Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 009 (Outpouring of the Holy Spirit at Pentecost)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

5. სულიწმიდის გადმოღვრა ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:1-13)


საქმეები 2:1-4
1 ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ. 2 მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ. 3 და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე. 4 ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

რას იფიქრებდი მზე, რომ დედამიწას დაცემოდა? ეს დიდი ბურთი ოდნავ მაინც, რომ მოუახლოვდეს დედამიწას, ის დაიწვებოდა ყველა მის ქმნილებასთან ერთად. მით უმეტეს მზე რომ დაეცეს დედამიწას, ის წამშივე გაქრებოდა. თუმცა, არა შექმნილი მზე დაგვეცა, არამედ თავად შემოქმედი მოვიდა დედამიწაზე, როგორც ცეცხლოვანი ქარიშხალი. მან ადამიანები კი ა რგანსაჯა, არამედ წყალობა უყო მის მომლოდინეებს. ღმერთი ადამაინებთან მოდის და ვისაც ამის შეგნება აქვს, ის თაყვანსცემს მას. უფრო მეტიც, ღმერთი სახლდება ადამიანში! ეს ჭეშმარიტება აღემატება ადამიანურ გაგებას. გთხოვ წაიკითხე ეს ეკლესიის დაბადების ისტორია და ყურადღებით იმსჯელე ყველა სიტყვაზე და დაინახავ, თუ როგორ მოვიდა უფლის სიყვარული, მოთმინება და მადლი ჩვენ ბოროტ სამყაროში.

ორმოცდამეათე დრე ებრაელების ძველებური ტრადიცია იყო, რომელსაც ისინი ზეიმობდნენ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს. ეს იყო მადლიერების დღე მოსავლის გამო. ქრისტე ხორბლის მარცვლის მსგავსი იყო, რომელიც დაეცა მიწაზე და მოკვდა. მისი აღდგომა, პირველ მოსავალს ჰგავდა, რომელიც ღმერთვისთვის საამებელ მსხვერპლად იქცა. და მოწაფეები, ელოდებოდნენ რა უფალს ლოცვაში, დაემსგავსნენ ღმერთის სამკლის პირველნაყოფს. ჩვენ გაოცებულები ვართ იმ ხორბლის მარცვლით, რომელიც იესოა და ახლა ვიმკით იმას, რაც უფალმა დათესა და რისი ნახვაც სურდათ წინასწარმეტყველებს. ღმერთის ძის სიკვდილის წყალობით, დედამიწაზე სულიწმიდა მოვიდა. ამ მადლის სულმა მოიტანა წყალობა და სინათლე, მაგრამ არა ყველა ადამიანისთვის. და თუმც იერუსალიმი იყო დედაქალაქი, ღმერთის სიყვარულის ქარიშხალი მიწვდა მხოლოდ იმ მლოცველებს, რომელთაც ქრისტე უყვარდათ. ღმერთის ძალა არ შეხებიბა ტაძარს და რომაელ მეომრებს არ მიუღიათ საუკუნო სიცოცხლე. მხოლოდ მათ მიიღეს მამის აღთქმული და აივსნენ სულის ძალით, ვინც მას ერთსულოვნად ელოდებოდა.

შესაძლოა, ასზე მეტი ქალი და მამაკის, მათ შორის მოწაფეებიც და იესოს ოჯახის, რომლებიც ერთად იყვნენ შეკრებილნი, გაოცდნენ და შეშინდნენ, როდესაც უეცრად ზეციდან ხმაური გაიგეს, იქიდან საიდანაც იესო ამაღლდა. ის ძლიერი ქარის ხმაურს ჰგავდა. მაგრამ მის გამო არც ფანჯრებს გაჰქონდათ ხმაური, არც კარებს და ფოთლებიც კი არ იძროდნენ ხეებზე; ემ არაჩვეულებრივმა ხმაურმა აავსო მთელი სახლი, ყველა ოთახი და სახლის ეზო. მოწაფეები ისხდნენ და გაოცებისგან გაეფართოვებინათ თვალები და დაეღოთ პირი. ისინი ვერ გრძნობდნენ ქარიშხალს, მაგრამ გარკვევით ესმოდათ მისი ხმაური. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ლოცულობდნენ. მათ გახსნეს თავიანთი გული უფლის წინაშე და მისი ძალა ჩასახლდა მათში. უეცრად მათ დაინახეს, თუ როგორ გადმოდიოდა მათზე სხვადასხვა ენების ცეცხლი ამ ქარიშხლის დროს, თუმცა ეს ენები არ იძროდა არც მაღლა და არც დაბლა ქარის მიმართულებით და არ წვავდა სახლს, ავეჯს ან ტანსაცმელს, არამედ ღრმა სიმშვიდით ივანებდა მათ ლოცვებზე. ეს ცეცხლოვანი ენები იყო ნიშანი იმისა, თუ რას აპირებდა იესო მათი მეშვეობით. ყველა მოწაფეთაგანს ჰქონდა ხორციელი ენა, სავსე სიცრუით, უწმიდურებითა და ადამიანური სიბრძნით და ეს ენა უნდა დამწვარიყო. ნაცვლად ამისა მათ უფალმა მისცა ახალი და ძლიერი ცეცხლოვანი ენები, რომლებიც ღვთიურ სიყვარულზე ლაპარაკობდნენ.

ყველა აღივსო ღმერთის სულით, განიცადეს დიდი სიხარული და შვება. მათ ცოდვის ტვირთი ჩამოძრვათ, მათ შეეძლოთ მარტივად გულმკერდიშ გაშლა, დარდი წავიდა, დანაღვლიანებულ თვალებში გაჩნდა ნაპერწკალი, ხოლო დადუმებული ბაგეები გაიხსნა და იწყეს უფლის დიდება. მათ შეჰღაღადეს: „მამაო ჩვენო! შენი ძის სიკვდილის მეშვეობით ჩვენი მამა გახდი! მისმა სისხლმა ცოდვების პატიება მოგვცა, და მისი სული მკვიდრობს ჩვენში, ჩვენ - არაფრად ღირებულებში, და მთლიანად გვწმედს. გადიდებთ და აგამაღლებთ შენ, ვინაიდან მოგვეცი სიცოცხლე შენი დიდებიდან და მადლიდან!“

ღმერთის სიყვარულის ქარიშხალმა წარმოქმნა მადლიერების თქეში, და მრავალი მოწაფის ბაგიდან წამოვიდა წმიდა სიტყვები და უხილავი ზეციური აზრები. სულიწმიდამ წარმართა მათი სიტყვები, აავსო მათი ფიქრები და აკურთხა მათი ნება. ისინი უბრალოდ ადამიანურად კი არ იყვნენ აღზნებულები, არამედ სულიწმიდით იყვნენ აღვსილები. ასე ერთად იქცნენ ისინი ღმერთის სულის ტაძრად, რადგან მათში გამოჩნდა მისი ძალა და სიკეთე.

გთხოვთ, გაამახილეთ ამაზე განსაკუტრებული ყურადღება! მხოლოდ პეტრე და იოანე კი არ აღვსილან სულით, არამედ ყველა იქ მყოფი. მათ არანაირი ტკივილი არ უგვრძნიათ ღვთიური ქარიშხლის გამო, რომელიც ღვრიდა მათზე ცეცხლოვან ენებს, არამედ ღმერთის თანდასწრებით იყვნენ მოცულები. მამის აღთქმული აღსრულდა და ყველა მლოცველი ღმერთის შვილი გახდა, ნაშვილები და მისი სიყვარულით, ჭეშმარიტებითა და ნებით აღვსილი. ჩვენ სწორად ვუწოდებთ ამ დღეს ორმოცდამეათე დღეს, რადგანაც რაღაცა ძალიან ღვთიური, არამიწიური და ახალი შემოვიდა ჩვენ მკვდარ სამყაროში. ასე მიეცა მიმართულება, იმედისა და სულიერი განახლების ნიაღვარს, ამ სახლიდან იერუსალიმში.

ლოცვა: მამაო ჩვენო, მადლობას გიხდით, რომ შენმა საყვარელმა ძემ იტვირთა ჩვენი ცოდვები ჯვარზე და გაგვხადა ღირსნი სულიწმიდის დამკვიდრებისა ჩვენში! აგვავსე ჩვენ ეკლესიებთან ერთად შენი თანდასწრებით, რათა ჩვენი ცოდვები სრულიად გაქრეს და ჩვენმა ერთობლივმა ქება-დიდებამ გამოხატოს ღრმა სიხარული და მადლიერება შენ მიმართ!

კითხვა:

  1. როგორ გამოვლინდა სულიწმიდა ორმოცდამეათე დღეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:33 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)