Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 123 (Jesus appears to the disciples with Thomas)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)

3. იესო ევლინება თომას (იოანე 20:24-29)


იოანე 20:24-25
24 თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25 უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი - ხელს, არ ვიწამებ!”

მცდარი აზრია, რომ ყველა სკეპტიკოსი ეწინააღმდეგება სულიწმიდას. და ნუ ფიქრობ, რომ ყველა დასაღუპავდაა განწირული, ვინც შენი მოწმობა არ მიიღო. იმ ორმოცი დღიდან, სანამ იესო ამაღლდა, იოანე გამოყოფს ერთ შემთხვევას, სადაც ჩანს თუ როგორ იბადება ადამიანის სულში მადლი. ეს რწნება არა საქმეებისგან, ინტელექტის ან ლოგიკისგანაა, არამედ მხოლოდ მადლით და წყალობით.

თომა იყო პესიმისტი, ის ყველაფერს სხვა მხრიდან უყურებდა. მას უნდოდა ღრმად გამოეკვლია ყველაფერი და ჭეშმარიტებამდე მისულიყო (იოან. 11:6; 14:5). ეს იყო მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკითხებს გონების მეშვეობით წყვეტდა. მისთვის ქრისტეს სიკვდილი საკუთარ სიკვდილს უდრიდა, ვინაიდან ქრისტეს გარეშე ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც არ მისულა სხვა მოწაფეებთან. ამიტომაც როდესაც იესო მოწაფეებს გამოეცხადა, მათ შორის თომა არ ყოფილა. შესაძლოა თომა ფიქრობდა, რომ ეს ეშმაკი აცდუნებდა მათ და მას სჭირდებოდა ქრისტედ ჭრილობების შეხება. თომამ იესო პირობის წინაშე დააყენა. მას ჯერ უნდა ენახა და მერე დაიჯერებდა.

თომა დაბრუნდა მოწაფეებთან, გახარებული ქრისტეს ხილვით. მაგრამ დანაღვლიანებული იყო, რადგან ფიქრობდა, რომ იესო მოწაფეებთან მივიდა და არა მასთან. ის აღიარებდა თავის შეცდომას და არ წასულა ეკლესიიდან. თომა ინანიებდა და ენდობოდა ღნერთს.

იოანე 20:26-28
26 რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა”. 27 შემდეგ თომას უთხრა: "გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!” 28 მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

ერთი კვირის შემდეგ იესო კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ისინი კვლავ ჩაკეტილ კარს მიღმა ისხდნენ. ის მიესალმა მათ მშვიდობით და აპატია ყველა სუსტ მოწაფეს . იესო მოჩვენება არ იყო. ყველა ხედავდა მასში სიყვარულს. თომა გაოცებით უყურებდა იესოს. მან საკუთარი ყურებით მოისმინა მისი ხმა. უფალმა თომას ღვთიური თვალებით შეხედა. მან უბრძანა თომას იმის საპირისპირო, რაც მარიამ მაგდალინელს უთხრა - ”შემეხე და დარწმუნდი, რომ ნამდვილი ადამიანი ვარ, და ჩემი სხეულით ვარ თქვენ შორის”. იესოს არა მხოლოდ შეხება უნდოდა, არამედ უნდოდა თომა შეხებოდა მის ჭრილობებს თავისი ხელებით და დარწმუნებულიყო. იესო სრულ ნდობას გვთხოვს, მან ხომ გვითხრა ჯვრის შესახებ, მისი აღდგომის შესახებ, იმის შესახებ რომ მამასთან ერთად გაბრწყინდება, და თავის მეორედ მოსლის შესახებ გვაუწყა. ყველა ვინც ამ ჭეშმარიტებებს უარყოფს, ქრისტე მატყუარა გამოყავს. ღვთის ძე არ არსებობს დამოუკიდებლად მამის გარეშე, ის არის თავად უფალი, მასში არის უფლის სისავსე. ღმერთი ერთია და არ არსებობს ორი ღმერთი. თომას იესოს ღმერთი უწოდა. მაგრამ იცოდა, რომ წმიდა მას არ განსჯიდა ურწმუნოებისთვის, არამედ მადლს ანიჭებს, ვინაიდან გამოეცხადა თომას. თომამ იესოს უწოდა ”ჩემი უფალი”, მისცა რა იესოს მთელი თავისი წარსული და მომავალი. მას მტკიცედ სწამდა იმისი, რაც იესომ თქვა სიკვდილის წინ, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

ძმაო, შენ რას იტყვი? იზიარებ თუ არა თომას აღიარებას. მოვიდა თუ არა შენთან აღმდგარი იესო, მოიცვა თუ არა შენი გული დიდებულებით, გააქარწყა თუ არა შენი ეჭვები, ურწმუნოება და სიჯიუტე? მიენდე სრულიად მის მადლს და მადლიერებით აღიარე იესო წინაშე: ”უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”.

ლოცვა: მადლობა უფალო იესო, რომ არ უკუაგდე სკეპტიკოსი თომა, არამედ გამოეცხადა მას. მიიღე ჩვენი ცხოვრება და განგვკარგე, როგრც შენ გსურს, და განწმიდე ჩვენი ენა ყოველი სიცრუისგან!

კითხვა:

  1. რა აზრი დევს თომას აღიარებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:33 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)