Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 021 (Peter and John Imprisoned)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

11. პეტრე და იოანეს პირველი დაკავება და სასამართლოზე მიყვანა (საქმეები 4:1-22)


საქმეები 4:1-7
1 ამას რომ ელაპარაკებოდნენ ხალხს, თავს მღვდლები, ტაძრის მცველთა მეთაური და სადუკეველნი წამოადგნენ. 2 გაღიზიანდნენ, ხალხს რომ ასწავლიდნენ და იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ. 3 ხელი დაადეს მათ და მეორე დღემდე მცველებს ჩააბარეს, რადგან უკვე ბინდდებოდა. 4 სიტყვის მომსმენთაგან კი მრავალმა ირწმუნა; და ხუთი ათასამდე მიაღწია კაცების რიცხვმა. 5 მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები, 6 ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის გვარიდან. 7 შუაში ჩაიყენეს ისინი და ჰკითხეს: "რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?”

ყოველ ჯერზე, როცა უფლის კურთხევა ჩნდება, მის წინააღმდეგ მთელი ჯოჯოხეთი იბრძვის. იესოს პეტრეს და იოანეს ხელით განკურნა კოჭლი. ხალხის ბრბო შეიკრიბა, რათა სახარება მოესმინათ. როდესაც საქმეში ჩაერთნენ ტაძრის მცველები, რომელთას ეს სასწაული საეჭვოდ მიიჩნიეს, ხოლო ხალხის ასეთი შეკრება - სიმშვიდის დარღვევად. რელიგიური ზედამხედველები, მღვდლებთან ერთად იდგნენ, ვინც პასუხისმგებელი იყო ტაძარში წესრიგზე. სადუკეველებმა ხალხი დაუცველი მეთევზეების წინააღმდეგ განაწყეს, რომლეთან გაბედეს ნებართვის გარეშე ესწავლებინათ ტაძარში. მათი აზრით, მხოლოდ მეცნიერებს და ფილოსოფოსებს ჰქონდა გამონაკლისი უფლება ელაპარაკათ პუბლიკის წინაშე. მათ განსაკუთრებით აღიზიანებდათ ის, რომ ეს ხალხი გალილეადან ლაპარაკობდა მკვდრეთით აღმდგარ იესოზე, ეს კი მათ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგებოდა. განათლებული ადამიანები უარყოფდნენ ქრისტეს აღდგომას. ამიტომაც მოწმობა და ქადაგება ქრისტეს აღდგომის შესახებ იყო მათი დაკავების ძირითადი მიზეზი და ტაძრის მცველებმა ისინი საპყრობილეში წაიყვანა. იქ მათ ცივი ღამე გაატარეს ლოცვაში, ქება-დიდებასა და მადლიერებაში ღმერთისადმი, რადგან მისმა ძალამ იზეიმა განკურნებულ კოჭლში. ისინი აქებდნენ იესოს, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა ელაპარაკათ ტაძარში შეკრებილ ხალხთან. ისინი ლოცვაში, სასამართლოსთვის მოემზადნენ, რომელიც მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო.

რწმენის სიტყვებმა, რომლებიც მოციქულებმა თქვეს, დიდი ზეგავლენა მოახდინა იქ შემოკრებილ ხალხზე. ბევრი, გულით მოიმტვრა, ირწმუნა იესო, ჯვარცმული და აღდმგარი, და ცოდვების მიტევება მიიღეს. იესოს მიმდევართა რიცხვმა ადრეულ ეკლესიაში ხუთი ათას კაცს მიაღწია. მათ არ ჰქონდათ შესაკრებელი და არც დიდებული შენობა, მაგრამ თავად იყვნენ სულიწმიდით აღსავსენი. უფალი მათში მკვიდრობდა და მათგან მოქმედებდა. მრავალი იკრიბებოდა ერთად და ლოცულობდა მათთვის, ვინც იესოს სახელის გამო საპყრობილეში იყო. შემდეგ დღეს საბჭომ სინედრიონი შეკრიბა, იუდეველთა სასამართლოს მთავრები. საბჭოზე მონაწილეობდნენ მღვდელმთავრების ოჯახის წევრები, რმოლებიც ყველაზე აქტიურად გამოდიოდნენ იესოს წინააღმდეგ. ეს მათ მიუსაჯეს იესოს სიკვდილი, ღმერთის შეურაცხყოფის ბრალდებით, როდესაც იესომ, მათ შროის მდგარმა განუცხადა, რომ ისინი ახლა უყურებენ ადამიანის ძეს, რომელსაც იხილავენ მამის მარჯვნივ მჯდომს. და აი ეს ღვთაებრივი ძალა ახლაც მოქმედებდა, მაგრამ ამჯერად მოციქულებში.

პეტრე და იოანე იდგნენ ცბიერი კაიაფას და ძალაუფლებიანი ანას წინ, და მათი მეშვეობით, იესო კიდევ ერთხელ აძლევდა მათ მონანიებისა და მოტრიალების შანსს. ეს ამბავი ძალიან მნიშნელოვანი იყო, იმდენად არა მოციქულებისთვის, რამდენადაც მოსამართლეებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ მონანიებისა და ცოცხალი, გამარჯვებული ქრისტეს რწმენის შანსი.

სასამართლოში გამოცდილი ხალხი იყო, ამიტომაც არ დაუწყიათ ნელ-ნელა საქმის გამოკვლელა და ყველა შესავალი კითხვების გარეშე, გადავიდნენ მთავარ აზრზე. მათ კითხეს მოწაფეებს, ვინ გამოგზავნა ისინი, და რა ძალაუფლება მოქმედებდა მათში. იმავე კითხვა მათ უწინ დაუსვეს იოანე ნათლისმცემელს და თავად იესოსაც. ისინი ხედავდნენ ღმერთის ძალას სასწაულებში, მაგრამ სულიწმიდის სიტყვებსა და საქმეებს ვერ ხვდებოდნენ. მათ ვერ გაარჩიეს უფლის სიტყვის ძალა, ვინაიდან გულები გაიქვავეს უფლის ხმაზე. მათ გულებში სიამაყე და უკიდეგანო კანონის დაცვის სურვილი გამეფდა. როგორი უბედურებაა - ისმენდე ყურებით და არ გესმოდეს, იყურებოდე თვალებით და ვერ ხედავდე!

ლოცვა: უფალო გახსენი ჩემი გული და შენი სული ჩაღვარე ჩემ გონებაში! ჩემი ნება გაანათლე, რათა მიყვარდეს შენი სიტყვა, მჯეროდეს შენი გამოცხადებების, ვასრულებდე შენს მცნებებს და არ ვეწინააღმდეგებოდე შენ სიყვარულს! ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებთ აუხილე თვალები, აუხილე ქვეყნიერებას თვალები, რათა დაინახოს მხსნელი იესო, ირწმუნონ ის და მიიღონ საუკუნო სიცოცხლე!

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა უმაღლესი იუდევლური საბჭოს შეხვედრა ორ მოციქულთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:44 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)