Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 047 (Saul Baptized at the Hand of Ananias)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

5. ანანია ნათლავს სავლეს (საქმეები 9:6-19ა)


საქმეები 9:6-19ა
6 უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: "რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: "ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”. 7 კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ. 8 წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში. 9 სამი დღე ვერაფერს ხედავდა. არც ჭამდა, არც სვამდა. 10 იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: "ანანია!” უპასუხა: "აქ ვარ, უფალო”. 11 უთხრა უფალმა: "ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია "პირდაპირი” და იუდას სახლში, სავლედ წოდებული ტარსუსელი კაცი მოიკითხე, რადგან, აჰა, ლოცულობს იგი”. 12 იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა. 13 მიუგო ანანიამ: "უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს წმიდებს იერუსალიმში. 14 აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს მოუხმობს”. 15 მაგრამ უთხრა მას უფალმა: "წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე. 16 რადგან მე ვაჩვენებ, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო”. 17 წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: "ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”. 18 და მაშინვე, თითქოს ქერცლი გადასძვრაო მის თვალებს, თვალი აეხილა, ადგა და მოინათლა. 19(ა) საჭმელი ჭამა და მომაგრდა.

სავლეს მხოლოდ კი არ შეეშინდა, არამედ კინაღამ მოკვდა. რაც იმ დროისთვის მისთვის მნიშნელოვანი იყო: მისი რწმენა, ღირსება, სამართლიანობა, ერთგულება და თავისუფლება - ყველაფერი წამიერად დაიმსხვრა მკვდრეთით აღმდგარის გამოცხადების შემდეგ. სავლესთვის ცხადი გახდა: „მე ვარ დამნაშავე! მე - ღმერთის მტერი და ეშმაკის მონა ვარ და ჩემი განათლებისა და ღირსებისგან არანაირი სარგებელი არაა! უმადური და გახრწნილი ვარ!“ არ არსებობს იმაზე მეტი დაცემა, ვიდრე იმ ადამიანის დაცემა, რომელიც დაიმედებულია საკუთარ ღვთისმოსაობაზე, ვინაიდან დაცემასთან ერთად იმის გაცნობიერებაც მოდის, რომ ყველა ადამიანი თავისი ბუნებით უფლის მტერია.

და მაინც, იესომ არ დაღუპა ეს ეკლესიების მდევნელი, არამედ მონანიების შანსი მისცა. სავლემ ჩაიბურტყუნა: „რას მიბრძანებ უფალო, რომ გავაკეთო?“ მას შემდეგ სავლე თავისუფალი ადამიანი არასდროს ყოფილა. მან უარი თქვა თავისუფლებაზე და უფლის მონა გახდა. მან იპოვა თავისი უფალი და ყველანაირი პირობის გარეშე სამუდამოდ დაემორჩილა მას. უფალმა განკურნა ის სულიერი სიბრმავისგან და მრავალღმერთიანობის რწმენისგან. სავლემ გააცნობიერა, რომ იესო - ცოცხალი ღმერთია, ერთი, ჭეშმარიტი ღმერთი მამასთან და სულიწმიდასთან ერთად.

უფალმა მალევე გამოსცადე სავლე და უბრძანა დამასკოში წასულიყო. სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ სავლე აპირებდა ქალაქის ჭიშკრიდან ცხენზე ამხედრებული წასულიყო, როგორც ძლიერი და მოშურნე რეფორმატორი. ახლა კი მას დამასკოში შესვლა უწევს, შეშინებულ თანამგზავრებთან ერთად. ის მეგობრების სახლში დარჩა, რომლებიც თავზარდაცემულები იყვნენ, როდესაც მოისმინეს დიდებული სინათლისა და ცეცხლის შესახებ, რომელიც სავლეს უდაბნოს გზაზე შეხვდა.

სავლე არავისთან არ ლაპარაკობდა. ის განმარტოვდა ლოცვივსა და მარხვისთვის. ის ყველსგან განცალკევდა, რათა ღმერთთან მისულიყო. მხოლოდ უფლის მოჩილი უნდოდა ყოფილიყო და მასთან მშვიდობა ეპოვა. სავლემ იცოდა, რომ უფალი იესო ცოცხალია, და რომ მან ის არ უარყო. ის ლოცულობდა და პატიებას სღხოვდა და გადარჩენას უფლის რისხვისგან. ის ღრმად ჩაწვდა მკვდრეთით აღდგომის არსს და ჯვრის საიდუმლოს.

იესომ მის ყველა მონანიების ლოცვას უპასუხა. უფალმა ანანიას უბრძანა წასულიყო სავლესთან და დახმარებოდა ახალ ცხოვრებაში შესვლაში. უფალმა ეს ბრძანება ვინმე დიდებულ მსახურს ან ანგელოზს კი არ ჩააბარა, არამედ ნაკლებად ცნობილს, რომელიც ღმერთის ძალაზე იყო დაიმედებული. ამავდროულად უფალმა სავლესაც გაუცხადა, რო მასთან მოვა ვინმე ანანია და დაასხავს მას ხელს იესოს სახელით. ამ გზით სავლე მზად იყო ანანიას მოსვლისთვის და არც წინააღმდეგი ყოფილა.

ანანიას სულაც არ უხაროდა უფლის ეს დავალება. მას ეშინოდა სავლესი და მისი ძალაუფლების. ყველა მორწმუნემ იცოდა, რომ ახალგაზრდა სავლე, რომელმაც ბიბლია შესანიშნავდა იცოდა, იყო აგრესიული, ბოროტი ეშმაკი, წმიდანების მდევნელი იერუსალიმში. ანანიასთვსი წარმოუდგენელი იყო ამ დამნაშავისთვის ხელების დასხმა. როგორ შეიძლება სულიწმდია ჩასახლდეს მასში, ვინც ვერ შეიცნო ჭეშმარიტად იესო და არ მოინანია? და მაინც, უფალმა გადალახა ანანიას სურვილის არქონა და უბრალოდ უბრძანა მას: „წადი!“ როდესაც უფალი გიწოდებს რაიმეს გაკეთებას: წასვლას, ლაპარაკს, ლოცვას დ.ა.შ. - გააკეთე ეს! შეასრულე უფლის ბრძანება მალე და სრულად. შენი მეფე დიდხანს არ მოგიცის, ის შენგან დაუყოვნებლივ მორჩილებას ელოდება.

იესომ არ მოუთხრო ანანიას თუ როგორ შეხვდა სავლეს და რატომ შეიცვალა ის ასე. უბრალოდ მორჩილ მლოცველს უთხრა, თუ რა მიზნით აგზავნის სავლესთან. ის დავალებას მისცემს სავლეს და წარგზავნის მას, როგორც თავის რჩეულ მაცნეს. უფალმა ის თავისთვის ამოირჩია, მადლის ჭურჭლის მსგავსად, რომელიც სულიწმიდის ძალით იქნება აღვსილი.

მიხვდი თუ არა ამ მადლის მოქმედებას? უფალმა თავისი მტერი მოციქულად აქცია, ქრისტეს მოძულესგან მისი მოყვარული გააკეთა. მან გადაარჩინა კმაყოფილებასა და ფანატიზმში ჩაძირული, რათა მისი მეშვეობით მრავალ სულიერად ბრმა ადამიანებს აუხილოს თვალი. სულიწმიდა ჩასახლდა ამ ადამიანში, რომელიც უწინ ეშმაკეულებით იყო შეპყრობილი, ახლა კი მონანიებულია. უფალმა გაანთავისუფლა ის მიწიური ღირებულებებისგან და განამტკიცა ცოცხალ მადლსა და ქრისტეს მინდობაში. სავლემ უფლის სახელი ღრმად მიიღო თავის გულში, აღიარა ბაგეებით, გულიტა და გონებით. მისი გონება იესოს სახელით იყო ავსებული.ის თითქოს სრულიად იყო ამ სახელით აღვსილი.

იცი თუ არა, ვინ არის ნამდვილი ქრისტიანი? ისაა, ვისშიც ქრისტე ცხოვრობ სიტყვითა და საქმით და ვლინდება ტავშეკავებაში, ჭეშმარიტებაში, სიმართლესა და ძალაში. ანათებს თუ არა შენ ცხოვრებაში ქრისტე?

პავლეს მეფეების წინაშე უნდა დაემოწმებინა ქრისტე; მას, როგორც ერთ დროს ქრისტეს, მოუწია მცველების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. უფალმა ის ასევე ელინიზირებულ იუდეველბთან გაგაზავნა. პავლე შუაზე იყოფოდა წარმართებისა და თავისი ერის შიყვარულში. მისთვის მტკივნეული იყო ერთის უპატივცემულობის და მეორეების რისხვის ყურება. ვინც კითხულობს პავლეს წერილებს, მან კარგად იცის, როგორ იტანჯა იესოს სახელის გამო. ამის მიუხედავად ის არ იკვეხნიდა თავისი ტანჯვებით, ვინაიდან აცნობიერებდა, რომ არანაირ ჯილდოს არ იმსახურებდა, გარდა ერთი მადლისა.

ანანუა გაოცებული უსმენდა უფლის გამოცხადებას სავლეს მომავლის შესახებ. მას სწამდა უფლის სიტყვის და წავიდა სავლესთან. სავარაუდოდ ის გაეცნო ინფორმაციას, თუ რა მოუხდა სავლეს გზაში. უფალმა ანანიას ყოფილი მტრისგან მისი ძმა გამოიყვანა. უფლის მადლი სრულიად ცვლის ადამიანებს. ის მშვიდობას თესავს მტრებს შორის და მათ ძმებად აქცევს უფლის სიყვარულის ოჯახში.

ანანიამ იცოდა, რომ უფალი მას სავლსეთან მხოლოდ ფიზიკური თვალების ასახელად არ აგზავნიდა. იცოდა, რომ ხელდასხმის მეშვეობით სავსე სულით აივსებოდა, მიიღებდა ცოდვების პატიებას და უფალტან შერიგებას, დაყენებულ იქნებოდა მსახურებაში და გამყარდებოდა სიყვარულსა და მორჩილებაში. თავად სავლეს არ შეეძლო ამ კეთილი ნაყოფების ქმნა. ქრისტემ გადაწყვიტა მასთან უბრალო ძმა წარეგზავნა, რომელიც სულიწმიდით იყო სავსე, რათა არავის დაეკვეხნა.

გაუნათლებელი ანანია მივიდა და ხელები დაასხა რჯულის მცოდნე სავლეს. სავლემ იმ წამსვე აახილა თვალები და სულიწმიდით აივსო. ვერავინ, ექიმი ლუკას გარდა ვერ აღწერა ის თვალის ახელის წამი პავლეს ცხოვრებაში: „თითქოს რაღაცა ქერქი მოსძვრაო მის თვალებს“. იმ წუთას უფლის მძებნელი მიხვდა, რომ მარადიული მოსამართლე მისი მამაცაა. ჯვარცმული და შეურაცხყოფილი იესო - ღვთის თვინიერი კრავია. სულიწმიდა უფლის სიყვარულია, ხოლო აღმდგარი ქრისტე - მომავალი დიდიების მოლოდინი. იმ წუთას მომნანიბელ პავლეში ქრისტეს გადარჩენა აღსრულდა. მისი გული განათდა, თითქოს ღრმა და ბნელ გვირაბში აინთო ელექტრო-ნათურა.

სულიწმიდით მონათვლის შემდეგ სავლე, წყლით მოინათლა. ის ილტვოდა ქრისტეს ყველა სიტყვა შეესრულებინა. ის ამოწმებდა ეკლესიის წევრების წინაშე და მთელი სამყაროს წინაშე, რომ მიატოვო ძელი ცხოვრებაა თავის უღმერთო დოქტრინებთან ერთად და შევიდა საუკუნო სიცოცხლეში, გამყარდა რა ახალ აღთქმაში. სავლე თავის წარსულს დამარხულად თვლიდა. გამოჩნდა ახალი ადამიანი სახელად პავლე.

ამის შემდეგ ჩვენ რაღაც ძალიან გასაოცარს ვკითხულობთ: გამოხსნილმა არ დაიწყო შთამაგონებელი სიტყვებით საუბარი და არც ენებით იწყო საუბარი. მან საჭმელი მოითხოვა. სამდღიანი ლოცვა-მარხვის შემდეგ კარგად ჭამა. როგორც კი უფალს შეურიგდა, მისი მშვინვა და სხეული განახლდა სულიწმიდის ძლიერი ძალით. ის ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანად იქცა. პავლე აღარ ილტვოდა მეტად განდგომილებისკენ, არამედ ჭამდა და სვამდა და თავისი უფლისთვის ცხოვრობდა.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ წარგზავნე ანანია, რათა სავლე სულიწმდით აღგევსო მიის ხელდასხმით. მიგვიყვანე ჭეშმარით მონანიებასთან, დაე მოვიქცეთ შენკენ სრული სიწრფელით, რათა შენმა კეთილმა სულმა აღგვავსოს და რომ წმიდავყოთ შენი სახელი და შენი კეთილი თვისებები!

კითხვა:

  1. რას ვიგებთ სავლეს სულიწმიდით აღვსებიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:09 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)