Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 022 (Peter and John Imprisoned)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

11. პეტრე და იოანეს პირველი დაკავება და სასამართლოზე მიყვანა (საქმეები 4:1-22)


საქმეები 4:8-11
8 მაშინ აღივსო პეტრე სულიწმიდით და უთხრა მათ: "ხალხის მთავარნო და უხუცესნო, 9 თუ დღეს ამ უძლური კაცისადმი გაწეული ქველმოქმედების გამო მოგვეთხოვება პასუხი, როგორ განიკურნაო იგი. 10 დაე, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა. 11 ეს არის ლოდი, დაწუნებული თქვენგან, მშენებლებისგან, რომელიც ქვაკუთხედად იქმნა.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე, პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე თავისი სიცოცხლის საფრთხის დამუქრების გამო. ის იფიცებოდა, რომ არასდროს სმენია უფლის სახელი. ახლა კი სულიწმიდით სავსე იყო, და მასში აღსრულდა ქრისტეს აღთქმა: „18 გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. 19 ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. 20 რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში“ (მათე 10:18-20).

ორი მოციქული იუდევლური ხალხის მმართველთა წინაშე იდგა, როგორც ქრისტეს წარმომადგენლები. მათ საუბარში არ შეიმჩნეოდა ირონია, დაცინვა, არამედ სრული თვინიერებით მიმართავდნენ მათ, ვინც ხალხს მიუძღვოდა და მათზე პასუხისმგებელნი იყვნენ უფლის წინაშე. მოციქულებმა მათდამი პატივი გამოხატეს, როგორც ხუცესების მიმართ, რომელთაც უფალმა მისცა სიბრძნე და მოთმინება.

სულიწმიდამ პეტრე აღძრა, რათა მათთვის ეთქვა, რომ მათი მხრიდან ძალიან უცნაური საქციელი იყო მათი საპყრობილეში ჩასმა და მათი დაკითხვა, მოხდენილი კეთილი საქმის გამო - დაბადებიდან კოჭლი ადამიანის განკურნებისთვის. ის თვლიდა, რომ უსამართლოდ დააკავეს და დააყუდეს საპყრობილეში მთელი ღამით.

თუმცა მოწაფეებს დიდად არ აწუხებდათ მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობა. ისინი არ საუბროდნენ განკურნებასა და ძალაუფლებაზე, რომელიც მოქედებდა მათ სიტყვებში. ნაცვლად ამისა პეტრემ უმალვე გადავიდა საქმის მთავარ აზრზე, რომელმაც მათში უკმაყოფილება გამოიწვია, და მყისვე განაცხადა უფლის გამარჯვება უფალ იესოში. მის სიტყვებში არ იგრძნობოდა შიში. არც მრავალსიტყვაობა და მაღალფარდოვანი სიტყვები იყო. ის მიმართავდა მთავრებსა და ერს უბრალო ენით, აცნობიერებდა რა ამ საათის მნიშვნელოვნებას. უფალმა მისცა მას შესაძლებლობა მოეწოდებინა მისი ერის მთავრები იესოს რწმენისკენ. პეტრემ მცირე ეჭვიც არ შეიტანა ქრისტეს პიროვნებაში. ქრისტე უბრალოდ ადამიანი კი არ იყო, რომლის ცხოვრებაც გაწყდა შუაში. პეტრემ საკმაოდ ცხადად თქვა, რომ ქრისტე - ეს იესოა, ახალგაზრდა ადამიანი ნაზარეთიდან, რომელიც თავისი მმართველების მიერ ჯვარცმულ იქნა. პეტრე არ ელაქუცებოდა მათ, არამედ მკვლელები უწოდა და ღმერთის მტრებიც კი. მათ ხომ თავად გააკრეს უფალი ქრისტე კვარზე! აი დიდიებული სურათოც! ორი მეთევზე ისე კი აღარ იქცეოდა, როგორც ბრალდებული, არამედ როგორც ბრალმდებელნი, რომელთაც ბრალი წაუყენეს ღვთის ძის მკვლელებს! მათ პირდაპირ განუცხადეს რელიგიურ მოსამართლეებსა და მთავრებს, რომ ძალზედ მოტყუვდნენ და გვერდი აუარეს მთელ ძველაღთქმისეულ ისტორიას. გაიმეტეს რა სასიკვდილოდ ათასწლეულობით უწინ აღთქმული ქრისტე, ამითი კი ღმერთსა და ხალხს შორის დადებული აღთქმა დაარღვიეს! პეტრე მბრალდებელი იყო და ეს ბრალდება წაუყენა ამ მმართველებს, რომელთა წინაშეც იდგა. მან თქვა, რომ იუდეველბმა შესცოდეს არა მხოლოდ იესოს წინაშე, არამედ უშუალოდ უფლის წინაშე. წმიდა ღმერთი ამ მეთევზეებს კი არ ამაღლებდა, არამედ იესოს, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. ამ გზით, ამ ორმა მეთევზემ გაასამართლეს მღვდელმთავრები და განადიდიეს ქრისტე. ისინი განუდგნენ ცრუ რელიგიურობას, უზენაესი ძალების ძალაუფლებასა და ამაო დიდებას. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ღმერთი არ ემორჩილება ძველი აღთქმის რელიგიურ დადგენილებებსა და სისტემებს, ვინაიდან ის მათზე დიდია. ახლა ის აძლევს ძალაუფლებას უბრალო მორწმუნეებს, ვინც მის მონას, იესოს გაყვა.

იესოს სახელში დიდებული საიდუმლოა. ჯოჯოხეთს ამ სახელის მეტად ეშინია, ვიდრე ყველაზე საშინელი შხამის, ზეცა კი პირიქით, გამუდმებით დიდიებას უძღვნის ამ სახელს. სულიწმიდამ განადიდა ქვეყნიერების მხსნელი და ღმერთმა თავად დასვა ის თავის მარჯვნივ. ქრისტე მეფობს მასთან ერთად სულიწმიდის ძალაში, და ისინი სამივე - ერთი, საუკუნო ღმერთია. დღეს იესო უფრო მეტ სასწაულს ახდენს, ვიდრე დედამიწაზე მისი აქ ყოფნისას, რადგანაც ახლა ის ათასობით თავისი მსახურებისგან მოქმედებს. მილიონობით მორწმუნე განახლდა სულიწმიდის მეშვეობით. ცოცხალი ქრისტე აქტიური, ერთგული და გამარჯვებულია! მისი მორწმუნე, მისი ძალის მონაწილეა!

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების მეშვეობით ქვაკუდხედზე, პეტრემ აუხსნა მმართველებს, რომ იესო - საძირკველი, ძალა და მწვერვალია, სულიერი ღვთის ტაძრის. ქრისტე - სულიერი სხეულის თავია, რომელიც მართავს და მიმართულებას აძლევს ყველა მის აქტიურ წევრს. ქრისტეს სულიერი სხეული არის ჩვენი ეპოქის და გამარჯვების შედეგის საიდუმლო, რომელიც მან ჯვარზე მოიპოვა. შენ კი, ძვირფასო ძმაო, ააშენე და გაამყარე თუ არა შენი ცხოვრება ქრისტეთი და ქრისტეზე, თუ უარყოფ მას, იუდეველი მთავრების მსგავსად, ვერ აცნობიერებ რა, რაოდენ ძლიერ უყვარხარ ღმერთს ქრისტეში?

ლოცვა: უფალო იესო, შენ მხსნელი ხარ, და დღეს მოქმედებ შენ ერებში, წამოაყენებ რა ათასობით მორწმუნეს და ზრდი შენ ეკლესიას მათ გულებში! დაგვეხმარე ვიყოთ ერთგულები და არ უარვყოთ შენი სულიწმიდის ძალის დიდებულება, რათა შენი სულიერი ტაძარი იყოს ამაღლებული, შენ კი მისი თავი იყი!

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობდა პეტრეს მიმართვის მნიშვნელოვნება მღვდელმთავრებთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:44 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)