Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 107 (Jesus questioned before Annas and Peter's threefold denial)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 - 19:42)

2. იესოს დაკითხვა ანასთან, პეტრეს სამგზის უარყოფა (იოანე 18:12–27)


იოანე 18:12-14
12 მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს. 13 პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან. 14 ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

იესოს დაკავებაში მხოლოდ იუდეველები არ იღებდნენ მონაწილეობას. ამ მიზნით მოვიდა რომაელი მთავარიც თავის ჯართან ერთად. და იმის მიუხედავად, რომ ქრისტე თავად არის სიკვდილის უფალი, დევნიდა ეშმაკებს, ქარიშხალს აწყნარებდა, ავამდყოფებს კურნავდა, ახლა მან დაუმორჩილა საკუთარი თავი ყოველივეს, რაც ხდებოდა. თავისუფალი გახდა ტყვე. მან მიიღო ბორკილები. და ყოველივე ეს ჩვენ გამო მოხდა, ჩვენი საშინელი ცოდვების გამო. ყოველივე ეს იყო მომდევნო ნაბიჯი იესოს დამცირებისკენ, რომელიც ჯვარზე განიცადა.

ანნა კი იყო მღვდელმთავარი 6 იდან 15მდე ჩ.წ.ა. თეორიულად ის ამ ადგილზე ცხოვრების ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რომაელებმა მოხსნეს. მის ნაცვლად მათ დააყენეს მისი სიძე კაიაფა. ის პასუხობდა კანონის მოთხოვნებს და ამავდროულად რომაელებს ეწყობოდა. კაიაფამ დაიჩება იესოს სიკვდილი ამიტომაც იყო ის ეშმაკის მოციქული და წინასწარმეტყველი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იუდევლურმა სასამართლომ უდანაშაულო გაამტყუნა. ხოლო ვისაც სინდისი აწუხებდა ამ გადაწყვეტილების მიხების გამო, თავს იმით იმშვიდებდა, რომ არსებობდა საკმარისი ფაქტები ამის ჩასადენად და ამიტომაც ყველაფერი სამართლიანად გაკეთდა.

მახარობელი იოანე არ აღწერს ამ ორ დღეს როდესაც სასამართლო მიმდინარეობდა, რადგან ეკლესიამ უკვე იცის ამის შესახებ სხვა სახარებებიდან. მაგრამ ის ნათელს ფენს იესოს დაკითხვას ანნას წინაშე, ანნას კი ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში ასეთ საკითხებთან მიმართებაში. იესო ჯერ ანნამ დაკითხა.

იოანე 18:15-18
15 იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. 16 პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა. 17 მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”. 18 ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.

იოანე და პეტრე იესოს მიყვებოდნენ სიბნელეში და უსაფრთხო მანძილზე იყვნენ მისგან. იოანე მღვდელმთავრების შტოდან იყო, და შესაძლოა პირველი მღვდლების ნათესავიც იყო, ამიტომაც თავისუფლად შეეძლო ეზოში შევსლა. პეტრეს კი იქ შესვა არ შეეძლო, დაცვა არ შეუშვებდა მას იქ.

შენიშნა რა იოანემ პეტრეს შინაგანი ბრძოლა, რომელიც ჩრდილში იდგა, კარის კაცს უთხრა მის შესახებ. მათ უნდობლობა გამოუცხადეს იოანეს სიტყვებს, შეხედეს პეტრეს და მოულოდნელად ჰკითხეს: „შენ იმ კაცის მოწაფეთაგანი არ ხარ?“ მან კი ისეთი სახე მიიღო და უპასუხა: „არა!“ თითქოს არაფერი იცის და არანაირი კავშირი არ აქვს ყოველივე მომხდართან. შემდეგ მივიდა კოცნოთან გასათბობად, გზიდან გათოშილს მოსულმა.

იოანე 18:19-24
19 მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა. 20 მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია. 21 მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”. 22 ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?” 23 მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?” 24 მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.

ეს დაკიტხვა არ ეხებოდა იესოს პიროვნებას, არამედ მის მოწაფეებსა და მისი სწავლების მეთოდებს. იმ დროში ბევრი ფარული თავყრილობები იყო, და ქრისტეს ბრალმდებლებს უნდოდათ გაეგოთ იყო თუ არა ვინმე მოწინააღმდეგე მისი მოწაფეებიდან, რომ დროულად მიეღოთ რაიმე ზომები.

პასუხად კი იესომ უტხრა, რომ დამალულად არაფერი გაუკეთებია და მოწაფეებს ასწავლიდა სინაგოგებსა და ტაძრებში, სადაც ყოველთვის მრავალი ადამიანი იყრიდა თავს. ლიდერებს წრფელად, რომ ნდომოდათ მისი ცოდნოდა, მივიდოდნენ და მოისმენდნენ ყველაფერს, რასაც ის ასწავლიდა და რისკენაც მოუწოდებდა ხალხს. სახარება დამალული და დაფარული კი არა, ღიაა ყველასთვის. ჩვენ შეთქმულებებში კი არა, არამედ სიხარულისა და სიყვარულის სამყაროში ვცხოვრობთ.

იესო ელაპარაკებოდა ხნიერ მღვდელმთავარს შიშისა და სცბიერის გარეშე. მაშინ კი ანნას მსახურთაგანმა შემოარტყა იესოს სახეზე. ადამიანმა ღმერთს გაარტყა ხელი! რამდენად ბრმები ვართ, რომ იესოში ღმერთი ვერ დავინახეთ! იესომ რაფერი უთხრა მას, და არც კი განრისხდა მასზე. მან მოუხმო იმ მსახურს და სთხოვა ამ შემორტყმის მიზეზი და მტკიცებულება ეთქვა. იესო არ იყო დამნაშავე და მსახურს პატიების თხოვნა და მონანიება მართებდა. ეს სიტყვები ირიბად ანნასაც ეკუთვნოდა, რადგან თავისი მსახურის საქციელზე პასუხისმგებელი ისიც იყო - მან მისცა ნება გაერტყა იესოსთვის. ასეა დღესაც, ვინც უსამართლოდ ურტყამს მეორეს, ან თავისი სტატუსის გამო ტავის დაქვემდებარებულებს აძლევს უფლებას სცემონ და დაჩაგრონ სხვები, ისინი ღმერთს ურტყამენ და ჩაგრავენ, ვინაიდან ღმერთს უყვარს ადამიანები და ამბობოს: „რაც ერთ ჩემ მცირეთაგანს გაუკეთოთ, მე გამიკეთეთ“.

დაინახა, რა რომ იესო არ დაემორჩლა მის ბრძანებას და აგრძელებდა მის წინაშე დგომას საუკუნო მოსამართლესავით, დაინახა რა, რომ დაკითხვა მიდიოდა ჭეშმარიტების შესახებ, გაგზავნა ის თავის სიძესთან, კაიაფასთან. იმ ცბიერ ადამიანთან და ამითი სურდა, რომ ზედმეტი პრობლემა აერიდებინა თავიდან.

იოანე 18:25-27
25 სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”. 26 მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?” 27 კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.

კაიაფამ დაკითხა იესო თავის მოწაფეებზე. ორნი მათგანი იქ ეზოში იდგა და არ აღიარებდნენ, რომ მისი მოწაფები იყვნენ. პეტრე კოცნთან იდგა და მისი ნათება ყიდდა მას, ნათლად ჩანდა, რომ ის იქაური არ იყო. ცეცხლად მსხდომი მცველები შეეწვდნენ კვლავ და ეგონათ, რომ მას იესოსთან კავშირი ჰქონდა, და ჰკითხეს იყო თუ არა ქრისტეს მიმდევარი. პეტრემ მეორედ უპასუხა და დაიწყო მათი დარწმუნება იმაში, რომ არ იყო , და პასუხობდა: „არა! არა!“ ის პანიკამ მოიცვა და უკვე ცდილობდა როგორმე გაქცეულიყო იქიდან.

ერთმა კოცნოთან მჯდომთაგან იცნო პეტრე და დაიწყო მისი დადანაშაულება. ყველას მზერა პეტრესკენ გაექცა. და მან თქვა: „მე გიცნობ შენ. შენ ბაღში იყავი“. საშიშროებამ თავის პიკს მიაღწია იმიტომ, რომ ის მონა, რომელიც პეტრეს ბრალს დებდა ნათესავი იყო მისი, ვისაც პეტრემ ბაღში ყური ჩამოათალა. იოანე აღარ წერს იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო პეტრემ თავის გამართლება, ფიზი და ყვირილი, რომ არ იყო ქრისტეს მოწაფე. იოანე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იმაზ, თუ როგორ უარყო მან სამჯერ იესო. და როგორ იყივლა მამალმა სამჯერ ამ შემთხვევის მერე. იესომ იცოდა, რომ ვერც ერთ მის მოწაფეთაგანს არ ეყოფოდა შინაგანი ძალა იმისთვის, რომ ბოლომდე ერთგულად გაყოლოდნენ იესოს, თუნდაც სიკვდილამდე. ყველა გაიხრწნა, ყველამ ზურგი აქცია და უარყო იესო. სხვა მახარობლებისგან განსხვავებით, იოანე არაფერს ამბობს პეტრეს ცრემლებზე, არამეთ თვითონ ფაქტის აღნიშვნა უფრო უნდოდა. დაე ჩვენც გვყვადეს ჩვენ ცხოვრებაში „მამალი“, რათა მაშინ, როდესაც იესოს აღიარება გაგვიჭირდება ან ვიცრუებთ, მან თავი შეგვახსენოს. ჭეშმარიტების სულს სურს შენში დავანება. ევედრე იესოს, რომ მოგცეს სამართლიანი ენა, სუფთა გული და ჯანსაღი გონება, ვინაიდან ყველა მატყუარა გოგოირდის ტბაში იქნება გადაყრილი.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რადგან შენ ხარ ჭეშმარიტება, მოთმინება და დიდიებულება! გვაპატიე ყოველი ტყუილი და დაგვეხმარე, რომ ჩვენი გზებით არ ვიაროთ და ვენდოთ საკუთარ თავს! შეგვიყვანე შენ ჭეშმარიტებაში! შენ აიღე ქვეყნიერების მონობის სიმძმე და შეგვაერთე სულიწმიდასთან, რათა ჩვენ ბაგეზე აღარ იყოს სიცრუის სიტყვები. ჯობია რაიმე საფრთხე დაგვემუქროს, ვიდრე შენგან წავიდეთ და უარგყოთ. განგვამტკიცე ჭეშმარიტებაში და გვასწავლე ვამოწმებდეთ შენი სახელით და მთელი მორჩილებით, გადაწყვეტილებითა და სიბრძნით!

კითხვა:

  1. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ იესოს და პეტრეს, იესოს ანნას წინაშე დაკითხვის დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)