Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 058 (Sin is bondage)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ე) ცოდვა - მონობაა (იოანე 8:30-36)


იოანე 8:30-32
30 ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი. 31 მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.

თავმდაბალმა, მაგრამ ამავდროულად ქრისტეს ძლიერი მოწმობამ ზეგავლენა მოახდინა ხალხზე. მათ ირწმუნეს ის, როგორც მამისგან მოსული. იესომ იგრძნო ეს ნდობა, რომელიც მოდიოდა მათგან და დაინახა მათი მზადყოფნა მის მოსასმენად. ის აღძრავდა მათ, რომ არა მხოლოდ ძალის სახარების სიტყვები ერწმუნათ, არამედ ემსჯელათ მის სიტყვებზე, გაჰყოლოდნენ მას, მასში დარჩენილიყვნენ, როგორც ლერწი ვაზზე. მას უნდა, რომ მისი სული დაბრკოლებების გარეშე შემოვიდეს შენ გულში და ფიქრებშ და ეს დაგვეხმაროს, რომ ვიცხოვროთ ღმერთის ნებით. ის, ვინც აღასრულებს ქრისტეს სიტყვებს, ჭეშმარიტებას შეიცნობს. ვინაიდან ჭეშმარიტება - უბრალოდ აზრი კი არ არის სიტყვების მეშვეობით გამოხატული, არამედ მერე მოქმედებაცაა და ის ხდება რეალური ჩვენ ცხოვრებაში.

ღვთიური ჭეშმარიტება - ეს, უპირველესყოვლისა, წინადადებაა, სიტყვაა, წრფელი და ბრძნული. მეორე რიგში ეს ღმერთის შეცნობაა, როგორ მამის, ძის და სულიწმიდის, როგორც სიყვარულის ერთობის, ასევე მოქმედებაშიც. როდესაც ჩვენ ვმყარდებით ქრისტეს რწმენაში, ჩვენ ვწვდებით წმიდა სამების არსს.

ღმერთი ცვლის ჩვენ ცხოვრებას. როდესაც მას ვიცნობთ, ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის სიყვარულს. მას ვისაც არ უყვარს, არ იცნობს ღმერთს. ქრისტეს სიტყვის მეშვეობით ღმერთის შეცნობა, ჩვენ ეგოიზმისგან გვანთავისუფლებას გვასწავლის. სინანული ან ამის ხელოვნურად გამოწვევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვთავისუფლდეთ ცოდვის მონობისგან. მხოლოდ ღმერთის სიყვარულს, მამის და სულის პატიებას, რომელიც შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, შეუძლია სინამდვილეში ჩვენი განთავისფლება. სწორედ ღმერთის სიყვარულს შეუძლია ეგოიზმის ჯაჭვის დამსხვრევა.

იოანე 8:33-36
33 მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?” 34 უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა. 35 ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ. 36 ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.

იუდეველბი შეწუხდნენ; მათმა მამებმა იცხოვრეს ორასი წელი ეგვიპტეში ფარაონის მონობის ქვეშ, მაგრამ მერე განთავისუფლებულები იყვნენ. ღმერთმა ისინი მონობიდან გამოიყვანა (გამოსვლა 20:2). იესოს სიტყვებმა ხალხი გაანაწყენა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა მათი ერი.

იესო აშორებდა სიამაყეს იმ ხალხს, ვინც იწყებდა მის დაჯერებას და რწმენას. მან აჩვენა მათ, რომ ცოდვის მონები და ეშმაკის ტყვეები იყვნენ. თუ ჩვენ ვერ ვხვდებით ჩვენი მონობის სულიერ მიზეზს, ჩვენ ვერ გვექნება გადარჩენაზე გათვლა. მხოლოდ მას, ვისაც შეუძლია აღიარება იმისა, რომ არ ძალუძს თვითონ განთავისუფლდეს ცოდვისგან, მიმართავს ღმერთს.ამიტომაც არ ეძებს ბევრი იესოს: ისინი ფიქრობენ, რომ არ საჭიროებენ მის გადარჩენას.

იესო ამბბობს: „ის ვინც სცოდავს, ცოდვის მონა ხდება“. ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს სიცრუეში, სიზარმაცესა და უდარდელობაშ. ისინი საშიშ თამაშს თამაშბენ ცოდვასთან, და ასეთი სახით აწყობენ ცხოვრებას სიცრუეზე. ისინი იქამდე აკეთებენ ყოველივე აკრძალულს, სანამ ეს მათ ჩვევაში არ გადაიზრდება. მაგრამ სანამ ისინი დაინახავენ საკუთარ სიბინძურეს და საქმის სისუსტეს, და მოუსმენენ საკუთარ სინდისს, შეიძლება ძალიან გვიან იყოს; ეს ხალხი უკვე საკუთარი ცოდვების მონა გახდა. ისინი დაიწყებენ იმ საათის წყევლას, როდესაც მიეცნენ ბოროტ აზრებს. კაცობრიობა ამორალური გახდა - ისინი სიმართლეს, შეცოდების ნიღბით მალავენ. ყველა ადამიანი ქრისტეს გარეშე საკუთრი სურვილების მონაა. სატანა თამაშბს მათით ისე, როგორც ძლიერი ქარი ეთამაშება ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს.

ამ აზრს აგრძელებს, და ასე ამბობს ღმერთის ძე: „მე თქვენთან ვარ. მე ვიცი ყველაფერი, რაც გამძიმებთ. მე შემიძლია განგათავისუფლოთ და ყველა ცოდვა მოგაშოროთ. მე არ მოვსულვარ ქვეყნიერებას არა იმისთვის, რომ შევცვალო ის, ან დაგსაჯოთ სასტიკი კანონებით. ჩემი მიზანია - განგათავისუფლოთ ცოდვის მონობისგან, ეშმაკისაგან და სიკვდილისგან. მე გაგაცოცხლებთ თქვენ და მოგცემთ ღვთიურ ძალას რათა შეეწინააღმდეგოთ ცოდვას. ეშმაკი გააგრძელებს თქვენ ცდუნებას, და თქვენ წაიბორძიკებთ, მაგრამ უკვე არა როგორც მონები, არამედ ღმერთის მოყვარული შვილები.

„ჩემი სისხლი იქნება ფასი, თქვენი ცოდვებისთვის გადახდილი, და თქვენ იქნებით სამუდამოდ გამოსყიდულები ცოდვის მონობისგან. თქვენ ფასეულები ხართ ღმერთისთვის. ის გთავაზობთ, რომ გახდეთ მისი შვილები, რომლებიც იქნებით ცოდვისგან თავისუფალიები. ცოდვისგან განთავისუფლებულებს, მე მიგიყვანთ ღმერთთან, მასთან ურთიერთობისთვისა და მსახურებისთვის მადლიერებით. მე - გამანთავისუფლებელი ვარ, რომელიც დაგიხსნით ცოდვის ციხსიგან და მიგიყვანთ ღმერთის სამეფოში. მე ღმერთის შვილი ვარ, რომელსაც მაქვს ძალაუფლები თქვენი განთავისუფლების, თუ ჩემ სიყვებს და ხმას მოისმენთ“.

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ აგამაღლებთ შენ იმიტომ, რომ ყოვლისშემძლე მხსნელი ხარ, რომელიც სრულიად გვანთავისუფლებს ჩვენ, ჯვარზე ეშმაკისგან. შენ ყველა დანაშაული გვაპატიე. ჩვენი ცოდვებისგან გაგვწმიდე, რათა აღარ ვიღოთ სიბოროტის მონები, არამედ ვემსახუროთ ღმერთს, როგორც მისი შვილები, თავისუფლებასა და სიხარულში.

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტად ვიყოთ თავისუფლები?

კითხვარი - 3

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 24 კითხვიდან 20 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. რაში მდგომარეობდა 5 ათასი კაცის დაპურების საიდუმო?
  2. რატომ არ მისცა იესომ ხალხს უფლება, რომ თავის მეფედ გაეხადათ?
  3. როგორ მიყავდა იესოს ხალხი დანაყრების სურვილიდან, თავის რწმენამდე?
  4. რას ნიშნავს „პური სიცოცხლის“?48.როგორ უპასუხა იესომ თავისი მიმდევრების დრტვინვას?
  5. როგორ უპასუხა იესომ თავისი მიმდევრების დრტვინვას?
  6. რატომ ეუბნება იესო თავის მსმენელს, რომ მათ სწირდებათ მისი ხორცის ჭამა და სისხლის დალევა?
  7. როგორ არის კავშირში ყოვლისშემძლე ღმერთი ქრისტეს სხეულთან?
  8. რას ნიშნავდა პეტრეს მოწმობა?
  9. რატომ სძულდა ქვეყნიერებას იესო?
  10. რა მიუთითებს იმაზე, რომ სახარება ღმერთისგან მოდის?
  11. რატომ არის იეს - ერთადერთი, ვინც სრულყოფილად იცნობს მამას?
  12. რა იწინასწარმეტყველა იესომ საკთარ მომავალზე?
  13. რატომ ჰქონდა იესოს უფლება ეთქვა შემდეგი სიტყვები: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს“?
  14. რატომა ამცირებდნენ ფარისევლები და მღვდლები უბრალო ხალხს?
  15. რატომ მიატოვე იესო და მრუში ქალი, მრალდებელებმა?
  16. როგორია იესოს მოწმობა საკუთარ თავზე, როგორც სინათლეზე, რისი მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ზეციური მამის შეცნობა?
  17. რას ნიშნავს რწმენა იმისა, ვინც საკუთარ თავს უწოდებს: „მე ვარ“?
  18. როგორ ახსნა იესომ, საკუთარი როლი სამებაში?
  19. როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტად ვიყოთ თავისუფლები?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)