Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 120 (The shipwreck on Malta)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ე - გამგზავრება კესარიიდან რომში (საქმეები 27:1 - 28:31)

2. შტორმი ზღვაში და ხომალდის ჩაძირვა მელიტაში (საქმეები 27:14-44)


საქმეები 27:14-26
14 მაგრამ სულ მალე ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა ამოვარდა, 15 წარიტაცა ხომალდი და რაკი აღარ შეგვეძლო ქარის გამკლავება, დავნებდით და დაგვაქროლებდა. 16 ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, რომელსაც კაუდა ერქვა, როგორღაც მოვახერხეთ ნავის შენარჩუნება. 17 მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ. 18 რაკი კვლავ ძლიერად დაგვაქროლებდა ქარიშხალი, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დავიწყეთ. 19 მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა. 20 რადგან მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ქარიშხალი ცხრებოდა, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა. 21 დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: "კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და არ წამოსულიყავით კრეტადან, ამ ზიანსა და დანაკარგს აღარ ნახავდით. 22 ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა, 23 რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, 24 და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით. 25 ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა: 26 რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ”.

შტორმი დაიწყო მაშინ, როდესაც ისინი კუნძულ კრეტასთან იყვნენ. ზღვა ღელავდა, ხოლო ტალღებს გემი სულ უფრო ღრმად მიყავდათ. მეზღვაურები მთელი ძალით ცდილობდნენ მისულიყვნენ ნაპირთან, მაგრამ წარუმატებლად. ქარიშხალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი ღრმად ზღვაში წაიღო თავის 276 მგზავრთან ერთად. მათ ამოწიეს პატარა ნავი, რომელიც გემზე მიმაგრებული იყო, რათა ის წყლით არ ავსებულიყო და არ ჩაძირულიყო. გემმა კურსი შეიცვალა და მიცურავდა პატარა კუნძული კლავდიას დაცვით. ისინი ღუზას ვერ უშვებდნენ ძლიერი ტალღების გამო, რომელიც მათ ეცემოდა. ნავიგაციის ხელოვნება იმ დროში არ იყო ისე განვითარებული, როგორც დღეს. ასეთი თანამედროვე ხელსაწყოების უქონლობის გამო ფიცრების ერთად შესაკვრელად მათ გემი სქელი თოკით შეახვიეს. მეზღვაურები ნებისმიერი გზით ცდილობდნენ ტალღების დარტყმების სიძლიერის შეკავებას.

მომდევნო დღეს მათ გადაყარეს ნავიდან მარცვლეულის ნაწილი, რათა გემს მარტივად შესძლებოდა ტალღებზე გაჩერება. შტორმის მესამე დღეს კი ნავის აღჭურვილობები გადაყარეს ზღვაში. ასევე იალქნები და ყველა მძიმე ნივთი რაც კი გემზე იყო. მაგრამ ქარიშხალი არ ჩერდებოდა და ზღვა არ იღლებოდა. მრავალი მგზავრი ცუდათ გახდა, მრავალსაც გული ერეოდა. მათ გარკვეული დღეების მანძილზე არ ქონდათ ნანახი მზე და მთვარე. ადამიანები ლოცულობდნენ და მარხულობდნენ, სთხოვდნენ უფალს ესმინა მათი ლოცვები. დღეები და ღამეები იწელებოდა. წუთები საათებად იქცა. ყველა უიმედობამ მოიცვა. მზარეულს საკვები არ მოჰქონდა. მეზღვაურები, ტუსაღეები და მებრძოლები დასუსტდნენ და დაიღალდნენ.

მაშინ პავლე ადგა და გაამხნევა ისინი. მან გაუმეორა მათ, რომ ყველაფერი ეს მისი უკუგდების მიზეზი იყო. ყოველ ურწმუნოებას მივყავართ დანაკარგამდე და შესაძლოა მრავალი უბედურების მიზეზიც იყოს. პავლე ლოცულობდა იმ დროს, როდესაც სხვები ტიროდნენ. მისი თანამგზავრები იკრიბებოდნენ მასთან და გაქვავებულ გულებზე ლოცულობდნენ. მთელი ჯოჯოხეთი ადგა მათი სიყვარულის მოზიარეობის წინააღმდეგ. მაგრამ ქრისტემ უპასუხა მათ ლოცვებს და ქარიშხლებს შორის, პავლესთან ანგელოზი წარგზავნა, რომელმაც გაამხნევა მოციქული და უთხრა, რომ არ მოკვდება სანამ რომის კეისარს არ უქადაგებს. სინამდვილეა, რომ გემი ჩაიძირება მეთაურის სიჯიუტის გამო, მაგრამ ყველა სული გადარჩება პავლეს და მისი თანამგზავრების ლოცვების შედეგად. ეს შემთხვევა ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია, არა? ღმერთის რისხვა მთელს დედამიწას მოიცავდა ეშმაკთან ერთად, მაგრამ მხოლოდ ლოცვის ძალა იცავს ადამიანებს დედამიწაზე. ღმერთი აკავებს ადამიანებს დაღუპვისაგან, მორწმუნეთა ლოცვის და ეკლესიის გამო.

პავლეს არ დაუწყია მეზღვაურებისთვის და მგზავრებისთვის ქადაგებების კითხვა, არც ღვთისმეტყველური გაკვეთილები ჩაუტარებია მათთვის, ვინაიდან გემი ძალიან მოძრაობდა და ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ. პავლე უმოწმებდა მათ საკუთარი რწმენის შესახებ და მისი ხმა აჭარბებდა ყველა ქარიშხალსა და ტალღების ხმას. მოციქული ღმერთს ენდობოდა, რომ ღმერთი ზუსტად ისე გააკეთებდა, როგორც ანგელოზმა უთხრა. ის ელოდებოდა როდის მივიდოდა გემი უახლოეს კუნძულთან და მათი გემი მსხვრევას განიცდიდა უკვე სანაპიროზე. გემი განწირული იყო დამსხვრევისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა გადარჩებოდა. შესაძლოა ეს უფლის პასუხია ჩვენი ქვეყნებისთვის, თუ რა იქნება მომავალში. ილოცე, რათა შენი და ძმები გადარჩნენ და ჩვენ ყველა ერთ ნავში აღმოვჩნდეთ, იცოდე, რომ ეშმაკს ყველას განადგურება უნდა, ვის გულშიც სახარებაა, ილოცე და იფხიზლე, რათა არ ჩავარდე განსაცდელში.

ლოცვა: მადლობას გიხდი უფალო იესო, რომ პავლესთან წარგზავნე ანგელოზი, რომელმაც ანუგეშა ის. ყველა ტუსაღს წარუგზავნე მანუგეშებელი და გვიხსენი სხვა ადამიანებთან ერთად, ჩვენს ქვეყნებში შტორმისგან, რომელიც დაძრულია.

კითხვა:

  1. რატომ იყო მზად ღმერთი გადაერჩინა გემზე მყოფი ყველა ადამიანი, ურწმუნოების ჩათვლით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:14 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)