Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)
6. სავლეს ქადაგება დამასკოში და მისი დევნა იუდეველების მხრიდან (საქმეები 9:19ბ-25)საქმეები 9:19ბ-25 როდესაც სულიწმიდა თავისუფლად მოძრაობს, ეკლესიაში სიყვარული სუფევს და სახარება ყველა ექადაგება, ვინც არ იცნობს იესოს. სავლემ რამდენიმე დღე დაყო დამასკოს ეკლესიაში, სადაც ღრმად შეისწავლა წმიდა წერილი და მადლობდა ღმერთს ამისთვის. იქ მან ახალი აღთქმის სრულად გაგება შეძლო ძველი წინასწარმეტყველებების მეშვეობით. სავლე ვერ მალავდა თავისი განცდების განძს და ქრისტესთან შეხვედრას. იუდევლურ სინაგოგაშ მას იცნობდნენ, როგორც იერუსალიმის საბჭოს უმაღლეს წარგზავნილად. ის მივიდა სინაგოგაში და გახსნილად იქადაგა ქრისტე. ის კმაყოფილდებოდა ნაზარეველზე ქადაგებით მხოლოდ, როგორც ღმერთის კაცზე, დიდ წინასწარმეტყველზე ან შეპირებულ მესიაზე, როგორც თავიდან ქადაგებდნენ მასზე მოციქულები. მან იხილა იესოს დიდება და მოწობდა იმის შესახებ, რომ იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, შობილი, და არა შექმნილი, მამის მხოლოდშობილი. ამ მოწმობამ გადატრიალება მოახდინა და გამოიწვია იუდეველების უსიცოცხლო რწმენა, რომელიც ერთღმერთიანობას აღიარებდა. ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ღმერთს ჰყავს ძე, ითვლება მათი რწმენის შეურაცხყოფად. თუმცა სავლე ქადაგების თავშივე ახსენებდა წმიდა სამებას. მას ესმოდა იესოს ხმა, ხედავდა მის დიდებას და ხვდებოდა, რომ ადამიანი იესო არის თავად ღვთის ძე. ის არ შეეჭვებულა ამ ჭეშმარიტებაში, არამედ აღიარა ის ყველა ტრადიციაზე, განმარტებებზე და დოქტრინებზე მეტად. პავლემ განაცხადა, რომ ღმერთის მამობაში არაფერია უცნაური, ვინაიდან ასეთია უფლის ბუნება. არ არსებობს სხვა ღვთიური რამ, გარდა მამისა, ძისა და სულიწმიდისა. გაქვავებული მტკიცებულება ერთღმერთიანობის შესახებ - უცნაური ფანტაზიაა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სიცოცხლესა და ძალას. ჩვენი ღმერთი სიყვარულია და ეს სიყვარული აღსრულებადია მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ურთიერთობით. ვინც ძს უარყოფს ის არ იცნობს მამას, ხოლო ვისაც არ სწამს ზეციერი მამა ვერ ღებულობს სულიწმიდას. სავლე, განათლებული და რჯულის მცოდნე, აღივსო რა სულიწმიდით, მკაცრად უმტკიცებდა დაუმორჩილებელ იუდეველებს, რომ იესო ნაზარეთიდან - ჭეშმარიტი ქრისტეა. ყველა იუდეველი ცოდვილია და დამნაშავე ღმერთის ძის სიკვდილში, რომელიც მათთვის იყო წარმოგზავნილი. სავლე არ განიხილავდა მათთან მეორეხარისხოვან საკითხებს, არამედ პირდაპირ საქმის არსს მიმართა. მას არ უქადაგია მოწყალე ქრისტე, რომელიც აკურთხებს ყველა მომსმენს და და აკურთხებს მათ ყოველგვარი პირობების გარეშე. ის მოუწოდებდა მათ, რომ დამორჩილებოდნენ მეფე-ქრისტეს. უფალი შეხვდა მა თავისი დიდებით და აჩვენა მას, რომ მისი მოშურნეობა და სამართლიანობა ფუჭი იყო.მისი ცხოვრების საფუძველი მადლი უნდა გამდარიყო. იუდეველები დამასკოში შიშსა და გაუგებრობაში იყვნენ. ისინი ელოდებოდნენ, რომ ამ წარმოგზავნილში იხილავდნენ მოკავშირეს, რომელიც დაეხმარებოდა მათ ხალხში იესოს მოძრაობის აღმოფხვრაში. ახლა კი ეს რჯულის მცოდნე უმტკიცებდა მათ, რომ იესო - გამარჯვებული და ცოცხალი ღმერთია! ვერავინ, მკაცრი იუდეველიც კი ვერ შეძლებდა გატოლებოდა მას. დრო მიდიოდა და იუდეველბში ქრისტეს მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა. ისინი პავლეს მოსწავლეები ხდებოდნენ და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში. მაშინ სინაგოგის უფროსობამ გადაწყვიტა პავლეს მოკვლა. მას იუდეველი შპიონებისგან დამალვა უწევდა, რომლებიც მოდიოდნენ მისი მეგობრების სახლში ერთგული მეგობრების სტატუსით. გავლენიანმა იუდეველბმა იმდენი შეძლეს, რომ ქალაქის ყველა კარი დაიცვეს, რათა პავლე ვერ გაქცეულიყო. ახალგაზრდა მორწმუნემ პირველად განიცადა საკუთარ თავზე სახარების ქადაგებისას სხვადასხვა რეაქცია: სასიამოვნო და უარყოფითი, მადლიერება და წყევლა, სიყვარული და სიძულვილი. სავლემ გადაწყვიტა არ დარჩენილიყო დამასკოში. მას არ უთქვამსს აკითარი თავისთვის: „რაც არ უნდა დამიჯდეს აქ უნდა დავრცე და ქრისტეს გამო მოვკვდე ტანჯვით“. პირიქით, ძმების შემოთავაზებას დათანხმდა, რომ ღამით კალათაში ჩაესვათ, რათა შემდგომ გაქცეულიყო. რამდენიმე კვირის წინ ის ამაყად შედიოდა ცხენზე ამხედრებული დამასკოში. ახლა კი დევნილი გახდა ამ ქალაქიდან - ოაზისიდან. და ადრე თუ მისი გული გაყინული იყო, გაქვავებული და სავსე კანონის მოშურნეობით, ახლა მის გულში იესო ქრისტეს სიყვარული გიზგიზებდა. სულიწმიდის ძალა აღძრავდა იუდაიზმის ყოფილ მოციქულს გამხდარიყო მთელი მსოფლიოს მოციქული. ლოცვა: ღმერთის ძეო, თაყვანს გცემთ შენ! გიძღვნით შენ ჩვენს გულებსა და გონებას და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაგვიცხადე შენი ზეციერი მამა, ჩვენი დანაშაული დაფარე და სულიწმიდით გვცხე! შენ სახელში დაგვიფარე და აღგვძარი ვიქადაგოთ შენი სახარება, რათა მრავალმა მიიღოს შენი სახელი და შეიცნონ გულმოწყალე მამა! კითხვა:
კითხვების მესამე სერიაძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.
Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |