Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 046 (Christ’s Appearance to Saul)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

4. ქრისტე ევლინება სავლეს დამასკოს გზაზე (საქმეები 9:1-5)


საქმეები 9:1-5
1 სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა. 2 ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში. 3 გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან. 4 მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: "სავლე, სავლე, რად მდევნი მე?” 5 ჰკითხა: "ვინა ხარ, უფალო?” მან მიუგო: "მე ვარ იესო, შენ რომ სდევნი. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა”.

სავსემ კანონი ისწავლა იერუსალიმში ძველი აღთქმის მასწავლებლის გამალიელის ფეხებთან მჯდომმა. მას სწამდა, რომ ღმერთი ერთია, და თავის რწმენაში სრულ ენთუზიაზმს ავლენდა. ის მოშურნედ სცდილობდა დაეცვა საკუთარი რწმენა ღმერთის ერთობისა და ასევე უნდოდა კრჯულის დაცვას თავის ერში. ვინც უარყოფდა მამების რწმენას და აღარ სურდა მისი მორჩილება, პავლე აძალებდა მორჩილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კლავდა. სტეფანეს ქადაგებამ უზენაესი საბჭოს წინაშე და იმ განაცხადმა, რომ ის ქრისტეს ხედავს, სავლე გააცოფა. ამიტომაც გადაწყვიტა ეწამებინა მორწმუნეები ამ სწავლებაში, აიძლებდა რა უარი ეთქვათ ქრისტეზე. იუდეველთა უზენაესი საბჭო კმაყოფილი იყო სავლეს ამ მოქმედებებითა და სითამამით; როდესაც სავლემ მიმართა მათ თხოვნით, რომ მეთვალყურეობა გაეწია ქრისტეს მიმდევრებისთვის დამასკოში, მათ ის უზრუნველყვეს ყოველგვარი რესურსებითა და წერილებით. სავლეს ამ იუდევლური საზოგადოების რეფორმირება უნდოდა, გაენადგურებინა რა ქრისტეს ერესი და განემტკიცებინა მამების რწმენა.

ამაყი სავლე მიდოდა ცხენზე ამხედრებული უდაბნოს გზით სირიის დედაქალაქში, რათა გაენადგურებინა ისინი, ვისშიც ქრისტეს სული იყო. დამასკოშ ახალი რწმენა ვაჭარმა დევნილებმა და მოგზაურებმა მიიტანეს, და არა მოციქულებმა ან დიაკვნებმა. მორწმუნეებმა იცოდნენ თავიანთი საშიში მტრის განზრახვების შესახებ და არ წყვეტდნენ მათზე ლოცვას.

სავლე უკვე ხედავდა ქალაქის ციხე-სიმაგრეებს და აპირებდა ქალაქში შესვლას. მაგრამ ამ დროს უფლის დიდებამ იბრწყინა მის გარშემო, ადამიანის, რომელიც ფიქრობდა, რომ ღმერთს ემსახურება, თუმცაღა სინამდვილეშ ეშმაკის მსახური იყო. სავლე ცხენიდან გადმოვარდა. ამის შემდეგ არც ერტხელ არ წაგვიკიტხავს, რომ სავლე ცხენზე შემჯდარიყო. იმ დროიდან ის თავმდაბლურად დადიოდა ფეხით.

იმ წუთას ახალგაზრდა კაცმა მოისმინა ხმა, რომელმაც ის შეძრა და მისი გონება შებოჭა: „სავლე, სავლე, რატო მდევნი მე?“ მან იცოდა მისი სახელი, ხასიათი, წარსული ცხოვრება და სამომავლო გეგმები. ღმერთმა ამხილა ის, გადაშალა მის წინ მთელი მისი ცხოვრება ყველა ცოდვასთან ერთად. და ის იდგა მარადიული მოსამართლის წინ,რომელმაც ყველაფერი იცოდა მის შესახებ.

სავლე აკანკალდა, როდესაც ხმამ უთხრა მას: „შენ მე მდევნი“. იესოს არ უთქვამს: „შენ დევნი ეკლესიას“, არამედ უთხრა: „შენ თავად მდევნი მე“, ვინაიდან ქრისტე და ეკლესია ეს სრული ერთობაა. უფალი თავია, ჩვენ კი - მისი სულიერი სხეულის წევრები. რაც მოსდის მის უმცირეს მიმდევარს, მოსდის მასაც. უფალი იტანჯება ეკლესიასთან ერთად ყველა უსამართლობისას, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება ჩადენილი. ამ მოკლე ფრაზაში იესომ თავისი ეკლესიის და თავისი საბოლოო ჩანაფიქრის დიდი საიდუმლო გახსნა. ის დაკავშირებულია თავის მიმდევრებთან ღვთიური სიყვარულით, სულიწმიდის შუამდგომლობით.

იესომ არ უთხრა თავზარდაცემულ სავლეს: „შენ მე მდევნი“, არამედ ჰკითხა: „რატომ მდევნი?“ ღმერთს სტკივა და მისთვის რთულია იმის დანახვა, როდესაც ადამიანებს არ ესმით სულიწმიდის ჭეშმარიტება. არავის აქვს მიზეზი, რომ უარი თქვას იესოს დამორჩილებაზე. მთავარი დანაშაული ყველა ადამიანის ისაა, რომ ისინი ვერ ღებულობენ შემოქმედის უდიდეს სივარულს, რომელიც ქრისტეში გამოჩნდა. ყველაზე დიდი ცოდვა - იმის არ დაჯერებაა, რომ ჯვარცმულის მეშვეობით ჩვენ ცოდვები გვეპატია. ეს მხსნელის განზრახვების აბსოლუტური წინააღმდეგობაა, ღმერთის, რომელიც განსჯის ნებისმიერ დაუმორჩილებელ ადამიანს, მიმართავს რა მას ასეთი სიტყებით: „რატომ მდევნი და ეწინააღმდეგები წმიდა სამების სიყვარულს?“

სავლე გრძნობდა, რომ დიდების უფალს მისი დაღუპვა არ ეჩქარებოდა, თუმც მისი მტერი იყო და კლავდა მის მიმდევრებს. მან ამ ხმაში სიყვარული იგრძნო და არა შურისხძიებაა, მადლი და არა სასამართლო. სავლე ვერ დაიქადნიდა უფლის წინაშე კეთილი საქმეებით, მხოლოდ მკვლელობა და სხვისი ცხოვრების კონტროლი იყო მისი ცხოვრება. მას მხოლოდ ერთი არჩევანი რჩებოდა: თავისუფლად მიეღო დაუმსახურებელი უფლის მადლი, არადა სიკვდილს და ჯოჯოხეთს იმსახურებდა. სავლემ აღელვებულმა წარმოსთქვა: „ვინ ხარ უფალო?“ მას არ უწოდებია მისთვის „უფროსი“ ან „დიდებული ანგელოზი“, არამედ მიმართა მას „უფალო“, რადგან იცოდა, რომ უფალი ელაპარაკებოდა. სავლეს სიტყვები არის მოწიწების, მოშიშებისა და უძლურების ლოცვის მაგალითი უფლის სახელის გამოცხადებაზე. მას სურდა სცოდნოდა, ვინ მოევლინა მას და ესაუბრებოდა ამ დიდებულ შუქში. მომაკვდავი სასამართლოს შუაში, სავლემ იგრძნო უსაზრვრო მადლი და ამიტომაც გაბედა დალაპარაკებოდა უფალს.

უფალმა უპასუხა თავის მტერს. მან არ დასაჯა ის, არამედ უპასუხა მის ლოცვას და აკურთხა იგი. სიტყვები, რომლებიც ქრისტემ პავლეს უთხრა, ნიშნავდა, რომ უფალმა შეიწყალა ბოროტმოქმედი. მან მადლით განუცხადა თავისი ნება პავლეს, და გასაგებ ენაზე განუმარტა. ამ სიტყვებმა პავლე განწმიდეს და გაამართლეს და მისი მომავალი ცხოვრების საფუძვლად და მსახურებად იქცა.

იესომ თავისი ბუნება სავლეს უნიკალური ფრაზით დაანახა „ მე ვარ“. „საცოდავი სავლე, შენ არაობა ხარ, ეშმაკეული და არეული ადამიანი. მე ხომ ცოცხალი ვარ. აღვდექი მკვდრეთით. მე - იესო ვარ და არა გამოგონილი მოჩვენება. არ ვარ სამარხში, ვინაიდან მე - დიდების უფალი ვარ და ვდგავარ შენ წინ და ვიცი ყველა შენი კეთილი განაზრახი. შენი გონება მოცულია რელიგიური სიძულვილით. შენ ვერ შემიცნობ მე შენი საძაგელი ფანატიკოსობის გამო. მდევნი მე, რომელმაც გავიმარჯვე სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე და ფიქრობ, რომ ღმერთს ემსახურები“. და დღეს ეს საზარელი ჭეშმარიტება ძალაში რჩება: ყველა იესო ქრისტეს მდევნელი სინამვილეში ეშმაკს სცემენ თაყვანს, ვინაიდან ცოცხალი ქრისტე მამის ტახტის მარჯვნივ ზის. მას აქვს მიცემული მთელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე.

უპირობოა, რომ ქრისტეს მოვლენამ და კუდაბზიკა პავლესთან საუბარმა მისი დამაჯერებლობა და ფარისევლური სამართლიანობა დაამსხვრია. უფალმა განუცხადა, რომ ის ვინც ჯვარცმულ იქნა, ახლაც ცოცხალია და სამყაროს ცენტრში იმყოფება. ის არ ღუპავს საკუთარ მტრებს, არამედ მადლს მადლზე აძლევს. ის ერთია ეკლესიასთან, რომელიც სულიწმიდითაა სავსე. ჩვენი ახალი აღთქმის რწმენა ისევ დგას იმ სამ ძირითად ჭეშმარიტების ბოძზე, რომელბიც წამში იქნა განმარტებული პავლესთვის: 1)ქრისტეს აღდგომა; 2)მისი მადლი საჩუქარია, ჯვრის მეშვეობით; 3) მისი ცოცხალი ეკლესია, რომელიც სულიწმიდითაა სავსე. ზვირფასო ძმაო, ძვირფასო დაო, აშენებ თუ არა შენ ცხოვრებას ამ ჭეშმარიტების სამ ბოძზე, თუ ეწინააღმდეგები სულს და ქრისტეს სიმართლეს? თუ ეწინააღმდეგები, მაშინ უფალი შენც შემდეგნაირი სიტყვებით მოგმართავს: „ნუთი არ გიჭირს უფლის წვეტის საწინააღმდეგოდ სიარული? ბევრი ტანჯვა მოგიწევს სიცოცხლისა და წეშმარიტების უარყოფის გამო!“

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ, ჩვენო დიდებულო. მოწყალე უფალო, ვინაიდან არ დაღუპე პავლე, არამედ წყალობა უყავი მას. ცოცხალი ხარ და ახლაც ჩვენ შორის ხა. გთხოვთ, ყველას გაეხსენი და გამოეცხადე, ვინც გეძებს და ყველა რწმენის მოშურნე გადაარჩინე, რომლებიც დევნიან შენ ეკლესიებს, ხშირად კი ეს კეთილი განზრახვით ხდება ისე, რომ საკუთარ დანაშაულს ვერც აცნობიერებენ! აღვამაღლებთ შენ სახელს, ვინაიდან ერთი ხარ შენ საყვარელ ეკლესიასთან ერთად!

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა პავლესთვის ქრისტეს მოვლენა თავისი დიდებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:08 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)