30 ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, წაიყვანეს კესარიაში და ტარსუსში გაგზავნეს.

ლუკას მიზნად არ ედო დაეწერა მოციქულთა ცხოვრების ქრონოლოგია, არამედ ცდილობდა ცალკეული ადამიანების ცხოვრება მოეყოლა, რომლებიც მნიშვნელოვანნი იყვნენ მისი წიგნის თემისთვის. მისი უწყების არსი იყო არა მოციქულთა ქრონოლოგიური ცხოვრება, არამედ სახარების გავრცელება იერუსალიმიდან რომამდე.

ექიმმა ლუკამ არაფერი დაწერა იმაზე, თუ რა გააკეთა პავლემ დამასკოდან გაქცევის შემდეგ. გალატელთა მიმართ წერილებში (1:17-24) პავლე წერდა, რომ მას შემდეგ ის სამი წელი არავიაში გაცერდა. სავარაუდოდ მან იქ შეისწავლა არაბული ენა, თავისი ხელებით შრომობდა და ქადაგებდა სახარებას. კონკრეტულად სად იყო და რას აკეთებდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია. შექმნა თუ არა იქ ეკლესია? ემალებოდა თუ არა უმაღლესი საბჭოს დაქირავებულ პირებს? თუ იმ არაბულ ქვეყნებდში ძველაღთქმისეულ ერს უქადაგებდა?

ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით სამი წლის შემდეგ ის იერუსალიმში გაემგზავრა, რათა მოციქულები ენახა. როგორი საწყენიც არ უნდა ყოფილიყო მასთან შეხვედრა არავის უნდოდა, რადგან ყველას კარგად ახსოვდა ის გასამართლებული ქრისტიანები, რომელთა მკვლელობაშის წვლილი პავლესაც მიუძღიდა. შესაძლოა უმეტესობა ფიქრობდა, რომ მისი მოტრიალება დამასკოსთან სიცრუე იყო, და სინამდვილეში მას ეკლესიის შუაგულში მოხვედრა სურდა, რათა მოციქულები დაეპატიმრებინა და ქრისტეს მოძრაობა შეეჩერებინა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ ძმებო, თუ მსგავს სიტუაციას შეეჯახებით ქრისტესთან მოსვლის შემდეგ. შესაძლოა თქვენი შეეშინდეთ კიდეც. ამავდროულად დევნილი იქნებით ოჯახისა და ყოფილი მეგობრებისგან. თქვენ ამ განსაცდელების მიღება მოგიწევთ, უფლისგან მოსული გამოცდის მსგავსად თქვენი ცხოვრების გარდამტეხ მომენტებში. მაგრამ ამის მეშვეობით ისწავლით უფლისადმი სრულ მინდობას, რადგან როგორც წერილშია ნათქვამი, წყეულია ყოველი ვინც ადამიანზეა მინდობილი.

იესოს არ მიუტივებია თავისი მონა, არამედ ბარნაბას გულში დახმარების სურვილი ჩადო. ბარნაბა შეხვდა ეკლესიების ყოფილ მდევნელს, მოისმინა მისი დამოწმება და გაუჩნდა მისდამი ნდობა.მან დაიჯერა, რომ აღმდგარი ქრისტე მართლაც ეჩვენა მას დამასკოსთან და მასში ეჭვს აღარ იწვევდა მისი პიროვნება. ბარნაბამ გადაწყვიტა თამამი ნაბიჯის გადადგმა, მას უნდოდა პავლესა და მოციქულებს შორის შუამავალი გამხდარიყო. ბარნაბა პავლეს მხარეს იყო და სურდა კარი გაეღო სხვა ძმებთან უთიერთობისთვის. ბარნაბა გახდა ხიდი მოქცეულ პავლესა და ეკლესიას შორის. ქრისტე შენს გვერდითაც წამოაყენებს ერთგულ ძმებს და მისცემს მათ ნდობას შენდამი, ასევე მათი მეშვეობით მხარს დაგიჭერს. მაგრამ გახსოვდეს, ისინი არ არიან შენი მხსნელები. მხოლოდ ერთი ქრისტე უფალია გადამრჩენელი და მხსნელი, რომელიც სრულგყოფს. შენ მხოლოდ მასზე უნდა დადო იმედი.

პავლე ამოწმებმა პეტრესა და იაკობის წინაშე, თუ როგორ გამოეცხადა მას უფალი და რომ თავისი თვალებით იხილა მისი დიდება. მან მოისმინა მისი ხმა, რომელმაც მისი სული შეძრა. მას შემდეგ ის თამამად ქადაგებდა ქრისტეს, რომელმაც ამოირჩია და მოუწოდა მას, დამასკოს გზაზე მიმავალს. ამის გამო მან დევნა და მკვლელობის მუქარა განიცადა იუდეველთა მხრიდან. პავლეს თამამი ქადაგების და შემდგომი ურთიერთობების შემდეგ მოციქულებთან, მათ შორის ნდობა ჩამოყალიბდა.

მათ აპატიეს პავლეს ადრინდელი ცოდვები და მკვლელობანი, ის ზიანი, რომელიც მიაყენა მან ეკლესიას და მის წევრებს. ისევე აპატიეს, როგორც უფალმა აპატია მათ. იმ დღეებში ამ კაცებს შორის ისეთი მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელმაც გაუძლო შემდგომ ეკლესიაში ჩამოვარდნილ დავებს, რომელიც ეხებოდა ქადაგების პრინციპებს, კანონებსა და მადლით გადარჩენას. ამ მოკლე თხუთმეტდღიანმა პერიოდმა, რომლის დროსაც პავლე ხვდებოდა მოციქულებს, დიდი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანობის განვითარებაზე. მის გარეშე იუდეველ და წარმართ ქრისტიანებს შორის მალე დაყოფანი მოხდებოდა. მოციქულები ცხოვრობდნენ ქრისტესთან ერთობაში, ერთ სულში და ძალაში.

ამავდროულად, პავლემ, როგორც კანონების მცოდნე, შევიდა ელინიზირებულ იუდევლებთან საუბრებში, რომელთაც სტეფანე ხაფანგში მოაქციეს. ის უკუაგდებდა მათ ბრალდებებს და უმტკიცებდა კანონის მიხედვით, რომ იესო არის შეპირებული ქრისტე და ღმერთის ძე. ამი გამო ისინი განრისხდნენ მასზე და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. მოღალატედ მიიჩნევდნენ მას, რომელიც უდაოდ იმსახურებდა სასჯელს.

მოციქულები და ეკლესიის წევრები დაჟინებით ითხოვდნენ პავლეს ქალაქიდან წასვლას, რათა კვლავ არ დაეწყოთ ეკლესიის დევნა. მათ ის საპორტო ქალაქში წაიყვანეს, კესარიაშია, საიდანაც ის თავის მშობლიურ ქალაქში ტარსაში დაბრუნდა, რომელიც მცირე აზიაში მდებარეობს. იქ ის საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა. შესაძლოა მან სახარების ქადაგება სირიაში დაიწყო, თუმცა ამ მსახურების შესახებ არსად არაფერი წერია (გალატელთა 1:21).

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ შენ - საფუძველი, დამცველი და იმედიხ ხარ ყველა მორწმუნესთვის! დაეხმარე რწმენაში ჩვილებს მხოლოდ შენ გიყურონ, როგორც მთავარსარდალს და მათი რწმენის აღმსრულებელს!

კითხვა:

  1. როგორ ანუგეშებდა ქრისტე სავლეს, როდესაც ჯერ კიდევ ეკლესიის მიერ არ იყო მიღებული და ყოფილი მეგობრებისგან დავენას განიცდიდა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:11 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)