Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 072 (Jesus meets Martha and Mary)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
4. ლაზარეს აღდგინება და შედეგები (იოანე 10:40 – 11:54)

ბ) იესოს შეხვედრა მართასთან და მარიამთან (იოანე 11:17-33)


იოანე 11:17-19
17 როცა მივიდა იესო, ნახა, რომ უკვე ოთხი დღეა, რაც სამარხში ასვენია. 18 ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან, თხუთმეტი სტადიონის მანძილზე. 19 ბევრი იუდეველთაგანი მივიდა მართასთან და მარიამთან, რომ ძმის გამო ენუგეშებინათ ისინი.

ოთხი დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც ლაზარე სასახლეში ჩააწვინეს. ის გტარდაცვალების დღესვე დამარხეს და სწორედ მაშინ გაიგო იესომ მის შესახებ. იმ წუთას იესოს სოფლელში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან მისი მეგობარი უკვე დამარხული იყო. სიკვდილის ფაქტი უკვე დამტკიცებული იყო. ბეთანია მდებარეობდა აღმოსავლეთით ზეთის ხილის მთაზე, საიდანაც იორდანეს ხედი იყო და მდებარეობდა 1000 მეტრით დაბლა. მოგვიანებით ეს ადგილი მკვდარი ტბის ტერიტორიად იქცევა. დასავლეთით 3 კილომეტრის მოშორებით, გორაზე მდებარეობდა იერუსალიმი, მას შემდეგ კი იმ ადგილს კედრონის ველს უწოდებენ.

გარდაცვლილის უამრავი მეგობარი მოვიდა მის სახლში, ტიროდნენ და გულში მჯიღას იცემდნენ. ლაზარეს სიკვდილი გამოუსწორებელი ზიანი იყო ოჯახსითვის, ვინაიდან ის იყო მათი შემოსავლის წყარო. შეკრებილთ სიკვდილის აჩრდილი დაჰყვებოდათ.

იოანე 11:20-24
20 მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, წინ შეეგება. მარიამი კი შინ დარჩა. 21 უთხრა მართამ იესოს: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. 22 თუმცა, ახლაც ვიცი, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი”. 23 იესომ უთხრა: "აღდგება შენი ძმა”. 24 მართამ უთხრა: "ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”.

როდესაც მართამ გაიგო, რომ იესო სახლს მოუახლოვდა, ის ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა მისკენ და თან ფიქრობდა, იესო ადრე, რომ მოსულიყო ეს არ მოხდებოდაო. როდესაც ისინი შეხვდნენ, მართამ მაინც გამოხატა თავისი რწმენა მისი დაუშრეტელი ძალის მიმართ. ის არ გლოვობდა, არამედ დამაჯერებლად იყო, ვინაიდან იცოდა იესოს შეეძო სიკვდილზე გამარჯვება. არ იცოდა, როგორ მაგრამ მას სჯეროდა მისი აბსოლუტური ძალაუფლების და კავშირის მამა ღმერთთან, რომელიც ყოველ ჯერზე პასუხობდა ძის ლოცვებს. იესომ დაუყოვნებლივ უპასუხა დანაპირებით მის რწმენას: „აღდგება შენი ძმა“. ის ვერ მიხვდა ნათქვამი სიტყვების სრულ აზრს, მაგრამ ეს სიტყვები გაიგო, როგორც სამსჯავროს დღეს აღდგომა. ახლა მას დამაჯერებლობა ჰქონდა, რომ სიკვდილი დასასრული არ იყო. აღდგომა სიცოცხლისთვი - აი რას ელოდებიან მორწმუნეები.

იოანე 11:25-27
25 იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! 26 ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?” 27 უთხრა: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”.

უსმენდა რა იესო თავის მოწაფეებს, მართას შემდეგი სიტყვები უთხრა: „აღდგომა დადგება, ის ჩემ პიროვნებაშია. ლაზარე არ აღდგება, როგორც ყველა ჩემი მორწმუნე ბოლო დღეს, არამედ ეს ეხლა მოხდება ჩემი თანდასწრებით. მე შემოქმედი ვარ; ჩემგან მოდის სულიწმიდა თქვენთან. მე თქვენ ნაცვლად მოვკვდები, რათა ავიღო თქვენი ცოდვები და ღვთაებრივი სიცოცხლე მოგცეთ. სიკვდის არ ექნებათქვენზე ძალაუფლება. მალე თქვენ ამ აღდგომაში დარწმუნდებით. ამიტომაც შეგიძიათ ჩემთან ერთად დაიმარხოთ, ვინაიდან ჩემთან ერთად აღდგებით რწმენით. ჩემი სიკვდილი თქვენია, ჩემი სიცოცხლეც თქვენია. მე ვცოცხლობ და თქვენც ჩემში“. ქრისტესთან სიცოცხლის მიღების პირობა - აღთქმის დადებაა რწმენით იესოსთან. მისი ცხოვრება თქვენ გვერდით არ ჩაგუვლით, სანამ მასთან ხართ დაკავშირებულები. ჩვენი ქრისტესადმი რწმენა ხსნის ჩვენ გაგებას მამის და საუკუნო სიცოცხლის შესახებ. მისი სიყვარული სიხარულს, მშვიდობას და სიყვარულს წარმოქმნის ჩვენში, რომელიც არასდროს მთავრდება. ადამიანი, რომელიც ქრისტეს სიყვარულით არის აღვსილი, არასდროს შეწყვეტს არსებობას. ის არასდროს მოკვდება იმიტომ, რომ ღმერთის სული საუკუნოა. ეს სული ცხოვრობს მათ გულში, ვისაც ქრისტე სწამს. იესოს არანაირი ამაღელვებელი სიტყვები არ უთქვამს, სადაც აუწყებდა მათ ლაზარეს აღდგინების მეშვეობით სიკვდილზ გამარჯვებას. მან განამტკიცა ისინი, ვისაც მიის სული აქვს, რომ სიკვდილს არ ექნება მათზე ძალაუფლება იმიტომ, რომ მათ უკვე გაიზიარეს ქრისტესთან აღდგომა. თქვენ გააცნობიერეთ თუ არა მისი ამ სიტყვების ძალა? თუ მისი გწამთ,არ მოკვდებით. არ იფიქროთ სიკვდილის მოახლოებაზე, ან გახსნილ სამარცხზე; უმჯობესია თქვენი მზერა იესოს მიაპყროთ. მადლიერები იყავით იმ უპირატესობისთვის, იმისთვის, რომ მან საუკუნო სიცოცხლე მოგცათ.

ძვირფასო ძმაო, გჯერა თუ არა იესოსი - სიცოცხლის მქმნელის? განგიცდია თუ არა პირადად, თუ როგორ განგათავისუფლა სიკვდილის ძალაუფლებისგან და ცოდვის დამოკიდებულებისგან აღგადგინა? თუ ეს სულიერი ზრდა არ განგიცდია, გარწმუნებთ, რომ იესო დგას შენ წინაშე და ხელს გიწვდის. დაიჯერე მისი ძალისა და სიყვარულის. ჩაეჭიდე მის ხელს და ის აღგამაღლებს შენცოდვებზე, და საუკუნო სიცოცხლეში გადაგიყვანს. ის შენი ერთგული მხსნელია.

მართამ მიიღო იესოს დაპირება. მან არამხოლოდ საუკუნო სიცოცხლის ძალა შეიგრძნო, არამედ თავად ამ სიცოცხლის შემოქმედს იცნობდა. მას სწამდა, რომ იესო ის დაპირებბული მხსნელი იყო, რომელსაც ჰქონდა მკვდრების აღდგინების ძალაუფლება. მას ჰქონდა ბოლო სასამართლოს წაყვანის ძალაუფლება. მართამ მისი ძალა განიცადა, რომელიც მასში შემოვიდა, რომელმაც გამოაფხიზლა და გამოაღვიძა ის. გზაში ის თამამად უზიარებდა იესოს თავისი რწმენის შესახებ იმის მიუხედავად, რომ იცოდა იუდეველების განზრახვა, რომელთაც სურდათ იესოს ქვებით ჩაქოლვა, რადგან მან თავის თავს ღმერთის ძე უწოდა. მარტას სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ უყვარდა თავისი მხსნელი: ის იყო ქალი, რომლის სითამამეც მამაკაცებს უხერხულობაში აგდებდა. მისი სითამამე მის სიყვარულთან ერთად იზრდებოდა.

ლოცვა: უფალო იესო, შენ მარადიული და დიდებული ხარ. სიკვდილს არ აქვს შენზე ძალაუფლება. შენ ჩვენი სიკვდილით მოკვდი, და შენი აღდგომით აღგვადგინე. ჩვენ გაქებთ და მადლობას გიხდით ამისთვის. შენ შენი სიცოცხლე გაგვიზიარე ისე, რომ სიკვდილი ვერ მოგვეკარება. ჩვენ გვიყვარხარ და მადლობას გიხდით ჩვენი განთავისუფლებისთვის ცოდვისგან, შიშისგან და სიკვდილისგან.

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია დღეს მკვდრეთით აღდგომა?

იოანე 11:28-31
28 ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს ჩუმად დაუძახა და უთხრა: "მოძღვარია აქ და შენ გიხმობს”. 29 როგორც კი გაიგო ეს, მაშინვე წამოდგა და მასთან მივიდა. 30 იესო ჯერ არ შესულიყო სოფელში, იქვე იდგა, სადაც მართა შეეგება. 31 მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.

შესაძლოა, რომ იესომ სთხოვა მართას, მიეყვანა მასთან მარიამი, რათა კარგად მოესმინა მისი სიტყვები და მომტირალეთა ხმას ხელი არ შეეშალა ამისთვის. ამის მეშვეობით ის რწმენაში გაიზარდა, როდესაც იესოს სიყვარულს ხედავდა. იესომ ხახლსი გული გაბედული რწმენით დაიპყრო და არა პესიმიზმით და გლოვით. მას უნდოდა მარია ღმერთის თანდასწრების მოელვარე შუქთან მიეყვანა ისე, რომ მას შესძლებოდა ეცოცხლა და სულიერად აქტიური ყოფილიყო. მარიას შეიძლება არც კი გაეგო იესოს მოსვლა, ვინაიდან გლოვაში იყო. თუმცა როდესაც მართა მივიდა და უთხრა, რომ იესო იქ იყო და ეძახდა მას, ის უმალვე გაეშურა მასთან. ის ისე მალე გაქრა იმ ადგილიდან, რომ სხვებს ეგონათ სასახლესთან მივიდა სატირლად. ისინი ყველა მას გაყვნენ. ჯერ ფილოსოფოსებსა და რელიგიურ ლიდერებს არ შეუძლიათ სრული პასუხის გაცემა სიკვდილისა და სიცოცხლის პრობლემაზე, ქრისტიანობა კი გვაძლევს ჭეშმარიტ იმედს, მტკიცებულებებთან ერთად.

იოანე 11:31-33
31 მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. 32 მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”. 33 იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა.

მარიამ, იესო როგორც კი დაინახა მის ფეხთით დაეცა, ვინაიდან გული ჰქონდა გამტყდარი. ძალაგამოცლილმა თავისი რწმენა აღიარა და უთრა, რომ მას შეეძლო ღვთაებრივი სასწაულის მოხდენა. ის, რომ ცოტატთი ადრე მოსულიყო, სანამ ლაზარე გარდაიცვლებგოდა. სიკვდილმა დების რწმენა შეარყია, რომელიც აქამდე ჰქონდათ. როდესაც იესომ დაინახა იმ ხალხის რწმენა, რომელიც მას მიყვებოდა და შემდეგ ერის დაუდევრობა, მისი სული დანაღვლიანდა. ის ხედავდა მათ უძლურებას სიკვდილის ძალაუფლების წინ. მას უჭირდა ცრემლების ყურება, ის ხედავდა სამყაროს, რომელიც ცოდვებში იყო ჩაფლული. მან ისევ იგრძნო მთელი ქვეყნიერების ცოდვების სიმძიმე, რომელიც აწვებოდა მას. სულში ის ხედავდა ჯვრის საჭიროებას და გახსნილ სამარხს, ეს ერთადერთი გზა იყო სიკვდილის დამარცხების. ის დარწმუნებული იყო აღდგომაში, რომელიც ძალიან ახლოს იყო. აღდგომა საბოლოო განაჩენი იყო სიკვდილის, ურწმუნოებისა და უბედურების.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:52 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)