Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 028 (Jesus leads the adulteress to repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
4. იესო სამარიაში (იოანე 4:1–42)

ა) იესოს სამარიელი ქალი, მონანიებამდე და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მიყავს (იოანე 4:1-26)


იოანე 4:1-6
1 როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო, 2 თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მოწაფეები, 3 დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა. 4 გზად სამარიაზე უნდა გაევლო. 5 მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს. 6 და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.

იოანე ღვთისმეტყველი იესოს ხატავს, როგორც „უფალს“, მარადიულ მეფეს მთელი ისტორიის მანძილზე. ის მოწყალეა, მაგრამ მრიცხანე დაუმორჩილებელთათვის. ყოველივეს მართავს და თავადაა მოსამართლე. იოანე იესოს შემყურე აღწერს მას, როგორც ყოვლისმცოდნეს, რომელმაც იცის რა ხდება ფარისეველთა შორის.

იმის გაგონებაზე, რომ იესო ბრწყინვალედ ქადაგებს იუდეაში, ფარისევლები მოემზადნენ მასთან ბრძოლისთვის. იოანეს მსგავსად იესო მოუწოდებდ ხალხს მონანიებისკენ და ცოდვების აღიარებისკენ, ამასთანავე ამტკიცებდა, რომ იოანეს მსახურება ღვთისგან იყო, და თითქოს აგრძელებდა მას. თავად იესო არ ნათლავდა, არამედ მოწაფეებს ავალებდა ამას, ვინაიდან ისინი ნათლისმცემელთან უკვე იყვნენ. ამასთანავე იესომ იცოდა, რომ წყლით ნათლობა სიმბოლურად ასახავდა სულიწმიდით ნათლობას. მისი დრო ჯერ არ დამგარა, რათა ხალხი სულიწმიდით მოენათლა. ამიტომაც არ ნათლავდა თავად იესო ხალხს.

ფარისევლებს, ვისაც სურვილი არ ჰქონდათ ნათლობის, გული გაიქვავეს და წავიდნენ იესოსთვის ბრძოლის გამოსაცხადებლად მაშინ, როდესაც იესომ ღვთის მმართველობით ჩრდილოეთით წავიდა. ჯერ არ დამდგარა დრო, რომ ღიად ებრძოლა კანონის დამცველებთან. იესო გალილეისკენ მთის ქედით გაემართა, უმოკლესი გზით სამარიისკენ.

სამარიაში მცხოვრები ხალხი, ესომდე, ითვლებოდა აუღიარებელ ჯგუფად. როდესაც 722 წ. ქრისტემდე ასირიელებმა დაიპყრეს სამარია და წაიყვანეს ტყვედ აბრაამის შთამომავლობის წარმომადგენლები, მათ ნაცვლად ასირიელებმა იქ გარშემო წრეზე ჩაასახლეს უცხოელები. მათ შეერია არც ისე ბევრი სამარიელი, რომელიც იქ დარჩა და მალევე მათი სარწმუნოება შეერწყა ისე, რომ განსაკუთრებული რელიგია წარმოიქმნა.

იესო მივიდა ქალაქ სიქარში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ მამათა რწმენის ცენტრში - შექემი. ამ ქალაქის სიახლოვეს, გერაზიმისა და ღებალის მთის შორის იესომ ერთან ერთად მსხვერპლშეწირვა ჩაატარა და საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნა (დაბადება 12:6 და იეშუა ნავეს ძე 8:30-35). იქ იყო ჭა, რომელიც ძალიან ძველი იყო, მას იაოკიბის ჭას ეძახდნენ. (დაბადება 33:1). ასევე ცნობილია, რომ იოსების ძვლები დამარხულია ნაბლუსთან ახლოს (იეშუა ნავეს ძე 24:32). ასე, რომ ეს ადგილი ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილად იქცა ძველი აღთქმის ისტორიაში.

ამ ცნობილ ჭასთან იესო იჯდა, დაღლილი ხანგრძლივი გზისგან და შუადღის სიცხისგან. იესო უსხეულო მოჩვენება კი არ იყო ან ღვთის წარმოგზავნილი ადამიანის ტყავში. ის ნამდვილი ადამიანი იყო უძლურ სხეულში, რომელიც, როგორც ყველა იღლებოდა და სწყურდებოდა.

იოანე 4:7-15
7 მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: „წყალი დამალევინე“, 8 რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასაული საჭმლის საყიდლად. 9 სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: „შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდეველებს ხომ ურთიერთობა არ აქვთ სამარიელებთან“. 10 უპასუხა იესომ: „შენ, რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს“. 11 უთხრა დედაკაცმა: „ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? 12 ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა იქიდან სვამდა თვითონაც, მისი ძენი და მისი საქონელიც?“ 13 მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. 14 ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“. 15 დედაკაცმა უთხრა: “ ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“

იესო შუადღის სიცხეში იჯდა ჭის კუთხესთან, როდესაც სამარიელი დედაკაცი ომვიდა წყლის ამოსაღებად. ყველა ქალი ჩვეულებისამებრ წყლის ამოსაღებად ან დილით ან საღამოთი მიდიოდა, როდესაც სიგრილე იყო, მაგრამ ეს მარიელი მოვიდა შუა სიცხეში იმიტომ, რომ არ უნდოდა ხალხს თვალში მოხვედროდა. მასზე ცუდი ამბები გავრცელდა და მას ყველა დასცინოდა. მის გულშ დარდი და სიმარტლისკენ და სისუფთავისკენ წყურვილი, რომ დაინახა იესომ, გადაწყვიტა დახმარებოდა. მას არ დაუწყია მისთვის მცნებების სწავლება ან მისი მხილება, არამედ მხოლოდ წყლის დალევა სთხოვა. მან ის იმის ღირსად ჩათვალა, რომ თავად ღმერთი დაეწყურებინა! მან კი, როდესაც იუდეველი დაინახა, სიხარულით არ გამოეხმაურა, ვინაიდან მის ერსა და იუდეველბს შორის დიდი უფსკრული იყო. მათ ისიც კი ეგონათ, რომ ერთმანეთის ჭურჭლის შეხებიდანაც კი გაუწმიდურდებოდნენ. თუმცაღა იესო ისე იქცეოდა, თითქოს მათ შორის არანაირი ბარიერი არ ყოფილიყო. მან პატივისცემა გამოხატა იმითი, რომ წყალი სთოვა.

ამითი იესოს უნდოდა მასში ღვთისადმი წყურვილი გამოეღვიძებინა. და რადგანაც ისინი ჭასთან შეხვდნენ, ლაპარკიც მან წყალზე დაიწყო. იესომ სამარიელ დედაკაცსში აღძრა სურვილი, რომ ეთხოვა უფლის საჩუქარი, მაგრამ მალევე არ გაუმხილა რა საჩუქარზე იყო საუბარი. პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ ქალის ყურადღება მიაპყრო უფლის სიიყვარულს, რათა ის მიხვედრილიყო, რომ ღმერთს არ უნდა მისი განსჯა ან დაღუპვა, არამედ უნდა ის მადლით დააჯილდოვოს. როგორი მშვნეიერია ეს მადლი!

ეს მადლი ზეციდან თავისთავად არ ჩამოდის, ქარის ფრთებზე მყოფი, არამედ მხოლოდ იესოს პიროვნებაშია. ეს მხოლოდ მას შეუძია და გვაძლევს კიდეც ნიჭებსა და ღვთიურ წყალობას. სამარიელის თვალებში, იესო ჩვეულებრივი კაცი იყო. ღთის დიდება მისგან დაფარული იყო. ქრისტემ უთხრა მას, რომ აქვს ცოცხალი წყალი. ამითი მათ თითქოს სრულიად აუხსნა ღვთის საჩუქარის შესახებ. იესო იძლევა ზეციურ წყალს,რომელიც გულის წყურვილს აკმაყოფილებს. ყველა ადამიანს სწყურია გულის სიღრმეში სიყვარული, ჭეშმარიტება და სურთ, რომ მიმართონ ღმერთს. ყოველი, ვინც იესოსთან მიდის, პოულობს ცოცხალ წყალს და იკმაყოფილებს გულის წყურვილს.

იესო ღვთის საჩუქარს მხოლოდ ამის მძებნელს აძლევდა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი საჭიროება, როგორც იესომ აღიარა, რომ სწუროდა. ვინც არაა მზად იმისთვის, რომ თავი დახაროს და ითხოვოს, ის ვერაფრით მიიღებს ცოცხალ წყალს საჩუქრად ზეციდან.

სამარიელი ვერ იგებდა იესოს სიტყვებს და სრულიად საფუძვლიანად ეპარებოდა ეჭვი მის სიტყვებში: „შენ ხომ ჭურჭელიც არ გაქვს, რომ წყალი ამოიტანო ამ ღრმა ჭიდან! როგორ აპირებ, რომ წყალი მომცე?“ გარდა ამისა ის იესოს პიროვნების გამო იყო აღელვებული, მისი სიკეთითა და სიყვარულის ძალით. მან არ დაამცირა ის, როგორც სხვები, ის თითქოს მიუღწეველი ჩანდა სამარიელისთვის, განცალკევებული თავის დიდებაში. მან შეიყვარა ის სიწმიდეში. მას არავინ შეხვედრია ასეთი სუფთა და უცოდველი, როგორიც იესო იყო. „ნუთუ ჩვენ მამა იაკობზე დიდი ხარ“, - დაინტერესდა ის, - „შენ გინდა თქვა, რომ სასწაულს მოიმოქმედებ და ახალ ჭას მოგვცემ?“

იესო კი მოთმინებით უხსნიდა მას, რომ მიწიურ წყალზე არ საუბრობდა, რომელიც შედგება ჟანგბადისა და წყალბადისგან იმიტომ, რომ ასეთი წყალი მხოლოდ სხეულის წყურვილს კლავს, და ისიც მოკლე დროით, რის მერეც ადამიანს კვლავ სწყურდება.

იესო კი ცოცხალ წყალს იძლევა, რომელიც საუკუნოდ კლავს სულისა და მშვინვის წყურვილს. ქრისტეს მორწმუნეებს უბრალოდ კი არ წყურიათ ღმერთი, უბრალოდ კი არ ფილოსოფოსობენ ჭეშმარიტებებზე, რომლის მიღწევაც არ შეუძლიათ. ისინი ნამდვილად იცნობენ ღმერთს, იციან მისი ბუნება. ღმერთმა ისინი იპოვა. მისი სიყვარული მათ საუკუნოდ ეყოფათ! იესოს გამოცხადება რასდროსაა მოსაბეზრებელი, არ დაძველდება, ის დღიდან დღემდე ნახლდება და ახლდება. ღვთის ჭეშმარიტი შეცნობა - ეს უბრალოდ აზრები კი არა, ძალაა, სიცოცხლე, სინათლე და მშვიდობა. ჩვენ სულიწმიდა, როგორც ღთის საჩუქარი ისე მოგვეცა, სწორედ ის არის ზეციური წყალი.

იესომ სამარიელ დედაკაცს სამჯერ უთხრა, რომ ცოცხალ წყალს აძლევს. არც რელიგიას, არც პოლიტიკას, არც სიყვარულს და არც მეგობრობას - არავის და არაფერს, შეუდარებელი მხსნელი იესოს გარდა არ ძალუძს სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება.

ხოლო ვინც ღთის ამ დიდებულ საჩუქარს იღებს, ის იცვლება თავის გულის სიღრმეში. ვისაც ადრე წყუროდა, ის თავად ხდება წყალო, რომელშიც ცოცხალი წყალი მოედინება, დამოაქვს სხვებისთვის კურთხევები. ასეთ ადამიანს თავად მოაქვს ადამიანებისთვის მადლი, სიხარული, სიყვარული და სხვა სულიწმიდის ნაყოფები. ყოველი, ვინც იესოშია, იღებს მადლს მადლზე და თავად ხდება ღვთის საჩუქარი სხვებისთვის.

სამარიელი ხვდებოდა, რომ იესო სერიოზულად ელაპარაკებოდა მას და არა, როგორც ჯადოქარი. როგორც იქნა, მან სთხოვა იესოს ცოცხალი წყალი. მან აღიარა საკუთარი საჭიროება. თუმცა ის კიდევ ფიქრობდა, რომ იესო მიწიურ წყალზე ელაპარაკებოდა, და სურდა მიეღო ისეთი წყალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეკლა წყურვილი და მეტი აღარ ევლო წყლის მოსატანად იმ ხალხის დასანახად, ვინც მას ამცირებდა.

ლოცვა: უფალო იესო! შენ იძლევი ცოცხალ წყალს. დააკმაყოფილე ჩვენი ცოდნის, სიყვარულის და ჭეშმარიტების წყურვილი. გვაპატიე და გაგვწმიდე ყოველი ბოროტისგან, რათა სულიწმიდა გადმოვიდეს ჩვენზე და იცხოვროს მარადიულად ჩვენში. და ჰქმენი ჩვენში ცოცხალი წყლის წყარო, და დააწყურე ჩვენგან მომდინარე უხვი წყლით სვხა ადამიანები. გვასწავლე თავმდაბლობა, ლოცვა, სიყვარული და რწმენა.

კითხვა:

  1. რა ღვთის საჩუქარს გვაძლევს იესო? როგორია მისი განსხვავებული ნიშან-თვისებები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)