Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 029 (Jesus leads the adulteress to repentance)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
4. იესო სამარიაში (იოანე 4:1–42)

ა) იესოს სამარიელი ქალი, მონანიებამდე და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მიყავს (იოანე 4:1-26)


იოანე 4:16-24
16 უთხრა იესომ: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი“. 17 დედაკაცმა მიუგო: „ქმარი არა მყავს“. იესომ უთხრა: „მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო, 18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი“. 19 დედაკაცმა უთხრა: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20 ჩვენი მამები ამ მათზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო“. 21 იესომ მიუგო: „დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. 22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას სცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის. 23 მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. 24 ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.

თავიდან იესომ სამარიელ ქალში ცოცხალი წყლის დალევის სურვილი და ღმერთის საჩუქრის მიღების სურვილი აღძრა, ახლა კი ასწავლის, რომ ამ საჩუქარს ვერ მიიღებს, სანამ ცოდვაში ცხოვრობს. აღსანიშნავი, რომ იესომ მას პირდაპირ „მეძავი“ არ უწოდა, არამედ მოფერებით სთხოვა ქმარი მოეყვანა. ეს სიტყვები მის ყველაზე სუსტ წერტილს მოხვდა, ის ხომ ყველა ქალივით ოცნებობდა მზრუნველ და მოსიყვარულე ქმარზე. მაგრამ თავისი ცოდვების გამო მარტო და დამცრებული დარჩა. მას არ უნდოდა, რომ იესოს სრული სიმართლე გაეგო, ერიდებოდა. მას თავის დაცვა ამ ფრაზით სცადა „მე არ მყავს ქმარი“.

იესო დაეთახმა მას და ამითი მიანიშნა, რომ იცოდა ყველა მისი გულის საიდუმლო და არაფერი იყო მისთვის დაფარული. ქალს ყველაზე განსაკუთრებულად მრუშობა ამარცხებს - ის ღრმად, თავის ქვეცნობიერში დაკავშირებულია საკუთარ პირველ ქმართან. განშორების მერე კიდევ დიდ ხანს ენატრება და ოცნებობს მასთან დიდხანს და შეხმატკბილებულ ცხოვრებაზე.

მაშინ ის მიხვდა, რომ იესო უბრალო ადამიანი კი არა წინასწარმეტყველი იყო. ღრმად, თავის გულშ, მან იცოდა, რომ ღმერთის გარდა ვერავინ დაეხმარებოდა. მაგრამ ვერ გაეგო სად ეპოვა ის, რათა დაახლოებოდა მას. მის ცხოვრებაშ ლოცვას ადგილი აღარ ეკავა და დიდი ხანია წესები არ შეუსრულებია. ის აღარ დადიოდა რელიგიურ შეხვედრებზე მთებს გაღმა. ამისდამიუხედავად სამარიელს გადარჩენა და ღმერთან შერიგება სურდა.

და ახლა, როდესაც იესომ მასში ნაწმედის სურვილი აღძრა, ის ნაზად აგრძელებდა მისთვის ჭეშმარიტებების სწავლებას, რომ მნიშვნელოვან ის კი არაა სად სცემ თაყვანს, არამედ ვის. შემდგომ იესომ ამ ღვთის მაძებარ ქალს უთხრა, რომ უფალი - ჩვენი მამაა! ასეთი ფორმით, მამა ჩუქნის მას გადარჩენას, ღმერთის ბუნების შეცნობით. მან სამჯერ ახსენა სახელი „მამა“, რომელშიც ღმერთის ბუნებაა გამოხატული. არც გენიალურობას და არც ღთისმოსაობას არ შეუძლიათ ადამიანს ღმერთის შემეცნება მისცენ, ეს მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენითაა შესაძლებელი.

იესომ სამარიელს გააგებინა, რომ სიტყვა „მამას“ თქმით, ის გულისხმობს ძველი აღთქმის ღმერთს, და არა რომელიმე სხვა ღვთაებას. სამარიელები ბევრ კერპებს ეთაყვანებოდნენ. იუდეველებმა კი იცოდნენ ვინ იყო უფალი იმიტომ, რომ ღმერთი მათ მრავალჯერ უცხადებდა საკუთარ თავს, თავიანთ ხანგრძლივ ისტორიაში და შეპირდა კიდეც, დავითის შთამომავლობიდან მხსნელს.

გადამწყვეტი ეტაპი დგებოდა ღვთის გადარჩენის გეგმისა, ძელი აღთქმის რწმენა მთელ მსოფლიოს უნდა მოსდებოდა. იწყებოდა დრო, როდესაც ღმერთის თაყვანისცემა გასცდებოდა ერთ ტაძარს იმიტომ, რომ თავად მორწმუნენი გახდებიან ტაძრები, სადაც ღმერთის სული დაივანებს. მათი ცხოვრება ღმერთის თაყვანისცემითა და განდიდებით აივსება. ისინი მიიღებენ ქრისტეს და მიიღებენ მის გამოსყიდვას, როგორც მათთვის განკუთვნილ კანონს. მათ იგემეს ცხოვრება, სავსე სამართლიანობით, ჭეშმარიტებითა და სისუფთავით, ღვთის ძალის მოქმედების მეშვეობით. ზეციერმა მამამ განაახლა ისინი. თაყვანისცემა მათი გულიდან მომდინარეობს - ისინი გულწრფელად განადიდებენ ღმერთს. ღმერთი დიდდება, როდესაც მისი შვილები მიმართავენ მას სიტყვებით: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა“.

ღმერთი არის სული, და არა რაიმე უმეტყველო და ფანტასტიური მოჩვენება. ის ჩვენი მამაა! ჩვენ ღვთის სულის ბუნება შევიცანით - სიყვარული და სულგრძელობა. მან იძის, რომ უძლურნი ვართ და ვერ მივალთ მასთან. ამიტომაც თავად მოვიდა ჩვენთან, გაგვწმიდა თავისი მსხვერპლშეწირვით და მოგვამზადა, რათა მივიღოთ მისი წმიდა სული. ღმერთს მთელი გულით უნდა ბევრი შვილი ჰყავდეს. მან იცი, რომ მხოლოდ მის შილებს შეუძიათ თაყვანი სცენ მას სულითა და ჭეშმარიტებით. ვთხოვოთ ჩვენ მამას, რომ აგვავსოს თავისი სულით, მადლითა და ჭეშმარიტებით, რათა მთელი ჩვენი ცხოვრება იყოს პასუხი მის სიყვარულზე.

ვერავინ ისწავლის თვითონ ღმერთის განდიდებას, იესომ სულის ნიჭი მოგვცა. მასში ჩვენ ერთგულ თაყვანისმცემლებად, მხიარულ მსახურებად და თამამ დამმოწმებლებად ვრჩებით. მასში ჩვენი ცხოვრება იქნება სავსე ღმერთის დიდების ძალით, რომელიც ჯვრიდან მოდის.

იესომ განწმიდა ტაძარი იმისთვის, რომ იქ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა იყოს. მამა, ძის მეშეობით გამოეცხადა ცოდვილ ქალს იმიტომ, რომ აღიაროს ცოდვები და მოწყურდეს ცოცხალი წყალი.

ლოცვა: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა! მადლობას გიხდით, რომ გსურს თაყვანი გცეთ მთელი გულით, განვიწმიდოთ ჩვენი ცხოვრება და განვადიდოთ შენი მადლი. განგვწმიდე, რათა შენთვის მოსაწონი თაყვანისმცემლები ვიყოთ. გაგვხადე მსახურები, რომლებიც იქნებიან შენი ძის მიმდევრები, რომლებიც ყოველ ჟამს განგადიდებენ შენ. ლოცვის სულით აგვავსე, და გაგვხადე შენი სიტყვის ერთგულ შემსრულებლებად.

კითხვა:

  1. რა გვიშლის და რა გვეხმარება თაყვანი ვცეთ სულითა და ჭეშმარიტებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:16 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)