Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 043 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:4
4 ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
(ფსალმუნი 126:5; გამოცხ 7:17)

ღმერთის ზარის მეორე ჩამოკვრა ეხება მგლოვიარეთ. ქრისტემ მათზე სიბრალულის გრძნობით საუბრობს: ,,არ იტიროთ, ვინაიდან ახალი დრო დადგა. მე ჩემი მსხვერპლიანი სიკვდილით გავიმარჯვე და აღარ გაქვთ გლოვის და ტირილის მიზეზი. ღმერთის სული გადმოვა თქვენზე და განუგეშებთ. ის არის თქვენი მშვიდობა და იმედი“ (ეფესელთა 1:14). სიხარული და ზეცის ნუგეშისცემა ლახავს ყველაზე ღრმა დარდს თქვენს გულში. ქრისტე იმედს აძლევს ჩვენს მტრულ სამყაროს. ასე რომ იხარე მისი დიდებული გადარჩენისთვის, მადლიერი იყავი და იყიჟინე. ჩვენი მადლიერების სიმღერებისა და ქების წინაშე, ვერცერთი დარდი ვერ გაჩერდება. დაელოდეთ უფლის მალე მოსვლას, რადგან ის მოვა და აღასრულებს ჩვენს იმედებს. ღმერთი მოგვწმენს ყველა ცრემლს თვალებიდან (გამოცხადება 7:17; 21:4; ესაია 25:8).

ღვთიური ნეტარება დგება საუკუნოდ და სრულყოფილი ნუგეშისცემის შემდეგ ეს ,,სიხარულის სისავსე და ნეტარებაა უკუნისამდე.“ (ფსალმუნი 15:11), და ეს ნუგეშისცემა იქნება ორჯერ სასიამოვნო მათთვის, ვინც მიდიოდა მასთან ,, წმინდა დარდის“ მეშვეობით. ზეცა ზეცად დარჩება მათთვის, ვინც დედამიწაზე იტანჯება. ისინი მოიმკიან სიხარულით, რადგან ,,თესავდნენ ცრემლებით“ (ფსალმუნი 125:5-6). და ეს მათ დაუბრუნდებათ, ავლენ სიხარულის მთაზე ტირილით (ფსალმუნი 29:6).

'''მათეიესო 5:5
5 ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას (მათე 11:29; ფსალმუნი 36:29)

თვინიერნი განისვენებენ მშიდობაში. ისინი თავს ღმერთს, მის სიტყვას და სასჯელს ემორჩილებიან; მიჰყვებიან მის ხელმძღვანელობას და ჩანაფიქრებს; ხალხს რბილად ეპყრობიან და ყველაფრის გადატანა შეუძლიათ გაღიზიანების გარეშე. ისინი ან ჩუმად არიან ან თვინიერ და თავმდაბლურ პასუხებს იძლევიან, შეიძლება უკმაყოფილებაც კი გამოთქვან გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ამით არაფერს აშავებენ. შეუძლიათ იყონ ცივსისხლიანები, როდესაც გარშემო ყველა აჟიტირებულია. ისინი მომთმენნი არიან და ფლობენ საკუთარ თავს, თუნდაც სხვას არაფერს ფლობდნენ ქვეყანაზე. თვინიერები იშვიათად ღიზიანდებიან, თუმცა მალევე და მარტივად მშვიდდებიან. ურჩევნიათ დაივიწყონ ოცი წყენა, ვიდრე შური იძიონ ერთის გამო, ასევე ფლობენ და უფლობენ საკუთარ სულებზე.

ასეთი თვინიერი ადამიანები სინამდვილეში ნეტარები არიან, ამ ქვეყნიერებაზეც კი. ბედნიერები არიან, რადგან მიყვებიან იესოს, რომელმაც თქვა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან თვინიერი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათე 11:29). ისინი ბაძავენ ქრისტეს, რომელიც მეფობს საკუთარ განრისხებაზე. ნეტარნი და ბედნიერები არიან, რადგან მშვიდად ნეტარებენ უფალში და ვერავინ უშლის ხელს. შეუძლიათ იყონ ნებისმიერ პირობებსა და ნებისმიერ წრეში, მზად არიან იცხოვრონ და მოკვდნენ.

რაც შეეხება ხელისუფალთ, წინამძღოლებს, მდიდრებსა და ამაყებს, ქრისტეს მოსვლის დროს ისინი იგლოვებენ. უიმედობაში ჩავარდებიან, რადგან ღვთის კანონების ძირითადი პრინციპებს არ აღიარებენ და არღვევენ კიდეც მათ. ისინი მკაცრად დაისჯებიან. თვინიერი ქრისტე დაიმკვიდრებს დედამიწას მათთან, ვინც მიიღო ის და სისასტიკიდან თვინიერებაში მოექცა.

კითხვა:

  1. რატომ დაიმკვიდრებენ დედამიწას თვინიერები და არა ძლიერნი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 05:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)