Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 010 (Outpouring of the Holy Spirit at Pentecost)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

5. სულიწმიდის გადმოღვრა ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:1-13)


საქმეები 2:5-13
5 და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან. 6 როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. 7 ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? 8 როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით? 9 პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი, 10 ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი, 11 როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”. 12 ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?” 13 სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.

იცი თუ არა რას ამბობდნენ მოციქულები ენების ცეცხლში ყოფნისას? წაიკითხე მე-11-ე მუხლი და შენ გაიგებ, რომ ისინი მხოლოდ უფლის დიდებულ საქმეებზე საუბრობდნენ. ისინი მადლობდნენ შემოქმედს ყველაფრისთვის, რაც მან შექმნა, აქებდნენ მას იმისთვის, რომ ის ყველა დამნაშავეს სულგრძელობით ეკიდება, ადიდებდნენ მის წმიდა კანონს და მადლობდნენ მას იმისთვის, გაუხსნა თავისი ნება წინასწარმეტყველების მეშბეობით. ისინი თაყვანსცემდნენ წმიდა ღმერთს მისი ძის შობისთვის და მისი სიყვარულის განხორციელებისთვის, რომელსაც ხედავდნენ, რომლისაც ესმოდათ და ეცნობოდნენ. ისინი ადიდებდნენ ღმერთს მისი სასწაულებისთვის, მის სიტყვებს იმეორედბნენ და თაყვანსცემდნენ მისი სიკვდილისთვის ჯვარზე და აღდგომისთვის. მოწაფეები ადიდებდნენ ღმერთს, ცოცხალ ქრისტესთან შეხვედრისთვის. ისინი ხარობდნენ დიდხნიანი წინასწარმეტყველების ასრულების გამო. მათ სწამდათ, რომ ქვეყნიერებისთვის ქადაგება აუცილებელოა და აღივსნენ ღმერთის ნებით, რათა ადამიანებისთვის გადარჩენა მიეტანათ. ძვირფასო ძმაო, უერთდები თუ არა ამ ქებას, ღმერთის დიდებული საქმეებისა? სად არის შენი მადლიერება? პატივს სცემ თუ არა საკუთარ თავს თუ ღმერთს ადიდებ? დაივიწყე შენი თავი და პატივი მიაგე მამას, რომელიც ზეცაშია!

ეს ჰარმონიული ქება-დიდების ატმოსფერო, ჩუმი ლოცვები და სიწმიდე დიდხანს არ გრძელდებოდა, რადგან სხვა მრავლმა უფლის მომლოდინემ გაიგონა ხმაური ამ სიყვარულის ქარიშხლის და გაიქცნენ იმ ადგილისკენ, სადაც სულიწმიდა გადმოიღვარა. მივიდნენ რა იქ, მოსმენილისგან გაოგდნენ, თუ როგორ ლაპარაკობდნენ გალილეველები სხვადასხვა ენებზე, თუმცა არასდროს უმოგზაურიათ სხვა ქვეყნებდში და არ უსწავლიათ ეს ენები სკოლაში. ორმოცდამეათე დღის სულმა გაიმარჯვა ღმერთის რისხვის შედეგებზე, რომელმაც განაცვიფრა ადამიანები, როდესაც უფალმა აურია მათი ენები და სხვადასხვაგვარად დაარიგა ისინი, რათა ერთმანეთის ვეღარ გაეგოთ. თავისი სიამაყით ისინი ცდილობდნენ უფლის დონემდე მისვლას და ბაბილონს აშენებდნენ, ჩაიფიქრეს რა მისი აღმართვა სულ უფრო მაღლა და მაღლა სანამ ღმერთს არ მისწვდებოდა. ახლა კი ქრისტემ აპატია თავის მიმდევრებს სიამაყის ცოდვა და ქრისტეს თავმდაბლობის სულმა და თვინიერებამ დაიწყო მლოცველთა გულებში დავანება. არავინ თვლიდა საკუთარ თავს უფრო ნიჭიერად, დიდებულად და ჭკვიანად. ძლიერები ეხიდებოდნენ სუსტებს და განახლებულებს თავი უმცირესები ეგონათ. სულიწმიდა გამოვლინდა სიყვარულში, რომელიც სრულყოფილების ძაფებია და გააერთიანა სხვადასხვა დაფანტული ერები ღმერთთან ურთიერთობაში. ამ გზით ორმოცდამეათე დღის ენების ნიჭი, სიმბოლოო გააფანტული ერების გაერთიანებისა. დაე ყველამ გაიგოს, რომ ორმოცდამეათე დღის შემდეგ ყველა ძღვარი და ენის ბარიერი სხვადასხვა ენებს შორის, ასევე მათი განსაკუთრებული განსხვავებულობა ძირ-ფესვიანად დაინგრა. უკვე აღარ არის განსვხავება გენიოსსა და გონებრივად ჩამორჩენილს შორის. ღმერთში ყველა ერთია, ვინაიდანუდიდესი ნიჭი მდგომარეობას იმაში, რომ სულიწმიდამ მოკვდავი ადამიანი, სამუდამო მამის დონეზე აიყვანა. მან ადამაინები ქრისტეს სისხლით განწმიდა, რათა წმიდები ყოფილიყვნენ და შეუდრეკელნი მისი სიყვარულის წინაშე.

იმ პიპრველ ორმოცდამეათე დღეზე იერუსალიმში ყველაზე მეტმა ხალხმა მოიყარა თავი სხვადასხვა ერებიდან. ისინი მოვიდნენ უფლისთვის მადლიერების გამოსახატავად და მკის დასრულების აღსანიშნავად. იუდეველები სპარსეთიდან, მესოპატამიადან, მცირე აზიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, იტალიიდან და კრეტადან მოვიდნენ და თავი მოიყარეს იერუსალიმში. და ყველას ესმოდა გალილეველის სიტყვებიდან უფლის ხმა, რომელიც მათ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა. ორმოცდამეათე დღის სასწაული სამი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ რიგში, მათ ქარიშხლის ხმა მოისმინეს; მეორე, მათ ცეცხლოვანი ენები დაინახეს; და მესამე, გალილეველთა ენა გაიგეს, ვინაიდან თავად ღმერთი იყო იმ დღეს მათი თარჯიმანი.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ენების მსმენელთა შორის იყვნენ არაბები ეგვიპტედან. სულიწმიდის მოსვლის დროს უპირველესად მან აუწყა გადარჩენის შესახებ არაბულ და კოპტურ ენაზე. ეს ენები ღმერთისთვის არც რთული და არც უცხო არაა. ის დებს მათში თავის სიყვარულს და მათ აზრს ავსებს საკუთარი სიწმიდით. თაყვანს სცემ თუ არა სამპიროვან ღმერთს შენ ენაზე? მიუძღვენი მას შენი ენა, გული, ნება და მთელი შენი ძალები და იქნების ღმერთის ქების სიხარულში.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ქარიშხლის მდევნელები ორ ჯგუფად დაიყვნენ. ერთნი სერიოზულად მსჯელობდნენ ყოველივე მომხდარზე, მეორენი კი დასცინოდნენ მორწმუნეებს. პირველებს უნდოდათ სრული ცოდნა შეეძინათ სულიწმიდის შესახებ, მეორენი კი ამ უცხო ენებს და მათზე საუბარს სისულელედ მიიჩნევდნენ, ლოთის არეული ლაპარაკის მსგავსად. თავინათი გამოცდილებიდან კარგად იცოდნენ თრობის მდგომარეობა, რაშიც მოციქულებს ადანაშაულებდნენ ახლა. მაგრამ მათ არ იცოდნენ უფლის სიხარული და სამუდამო სიყვარულის ძალა მათთვის დაფარული იყო. ამიტომაც გულები სულ უფრო უქვავდებოდათ სიძულვილისგან.

ლოცვა: აკურთხე სულო ჩემო უფალი, და მთელო შიგნეულობავ - მისი წმიდა სახელი. აკურთხე სულო ჩემო უფალი და არ დაივიწყო მისი კეთილი საქმეები. ის გპატიობს ყველა შენ უმართლობას, კურნავს შენ სნეულებას, ცხოვრების სასაფლაოდან გიხსნის, გაჯილდოვებს სიუხვითა და წყალობით; შენ სურვილებს კეთილი საქმეებით ამსუყებს; რათა არწივის მგსავსად განახლდეს შენი სიყმაწვილე (ფსალმუნი 102:1-5).

კითხვა:

  1. რისი საუბარი ასწავლა სულიწმიდამ მოციქულებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:33 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)