Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 023 (Peter and John Imprisoned)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

11. პეტრე და იოანეს პირველი დაკავება და სასამართლოზე მიყვანა (საქმეები 4:1-22)


საქმეები 4:12-18
12 სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”. 13 ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ. 14 ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საპასუხოს ვეღარაფერს ამბობდნენ. 15 უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა. 16 ამბობდნენ: "რა ვუყოთ ამ ხალხს? მათ მიერ მოხდენილი ცხადი სასწაული იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის არის ცნობილი და არ ძალგვიძს უარყოფა. 17 მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით”. 18 დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.

პეტრემ კოჭლი იესოს სახელით განკურნა. მოციქულმა იცოდა, რომ ამ ადამიანის განკურნებამ სავსებით გამოხატა იესოს მიზანი, ადამიანის გადარჩენისა და საუკუნო სიცოცხლის მიცემის. ღმერთი მორწმუნეს ნაწილობრივ არ ეხმარება, არამედ მთლიანად იხსნის მას - სულს, მშვინვასა და სხეულს. ღმერთის სიყვარული აღემატება ჩვენ სრულ შესაძლებლობას ვენდოთ და გავიგოთ. წამყვანმა მოციქულმა თავის საუბარს დასკვნა გაუკეთა, შეაჯამა და თქვა: „არავისში არ არის გადარჩენა“. უბრალო მეთევზე ტიბერიის ტბიდან ელაპარაკებოდა ამორჩეულ ღვთისმეტყველებს და გამოცდილ იურისტებს, რომ ისინი ბრმები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად იციან წმიდა წერილები. გადარჩენა შეუძლებელია დიპლომებით მიიღო, სქელი რელიგიური წიგნების კითხვით ან ცრუ რიტუალებით. გადარჩენას მხოლოდ იესოს რწმენა წარმოქმნის, რომელიც ცოცხალია, ჯვარცმულ იქნა და მკვდრეთით აღდგა და სავსეა სულიწმიდით.

რა არის გადარჩენა? გადარჩენა - ეს ღმერთის რისხვისგან განთავისუფლებაა და ქრისტეს სისხლის მემშვეობით, ჩვენი განწმედა. გადარჩენა - სიკვდილზე გამარჯვებაა, რომელსაც საუკუნო სიცოცხლისკენ მივყავართ. ქრისტეს გადარჩენა ნიშნავს, მიიღო ღვთაებრივი ძალით სიკეთის კეთება და არ ჩავარდე ცოდვაში. ჭეშმარიტი გადარჩენა უფრო მაღალია, უფრო ღრმა, ფართო და ძლიერი, ვიდრე ხალხმა იცის. ეშმაკს არ აქვს ძალაუფლება იმათზე, ვისაც იესო სწამს! ვინც თავის თავს მხსნელს უძღვნის, ის ზეიმობს კიდეც მასში!

ქრისტემ გადარჩენა აღასრულა ყველა ადამიანისთვის, როდესაც ჩვენ ნაცვლად ჯვარზე მოკვდა, მართალი უმართლოთათვის, უკვდავი მოკვდათათვის. უფალმა წაიღო ჩვენი ცოდვები და უსასყიდლოდ გაგვამართლა, ვინაიდან საკუთარი თავის გადარჩენა არავის ძალუძს. ღვთის ძე, ადამიანის ძედ იქცა, რათა ადამიანის ძეები, ღვთის ძეები გამხდარიყვნენ! ასე, რომ ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ, რათა მიგვეღო შვილობა და გავმხდარიყავით როგორც ძეები! წმიდა, დიდიებული მოსამართლე, ჩვენი წინააღმდეგი კი არ არის, არამედ ის ჩვენი - მოსიყვარულე მამაა. ქრისტემ თავისი სიკვდილით დაიმსახურა ჩვენთვის სულიწმიდა, რათა ღვთის სიყვარული ჩაღვრილიყო ჩვენში. ყველა ადამიანისკენაა მიმართული მოწოდება, რომ მიიღონ ქრისტეს გადარჩენა, ვინაიდან სხვა არავისშია ის. ყველა რელიგია, ფილოსოფია, ადამიანური იდეოლოგია და კეთილი საქმეები, უძლუერია ღვთის მოწონების დამსახურებაში. მხოლოდ ქრისტეს სისხლშია ჩვენი გადარჩენა. მის გარეშე ვიღუპებით. ანუ, ქრისტესთან შერიგება და მის აღთქმაში შესვლა - ეს აუცილებელი და წმიდა ვალია. ვინც არ ღებულობს იესოს, ის უარყოფს უფლის სიყვარულს და ვერ პოულობს გადარჩენას. იესოს გარდა არ არსებობს სხვა გზა ღმერთისკენ.

„ადამიანის მებადური“ პეტრემ ეს ღრმა ჭეშმარიტებები გამოთქვა მღვდელმთავრების, მქადაგებლების, მწიგნობრების და მცოდნეების საბჭოზე. მას ბევრი არ ულაპარაკია, არამედ რამდენიმე სიტყვაში ჩაატია ეს სახარების აზრი.

მოსამართლეებმა იაზვრუად დასცინეს იმიტომ, რომ პეტრე გასაგებ ენაზე საუბრობდა, უბრალო ფრაზებით, პომპეზურობის ჩრდილის გარეშე. ყველა ხედავდა, რომ ისიც და მისი ამხანაგიც უსწავლელები იყვნენ. და მაინც ვერ უარყოფდნენ იმას, რომ ამ ორ ადამიანში უფლის ძალა მოქმედებდა. ქრისტეს ძალა კი კვლავ გამოჩნდა პეტრეს სიტყვებში, როდესაც ის უმოწმებდა ერების მთავრებს, რომ მკვლელები არიან. მან შესთავაზა, რომ მიეღოთ უსასყიდლო გადარჩენა იესოს სახელში.

როგორც ჩანს, მოქიცულების ბრალდებამ დიდად მათზე ზეგავლენა ვერ მოახდინა, ასევე არც მისი ხსნის შესახებ უწყებამ არ ააღელვა ისინი. ყურადღების მიქცევას ამისთვის არც კი აპირებდნენ. მაგრამ სახელი იესო ძალიან აღიზიანებდა მათ, რადგან ამ სახელის დავიწყება სურდათ, გაქცევა მისგან, რათა აღარასდროს მოესმინათ ის. მათთვის სულერთი იყო კოჭლის განკურნება, ის ხომ მაინც იმსახურებდა უფლის რისხვას. ამ კულტურულ ფარისევლებს სიყვარული არ გააჩნდათ. თავიანთი წიგნებით, მაღალფარდოვანი საუბრებით, რელიგიური სწავლებებითა და საკუთარი ღირსებით შთანთქმულები იყვნენ.

ამ ორი მოციქულის სითამამემ და უშიშრობამ, რომელთაც სრულიად ცხადად არ ეშინოდათ დასჯის, იქ მყოფთაგან ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამასთანავე, მოსამართლეების საქმე რთული იყო, რადგან იქ თავად განკურნებულიც იმყოფებოდა და უბრალოდ მოციქულების ღვთის შეურაცხყოფასა და სიცრუეში დადანაშაულება არ შეეძლოთ. ამიტომაც, გააცილეს რა მოციქულები საბჭოდან, ფარულად მოილაპარაკეს.

საბოლოოდ ვერაფერზე შეჯერდნენ, გარდა იმისა, რომ აეკრძალათ მათთვის იესოს სახელით ქადაგება. მათ იცოდნენ, რომ ასეთი ძალაუფლების მიზეზი მოციქულებში იესოს სახელი იყო, ეს კი ხალხისთვის და მათი წესებისთვის საფრთხეს მქნიდა. იცოდნენ, რა რომ იესოს სახელს მეტი სასწაულების მოხდენა და ზეგავლენა შეეძლო, უბრძანეს მოციქულებს რომ შეეწყვიტათ ამ სახელით ლაპარაკი და სწავლება. სწორედ ამაში მდგომარეობს ეშმაკის ჩანაფიქრიც. მას უნდა იესოს სახელის ქადაგება ნებისმიერი ფორმით შეაჩეროს, რათა უფლის ძალას ვეღარ იხსნას ხალხი. ძვირფასო მორწმუნეო, აკავებ თუ არა შენ ბაგეს იესოს სახელით ქადაგებისგან? თუ ამოწმებ მის შესახებ? არავინ სხვაში არ არის გადარჩენა. შენ ეს უნდა უთხრა ყველას, უნდა ილაპარაკო ამ სახელზე, რათა სხვებიც გადარჩნენ. მოწმობის გარეშე არ არსებობს გადარჩენა.

ლოცვა: ჩვენო უფალო იესო, მადლობას გიხდით შენ, რომ გადაგვარჩინე, გვაპატიე ცოდვები და საუკუნო სიცოცხლეში გადაგვიყვანე! შენი სიკვდილი გვაძლევს სიცოცხლეს, შენი ტანჯვები კი ჩვენში სიხარულს წამორქმნის! მოგვეცი სითამამე ვამოწმებდეთ შენ სახელზე შიშის გარეშე, არ შეგვეშინდეს რა არც მთავრების და არც მწიგნობრების, და ველაპარაკოთ მათ თავიანთ ცოდვებზე და შენ გადარჩენაზე!

კითხვა:

  1. რატომ არის მთელი მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ ერთ სახელში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:45 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)