Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 044 (Simon the Sorcerer and the Work of Peter and John)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

2. ჯადოქარი სიმონი და პეტრე და იოანეს საქმეები სამარიაში (საქმეები 8:9-25)


საქმეები 8:9-13
9 იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრე ჯადოქრობდა და აოცებდა სამარიელ ხალხს; თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. 10 ყველა, დიდიან-პატარიანად, ყურს უგდებდა მას და ამბობდა: "ეს ის ღვთიური ძალაა, დიადად რომ იწოდება”. 11 ყურს კი იმიტომ უგდებდნენ, რომ დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით. 12 ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც. 13 სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, უკვირდა.

იმ დროს ნაბლუსის მიდამოები სიცრუის სულებით იყო მოცული. სამარიელები მოშორდნენ კანონის სინამდვილეს და რელიგიას უწყეს თაყვანისცემა, რომლეიც მრავალი რელიგიის ნაზავს წარმოადგენდა. ისინი მრავალი ბოროტი სულით იყვნენ შეპყრობილები. მათი სახლებიც ამ სულებით იყო სავსე, რომლებიც ასევე მათ გონებაზე ახდენდა ზეგავლენას. ეს ეშმაკეულები განსაკუთრებულად მართავდნენ სამარიას. ერთ-ერთი ბოროტი სული მართავდა ცნობილ ჯადოქარ სიმონს და მის მიმდევრებს. როდესაც მოვიდა სახარების კეთილი უწყება, მრავალი განთავისუფლდა ბნელეთის ჯაჭვებისგან. ვინაიდან ქრისტეს სიტყვა ანთავისუფლებს პატიმრებს. ზეციური სინათლე დევნის ეშმაკურ სიბნელეს. ქრისტე - დღესაც გამარჯვებულია!

ჯადოქარი, რომელიც თავისი ძალით იპყრობდა მრავალ ადამიანს, აცხადებდა, რომ ის - ვინმე დიდებულია. მისი მიმდევრები მას დიდებული ღმერთის ძალას უწოდებდნენ. აქაც ვხედავთ, რომ ეშმაკის სულის არსი - სიამაყე, ქედმაღლობა და ძალაუფლებაა. ქრისტე კი გულით თვინიერი და თავმდაბალია. მან მისცა თავისი დიდება და პატივი მამას, მიიღო დამნაშავის სახე და ჩვენ ნაცვლად მოკვდა.

როდესაც ფილიპე ამ ქალაქში შევიდა ძალაუფლებით, როგორც თავმდაბალი მოციქული, მაშნ სახარების შუქმა იბრწყინა იქ. მრავალი ადამიანი განათლდა, და ჯადოქარი სიმონის ყოფილი მიმდევრები ახლა ფილიპესთან გამორბოდნენ და მისი სიტყვების სჯეროდათ. მათ შორის მასობრივი მონანიება არ ხდებოდა და მათ ცოდვების პატიება კი არ აინტერესებდათ ყველაზე მეტად, არამედ ქრისტეს სახელით მოხდენილი სასწაულები. მათ უნდოდათ უფლის ძალისა და დაცვის გამოყენება. იმისდამიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ხალხი ინათლებოდა, მათი რწმენა არ იყო ღრმა მტკიცებულება და დამაჯერებლობა, არამედ უბრალო აღფრთოვანება ფილიპეს საქმეებისა და სიტყვების მიმართ.

ასეთი დაჯერებულობა არ ნიშნავს სულიერ ჭეშმარიტ რწმენას. ფილიპესთან, რომელიც ძალით იყო დაჯილდოვებული მრავალი ხალხი მოდიოდა, მაგრამ ყველა არ ღებულობდა ქრისტეს. მათმა ზედაპირულმა დაინტერესებამ ჯადოქარ სიმონზეც იმოქმედა - მანაც იგრძნო ფილიპეში დიდებული ღვთიური ძალა. აშკარაა, ის დაემორჩილა ქრისტეს წარმოგზავნის და მოინათლა, ფილიპესთან ერთ აზრზე ყოფნის ნიშნად. მაგრამ მისი გული ცივი იყო, ვინაიდან მას ჯერ კიდეც მდაბიო სული ავსებდა. ის ხელოვნურად თამაშობდა ფარისევლის როლს და ფილიპესთან ახლოს იყო, არა იესოსთან. ის აკვვიდრებოდა ფილიპეს, ცდილობდა რა გაეგო მისი ძალის საიდუმლოება და ამ ღვთის კაცის სიხარულის მიზეზი. უფრო მეტად განცვიფრდა, როდესაც დაინახა, როგორ მოედინებოდა ფილიპესგან ქრისტეს ძალა. მას ხომ არასდროს შეეძლო ასეთ ძალას დაუფლებოდა.

ნაბლუსში ამ გამოღვიძებით, რომელიც ფილიპეს ხელებით ხდებოდა, ვიგებთ, რომ ღვთის სიტყვის მასობრივად გაგებას და უფლის ძალის გამოვლინებას არ მივყავართ ჭეშმარიტ მონანიებამდე, მოქცევამდე და გადარჩენამდე. ყველა ადამიანი თავისი ბუნებით რელიგიურია. ისინი მზად არიან ირწმუნონ სულიერი სასწაულები, აღფრთოვანდნე შთამაგონებელი სიტყვებით და მიიღონ მომხიბლავი უწყებები. ამის მიუხედავად ისინი არ უძღვნიან თავს ჯვარცმულ და აღმდგარ ქრისტეს და არ სურთ საკუთარი თავის უარყოფა. რას იტყვი შენზე, ძვირფასო ძმაო, გაიდგი თუ არა ფესვები ქრისტეში, თუ მოღალატე ხარ მის ეკლესიაში?

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ შენი სახარების შუქი და კურთხევა დევნის ეშმაკეულებსა და მრავალ მორწმუნეს ანთავისუფლებს! დაგვეხმარე, რომ საკუთარ ქალაქებში არ ვისხდეთ, გულხელდაკრეფილები, არამედ წავიდეთ და ვიქადაგოთ შენი სახელი, რათა ბოროტი სულები გამოდიოდნენ იესოს სახელით და რომ ადამიანები ინანიებდნენ და ზეციდან შობას ღებულობდნენ! ამინ.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობდა სიმონის ცოდვა? პეტრეს სიტყვებით, როგორ უნდა დაემარცხებინა მას ეს ცოდვა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:07 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)