Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 031 (Gamaliel’s Advice and the Whipping of the Apostles)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

18. გამალიელის საბჭო და მოციქულთა გაშოლტვა (საქმეები 5:34-42)


საქმეები 5:34-42
34 მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები. 35 მერე უთხრა მათ: "კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს, 36 რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა. 37 ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა. 38 ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება. 39 ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!” 40 დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს. 41 ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. 42 ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში.

ფარისევლებს სჯეროდათ ანგელოზების არსებობის, მკვდრების აღდგინების და იმისიც, რომ ღმერთის დანახვა ჩვენ სამყაროში შეიძლება. და როდესაც მოისმინეს, რომ მოციქულები გაქრნენ საპყრობილედან, ძალიან შეშინდნენ. ვერ უარყვეს ვერც ქრისტეს შესაძლო აღდგომა და ვერს მისი ჩარევა მათ საბჭოშ.

მაშინ წამოდგა ფარისეველთა ხელისუფალი, მეცნიერი და რჯულის დოქტორი გამალიელი. შემდგომში ის უნდა გამხდარიყო რელიგიური მოძღვარი პავლესი. ეს იყო კაცი, რომელსაც მთელი ხალხი პატივს სცემდა, მან იწყო ლაპარაკი, რათა ჩაეხშო აფორიაქებული საბჭოს რისხვა. გამალიელი არ იყო დარწმუნებული იმაშ, რომ მოქმედებდა თუ არა მოციქულთა ხელებიდან უფალი და იყვნენ თუ არა მართლაც უფლისგან წარმოგზავნილნი. ის დაჟინებით უყურებდა მათ და ვერ პოულობდა მათში სიცრუეს. ის მხოლოდ გაბედულება, სიყვარულსა და სისუფთავეს ხედავდა მათში. არ გამოიყურებოდნენ ერეტიკოსები და ბოროტი ადამიანების გსგავსად. სიბრძნით მისცა რჩევა თავის კოლეგებს უზენაეს საბჭოში დალოდებოდნენ და არ აჩქარებულიყვნენ განაჩენის გამოტანაში. მას არ უნდოდა, რომ უდანაშაულო სისხლი დაღვრილიყო კვლავ, და საბჭო ისევ უფლის ნების ჭინააღმდეგ წასულიყო.

გამალიელს არ ურწმუნია იესო ქრისტე და არც მოციქულთა მოწოდებას გამოეხმაურა, თუმცა ამ თვინიერი მასწავლებლის წყალობით უფალმა შეინარჩუნა თავისი მოციქულები იმ კრიტიკულ დროს და მათ განაგრძეს ქრისტეს აღდგომის შესახებ დამოწმება.

მან თქვა, რომ თუ ისინი ღმერთისგან არ არიან მათი ხალხი დაიფანტება. ღმერთ თავის სამეფოს თავად აძლევს სათავეს, განვითარებას და მიჰყავს თავისი საქმე ბოლომდე. უფრო მეტიც, ქრისტე მთავარი გახდა და რწმენის აღმსრულებელი თავის მიმდევრებში.

დღეს ჩვენ განვიხილავთ გამალიელის შენიშვნებს იესოს პიროვნებაზე ანალიტიკური გზით. ქრისტეს მოძრაობას მალევე არ ჩაეყარა საფუძველი მისი სიკვდილიდან, მაგრამ აგრძელებდა არსებობას და ენერგიულად ნვითარდებოდა. დღეს ის ნახევარ მსოფლიოს მოიცავს და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანსგან კი არა ღმერთისგანაა.

სამოცდაათი საბჭოს წევრი ვერ მოდიოდა ერთ აზრში. ზოგიერთ მათგანს სინდისი აწუხებდა, რომ გადაწყვიტეს თორმეტი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯა. მაგრამ საბოლოოდ შეჯერდნენ, რომ დალოდებოდნენ და არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა გაბრაზებულმა ხუცესებმა, მათშორის მღვდლებმაც, რომელთაც სურდათ მოციქულები დასჯა, დააძალეს საბჭოს, რომ მოციქულებისთვის როზგი მიესაჯათ, ოხდაცხრამეტი დარტყმა შიშველ ზურგზე.

მცველებმა გამოიყვანეს ყოველი მათგანი, ვინც მოციქულებს ადანაშაულებდა. საბოლოოდ კი მოციქულებმა მიირეს ეს სასჯელი. მათ არ დაუწყიათ წინააღმდეგობის გაწევა, არამედ სიხარულით მიიღეს ეს ტანჯვა, რადგან იტანჯებოდნენ არა საკუთარი საქციელების გამო, არამედ მხოლოდ იესო ქრისტეს სახელისთვის. უფალმა უთხრა მათ: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.“ (მათე 5:11-12).

როგორი იყო ამ გარჩევის შედეგი? იესოს სახელის ხსენება კვლავ ეკრძალებოდათ. დღესაც კი იუდეველებში არ არის სასურველი იესოს ხსენება, თუმცა ამის გამო არავის კლავენ და დევნიან. ეკლესია რამდენიმე ხანს დევნის გარეშე ცხოვრობდა. ისინი ღიად ქადაგებნენ აკრძალვის მიუხედავად. თუმცა მუქარის ხმალი ჯერ კიდევ აღმართული იყო მათ თავზე.

გაშოლტვის შემდეგ მოციქულები სიხარულითა და სითამამით შევიდნენ ტაძრის ეზოში. იქ განაგრძეს მოწმობა იმის შესახებ, ვინც ზეიმით აღდგა მკვდრეთით. ისინი ხელებითა და ზურგით შოლტის ნაკვალევს ატარებდნენ ყველას წინაშე. ხალმა იწყო იმის გაგება, რომ მთავრები ვერ იტანენ იესოს სახელს, როგორ ეზიზღებოდათ წინათ და რომ ყოველი მისი მორწმუნე იქნება დევნილი. მაგრამ ამ მუქარამ უფრო განამტკიცა მორწმუნეები. უფალი ყოველ დღე აძლევდა მათ მადლს უხვად.

მოციქულები აგრძელებდნენ სახლების სტუმრობას, ასწავლიდნენ მორწმუნეებს და განამტკიცებდნენ მათ იესოს სიტყვებიში, რომელიც თავად მოესმინათ მისგან და შეენახათ. ამავდროულად მწყემსები დაკარგულ ცხვრებს ეძებდნენ და უქადაგებდნენ მრავალ ადამიანს ტაძარში. ისინი აუწყებდნენ ხალხს სრულ სახარებას ჯვარცმულ ქრისტეზე. მათი მოწოდების არსი ორ ფრაზაში გამოიხატება: იესო მხსნელია, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი; და ეს უარყოფილი და უკუგდებული ნაზარეველი - ღმერთის მეფეა, რომელიც მეფობს დღესაც ზეცაში მამის მარჯვნივ მჯდომი. მოციქულები თავისუფლად, შიშის გარეშე მოწმობდნენ, რომ იესო არის ერთადერთი იმედი ყველა ადამიანისთვის.

ლოცვა: ცოცხალო უფალო, შენი სიყვარულის გამო გცემდნენ შენ და შენ მოციქულებსაც ასე ექცევიან. მაპატიე ჩემი სიმხდალე და ეჭვები გულში! მასწავლე გემადლიერო შენი სიყვარულისთვის! წარგვიძეხი, რათა მორწმუნეებს ვასწავლოთ სწორი მსჯელობა და ვქადაგებდეთ შენ სიბრძნესა და ძალას!

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიანული ეკლესიის შემდგომი ცხოვრებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:51 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)