Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 119 (Moving to Sidon and Then to Crete)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ე - გამგზავრება კესარიიდან რომში (საქმეები 27:1 - 28:31)

1. გზა სიდონში და შემდეგ კრეტაში (საქმეები 27:1-13)


საქმეები 27:1-13
1 იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს. 2 ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. თესალონიკელი არისტარქოს მაკედონელიც ჩვენთან იყო. 3 მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლეს მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და ნება დართო მეგობრებთან წასულიყო, რათა შემწეობა მიეღო მათგან. 4 იქიდან გამგზავრებულებმა კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო. 5 განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიას მირაში მივედით. 6 იქ ასისთავმა ალექსანდრიული ხომალდი მონახა, რომელიც იტალიისკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა. 7 მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ. 8 მას რომ გავცდით, მივადექით "კეთილ ნავსაყუდლად” წოდებულ ადგილს, რომლსაც ქალაქი ლასეა ემიჯნება. 9 რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობაც გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 10 "კაცნო, ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დანაკარგიანი იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისთვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც”. 11 მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის მეპატრონეს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12 ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, ამიტომ უმრავლესობამ იქიდან გამგზავრება ისურვა, რომ როგორმე ფინიკიამდე მიეღწიათ და იქ გამოეზამთრათ, კრეტას ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული. 13 სამხრეთის ქარმა რომ დაუბერა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, ღუზა ასწიეს და გაცურეს კრეტას გასწვრივ.

გავიდა ორი ხანგრძლივი წელი და პავლე ისევ პატიმრობაში იყო. მან ეს ორი წელი ლოცვებში, ფიქრებში, წერილების წერაში და ცალკეულ ადამიანებთან საუბრებში გაატარა. საბოლოოდ მმართველმა პავლე რომში გაგზავნა. მოციქული არ წაუყვანიათ დიდებით, არამედ როგორც ტუსაღი სხვა ბრალდებულებთან ერთად. ძირითადად არა რომაელ მონებთან, რომლებიც საშიში მხეცების და ლომების ხაროში უნდა ჩაეყარათ.

პავლე მარტო არ ყოფილა. მას თან ახლდა ლუკა, ერთგული მსახური. მოციქულთა წიგნის ამ ადგილიდან ისევ იწყება მრავლობით პირში საუბარი. ტანჯვებისა და უბედურებების გამო წმინდანების მოზიარეობა არ შეწყვეტილა, არამედ უფრო გამყარდა და გამაგრდა სიკვდილის საშიშროების გამო. პავლეს ორ წლიანი პატიმრობისას, ლუკა აგროვებდა მხილველების მიერ ინფორმაციას საკუთარი სახარებისთვის და მოციქულთა წიგნისთვის. ის იწერდა ქრისტეს ამონარიდების კრებულის ნაწილს და ატარებდა ამ ძვირადღირებულ უნიკალურ ძვირფასეულობას თან, ხანგრძლივი და საშიში მოგზაურობების დროს. ის არაფერს წერდა საკუთარ თავზე და სათუთად ინახავდა მის მიერ დაწერილ სახარებას, რათა არ დასველებულიყო. სასიხარულოა იმის ხილვა, თუ როგორ შეიკრიბა ეს სამი ადამიანი სიყვარულის მოზიარეობაში, რომლებიც ყველა წინაღობას რომის გზაზე თავიანთი ლოცვებით ფანტავდნენ.

მათ ზღვით სიდონისკენ გაცურეს სადაც ქრისტიანთა საკრებულო იყო. ადამიანთა მოყვარული ასისთავი იულიუსი, რომელიც იცნობდა პავლეს და ცდიდა მის ნდობას, მას შემდეგ რაც ორი წელი საპყრობილეში იყო ნდობა გამოუცხადა და გაუშვა პავლე თავისუფლად მეგობრებთან ერთად სანამ გემი არ დაიცლებოდა. ცხადია, რომ პავლეს ხელი გადაჯაჭვული იყო რომაელი მეომრის ხელთან, რომაული წესების თანახმად. მაგრამ პავლეს ეს ჯაჭვები არ უშლიდა ქადაგებაში ხელს.

როდესაც მათ გაცურეს ანატოლიისკენ, დიდძალი ქარიშხალი ამოვარდა. იალქანი კარგად იყო მიმაგრებული გემს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ამიტომაც ქარის საწინააღმდეგოდ ცურვა არ შეეძლოთ. ისინი კიპრის მთებს მიღმა მიცურავდნენ და მოკლებულები იყვნენ დასავლეთის ქარებს, რომლებიც მათ გემს შორეული რომისკენ მიმართავდა. როგორც იქნა ჩავიდნენ მირაში, რომელიც ანატოლიაში მდებარეობს და იპოვეს დიდი ხომალდი, რომლითაც მარცვლეულობა გადაქონდათ რომში. ამ ხომალდზე გადასვეს ბრალდებულები. ასე დააკმაყოფილა მეფემ ზარმაცი რომაელები, რომლებიც მხარ უჭერდნენ მის უწმინდურებას. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი პრინციპები: ერი უნდა უზრუნველყო საკმარისი პურითა და სახალისო სანახაობებით, რათა არ მოიწყინო.

ქარები საწინააღმდეგოდ ქროდნენ, თითქოსდა ბოროტი სულები პავლეს ბოლო მოგზაურობას და რომში სახარების გავრცელებას ეწინააღმდეგებოდნენ. მთელი ჯოჯოხეთი ემზადებოდა თავისი სიბოროტით, პავლესა და მისი თანამგზავრებზე თავდასხმისთვის. მოციქულმა იგრძნო, რომ მთელი წყვდიადი მის წინააღმდეგ იყო, მან იწინასწარმეტყველა ეს საშიშროება და გააფრთხილა ეს ასისთავი და გემის მმართველი აღარ გაეცურათ იმის შემდეგ რაც ერთ-ერთ საზღვაო პორტთან შეჩერდნენ. ხომალდზე მყოფთაგანთა მოთხოვნით შეიძლებოდა რომში გაცურვის გეგმა გადათქმულიყო, რომ სცოდნოდათ ასეთი შტორმის გადალახვა მოუწევდათ, მაგრამ მათ ძალიან სურდათ ზამთრის კარგ ქალაქში გატარება და არა უკაცრიელ სოფელშ. ამიტომაც გაცურვეს მაშინვე, როდესაც აღმოსავლეთის ქარმა დაუბერა. სინამდვილეში ეს ბოროტის ანკესი იყო, რომელიც ცდილობდა მათ ზღვის ფსკერზე ჩაძირვას, ყველა ხომალდზე მყოფის განადგურებას. ბოროტს მხოლოდ სახარების წინაღდგომა კი არ უნდა, არამედ ბუკვალურად მისი აღმოხვრა დედამიწიდან და უმოწყალოდ ქრისტეს მიმდევრების განადგურებას.

ლოცვა: უფალო დაგვეხმარე, რომ ყოველთვის ვისმინოთ შენი ხმა, თუ როგორ ლაპარაკობ ჩვენს სულშ, რათა არ დავიღუპოთ. დაგვეხმარე დავემორჩილოთ შენს ხმას და შენს დაცვაში ვიყოთ!

კითხვა:

  1. რომელი სამი ღმერთის კაცი გაემგზავრა რომში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:13 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)