Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 045 (Simon the Sorcerer and the Work of Peter and John; The Ethiopian Treasurer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

2. ჯადოქარი სიმონი და პეტრე და იოანეს საქმეები სამარიაში (საქმეები 8:9-25)


საქმეები 8:14-25
14 იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა რომ გაიგეს, სამარიამ ღმერთის სიტყვა მიიღოო, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან, 15 რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. 16 რადგან ამ დრომდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ ინათლებოდნენ უფალ იესოს სახელით. 17 დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა. 18 სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. 19 უთხრა: "მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”. 20 მაგრამ მიუგო მას პეტრემ: "შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე. 21 არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე. 22 მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და უფალს შეევედრე, იქნებ მოგიტევოს შენი გულის ზრახვა, 23 ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”. 24 თქვა სიმონმა: "შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი მომეწიოს თქვენი ნათქვამიდან”. 25 უფლის სიტყვა რომ დაამოწმეს და იქადაგეს, გამობრუნდნენ იერუსალიმს და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.

როდესაც იერუსალიმის ეკლესიის წევრებმა მოისმინეს, რომ სამარიამ მიიღო ღმერთის სიტყვა, ძალიან გაიხარეს. მოინათლნენ არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, არამედ უამრავი ადამიანი იმ რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან. ამ სახით უფლის სამეფო გვარცელდა მთელ სამარიაში, სადაც რელიგია ძირითადად შედგებოდა სხვადასხვა რელიგიების ნაზავისგან.

მოციქულები, რომელთაც გონივრული განსჯის სული ჰქონდათ, ამბობდნენ: „მოდი გამოვცადოთ მთელი ეს ხალხი და გავიგოთ, რა სულისანი არიან ისინი?“ ჩვენ უკვე ვიხილეთ. თუ როგორ არ მისცეს სამარიელებმა იესოს მათი ქვეყნის გავლით წასვლის საშუალება. მაშინ კი იოანე და სხვა მოწაფეები გაბრაზდნენ და სთხოვეს უფალს ცეცხლი წარმოეგზავნა ზეციდან და ეს დაუმორჩილებელი მაცხოვრებელნი გაენადგურებინა. მაგრამ იესომ მათ გულებს მიმართა: „ნუთუ არ იცით რა სულისანი ხართ?“ აი ახლა კი პეტრე და იოანე მოვიდნენ ამ მიწაზე, რათა გამხდარიყვნენ გამოღვიძების მოწმეები. ასევე, უნდოდათ თავიანთი მსახურებით მორწმუნეებში სიხარული აღესრულებინათ.

როდესაც ეს ორი მოციქული სამარიაში ჩავიდა, მალევე შეამჩნიეს, რომ აშკარა ენთუზიაზმის და ადამიანების რწმენის გარდა, მათ არ ჰყოფნიდათ ყველაზე მთავარი - შინაგანი ცვლილება, ეშმაკეულებისგან განთავისუფლება და სულიწმიდით აღვსება. ხალხს სწამდა იესო, მაგრამ ამის და წყლით ნათლობის მიუხედავად, არ იყვნენ სულიწმიდით მონათლულები.

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი ქრისტიანის რწმენა - მხოლოდ გონებრივი დაჯერებულობაა. მათი რწმენა მდგომარეობს მათ ნათლობაში, მონაწილეობენ რა წმიდა საიდუმლობებში და უნდათ უფლის სასწაულების ხილვა და მისი ხელმძღვანელობა. თუმცა სინამდვილეშ გადარჩენა არ მიუღიათ. ჯერ კიდევ მათი გული ბოროტი სულების ბორკილებითაა შემოჭილი და ეს სულები მყარდებიან აზრებით, რომლებიც ძველი ნასწავლიდან მოყვებათ. ცოდვა მეფობს მათ სხეულებში და ღვთის სიტყვა არ ვლინდება მათში სიყვარულით, მორჩილებით, მსხვერპლიანობითა და საკუთარი თავის უარყოფით.

ჩვენ, როგორც ეკლესიამ და ასევე ინდივიდებმა უნდა განვიცადოთ სახარების შუქი: სინამდვილეში შედგება თუ არა ჩვენი შესაკრებელი ადამიანებისგან, რომლებსაც - ცალ-ცალკე - სწამთ ქრისტიანული სწავლება? სინამდვილეა, რომ წმიდები ვართ, სავსენი სიყვარულის სულით, საკუთარი თავისთვის მკვდრები და ღმერთისთვის ცოცხლები ? ნუ ფიქრობ, რომ ქრისტეზე ცოდნა, რწმენის შესახებ შემეცნება და ეკლესიური ტრადიციების დაცვა გადაგარჩენს. ღმერთის სულისგან მომდინარე სიცოცხლის სულის გარეშე, შენ სულიერად მკვდარი ხარ, ყველა შენი სულიერი აზრებისა და ბრმა ფანატიკოსობის მიუხედავად. სინამდვილეში მიიღე თუ არა სულიწმიდის ნიჭი? ქრისტემ ჯვარზე ცოდვები გვაპატია, რათა მამაში საუკუნო სიცოცხლე მოგვეპოვებინა, და რომ ჩვენ მოკვდავ სხეულებში მისი სიცოცხლე შემოსულიყო, მოსაწონი და სამართლიანი. ნუ ტრაბახობ შენი წარმოსახვითი სამართლიანობით და ნუ იქადი რელიგიური ფანტაზიებით, დამშიდდი და მობრუნდი! დაჟნებით სთხოვე ქრისტეს სულიწმიდით აღგავსოს, რათა დაინახო შენი გახრწნილება და უარყო შენი ცოდვილი „მე’. მაშნ ქრისტე ახალ ქმნილებად გაქცევს და აღგავსებს საუკუნო სიცოცხლით.

ძვირფასო ძმაო, ერიდე, რომ არ გახდე ისეთივე, როგორიც ის ჯადოქარი სიმონი, რომელიც ეკლესიაში ეშმაკის სულის მსგავსი იყო. ის ხედავდა, რომ მოციქულებისგან ძალა მოდიოდა და მასაც ის უნდოდა. უნდოდა, რომ მოციქულებს ეს ძალა მისთვის გადმოეცათ და რომ შემდგომ მასაც შესძლებოდა მისი სხვისთვის გადაცემა. მაშნ ფილიპეზე ძლიერი გახდებოდა და ხალხი ფილიპესგან მასთან წამოვიდოდა, ძველ ჯადოქართან.

ჩვენ ვხედავთ, რომ ადამაინები, ნათლობის და თვალთმაქცური მონანიების მიუხედავად, კვლავ ამაყ ეშმაკად რჩება, რომელიც ესწრაფის ძალაუფლებასა და ქედმაღლობას. ის თავის გულში ღრმად, უნდა განთავისუფლდეს ცოდვებისგან უფლის სიტყვის მახვილით. ჩვენი გადარჩენა ნიშნავს ზედამხედველებისგან და ბოროტი მმართველებისგან განთავისუფლებას. ეს მხოლოდ რელიგიური გრძნობა ან გონებით ცაწვდომა არაა.

სიმონის ეშმაკური ხასიათი მალევე გამოვლინდა მის ფულთან დამოკიდებულებაშ. ის ფიქრობდა, რომ შესაძლებლობა და ხელდასხმის ძალას ფულით იყიდიდა. მას არ ესმოდა ქრისტიანული სწავლების არსი, ქრისტეს ჯვარზე გაკვრის უსასყიდლო მსხვერპლის. ღმერთის მადლის ფულით შეძენა შეუძლებელია, არც კეთილი საქმეებითა და სხვა-დასხვა მსხვერპლებითაა ეს შესაძლებელი. ჩვენი ღმერთი ასეთ გარიგებაზე არ მოდის, ვინაიდან ის - გულმოწყალე მამა, რომელიც მზადაა გასცეს თავისუფლად და უხვად. ვინც შეეცდება, რომ უზენაესისგან ვაჭარი გამოიყვანოს, ის ჯოჯოხეთშ მოხვდება - ჭეშმარიტად უკუნით სიბნელეში!

პეტრემ ამ ფარისეველს მაშნვე უთხრა: „დაიღუპები შენ ფულთან ერთად! სავსე ხარ ეგოიზმით, ძალაუფლების წყურვილით, სიყალბითა და სიცრუით. არ ხარ უფლის სულისგან შობილი, არამედ ეშაკის ძე ხაე. მონათლული ხარ და აღიარებ ქრისტეს რწმენას, მაგრამ ზეციურ სამეფოსთან წილი არ გაქვს. შენი გზები არასწორია, როგორც უწინ. ამიტომაც ხარ ცბიერი, გარყვნილი და გაფუჭებული. ადამიანურას მსჯელობ და არა, როგორც სულიწმიდისგან შთადონებული. საცოდავი სიმონი, ფიქრობ რომ ყველაფრის ფულით შეძენა შესაძლებელია. ცდილობ სულიწმიდის მადლი ფულით იყიდო. განისვენე შენს სიამაყესა და სურვილებში! არადა შეგიძლია უარყო ბოროტება და შენი ცხოვრების კურსი შეცვალო! მოინანიე შენი ცოდვები უფლის წინაშე ცრემლებით, სთხოვე გაპატიოს და ბოროტების ბორკილებისგან გაგანთვისუფლოს. შენ ახლა, შენი გული მომკავდინებელი მუქარისთვის გაქვს ღია. მალევე უნდა უარყო ის და უფალს პატიება სთხოვო! გაპატიებს, მაგრამ ამის წინაპირობაა, რომ თავად გაექცევი შენ ცოდვებს. მაშინ უსაფრთხოდ იქნები და მიიღებ პატიებას, რომელიც მომნანიებელთ საჩუქრად აქვთ“.

ასევე შენ, ძვირფასო ძმაო და დაო, თუ არ მოინანიებ და მობრუნდები, ეკლესიისთვის საფრთხე იქნები და შეიძლება შენი მერყეობით სხვები დააბრკოლო. არასწორი გზის მაჩვენება კარები იქნები, რომელიც ჯოჯოხეთში მიდის და არა ზეცაში. შენი სიტყვები ადამიანებს კი არ გადაარჩენს, არამედ აცდუნებ.

სამწუხაროდ, ჯადოქარმა სიმონმა არ მოინანია წრფელად. არ დაცემულა მოციქულების ფერხთით და არ უღიარებია მათ წინაშე ცოდვები. უბრალოდ შეეშინდა პეტრეს საზარელი სიტყვების. სულიწმიდამ ჯადოქარი მალევე კი არ მოაკვდინა, ანანიას და საფირას მსგავსად იერუსალიმში. სიმონი არ იყო ზეციდან შობილი და სულიწმიდა არ მიუღია. ამიტომაც ჰქონდა მონანიების შესაძლებლობა.

ვიცით ეკლესიის ისტორიიდან, რომ ამ ჯადოქარმა კი არ მოინანია, არამედ ერესი გაავრცელა, გამოაცხადა რა საკუთარი თავი ღმერთად და გასაქანი მისცა მრავალგვარ გარყვნილებასა და პროსტიტუციას. იქ სადაც ეშმაკის სული ვლინდება რელიგიური ეგოიზმით, მალევე ჩნდება გადახვევები, რომლებიც სექსს და ფულს უკავშირდება. ამიტომაც, ძვირფასო ძმაო, იყავი ძალიან ყურადღებიანი! ერიდება რელიგიურ მოძრაობებს, რომლებიც ენთუზიაზმით იმართება! მოინანიე და ქრისტეთი დაკმაყოფილდი. სულიწმიდის შეუპოვრობა ამოირჩიე და იცხოვრე მისი ძალით აღორძინებულმა!

მოციქულებმა გაარკვიეს, რომ მრავალმა სამარიელმა მოინანია და მიიღეს სულიწმიდა. მოციქულებია არ ქადაგებდნენ ემოციურად და ზედაპირულად, არამედ ასწავლიდნენ გულის განწმედის შესახებ. ისინი აქცენტს ცრუ ზეციდან შობაზე აკეთებდნენ, ვინაიდან ვერავინ შევა ცათა სამეფოში თუ მაღლიდა არ იშვება.

ძვირფასო ძმაო, უმორჩილესად გთხოვთ სულიწმიდას წარუდგინო შენი თავი. სთხოვე განაჩენი გამოუტანოს შენ ცოდვებს, გაიმარჯვოს მათზე და მოაკვდინოს ისინი. სთხოვე, რომ კრავის სისხლის რწმენით გაგწმიდოს და აგავსოს თავისი სულით! ნუ დგახარ შუა გზაზე, რათა სხვებს ზიანი არ მიაყენო!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, არ დამღუპო, არამედ იესო ქრისტეს სისხლით გამწმიდე ცოდვებისგან! დაე სულიწმიდამ დაამსხვრიოს ყოველი სიყალბე, უწმიდურება, სიცრუე და ფარისევლობა ჩემში, რათა განვთავისუფლდე ჩემი ეგოიზმისგან და ზეციდან ვიშვა ქრისტეში, ჩემი რწმენის წინამძღოლში და რწმენის მოთავეში!


3. ეთიოპიელი საჭურისის მოქცევა და ნათლობა (საქმეები 8:26-40)


საქმეები 8:26-40
26 უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: "ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება”. 27 ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში; 28 უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა. 29 მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: "მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”. 30 ფილიპემ მიირბინა და მოისმინა, რომ წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა და ჰკითხა: "თუ გესმის, რას კითხულობ?” 31 მიუგო მან: "როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?” და სთხოვა ფილიპეს ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. 32 წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: "დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე. 33 დამცირებაში წაერთვა სამართალი, მაგრამ ვინ განუმარტავს მის თაობას, რომ მოკვეთილ იქნა დედამიწიდან სიცოცხლე მისი. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი”. 34 ჰკითხა საჭურისმა ფილიპეს: "გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე თუ სხვა ვინმეზე?” 35 გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა. 36 განაგრძეს გზა და წყალს მიადგნენ. უთხრა საჭურისმა: "აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?” 37 ფილიპემ მიუგო: "თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: "მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”. 38 უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ფილიპე და საჭურისი ერთად ჩავიდნენ წყალში, და მონათლა იგი. 39 როგორც კი წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე, ისე რომ, ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა და გახარებულმა გააგრძელა გზა. 40 ფილიპე კი აშდოდში აღმოჩნდა, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

ცოცხალი ქრისტეს ანგელოზმა დიაკვან ფილიპეს უბრძანა მიეტოვებინა აყვავებული მსახურება და წასულიყო სამხრეთით, გზაზე, რომელიც უდაბნოს გავლით იყო, სადაც არც ადამიანები და არც ცხოველები არ იყვნენ. მქადაგებლის გულს შეეძლო არ მიეღო ეს მოწოდება, მაგრამ მან უარყო საკუთარი თავი, ადგა და მორჩილად შეასრულა უფლის ბრძანება. თავისი მორჩილებით მან ქრისტეს განადიდა და ხელი შეუწყო სახარების გავრცელებას მთელ ქვეყანაში.

მდიდარი ადამიანი, რომელსაც საჭურისის წოდება ჰქონდა კანდაკის ეზოში, რომელიც ეთიოპელი დედოფალი აკსუმასი იყო, ბრუნდებოდა სამშობლოში, იერუსალიმში ყოფნის შემდგომ. შესაძლოა, მან მოისმინა იუდეველი მისიონერებისგან, რომლებიც კუნძულზე იყვნენ ნილოსის შუაგულში, რჯულის და იმის შესახებ,რომ ღმერთი ერთია. ღმერთს ყველა ადამიანი ეძებს, მაგრამ მხოლოდ ღვთისმოსავები ეძებენ მას ყველა კულტურასა და რელიგიაში და სწადიათ მასთან პირადი შეხვედრა.

დიდებულმა საჭურისმა და ეთიოპიელი დედოფლის მცველმა, მოინახულა წმიდა მიწა, რათა მიეღო უფლის კურთხევა საკუთარი თავისა და მთელი ქვეყნისთვის. მან თაყვანისცა უფალს იერუსალიმში, მაგრამ მის გულში კვლავ სიცარიელე იყო. საჭურისებს ეკრძალებოდათ ტაძრის ეზოში შესვლა თაყვანისცემისთვის. ამიტომაც რომელიღაცა მწიგნობრისგან ძალიან ძვირად იყიდა ესაიას წიგნის გრაგნილი, ისეთი როგორიც ცოტახნისწინ იპოვეს ქუმანის გამოქვაბულებში. ჩვენ არ ვიცით ეს საჭურისი კითხულობდა თუ არა ივრითულად, თუ მისი ნაყიდი გრაგნილი ბერძნულ ენაზე იყო. მთავარი ისაა, რომ მას შეეძლო წაკითხვა და გაგება. მას უნდოდა საკუთარი სულის ძველი აღთქმით ავსება, რათა სახლში ახალი აზრებით, ახალი ძალებითა და განახლებული გონებით წასულიყო.მას ხელთ დიდებული საგანძური ჰქონდა.

როდესაც ის ქრისტეზე წინასწარმეტყველებას შეუდგა, სადაც ქრისტე ნახსენებია თვინიერი ღვთის კრავის სახელით, სულიწმიდამ მასთან ფილიპე მიიყვანა, მან კი ფეხი აიდგა ამ წარმართთან, რომელიც ღმერთს ეძებდა. მან საჭურისს ბრძნული კითხვა დაუსვა, რომელმა კითხვამაც ბევრს ღმერთის ძიებისკენ უბიძგა: „იგებ თუ არა იმას, რასაც კითხულობ?“ მადლობა ღმერთს, რომ საჭურისი არ იყო ამაყი ადამიანი! მას არ უთქვამს: „შესანიშნავად ვიცი წერილების არსი და ყველაფერი მესმის“, არამედ თავმდაბლურად აღიარა საკუთარი სისუსტე. ამ თავმდაბლობით მან უფლის სიბრძნე შეიძინა. ვაი მას, ვინც თვლის, რომ ყველაფერი იცის და შეუძლია. ასეთი ადამიანი გული და გონება დაკეტილი რჩება სახარებისთვის.

ხანგრძლივი საუბარი გაიმართა, და ფილიპემ თავის თანამოსაუბრეს დაანახა, რომ იესო ღვთის კრავია, რომელმაც თავმდაბლურად და თვინიერად იტვირთა კაცობრიობის ცოდვები. მან უფლის რისხვა აიტანა, როდესაც ჯვარზე იყო სხვა ადამიანების ცოდვების გამო, მათ შორის საჭურისის და მთელი ერის ცოდვების გამოც. ჯვარცმულის რწმენა გაძლევს საშუალებას გააცნობიერო წარსულში ჩადენილი შენი დანაშაულებები, და ასევე ხსნის მორწმუნის გულს ღვთიური ცხოვრებისთვის აწმყოსა და მომავალში. პილიპეს თავისი საუბრით, საჭურისი ღვთის კრავის გზით და განუმეორებელი გოლოგოთის ჯვრით მიჰყავდა.

სულიწმიდა კი ამოწმებდა ამ გულითად და ცოცხალ საუბარს, ვინაიდან ღვთის მაძიებელმა საჭურისმა გაიგო ყოველივე და ირწმუნა. მან გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება ქრისტესთვის მიეცა და მიეღო უფალი, როგორც მხსნელი. როდესაც მათ ამ უდაბური ადგილების წყლებს ჩაუარეს, საჭურისმა ფილიპეს სთხოვა მოენათლა ის.

ალბათ ფილიპე არ ჩქარობდა მის მონათვლას, სამარიაში მომხდარი გამოცდილებიდან. მან ძირითადი პირობები წაუყენა საჭურისს ნათლობისთვის: „თუ მთელი გულით გწამს, შეგიძლია მოინათლო. მაგრამ მთელი გულით უნდა ირწმუნო, და არა გონებით, ნებით ან გრძნობებით“. შენ კი, გახსენი თუ არა ძირფასო შენი გული ქრისტესთვის? მიიღე თუ არა ის, როგორც ცხოვრებისთვის ერთადერთი პირობა? ღმერთის სული არ არის იმ გულში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ მოიქცა ქრისტესკენ, ხოლო ნაწილობრივ წუთისოფლისკენაა. მთლიანად ამოირჩიე იესო და ის საუკუნოდ მიგიღებს!

საჭურისმა მიიღო გადაწყვეტილება და მტკიცედ სთხოვა ფილიპეს ნათლობა. მან ჩააბარა გამოცდა და მოკლედ აღიარა საკუთარი რწმენა: „მე მწამს, რომ იესო ქრისტე - ღვთის ძეა“. ამ სიტყვებით მან დაამტკიცა, რომ სწორად ესმოდა სამება და გაითავისა ქრისტეს ხსნა. მან ირწმუნა, რომ ღმერთი მამაა, და საუკუნო სიცოცხლის მონაწილე გახდა. ეს აღიარება ფუჭი დოქტრინა არ არის - ის მთელ მსოფლიოში ყველა ატომრ ბომბზე უფრო ძლიერია. ძვირფასო ძმაო, ჩაწვდი ამ მოწმობის ღრმა აზრს, და შენც უფლის შილი გახდები. საუკუნო ღმერთი ჩვენი მამა გახდა, თავისი ძის იესოს მეშეობით.

იმის შემდეგ, რაც ფილიპემ მონათლა ეს მონანიებული ცოდვილი, სულიწმიდამ იმწამსვე გამოარიდა ის ახალმოქცეულ საჭურისს. დიდებული არ უნდა ყოფილიყო მქადაგებელზე დამოკიდებული, ის მხოლოდ იესოს უნდა ჩასჭიდებოდა მტკიცედ. ამ საჭურისის მდგომარეობა სავსებით განსხვავდებოდა ჯადოქარი სიმონის მდგომარეობისგან, რომელიც რაც შეიძლება ახლოს იყო ფილიპესთან, მაგრამ არ იყო ახლოს ქრისტესთან. ახალმოქცეული საჭურისი დაბრუნდა სამშობლოში ლოცვებით, ქება-დიდებითა და თაყვანისცემით. ის არ შეხვედრია უფალს იერუსალიმში, მაგრამ შეხვდა მას უდაბნოში. იქ ის სრულიად ქრისტეს მმართველობაში შევიდა. უფალმა ღმერთმა არ უარყო ეთიოპიელი საჭურისი, არამედ მიიღო ის და მისცა მას ყველაფერი, რაც სჭირდებოდა.უდაბნოდან, უფლის სულმა ფილიპე პალესრინის ახლომდებარე ქალაქებში წაიყვანა, სადაც მან სამხრეთიდან კარმელიუს მთამდე იარა ჩრდილოეთით, ქადაგებდა რა ყველგან იესოს სახელს და თავის უფალს გზას უმზადებდა.

ლოცვა: უფალო წმიდაო, მადლობას გიხდით შენი მონა ფილიპესთვის, რომელმაც ისმინა შენი ბრძანება და უქადაგა სახარებას ეთიოპიელ საჭურისს შენი სულიწმიდის ძალით და გადაიყვანა ის მკვდარი ცხოვრებიდან შენი ჯვარცმული ძის საუკუნო სიცოცხლეში! გვატარე შენი სულიწმიდით, რათ ვპოულობდეთ ყველას, ვინც გეძებს! წარმოსახე მათ თვალწინ შენი ძე, რომელიც ჯვარცმულ იქნა მათი ყველა საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, რათა საუკუნოდ იცხოვრონ შენში!

კითხვა:

  1. რომელი კეთილი უწყება მოუყვა ფილიპემ ეთიოპიელ საჭირისს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:08 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)