Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 071 (Jesus across the Jordan)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
4. ლაზარეს აღდგინება და შედეგები (იოანე 10:40 – 11:54)

ა) იესო კვეთს იორდანეს (იოანე 10:40 – 11:16)


იოანე 11:11-16
11 ამის შემდეგ უთხრა მათ: "ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ”. 12 მოწაფეებმა უთხრეს: "უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება”. 13 იესო სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, ბუნებრივ ძილზე ლაპარაკობდა. 14 მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა: "ლაზარე მოკვდა”. 15 მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ, წავიდეთ მასთან”. 16 მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა დანარჩენ მოწაფეებს: "ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ”.

იესომ ლაზარეს „ჩვენი საყვარელი“ უწოდა. იესო და მისი მოწაფებიის ლაზარეს ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ. ის ყველა მოწაფის მეგობარი იყო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაზარე, როგორც იესოს საყვარელი მეგობარი, არის აბრაამის სახელის პარალელი „ღმერთის მეგობარი“. იესო იყენებს სიტყვა „ჩაძინებას“ და ამითი გამოხატავს, რომ სიკვდილი დასასრული არაა. ჩვენი სხეული კვდება, მაგრამ სული ცოცხლობს. ჩვენი იმედი დღეს, ჩვენი უფლის რწმენაშია. ჩვენ ვკმაყოფილდებით და ვმხნევდებით მისი სიცოცხლით, და ჩვენ უნდა ვიყოთ იმის მოწმობა, თუ როგორ აღგვადგენს იესო. ჩვენ მარადიულად ვიცხოვრებთ. „მე მივდივარ, რომ გავაღვიძო ის“, თქვა იესომ. მას არ უთქვამს, რომ მოდისთ ვილოცოთ და გავიგოთ რა სურს ღმერთს, და გავიგოთ, როგორ ვანუგეშოთ მისი ოჯახი. იესო ორი დღე მამასთან ურთიერთობაში იყო, სანამ მასთან ლაზარეს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მივიდოდა. მან იცოდა, რომ იესოს აღდგინება იქნებოდა თავისი აღდგომის წინ მომხდარი დემონსტრირებული ფაქტი. ეს მის მოწაფეებს რწმენაშ გაამყარებდა და მტრებს დაუმტკიცებდა, რომ ის არის მხსნელი. შემდეგ დასძინა: „მე მივდივარ, რათა აღვადგინო ის“, როგორც დედა, რომელიც იტყოდა: „მე მივდივარ ჩემი შვილის გასაღვიძებლად, სკოლაში წასვლის დროა“. იესოს არავითარი ეჭვი არ დაუნახებარია, ის თავად იყო სიცოცხლე და სიკვდილის უფალი. იესოს რწმენა ყოველგვარ შიშს გვალახინებს, და სიცოცხლის გაბედულებას გვაძლევს. იმ წუთას მოწაფებიი ვერ მიხვდნენ იესოს გამარჯვების აზრს. მათ ლაზარე მძნარედ წაროიდგინეს, და თითქოს არ იყო მიზეზი მასთან წასვლის და მისი გაღვიძების. მითუმეტეს მათ არ უნდოდა იუდეველების ხელში მოხვედრილიყვნენ. შემდეგ იესომ მათ პირდაპირ უთხრა ლაზარეს სიკვდილის შესახებ: „ის მოკვდა“. ამ ამბავმა შეაძრწუნა მოწაფეები, მაგრამ იესომ დაამშვიდა და უთხრა: „მე აღვადგენ“. ეს არის ღმერთის ძის პასუხი სიკვდილზე. ის ხედავს გამარჯვებას და აღდგომას. სიკვდილი არ არი დასამწუხრებელი, არამედ სასიხარულოა, რადგან იესომ მოწაფეებს თავისი სიცოცხლე გააცნო. ის - სიცოცხლეა. და ყოველი მისი მორწმუნე მასთან ერთად გაიზიარებს ამ სიცოცხლეს. იესომ დაამატა: „მე მიხარია, რომ როდესაც ის გარდაიცვალა მე არ ვიყვი თქვენთან ერთად“. ეს იმის მაგალითია თუ რა ელის ყველა ადამიანს. თუმცა იესოს რწმენა ეს სიცოცხლის საწყისია. მოდით მასთან წავიდეთ. ეს სიტუაცია ბევრისთვის უდებურების და ცრემლების მიზეზი იყო, იესოსთვის კი აღდგომას ნიშნავდა. ჩვენ მადლიერები ვართ იესოსი, რომ როდესაც კუბოში ვიქნებით, იესო იყვის „წამო მასთან“. მისი მოსვლა განთავისუფლებას ნიშნავს, სიცოცხლეს და სინათლეს. თომა, იესოს საყვარელი მოწაფე, გაბედული იყო. თომა მიხვდა, რომ იესო წავიდა ლაზარეს გვამის სანახავად, მაგრამ არ ესმოდა იესოს ლაზარეს კუბოშ ნახვის მიზანი. მაშინ თომამ თავის ამხანაგებს მიმართა და თქვა: „ჩვენ არ უდნა დავტოვოთ იესო მარტო; ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფალი და სიკვდილამდე მასთან ერთად ვიქნებით. ჩვენ ყველა კავშირში ვართ მასთან“. თომამ ბოლომდე გამოიჩინა თავისი ერთგულება.

კითხვა:

  1. რატომ ილტვოდა იესო ასეთი გამარჯვებული სულით, ლაზარეს გადასარჩენად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)